Batumelebi | კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად – Batumelebi
RU | GE  

კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის  განათლების სამინისტრომ ქვეპროგრამის – „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდებიან აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე  პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე  სწავლობენ.

ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების  (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს გრანტს არაუმეტეს 12500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული დახმარება გაიცემა 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწარმოებს  2019 წლის 4 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com