როგორ აპირებს უმაღლესი საბჭო იმიჯის შეცვლას – ინტერვიუ დავით გაბაიძესთან

შეძლებს თუ არა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ამ საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის გამოსწორებას და ისეთი კანონპროექტების მომზადებას, რომლებსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. რამდენად პრინციპული იქნება დავით გაბაიძე ყოფილი უფროსის – ზურაბ პატარაძისა და მისი მთავრობის მიმართ კონტროლის განხორციელებისას? „ბათუმელების~ კითხვებს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უპასუხა. – ბატონო დავით, წინა და მანამდელი მოწვევის უმაღლეს …

კონკურსი ინგლისურ ენაში მოსწავლეებისთვის

ქედის გამგეობის განათლების სამსახური ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში კონკურსს ატარებს, საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისა და უცხოელი მოხალისე მასწავლებლების თხოვნის საფუძველზე. ინგლისური ენის კითხვის კონკურსი დაბა ქედის საჯარო სკოლაში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილეობას ქედის სხვადასხვა სკოლის 120-მდე მოსწავლე მიიღებს, კონკურსის მეორე ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები გადავლენ. „ინგლისური ენის გამოცდაში …

გადასატანი კარკასული კარავი სოფლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – წაბლანისა და ვერნებისთვის ორ გადასატან, კარკასული კარვის ასაწყობ მასალას ყიდულობს. მასალის შესაძენად გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 12 345 ლარზე 4 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი 10 ნოემბერს დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ელდარ ბოლქვაძე განმარტავს, რომ კარვებს  ვერნებსა და წაბლანისთვის ყიდულობენ მოსახლეობის მოთხოვნით – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. …

როგორ განაწილდება ბათუმის ბიუჯეტი 2017 წელს

ქუჩების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სისტემის გაუმჯობესება ბათუმისთვის ისევ მთავარი პრიორიტეტი იქნება, როგორც გასულ წლებში. მომავალი წლის ბიუჯეტიდანაც  ყველაზე მეტი თანხა ამ პროქტებზე დაიხარჯება. საკრებულომ პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე განიხილა და შენიშვნებით უკან გადაუგზავნა მერიას. ახალ ვარიანტს საფინანსო სამსახური საკრებულოს დეკემბრის პირველივე კვირაში წარუდგენს. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში პრიორიტეტულ სფეროებად მოხსენიებულია ასევე …

სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები ქათამაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიცოცხლისთვის სახიფათოა მათი სახლი, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდება – სახლის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და დამცავი კედლის მოწყობას საჭიროებს. ქათამაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება სახიფათო რომ არის, ამას ის გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, რომელიც სპეციალისტებმა სტიქიის განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაწერეს. ოჯახს სახლთან ჩამოსული მიწის მასის გატანა და დამცავი კედლის …

როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ. ქედა ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს …

ბრეზენტი სახურავისთვის – როგორ ეხმარება მერია მრავალშვილიან ოჯახს

5 შვილის დედა სოფო უშიკიშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ის მერიისგან დაზიანებული სახურავის შეკეთებას უკვე რამდენიმე თვეა ამაოდ ითხოვს. ქალაქის მერია მრავალშვილიან ოჯახს ჯერჯერობით მხოლოდ იმით დაეხმარა, რომ ბრეზენტის ნაჭერი მისცა. „დაახლოებით სამი თვის წინ ძლიერი წვიმის დროს დაზიანდა სახურავი, განცხადება რამდენჯერმე დავწერე მერიაში. ქალაქის ვიცე-მერს პირადად შევხვდი, არჩევნების შემდეგ დამპირდნენ დახმარებას, …

როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

ჩაქვში, 17,7 ჰექტარ ტერიტორიაზე, ბათუმის ახალი მუნიციპალური სასაფლაოს მოწყობაში მერია 3 მილიონ 399 ათას ლარს გადაიხდის. ახალი სასაფლაო დაგეგმილზე გაცილებით გვიან გაიხსნება. მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და მშენებლობაში კი მომავალ წელს მერია დამატებით 1 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ბათუმისთვის ჩაქვში ახალი სასაფლაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა  2015 წელს დაიწყო. ამავე  წლის ივლისში ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 3 399 000 …

ორი კვირა აჭარის ბიუჯეტის დასაზუსტებლად

„სავალუტო კურსის რყევები და მისგან გამოწვეული ფასთა ცვლილებები რა დონეზეა გათვალისწინებული ხარჯებში“? – ეს შეკითხვა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიას აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაუჩნდა. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, არსებული პროექტით, 238 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 6 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. მომავალ წელს ბიუჯეტის 15,3 პროცენტი ანუ 36 მილიონზე მეტი  …

ნაგავსაყრელად ქცეული ყოფილი მაგისტრალი

მწვანე კონცხის დასახლებაში, იმ გზის გარკვეული ნაწილი, რომელიც მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე ცენტრალური მაგისტრალი იყო, დღეს არაოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. უღელტეხილიდან ჩაქვის მიმართულებით გზის გასწვრივ ორივე მხარეს მიწაში არეული ასფალტის ნატეხებისა და ნაგვის გორები დგას. ეს გზა ახლა თბილისის ქუჩაა და ის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე მის გასწვრივ არსებული ცენტრალური …

ვისია ბათუმის ბულვარი

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში ბულვარისთვის 3 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. წინა წლებში, როცა მას აჭარის ფინანსთა სამინისტრო განკარგავდა, ბულვარის ბიუჯეტი გაცილებით მეტი იყო. ბათუმელი აქტივისტები უკვე წლებია ითხოვდნენ ფინანსთა სამინისტროსთვის ბულვარის მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ამ სამინისტროში ბულვარს ხშირად განიხილავდნენ, როგორც საინვესტიციო ზონას. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, რა ელოდება ბულვარს ახალი …

გარდაცვლილის გადასვენების ხარჯები ბიუჯეტში?

„სასურველია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი პირის ოჯახში გადასვენების დაფინანსების თაობაზე”, – ამ წინადადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია აჭარის მთავრობას მიმართავს. კომისიის შემადგენლობა დღეიდან შეიცვლება, თუმცა, ძირითადად, უცვლელი რჩება მთავრობის შემადგენლობა და პრობლემები იმ ოჯახების, რომელთა დახმარებაზეც კომისიამ მიუთითა.   „ერთ-ერთ საავადმყოფოსთან შევესწარი ფაქტს, როცა მიცვალებულს რის ვაი-ვაგლახით ახლობლის მსუბუქ ავტომანქანაში ათავსებდნენ იმის გამო, რომ …

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მუსლიმი მოსახლეობა სამუფთოს დახმარებით არემონტებს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი სამინისტრომ 2006 წელს მიანიჭა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც სამუფთო ფლობს, არც ადგილობრივი გამგეობა და არც ის მოსახლეობა, რომელიც ჩამონგრევის პირას მყოფი სალოცავის გადარჩენას ცდილობს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ხის ორსართულიანი შენობა დგას. შენობა სიძველითა და არქიტექტურული სტილით …

კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად

ლევენთ სადულა მუსა ბათუმში კაზინოში სათამაშოდ 11 აგვისტოს ჩამოვიდა. ამბობს, რომ ცნობილი მოთამაშეა და კაზინო „პეგასის“ წარმომადგენელი ბათუმიდან თავად დაუკავშირდა, თვითმფრინავის ბილეთები დაუჯავშნა და სასტუმროც. ლევენთი ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში, კაზინოში მოგებული თანხა ვერ აიღო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. „მესამეჯერ ჩამოვედი ამ ზაფხულს საქართველოში. მანამდე დავდიოდი გუდაურში. ჩემი გატაცებაა სნოუბორდიც. ბათუმში პირველად ვიყავი,“ …

მოხალისეები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად

როგორ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია შინ მოვლის პროგრამის ქედაში განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ეროვნული ფონდი“ ქედის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. რა კრიტერიუმებით შეარჩევს არასამთავრობო ბენეფიციარებს და რა მომსახურებას შესთავაზებს მათ? – „ბათუმელები“ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ავალიანს ესაუბრა. ნინო, ვინ იქნებიან პროგრამის ბენეფიციარები ქედაში და რა კრიტერიუმით შეარჩევთ მათ? „შინ მოვლის“ პროგრამაზე 2011 წლიდან …

რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით

აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას პეტიციით ითხოვს. მოქალაქეებმა პეტიციები დაწერეს სამივე მუნიციპალიტეტში, მათი მოთხოვნები თითქმის იდენტურია: მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო გზების მოწესრიგებას, დაბებსა და სოფლებში აბრებისა და ნიშნულების  განთავსებას, საბავშვო ბაღების ეზოებისა და სოფლის ხიდების მოწყობას ითხოვს. პეტიცია, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% აწერს ხელს, საინიციატივო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა – ჰამლეტ გობაძემ, თეონა კოჩალიძემ …

რას უნდა ველოდოთ ახალი უმაღლესი საბჭოსგან?

„უმაღლესი საბჭო ან ქმედითი უნდა გახდეს, ან უნდა გაუქმდეს“ როგორი იქნება ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო? გამოვა თუ არა ის კომფორტის ზონიდან? რა მოლოდინები არსებობს საბჭოსთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს საკანონმდებლო ორგანო ეფექტური? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, გენო გელაძეს ესაუბრა. ახალი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა …

„ექსტრანხერო“ ანუ ქართველი ემიგრანტის ცხოვრება ესპანეთში

„ექსტრანხერო“ ესპანური სიტყვაა და ქართულად უცხოელს ნიშნავს. ეს სიტყვა ესპანურად თამილა დევაძისთვის მას შემდეგაა ნაცნობი, რაც მან საქართველოდან ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. ახლა თავადაც „ესტრანხეროა“ და ესპანეთში, ლარიოხის შტატში,  ქალაქ არნედოში მეუღლესთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობს. თამილა საქართველოდან მეუღლესთან ერთად 2008 წელს წავიდა. ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა ომის დაწყების შემდეგ ან ომის გამო, არამედ ომამდე ცოტა …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017 წელს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017 წელს 14 659 900 ლარი უნდა იყოს, თითქმის ამდენივეა [14 057,940]  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე, 2016 წელსაც. აჭარის ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტი ჯერ არ დაუმტკიცებია, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე იმედოვნებს, რომ სამინისტროს ბიუჯეტი მათ მიერ შემუშავებული ფორმატით გავა. ბატონო ლევან, რამდენი იქნება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი …

ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებმა ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

დღეს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 20 ქლაქში, ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მსვლელობები ეწყობა, ქობულეთში საპროტესტო აქციას, ახალგაზრდებთან ერთად, ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებიც შეუერთდნენ. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა ქობულეთში, 13:00 საათზე, ასოციაციის ოფისთან (რუსთაველის 36) დაიწყო. პოსტერების ნაწილი, ასოციაციის ბენეფიციარებმა დღეს დილით მოხატეს: ამავე თემაზე: „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“

ციფრული გალერეა ბათუმის ქუჩებში

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 47 ნომერში, ადგილობრივი მხატვრებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისა და არტისტებისთვის “თავისუფალი სახელოსნო” _ Street Art  სტუდია გაისნა, რომელიც 3D პრინტერით, გრავირებისთვის საჭირო ლაზერით, პროექტორითა და სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. ეს არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისუფალი სივრცე შემოქმედებისთვის, ნამუშევრების გამოფენისა და უბრალოდ, საინტერესო იდეების გაცვლისთვის სჭირდება.   სახელოსნო ახალი პროექტის, Streetart.ge-ს ერთ-ერთი კომპონენტია. …

როგორ იმუშავებს პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებში

აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად  ალტერნატიული სისტემა შეიქმნება, რისთვისაც მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 170 ათასი ლარი დაიხარჯება. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას და მას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ზოგადად, პროგრამების განხორციელებისთვის კი სამინისტრო ახალ ა[ა]იპ-ს შექმნის. რას ითვალისწინებს ახალი სისტემა და რა შეღავათი ექნება …

ბათუმის მერის მივლინებების შედეგი

ბათუმის მერი ყველაზე ხშირად მივლინებით გერმანიაში დადის. გიორგი ერმაკოვი ყოფილა თურქეთში, ბელორუსში, ლატვიაში, ავსტრიაში, სომხეთსა და ეგვიპტეში. რა შედეგი მოიტანა, მაგალითად, ეგვიპტეში, ქალაქ შარმ ელ-შეიხში ვიზიტმა? – გიორგი ერმაკოვი კონკრეტულ შედეგს ვერ გვისახელებს. ამბობს, რომ ტერორისტულმა აქტმა შეუშალა ხელი ურთიერთობების გაღრმავებაში. „კარგად ნახეთ მაქ, ფული რამდენი დაიხარჯა და როგორ დაიხარჯა…“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა, როცა …

არჩევნების შემდგომი დეპრესია პარტიების რეგიონულ ოფისებში

არჩევნების შედეგების შემდეგ იმედგაცრუება პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებზეც აისახა. ზოგიერთმა რეგიონულმა თავმჯდომარემ პარტიაში თანამდებობა, ზოგიერთმა კი საერთოდ პარტიაც დატოვა. რეგიონული ორგანიზაციების ოფისების უმეტესობა დაკეტილია. ემოცია, ფსიქოლოგიური ფაქტორი, დეპრესია და ტრაგედია – დღეს ამ სიტყვებს იყენებენ პარტიებში ლიდერებისა თუ წევრების მიერ არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებებისას. კობა ჩხეიძე – აჭარაში „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მას შემდეგ, …

საპიკნიკე ადგილები ავტომაგისტრალთან და ღომას მთის პერსპექტივა

აჭარის ფინანსთა სამინისტრო ურბანული განვითარების დაგეგმარებას იწყებს აჭარის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების დაგეგმარებაზე 2017 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს. პროგრამაში ამჯერად მოექცა ზღვისპირა ზოლი და მთა ღომა; მოეწყობა ასევე დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები ცენტრალურ მაგისტრალებთან. პროგრამა ურბანული განვითარების დაგეგმარების დოკუმენტების შედგენასთან ერთად განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებასაც გულისხმობს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტში ნახევარ მილიონზე მეტი …

არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეზე: პარლამენტს უკეთესი თავმჯდომარე მოუხდებოდა

ირაკლი კობახიძე, რომელიც 2015 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. რატომ შეაჩერა მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძეზე არჩევანი და რა გამოწვევების წინ შეიძლება დადგეს სახელმწიფო ახალი პარლამენტის პირობებში? ამ თემაზე „ბათუმელებს“ „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ და ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყოფილი …

სათვალე თუ კონტაქტური ლინზა?

რა შემთხვევაშია რეკომენდებული სათვალისა და კონტაქტური ლინზის ტარება? რა ასაკიდან სჭირდება ადამიანს სათვალე კითხვის დროს? – ამ თემებზე „ბათუმელები“ ექიმ-ოფთალმოლოგს, თამარ გოგიტიძეს ესაუბრა. რა შემთხვევაში უწევენ ოფთალმოლოგები რეკომენდაციას სათვალეს და რა შემთხვევაში – კონტაქტურ ლინზას? რა არის გადამწყვეტი შერჩევის მომენტში, პაციენტის სურვილი თუ ექიმის რეკომენდაცია? ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული პაციენტის სურვილზეც  და ექიმის რეკომენდაციაზეც, თუმცა  კონტაქტურ …

შუახევში ფერდობებს 50 ადგილას გაამაგრებენ

შუახევის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 295 202 ლარს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად დახარჯავს. გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ამ მიმართულებით ოქტომბერში სამჯერ, მთლიანობაში, 51 000 ლარზე  გამოაცხადა. სოფელ სხეფში შალვა ზოიძის საცხოვრებელ სახლთან დამცავი კედლისა და სოფელ ტაკიძეებში, ციციანიძეების უბანში სასაფლაოებთან ახლოს ფერდსამაგრი ღონისძიების გასატარებლად გამგეობამ ტენდერი 20 862 ლარზე გამოაცხადა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გამოცხადებული ტენდერი პირველ …

ქედელი მორაგბეების მეორე სეზონის წაუგებელი სერია

სარაგბო კლუბი ქედაში ორი წლის წინ ქედელმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს, გუნდი დასავლეთ ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონია ასპარეზობს. 2016-2017 წლის სეზონზე „ფირალებმა“ რვა თამაში გამართეს, ყველა მოიგეს და მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის 35 ქულით ლიდერობენ. ქედის სარაგბო კლუბი „ფირალები“ ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ასპარეზობა ქედელმა მორაგბეებმა მეორე ლიგაში 2014 წლის ზაფხულში დაიწყეს. არსებობიდან დღემდე „ფირალებმა“ ჩემპიონთა …

ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

ეკა: „ღამე სიარულის დროს „სმენას ვაძლიერებ“, რომ ვაკონტროლო ვინ შეიძლება მომიახლოვდეს და საიდან. როცა ხდება ისე, რომ საეჭვო სიტუაციაა, ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს არ მეშინია. ერთი-ორჯერ მე თვითონ შევედი კომუნიკაციაში და ვკითხე, რამე ხომ არ უნდოდა და ამით, როგორც ჩანს, დაფრთხნენ და თავი დამანებეს.“ ლიკა: „საეჭვო ადგილებში ყურსასმენებით აღარ დავდივარ – ასე ვეღარ ვაკონტროლებ, უკნიდან …

როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში არჩილ ხაბაძის ნივთები უკვე აღარ არის, მათ შორის ხატები, რაც არჩილ ხაბაძეს საკმაოდ ბევრი ჰქონდა. კაბინეტში ახლა სამუშაო მაგიდა, სავარძელი, ტელევიზორი და წინა მთავრობის თავმჯდომარეების დროინდელი დივან-სავარძლებია. ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს ოთხი წლით დაიკავებს. თავის ნივთებზე კითხვის დასმამდე გვიპასუხა: „სულ შეხვედრებზე დავდივარ, ამისთვის ვერ …

როდის გაიხსნება „ბათუმის მუზეუმი“

„ბათუმის მუზეუმი“, რომელიც ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოების შენობაში, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის ბოლოს გაიხსნება. ამის მიზეზად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მუზეუმის კონცეფციისა და შენობის სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებაში დაშვებულ შეცდომებს მიიჩნევს. სააგენტოს ხელმძღვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ რემონტის შემდეგ, საკმარისი სივრცის არსებობის შემთხვევაში, მუზეუმის …

მერია შვიდი სპორტული კლუბის ლიკვიდაციას გეგმავს

ბათუმის მერია შვიდი მუნიციპალური ორგანიზაციის ლიკვიდაციას გეგმავს, შვიდივე სპორტული კლუბის საქმიანობის მართვას ემსახურება. სხვადასხვა კომპანიის ერთი აიპის მართვაში გაერთიანების იდეას მერიაში მენეჯმენტის გაუმჯობესების სურვილით ხსნიან. ამ სპორტული კლუბებიდან ბევრმა მიზერული დაფინანსების პირობებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ბათუმის ხელბურთის კლუბი „ბათუმი“ შავი ზღვის თასის გათამაშების გამარჯვებული და ორგზის ქვეყნის ჩემპიონია. „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაარსებიდან დღემდე კიდევ რამდენიმე …

ბათუმის მერიის უკონტროლო ქონება და უფასო მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარაში მუნიციპალური ქონების უსასყიდლოდ და უნებართვოდ გამოყენების ფაქტებიც ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, „ბათუმის მერიის საკუთრებაშია ქონება, რომელთაც იყენებენ გარკვეული ფიზიკური ან იურიდიული პირები უსასყიდლოდ“. ბათუმის მერიის მიერ აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ქონებიდან 10 ობიექტი …

აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთობა მოსარგებლეებთან კანონის შესაბამისად მოწესრიგდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები გამოასახლონ კიდეც. კანონის ნორმა კი, რომლითაც სამინისტრო საკითხს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით აჭარაში …

საწოლს მიჯაჭვულები და სახელმწიფო [ვიდეო]

რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საწოლს მიჯაჭვული აღმოჩნდნენ – ნახეთ ადამიანები მთიდან, რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილი არიან და ადამიანები, რომლებიც ვალდებულებამ მომვლელებად აქცია… მესამე წელია შინმოვლის პროგრას ბათუმის მერია ახორციელებს. რას ცვლის მუნიციპალური პროგრამა ბათუმში ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანებისთვის?

Exit mobile version