განათლება,მთავარი,სიახლეები

სსმ მოსწავლეს უფლება აქვს სკოლაში პირბადის გარეშე იყოს – სამინისტრო

12.02.2021 • 1334
სსმ მოსწავლეს უფლება აქვს სკოლაში პირბადის გარეშე იყოს – სამინისტრო

„სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ დღეს, 12 თებერვალს, ბრიფინგზე.

ეკა დგებუაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ,  არჩევანი გააკეთონ დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

„მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე“, – ამბობს დგებუაძე.

დგებუაძის თქმით, სკოლებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში შეზღუდვები იქნება წერტილოვანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: