პარასკევს, 22 მარტს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა”
ბათუმელები
პარასკევს, 22 მარტს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა”
ამ წუთებში ხულოს გამგეობის შენობასთან ასზე მეტი ადამიანი მუნიციპალიტეტის გამგებლის გადადგომას ითხოვს. „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აქციას კოალიციის მხარდამჭერები მართავენ, თუმცა, მისივე თქმით, შტაბის ხელმძღვანელობას აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.
დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენინსპექციის წარმომადგენლები შოთა კაკულია და დემეტრე გრიგალაშვილი ბათუმში, იუსტიციის სახლთან მყოფ მოშიმშილეებთან მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ თბილისიდან სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ და აქციის მონაწილეების პრეტენზიების შესწავლას აპირებენ.
<!** Image 1 align="" alt="გენინსპექციის წარმომადგენლები მოშიმშილეებთან" sub="გენინსპექციის წარმომადგენლები მოშიმშილეებთან" width="300" height="300" >
ნია აფხაზავას ფოტორეპორტაჟი. გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლა
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ასევე ოლიმპიური თამაშების მონაწილე როსტომ აბაშიძემ „სამართლიანობის აღდგენის“ მიზნით პროკურატურას მიმართა. ყოფილი სპორტსმენის თქმით, მას 2006 წელს სოფელ გონიოში 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წაართვეს.
ბათუმის იუსტიციის სახლთან მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, სურიე დიასამიძე ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და მას პირველადი დახმარება გაუწიეს.
<!** Image 1 align="middle" alt="საპროტესტო აქციის მონაწილეები" sub="საპროტესტო აქციის მონაწილეები" width="400" height="1944" >
23 თებერვალს ბათუმში, „პრესკაფეში“, სულხან სალაძის ფოტოგამოფენა, „2 ცა 1 ბათუმი“ გაიხსნა. სულხანი ამჟამად თბილისში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მუშაობს. გარდა იმისა, რომ მას იცნობენ, როგორც იურისტსა და ფოტოგრაფს, სულხანი ასევე ძველი წიგნების კოლექციონერი და ბლოგერია.
ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერება – ამ თემაზე დღეს, სამოქალაქო გავითარების სააგენტო „სიდას“ ხელშეწყობით დისკუსია გაიმართა.
<!** Image 1 align="middle" width="350" height="720" >
ჩაქვის შემდეგ ხანძარი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელში გაჩნდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ოჩხამურის მიმდებარედ ცეცხლი ჩაის პლანტაციას გაუჩნდა, ასევე ხანძარია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში.
ჩაქვის შემდეგ ხანძარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაჩნდა. სოფელ ოჩხამურის აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაის პლანტაცია იწვის.
როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თენგიზ ზოიძე ამბობს ხანძრის სალიკვიდაციოდ სამუშაოები მიმდინარეობს.
დასახლებულ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება.
ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმრებია აღარ არიან.
გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი: „2-3 დღის უკან ბათუმის საპყრობილედან მისჯილი პატიმრები გადაიყვანეს გეგუთის დაწესებულებაში, ეგრეთ წოდებულ ზონაზე. ხოლო გუშინ დაიწყო ეგრეთ წოდებული მიუსჯელი პატიმრების ეტაპირება ქუთაისის #2 დაწესებულებაში. ეს ახსნეს იმით, რომ ბათუმის #3 დაწესებულება საჭიროებს სასწრაფო რემონტს და დაიწყება სარემონტო სამუშაოები“.
გიორგი ჩარკვიანის თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში 230-მდე პატიმარი იყო.
ბიძინა ივანიშვილს ეშინია აქციების, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბათუმში პარტიის წევრებთან შეხვედრამდე განუცხადა.
<!** Image 1 align="left" width="300" height="511" >
როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, დღიდან ნაციონალური მოძრაობა პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, იწყებს შეხვედრებს. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კამპანიას, რათა მოსახლეობასთან ერთად იმსჯელონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ამასთან, მერაბიშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობა იქნება ძალიან აქტიური და პრემიერ-მინისტრს სწორედ ეს აშინებს.
„ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური და ივანიშვილს ეს ძალიან აშინებს, მას ეშინია აქციების, მას აშინებს, რომ ნაცმოძრაობის აქციაზე უამრავი ადამიანი მოვა, ივანიშვილს ეშინია დემოკრატიის, სწორედ ამას უკავშირდება მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებები“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
დღესვე, ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრთან მიხეილ მაჭავარიანთან ერთად სამტრედიასა და ბაღდადში გამართავს შეხვედრებს.
ინტელიგენცია – (ლათ. ინტელლიგენს – მოაზროვნე, რაციონალური, შემეცნებითი) საზოგადოების სოციალური ფენა ან ჯგუფი, რომელიც გონებრივი შრომით არის დაკავებული. დამკვიდრებული მოსაზრებით, ეს ტერმინი პირველად მწერალმა პეტრე ბაბორიკინმა გამოიყენა და რუსულიდან იგი სხვა ენებშიც გავრცელდა. ამ სტატიის მიზანი არ არის აღნიშნული ტერმინის ეტიმოლოგიური წარმოშობის, მისი ენობრივი იმპლემენტაციისა და გამოყენების გამოკვლევა-ანალიზი. ეს ტერმინი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მას უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი სიტყვათკავშირი – წითელი ინტელიგენცია.
<!** Image 1 align="left" alt="გიორგი ჩიტიძე" sub="გიორგი ჩიტიძე" width="300" height="768" >
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევის თემაზე დისკუსია გამართა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ასლან აბაშიძის ქონებასთან დაკავშირებით, თამაზ ბაკურიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ბათუმში დასუფთავების გადასახადი 50 თეთრით მცირდება. ამიერიდან მოსახლეობა 1,80 ლარის ნაცვლად 1, 30 გადაიხდის. ამის შესახებ დღეს ბათუმის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
შს სამინისტრომ გამაქვეყნა ინფორმაცია ხელვაჩაურის გამგებლისა და მისი პირველი მოადგილის დაკავების შესახებ. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია შემდეგ ინფორმაცია:
„შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძე დააკავეს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.
კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს. მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.
ხელვაჩაურის გამგებელმა და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“.
<!** Image 1 align="" alt="გია რამიშვილი" sub="გია რამიშვილი" width="300" height="300" >
თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმს ახალი მთავარი არქიტექტორი ჰყავს. „რესპუბლიკელი“ გია რამიშვილი ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, ქალაქის მთავარ არქიტექტორად მიმდინარე წლის 4 მარტს დანიშნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, გია რამიშვილის კანდიდატურა ქალაქის მერს თვითონ შესთავაზა:
„კი, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო ყოველთვის, რომ გია რამიშვილი დაენიშნათ არქიტექტორად. ამიტომ, ბათუმელებს ვულოცავ, შეიცვალა ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ის აღარ არის მიხეილ სააკაშვილი და არის ცნობილი არქიტექტორი გია რამიშვილი“.
ახალი არქიტექტორის განცხადებით, პირველ რიგში წესრიგშია მოსაყვანი მშენებლობის რეგულირების წესები. მისი განცხადებით, ამას დასჭირდება დრო, ფართო განხილვები და საზოგადოების ჩართულობა. „რეზულტატი კი უნდა იყოს ისეთი, რომ მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარე“, – აცხადებს გია რამიშვილი, რომელიც ბათუმის მერიაში არქიტექორებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, არქიტექტორებს და, ზოგადად, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ხედვები, თუ როგორ შეიძლება ბათუმის ურბანული განვითარება, რა ფორმით. ამასთან, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოვისმინოთ არტიქტერორების მოსაზრებები. ვფიქრობ, მათი მოსაზრებები აქტიურად იქნება განხილული“.
<!** Image 1 align="middle" width="600" height="944" >
აჭარის ფინანასთა და ეკონომიკისა სამინისტრომ წერილები გაუგზავნა იმ მოსახლეობას, რომლებიც არჩევნების შემდეგ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჩასახლდნენ. წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:
<!** Image 1 align="middle" alt="უკანონო დასახლება" sub="უკანონო დასახლება" width="600" height="576" >
2012 წლის არჩევნების შემდეგ მაღალმთიანი აჭარიდან მოსახლეობამ უკანონოდ დაიწყო ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცირე ზომის ქოხების ჩადგმა და იქვე დასახლდა. „ბორჯღალოს“ მიერ ჩატარებული ალტერნატიული აღწერის მიხედვით, 1864 ოჯახია თვითნებურად შესახლებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით, მათ დაახლოებით 678 ოჯახი შეისწავლეს: „შემდეგ შევჩერდით, რადგან ამ პროცესმა გამოიწვია უფრო მეტი ნაკადის შემოდინება. ჩვენი ინფორმაციით 12 ობიექტში არიან უკანონოდ შესახლებულები. 31 მარტისთვის ყველამ უნდა დატოვოს ტერიტორია, სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“.
აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამჟამად პატიმართა უფლებების დამცველია, ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ დადგინდეს ასლან აბაშიძის ქონების ადგილსამყოფელი, რომელიც თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ე.წ აჭარის რევოლუციის შემდეგ,სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გადაინაწილეს.
„საუბარია რვა ერთეულ ბრონირებულ ჰამერზე და მერსედესის მარკის ავტომობილებზე, ძვირადღირებულ ბიბლიოთეკაზე, იარაღების კოლექციასა და ხელოვნების ნიმუშებზე, რომელიც 2004 წლის მაისში, მიხეილმა სააკაშვილმა მაშინდელი სტადიონის ტერიტორიაზე გამოფინა და განაცხადა რომ ეს ქონება გაიყიდებოდა, შემოსავალი კი ხალხს მოხმარდებოდა“.
თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენაში თავადაც მონაწილეობდა, „შესაბამისად, ჩემთვის ცნობილია ამ ავტომობილების ღირებულებაც. თითოეული ჰამერების ფასი 200 ათას დოლარზე მეტია, მერსედესების კი 300 ათას დოლარზე მეტი“.
თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ასლან აბაშიძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ ქონებას ამჟამინდელი თბილისის მერი გიგი უგულავა, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე განაგებდნენ.
„დღემდე ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომანქანებით ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი ცოლები სარგებლობდნენ, სხვა ქონების ადგილსამყოფელი კი დაუდგენელია. ამიტომ, ვითხოვთ რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ ქონების ადგილსამყოფელის დადგენაზე იმუშავებს. კომისიაში კი საზოგადოების წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ ქონების შესახებ ინფორმაცია ისევ მიუწვდომელი დარჩეს საზოგადოებისთვის და ამით ახალი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ისარგებლონ“
<!** Image 1 align="" width="300" height="300" >
ძალიან ბევრი კლინიკა, სადაც მკურნალობდა აჭარის მოსახლეობა, ბოლო დროს დაზღვევით მოსარგებლე პაციენტების გარეშე დარჩა. მიზეზი არ გახლავთ მათი მომსახურების დონის შესუსტება ან სხვა მსგავსი რამ. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ გადაწყვიტა მთლიანად უარი ეთქვა სხვა სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებაზე. ის თავის კერძო კლინიკებში იღებს პაციენტებს.
<!** Image 1 align="left" alt="კახა შარაშიძე" sub="კახა შარაშიძე" width="300" height="751" >
ბათუმის სამშობიარო სახლი, რომელიც ანგისაში არსებულ დედათა და ბავშვთა ცენტრს უნდა შეერთებოდა, კერძო სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბდა. დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ბათუმის სამშობიარო სახლი ახალ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და ის რუსთაველის ქუჩაზე არსებულ შენობაში, სადაც ის წლების განმავლობაში მდებარეობდა, ფუნქციონირებას გააგრძელებს.
<!** Image 1 align="" alt="ბათუმის სამშობიარო სახლი " sub="ბათუმის სამშობიარო სახლი " width="300" height="300" >
ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში უკვე სამი თვეა სარემონტო სამუშაოების პარალელურად პაციენტთა მიღება მიმდინარეობს. ხმაური აქ იმ პალატებამდეც აღწევს, სადაც ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობენ. რამდენად მართებულია ონკოლოგიური პაციენტების მომსახურება სარემონტო სამუშაოების პარალელურად? – ამ საკითხს „ბათუმელები” გასულ კვირას არკვევდა.
<!** Image 1 align="left" alt="ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო ხარაჩოებში" sub="ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო ხარაჩოებში" width="300" height="576" >
ვიცი, სათაურზე გეცინებათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულაც არ არის სასაცილო. თქვენ იმგზავრეთ ყოველდღე #39-ით ხელვაჩაურიდან ბათუმამდე და ვნახავ, როგორ გაგეცინებათ.
იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ათი საათისთვის ხარ მისასვლელი, მინიმუმ ცხრა საათსა და ათ წუთზე მოსაცდელთან უნდა იდგე, ყოველი შემთხვევისთვის, თავი რომ დაიზღვიო, რადგან შეიძლება სამარშრუტო ტაქსმა დაიგვიანოს. ან მალევე ჩამოიაროს, მაგრამ მასში შეღწევა იყოს რთული ამოცანა, ან კართან მდგომი შეგეცოდოს და აღარ უთხრა კიდევ ცოტა მიიწიეო, ან კიდევ საკუთარი თავი ამ ჭყლეტაში მოსახვედრად.
მეორე სამარშრუტო ტაქსზე დალოდებაც არ არის ხშირად გამოსავალი, ის ან იგივე, ან ოდნავ მსუბუქ მდგომარეობაში ჩამოივლის, ანუ შედარებით მსუბუქ ჭყლეტაში შეიძლება მოხვდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლის კარზე ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან სუფთა ჰაერის პერიოდულად ჩასუნთქვას შეძლებ.
რეკომენდაცია მათთვის, ვინც #39 სამარშრუტო ტაქსით არც თუ ისე ხშირად მგზავრობს: თუ ჭყლეტისას კართან ახლოს დგახართ და ახლად ამოსული მგზავრი ჩაწევას გთხოვთ, პოზიცია არ დათმოთ. თუ ჩაიწევით, ის აუცილებლად დაიკავებს თქვენს ადგილს და თქვენ მგზავრობა უკვე ცალ ფეხზე დამდგარს მოგიწევთ.
არის შემთხვევა, როცა სამარშრუტო ტაქსი მალე ჩამოივლის და იქ ადგილი შენთვისაც იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ის ის შემთხვევაა, როცა სამსახურში აუცილებლად დაიგვიანებ, რადგან ამ დროს მანქანა არ მიდის, მიღოღავს და ყოველ გზაგასაყარზე ორი წუთით ჩერდება იმ იმედით, რომ რომელიმე მხრიდან მგზავრი გამოჩნდება.
არ გირჩევთ მძღოლისათვის იმის თქმას, რომ გეჩქარებათ, ის აუცილებლად გიპასუხებთ: „ჩამოდი და ტაქსით წადი, მე აქ ვმუშაობ, კი არ ვთამაშობ“ – ამ დროს გახსოვდეთ, რომ ის ყოველთვის მართალია და თქვენ ვერაფერს გახდებით, უბრალოდ აზრი არ აქვს კამათს, მინიმუმ ბოლოს თქვენ გაჩუმდებით, მაქსიმუმ შეიძლება გაცილებით უფრო შეურაცხყოფილი დარჩეთ.
თუ სახლიდან წამოსვლისას არსებობს შანსი, ხანდახან მაინც გაგიმართლოთ და სამარშრუტო ტაქსში დასაჯდომი ადგილი შეგხვდეთ, უკან დაბრუნებისას ეს გამორიცხულია, რადგან #39 სადგომიდან სამარშრუტო ტაქსი მანამდე არ დაიძვრება, ვიდრე ადგილზევე არ გადაივსება მგზავრებით. თუ გაჩერებაზევე დაიკავებთ ადგილს, შეძლებთ შედარებით უკეთესად იმგზავროთ, მაგრამ არ დაუჯეროთ მძღოლს, რომ მანქანა ადგილიდან თქვენი ჩასხდომიდან ათ წუთში დაიძვრება. მოთმინებით დაელოდეთ მის ბოლომდე შევსებას.
თუმცა თქვენ რას გერჩით, ახლა, როცა ჩემი ყოველდღიური მგზავრობის, ანუ „ტანჯვის“ შესახებ ვწერ, ყველაზე მეტად ის მინდა, ამის შესახებ ხელვაჩაურის ახალმა გამგებელმა ლევან ლორთქიფანიძემ წაიკითხოს. თუ ის რაიმე ტიპის რეგულაციას მოიფიქრებს, პრობლემის გადაჭრის, ან შეამსუბუქებს მაინც, ჩემთვის ყველაზე მაგარი გამგებელი იქნება მთელ მსოფლიოში და მომავალ ყველა არჩევნებზე, ნებისმიერ თანამდებობაზე კენჭისყრისას მე მისი მხარდამჭერი ვიქნები.
<!** Image 1 align="left" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="300" height="436" >
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიური კამპანია დაიწყო. მისი სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება მასზე აქციზის ფასის მატებამ უნდა შეამციროს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაწერილ სტრატეგიას ბოლომდე მიიყვანს და მის ყველა პუნქტს შეასრულებს, მომხმარებელი თამბაქოზე ფასის ზრდას უნდა ელოდოს.
<!** Image 1 align="left" width="300" height="586" >
<!** Image 2 align="left" alt="თბილისი-ბათუმის მატარებელი" sub="თბილისი-ბათუმის მატარებელი" width="400" height="576" >
ღამის მატარებლის მგზავრებს ზამთარსა თუ ზაფხულში მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გარდა კიდევ ერთი პრობლემა აქვთ – გაუმართავი კონდიცირების სისტემა. ვაგონებში ზამთარში ზედმეტად ცხელა, ხოლო ზაფხულში – პირიქით, რაც საბოლოო ჯამში მგზავრების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები 2013 წლის 27 მარტს ჩატარდება. საარჩევნო კომისია, რომლის თავმჯდომარედ სულხან დუმბაძე დაამტკიცეს, დაკომპლექტებულია ხუთი სტუდენტისაგან, რომლებიც ფაკულტეტების მიხედვით შეირჩნენ. განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტს ნინო გალოგრე და ლანა ბურკაძე წარმოადგენენ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს – თამილა გაბაიძე, ტურიზმის ფაკულტეტს – ნინო ხელაძე, ტექნოლოგიურს კი – სულხან დუმბაძე.
<!** Image 1 align="left" width="300" height="427" >
<!** Image 1 align="left" width="600" height="576" >
კედლები დაობებულია და ნესტის სუნით გაჯერებული. საწოლების თავზე პოლიეთილენის პარკებია დამაგრებული, რომ წვიმის წყალმა საწოლებში არ ჩააღწიოს. „ქარი რომ ამოვარდება, გული გვისკდება, კედლები თავზე არ ჩამოგვანგრიოს. მიწისძვრის დროს კედლები დაიბზარა, გვეშინია ბავშვებს არაფერი შეემთხვას“, – გვეუბნება დინარა დავითაძე, რომელიც ყოფილი პანსიონატის შენობაში მეუღლესთან, ოთხ ვაჟთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მუდმივი სიცივისა და ნესტის გამო ოჯახის ყველა წევრი ავადაა. „როგორც სოციალურად დაუცველს, სამედიცინო პოლისი მაქვს, მაგრამ იმდენჯერ მივდივართ კვირაში, რომ ექიმებს ჩვენი დანახვა აღარ უნდათ. ყველას მოვბეზრდით. ოთახებში კი სულ წვიმს და ბრონქული ანთება ჩემს მეუღლეს, რომელიც უნარშეზღუდულია, ასთმაში გადაეზარდა“, – გვიყვება დავითაძეების რძალი.
ბათუმის საკრებულოში ხუთი ფრაქცია იმუშავებს, რაც ბათუმის საკრებულოს ბიუროს 13 წევრამდე გაზრდის. გაიზრდება ფრაქციების შენახვის ხარჯებიც. ნიშნავს თუ არა ეს სამომავლოდ აპარატში სპეციალისტების რაოდენობის გაზრდასაც და რა ხარჯებს უკავშირდება ფრაქციების მუშაობა საკრებულოში? კითხვებზე `ბათუმელებს~ საკრებულოს აპარატის უფროსი ლიანა დიასამიძემ უპასუხა.
<!** Image 1 align="left" alt="ლიანა დიასამიძე" sub="ლიანა დიასამიძე" width="300" height="576" >
<!** Image 1 align="left" alt="დავით სერგეენკო" sub="დავით სერგეენკო" width="300" height="467" >აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 17:00 საათზე სამინისტროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეწვევა.
პრეს-რელიზის თანახმად, „მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და მათ ინფორმაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ მიაწვდის.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე და რეგიონის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები დაესწრებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირები ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიდინარეობას.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, წელს 28 თებერვალს ამოქმედდა. ახალი სადაზღვევო პაკეტი ქვეყნის მასშტაბით იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაზღვევას ითვალისწინებს, რომლებიც დღემდე არანაირი სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმთან შეუზღუდავ ვიზიტს, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს და მასში არ არის ჩართული რომელიმე სადაზღვევო კომპანია, მოქალაქეს ეძლევა საშუალება თავად აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც სურს მომსახურების მიღება.
<!** Image 1 align="middle" alt="ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი" sub="ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი" width="600" height="435" >
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ბათუმის ახალი მერი კონკურსის წესით უნდა შეირჩეს. ამისთვის კი სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც დაადგენს იმ კრიტერიუმებს, რასაც მომავალი მერი უნდა აკმაყოფილებდეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, კომისიის შექმნა დროში გაწელილი პროცესია, რამაც შესაძლებელია მერიის მუშაობაში სრული კოლაფსი გამოიწვიოს.
<!** Image 1 align="left" alt="გელა ობოლაშვილის ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" sub="გელა ობოლაშვილის ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" width="400" height="510" >
ბიზნესმენმა გელა ობოლაშვილმა, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ბიზნესმენის თქმით, ის 2009 წლამდე იყო ლუხუმ კაპანაძის ბიზნეს-პარტნიორი (კაპანაძეს სასამართლომ გასულ კვირას დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა), მაგრამ არ სურს ასოცირდებოდეს ვანო მერაბიშვილთან. „ჩემი მასთან კავშირი ის არის, რომ ჩვენ ერთი სკოლა დავამთავრეთ“, – დასძინა ბიზნესმენმა. გელა ობოლაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ არჩევნების შემდეგ დაბრუნებული ბიზნესის მისთვის წართმევას ახლა სხვა ჯგუფები ცდილობენ. გელა ობოლაშვილმა ბრიფინგზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. ბათუმელები უცვლელად გთავაზობთ ტექსტ, რომლითაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა:
<!** Image 1 align="left" alt="გიორგი თავართქილაძე" sub="გიორგი თავართქილაძე" width="300" height="277" >
სამაგიეროდ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი თავართქილაძის გადადგომას ადასტურებენ აჭარის მთავრობაში. როგორც გაირკვა, არჩილ ხაბაძემ დღეს დააკმაყოფილა ყოფილი მინისტრის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით.
ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, იური ფენის განმარტებით, მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გიორგი თავართქილაძე სამსახურეობრივი მივლინებით თბილისში იმყოფება.
რამდენიმე თვიანი საქმიანობის შემდეგ გიორგი თავართქილაძემ საზოგადოებას თავი სკანდალური განცხადებით დაამახსოვრა, როცა მან თქვა, რომ წელს აჭარაში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
გიორგი თავართქილაძის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე ინფორმაცია ორი კვირის წინ გავრცელდა. თუმცა, მაშინ ყოფილი მინისტრი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.
ამ ეტაპზე გიორგი თავართქილაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
დღემდე მედიაში არაერთხელ დაიწერა გიორგი თავართქილაძისა და არჩილ ხაბაძის ახლო ურთიერთობაზეც – არჩილ ხაბაძე ყოფილი მინისტრის მეჯვარე იყო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ბალაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც უკვე შეუდგა მოვალების შესრულებას.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, პრეზიდენტის მიერ საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალური ბრძანება გამოსცა, სადაც ნათქვამია:
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე საზაფხულო თეატრი შენდება, ქ. ბათუმის ბიუჯეტის სახსრებით და შესაბამისად მის გახსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. მოცემულ ეტაპზე საზაფხულო თეატრის გახსნა ვერ მოხდება, რადგანაც მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ობიექტი არ არის ექპლუატაციაში მიღებული და მისი გახსნა გაუმართლებელია ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.ზემოათნიშნულიდან გამომდინარე ადგილობივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ვბრძანებ:
შეჩერებულ იქნეს ქ. ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (ჯ. ანანიძე) ბრძანების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელება მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად;
დაევალოს საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილებას წინამდებარე ბრძანების შინაარსის მასობრივი ინფორმაციის საშუალებისათვის დროული გაცნობა.
<!** Image 1 align="left" alt="რობერტ ჩხაიძე" sub="რობერტ ჩხაიძე" width="300" height="418" >
ბათუმის ყოფილმა მერმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რობერტ ჩხაიძე, აჭარის მთავრობა იმაში დაადანაშაულა, რომ გუშინ, 3 მარტს გამართულ შეხვედრაზე, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ 4 თვის ანგარიშის წარადგინა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიწვია.
ქალაქის ყოფილი მერის განცხადებით, აჭარის მთავრობას არ სურდა, რომ შეხვედრაზე მწვავე კითხვები დაესვათ, სწორედ ამიტომ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად არ მიიწვიეს.
როგორც რობერტ ჩხაიძემ აღნიშნა, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია იყო, თუმცა, მისი თქმით, ეს დაპირება, ისევე როგორც სხვა დაპირებები არ სრულდება.
როგორც „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სირაბიძემ განუცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე რობერტ ჩხაიძის მიწვევა ტექნიკურად ვერ მოხერხდა, რადგან შეხვედრის მონაწილეებს ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ, რობერტ ჩხაიძის ტელეფონი კი გამორთული იყო.
შეგახსენებთ, გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საზოგადოებას ოთხი თვის საქმიანობის ანგარიში ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში წარუდგინა.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბიზნესმენები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მეცნიერები, ჯანდაცვის სფეროსა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აჭარის მთავრობის გაწეული საქმიანობა, პრიორიტეტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და რეგიონში განსახორციელებელი აქტივობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.