როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი: ღამით 15-20 მეტრი წამში, დღისით 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 565 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 416 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 561 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 51 293 …

რა უნდა იცოდე, თუ სადარბაზოში კამერები დაგიყენეს – იურისტის განმარტება

სადარბაზოებში ვიდეოკამერების დამონტაჟება-მართვის საკითხი ბათუმში ხშირად იმდენად პრობლემურია, რომ დავა სამეზობლო ჩატების ფარგლებს სცდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშების თანახმად, კერძო და საჯარო სექტორში ვიდეომონიტორინგის წესების დარღვევა საჩივრებისა და ინსპექტირებების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. საჩივრები შეეხება ვიდეოკამერების თვითნებურ დამონტაჟებას [სადარბაზო, ლიფტი, ეზო] და ჩანაწერის წესების დარღვევით გაზიარებას. რა უფლებები და მოვალეობები აქვთ ბინათმესაკუთრეებსა და ამხანაგობის …

ბათუმის საახალწლოდ განათებისთვის მერიამ 2 ტენდერი, ჯამში 4,89 მილიონით გამოაცხადა

ბათუმის მერიამ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის შესყიდვის მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადა. ორივე შესყიდვის საწყისი ღირებულება, ჯამში, 4.89 მილიონი ლარია. პირველი ტენდერი, რომლის საწყისი ღირებულებაც 4 მილიონ 413 822 ლარია, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას საახალწლოდ ქალაქის მორთვა სურს, შპს „ღამის …

ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულდან გადახტა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბათუმში, კონკრეტულ ბინაში ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ. ბინაში მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, სამივე პირი იდენტიფიცირებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა უწყებაში მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. …

რაზე იმსჯელეს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი დაესწრო

დღეს, 17 ოქტომბერს „ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გამართეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. „ოცნება“ წერს, რომ ივანიშვილი თავად გაუძღვა სხდომას. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ამ სხდომის დასრულების შემდეგ გავიგეთ, არის ის, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე. „ოცნების“ გაფართოებული სხდომის შემდეგ, რომელსაც …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 562 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 415 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 554 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 51 266 …

როგორ შეიცვლება ტრამპის პოლიტიკა, თუ ის შუალედურ არჩევნებს წააგებს? – ინტერვიუ

„ვითარების გამოსწორების შესაძლებლობად ეს არჩევნები შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ თეორიულად იმიტომ, რომ ლოგიკურად დემოკრატებმა შეიძლება მოიპოვონ უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში და ამან მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ მართავს და როგორ პოლიტიკას ახორციელებს ტრამპი. მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთულად განსაჭვრეტი ადამიანია – რას გააკეთებს შემდეგ, არავინ იცის, მისგან ბევრი სიურპრიზი გვინახავს,“ – …

შსს მინი სერიალს იღებს – 174 408 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური, დოკუმენტური მინი სერიალის გადასაღებად 174 408 ლარს დახარჯავს. საბიუჯეტო თანხები მინი სერიალის გადასაღებად უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2026 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის ახალი სეზონის გადაღებისა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ. პროექტის განხორციელება, მათ შორის, სერიალის გადაღება, საბოლოო პროდუქტის მომზადება და …

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

16-25 ოქტომბერს თიბისი ტექსკოლა უფროსკლასელებს ორ ახალ, უფასო სასწავლო კურსზე იწვევს: „Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“. თიბისიმ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ტექსკოლაში სწავლა სრულად უფასოა და ონლაინ მიმდინარეობს. კურსებს …

რუსთაველის თეატრი 387 182 ევროს სკამებსა და სავარძლებს ყიდულობს – 1400 ლარი ერთ სკამში

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი 387 182 ევროს ღირებულების სავარძლებსა და სკამებს ყიდულობს. ამავე თანხაში შევა დარბაზის ინსპექტირება და ახალი ინვენტარის მონტაჟი. თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზის სავარძლებისა და სკამების შესყიდვას თეატრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თევზაძე გამარტივებული შესყიდვით ითხოვს. ნებართვის მისაღებად რუსთაველის თეატრის აღმასრულებელმა დირექტორმა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა. „დღეის მდგომარეობით, თეატრის დიდი …

ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობი, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობის ან მიწოდება-გასაღების ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 21 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 561 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 790. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 414 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 552 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 51 242 …

ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

რა ხდება შავ ზღვაში, სადაც დრონები სატვირთო გემებს ესხმიან თავს – „რუსეთი ტესტავს ნატოს“

შავ ზღვაში დრონებით თავდასხმის შემთხვევები გახშირდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნების: რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან სატვირთო გემებზე დრონების თავდასხმის სულ მცირე ხუთი შემთხვევა იყო. ორი გემი ჩაიძირა, 23 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა. ბულგარეთი მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების უკან რუსეთი დგას.  „ჩვენ გვიჭირს აღიარება, რომ შავ ზღვაში არის ომი“ – ამბობს შავი ზღვის უსაფრთხოების სპეციალისტი …

რა გამოსავალი არსებობს, როცა ივანიშვილი ოპოზიციას აუქმებს? – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

„შეცდომა იყო თავად ეს მიდგომა: ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლის გარდა სხვა არაფერი! ჩემი აზრით, თუ იქნება ამჯერადაც გამოსვლები და გაფიცვები, არ უნდა იყოს მოწოდება: ხელისუფლება გადადგეს! ამას იყენებს ავტორიტარული ხელისუფლება, რომ აი, გადატრიალება უნდათ. მოთხოვნები უნდა იყოს დემოკრატიული კანონმდებლობის დაბრუნება. ნებისმიერ კანონმდებლობაზე უნდა იყოს გამოსვლები. არ ვიცი, ეს რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ ვიდრე არსებობს …

„სახელმწიფო გადატრიალება“ – ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე

„დროას“ ლიდერი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმიანება ოპოზიციური პარტიების გაუქმების სარჩელს, რომელიც „ოცნებამ“ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. „ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებაა სახელმწიფო გადატრიალება არალეგიტიმური უმცირესობის მიერ. ჩვენს სახელმწიფოს ხშირად ქონია დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ქვეყნის უმრავლესობა ერთი კაცის, ერთი პარტიის ჭკუაზე იცხოვრებს, მსგავსი რამ არ ქონია. ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვეუბნება, რომ იმ ფორმით, …

ბათუმში ავგიის გზის 14-მილიონიანი ტენდერი „ოცნების“ დეპუტატის კომპანიამ მოიგო

ბათუმში ავგიის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ქართული ოცნების დეპუტატის, გია ჭყონიას დაფუძნებული კომპანია შპს „გზა“ შეასრულებს. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კომპანია გამარჯვებულად უკვე გამოავლინეს და ხელშეკრულების დასადებად მიიწვიეს. შპს „გზა“ -ს 100 პროცენტს „ჯი აი კაპიტალი“ ფლობს. ბიზნესმენმა და „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ რვა კომპანიაში საკუთარი წილები სწორედ შპს …

4 შვილის დედა ქუთაისიდან – „ბავშვები მშიერი მყავს“

ოთხი შვილის დედა, გურანდა თათეიშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ქალი სოციალურად დაუცველია და შვილებს მარტო ზრდის. შშმ დედა ამბობს, რომ ბავშვები ფაქტობრივად შიმშილობენ. გურანდა თათეიშვილი შვილებთან ერთად ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ „სოციალურის“ უდიდესი ნაწილი ბინის ქირაში მიდის, ხოლო ბავშვებისთვის საჭირო საკვების და წამლის ფული აღარ რჩება. „ოთხი შვილი მყავს. იმის გამო, რომ მიჭირდა, …

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, 2026 წლის Foreign Exchange Awards-ზე თიბისიმ საქართველოში საუკეთესო სავალუტო ბანკის ტიტული მოიპოვა. ჯილდო თიბისიმ სავალუტო ბაზრის ეროვნულ კატეგორიაში მიიღო, რაც ბანკის სავალუტო მიმართულების მასშტაბს, მომსახურების ხარისხსა და ბაზარზე ძლიერ  პოზიციას უსვამს ხაზს. Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს …

“ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და VISA-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ექსკლუზიური სადაზღვევო შეთავაზებები ჯიპიაისგან VISA Premium ბარათების მფლობელებისთვის „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და VISA-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტნიორობის მიზანია VISA-ს პრემიუმ ბარათების მომხმარებლებმა დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი სარგებელი  და გამორჩეული სადაზღვევო შეთავაზებები მიიღონ. მემორანდუმის ფარგლებში პირველი მასშტაბური შეთავაზება ავტოდაზღვევის მიმართულებით იქნება. VISA-ს და ჯიპიაის  თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს, რომლებიც 15 ოქტომბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ჯიპიაის ავტოდაზღვევას  შეიძენენ ან არსებულ …

გონიოში ხორცპროდუქტების მწარმოებელს სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს საწარმოო პროცესი შეუჩერა დარღვევების გამო. სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები მ. ტ. (მისამართი: ზუგდიდი, ბარათაშვილის N5, ი. ქ. (მისამართი: ზუგდიდი, წერეთლის N54) და ფიზიკური პირი ი. ხ. (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის N15 ბ) ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. „ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ჰიგიენური ნორმების …

სტიქია სტამბოლში – ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაიკეტა სკოლები

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის ბიჭი, რომელიც დატბორილ პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა და 34 წლის მოქალაქე, რომელსაც ტროტუარზე ფეხი დაუცდა და თავი დაარტყა. ოფიციალური ცნობებით, დაფიქსირდა 1277 წყალდიდობა, 15 მეწყერი, ათეულობით შემთხვევა, როცა ადამიანები სტიქიის ზონაში ჩარჩნენ, ასევე წაიქცა ხეები და დაზიანდა 800-ზე მეტი სახლი. ძლიერმა …

შავ ზღვაში, რუმინეთის წყლებში მაშველები 8 მეზღვაურს ეძებენ

დღეს, 15 ოქტომბერს, დილით, შავი ზღვის რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ხანძარი გაჩნდა სან-მარინოს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Wine Trader-ზე. მედიის ცნობით, გემი სტამბოლიდან მოდიოდა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების საზღვართან იმყოფებოდა, როდესაც დილის 7 საათისთვის ეკიპაჟმა აფეთქებებისა და გემის ზედნაშენში გაჩენილი ხანძრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეკიპაჟის 12 წევრიდან 8 დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, რომელი …

„სასაფლაოებზე რომ გაივლი, სულ ახალგაზრდების სურათებია“ – ნარკოპოლიტიკა საქართველოში

„ბოლო დროს ხშირად გვესმის – „დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა“. მშობლები იღებენ ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა ამის აფიშირება ოჯახის წევრების მხრიდან არ ხდება, რადგან მალავენ, რომ ადამიანი ზედოზირებით გარდაიცვალა“, – ამბობს ნარკოლოგი, პარტია „ფედერალისტების“ წევრი, ზურაბ სიხარულიძე. რა იციან თავად მომხმარებლებმა სასიკვდილო ნარკოტიკების შესახებ და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ნაარკოტიკის მოხმარების შემცირებას ქვეყანაში? – სწორედ ამ პრობლემაზე …

უკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობის ქარხნებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-თან განაცხადა, რომ უკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მედიის თანახმად, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება ე.წ. ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ, რაც გულისხმობდა შეტევის შეჩერებას ენერგოობიექტებზე ორივე მხრიდან, თუმცა რუსეთმა გააგრძელა შეტევა. „[ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების] აკრძალვა მოიხსნა. მორჩა“, – ციტირებს ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ზელენკის ინტერვიუს Financial Times-სთან. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის 21 საათიდან 16 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …

საფლავების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმერეთში მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. კერძოდ, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა, რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. „დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მოპარული ლითონის ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – წერს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 559 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 880. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 414 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 537 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 51 233 …

როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა პოლიტიკური პარტიები საქართველოში – ინტერვიუ საბჭოთა წარსულის მკვლევართან

დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებს არ კრძალავენ. პოლიტიკური პარტიები იკრძალება ტოტალიტარულ რეჟიმებში. საქართველოს უკვე აქვს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, გაქრობის და განადგურების გამოცდილება. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა დაიწყეს „ზრუნვა“ მოესპოთ დაპყრობილ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი და გაექროთ ყველა, ვინც მათ იდეებს არ იზიარებდა. ბოლშევიკებს პარტიების საბოლოო აკრძალვისთვის წლები და მძიმე რეპრესიები დასჭირდათ. ოკუპაციის …

„საქართველო მხოლოდ ივანიშვილისაა“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში პარტიების გაუქმებაზე

როგორ ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება პოლიტიკური ოპოზიციის გარეშე? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2 165 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წელთან შედარებით 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა. საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ მონაცემები 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო …

ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ALDE

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 14 ოქტომბერს, ALDE ავრცელებს, „ლიბერალთა და დემოკრატთა პარტია ევროპისთვის“. „ალდეს“ ცნობით, ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ. როგორც ALDE აცხადებს, ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელში Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა. ფაქტთან …

დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება – კანონპროექტი

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ე.წ. დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება. კანონპროექტი, რომელიც „ოცნების“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა, უკვე მიიღეს პირველი მოსმენით. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შევა სააღსრულებო წარმოებათ შესახებ კანონში. კერძოდ, 45-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ქონების ტიპებს, რომელთა დაყადაღება არ შეიძლება, დაემატება შემდეგი შინაარსის პუქნტი: „[ყადაღას არ ექვემდებარება] ორსულობისა და მშობიარობის გამო …

უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე – მედია

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა ამერიკული Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, რომელიც უფრო სწრაფად მუშაობს და აუცილებელია დრონების ოპერატორებისთვის. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ფრონტის ხაზზე მყოფ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავეს აცხადებს სერგეი სტერნენკო, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ცნობილი ბლოგერი. „Starlink-ის ტერმინალები ღამით შეიზღუდა. …

Exit mobile version