გასტრონომიული თავგადასავალი ბათუმარანში –  ნაცნობი და უცნობი აჭარული კერძები

არ აქვს მნიშვნელობა, ტურისტი ხართ თუ ბათუმში ცხოვრობთ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებთ სადმე წასვლას თუ სტუმრებისთვის საინტერესო სივრცის ჩვენება გსურთ – რესტორანი „ბათუმარანი” ნებისმიერ შემთხვევაში მყუდრო, საინტერესო გარემოს გთავაზობთ, სადაც ზოგი მაღალმთიან აჭარასთან დაკავშირებულ საკუთარ ბავშვობას შეხვდება, ზოგიც მისთვის აქამდე უცნობ კუთხეს აღმოაჩენს ამბებად და უგემრიელეს არომატებად. რესტორანში ერთდროულად დაგხვდებათ ეთნოგრაფიული გარემო და აჭარული …

„თიბისი დაზღვევა“ დასეტყვილი მანქანების მფლობელებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

თიბისი დაზღვევაში 28 მაისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შეფასების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურების დეპარტამენტი ოპერატიულად ჩაერთო პროცესში, რაც ითვალისწინებს ავტომობილის დაზიანების ხარისხის შეფასებას და ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენას მომხმარებლის სურვილის მიხედვით დაზიანებული ავტომობილები შეკეთდება სერვის ცენტრებში ან თვითონ მომხმარებელის მიერ „თიბისი დაზღვევის“ მიერ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით. „თიბისი დაზღვევას“ სტიქიით მიყენებული …

სკოლა ნიკეს გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსზე

12 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნული კონკურსი. სკოლა „ნიკეს“ უმცროსკლასელთა გუნდმა (ქორმაისტერი: თინა ჭეიშვილი, კონცერტმაისტერი: ნანა ბრუნჯაძე) მეორედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში. გასულ წელს კი ახალშექმნილმა კოლექტივმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. წელს სკოლა „ნიკეს“ …

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – განცხადებები 10 ივნისამდე მიიღება

„ქალაქში რამის შეცვლა რომ შემეძლოს“, „იმდენ რამეს გავაკეთებდი!“ – ყველას ჰქონია ასეთი ფიქრები საკუთარი ქალაქის, იმ საერთო სივრცის შესახებ, სადაც ვცხოვრობთ. ინტერნეტპლატფორმა www.idea.batumi.ge სწორედ მათთვისაა, ვისაც ბათუმში რამის შეცვლა სურს, აქვს იდეა და განხორციელების გზებს ეძებს. თუ გაქვთ ქალაქის საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაზე ორიენტირებული იდეა, ბათუმის მერია ამ იდეას განახორციელებს, რისთვისაც საკმარისია ვებპლატფორმა www.idea.batumi.ge – ზე დარეგისტრირება …

გერმანელი ქირურგები ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში სმენის აღდგენის ოპერაციებს ატარებენ 

ოტოქირურგია – „ხოზრევანიძის კლინიკაში“ კიდევ ერთი სიახლეა . კლინიკა მომდევნო თვიდან დაიწყებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპის წამყვან ოტოქირურგებთან. 7-8-9 ივნისს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები, პროფესორები – პიტერ ფოლინგი და კნუტ ფრესე სმენის აღდგენასთან დაკავშირებით ჩაატარებენ კონსულტაციებს და დაგეგმავენ სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს: [checklist] ტიმპანოპლასტიკა მასტოიდექტომია TORP/PORP (სასმენი ძვლების სრული ჩანაცვლება პროთეზით/ნაწილობრივი ჩანაცვლება პროთეზით) კოხლეარული იმპლანტი და სხვ. [/checklist] …

დააზღვიე მოგზაურობა და მოიგე კინოს ბილეთები

ბი ბოტმამ სამოგზაურო სეზონის გააქტიურებასთან ერთად გადაწყვიტა იღბლიანი მოგზაურები დაასაჩუქროს. ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად მოგზაურობა ყველაზე კარგი გამოსავალია. უკან დაბრუნება უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, შეგიძლია კინოთეატრის ეკრანებიდან კიდევ ერთი მოგზაურობა აჩუქო საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც სამოგზაურო დაზღვევას პირდაპირ Facebook Messenger-ის ჩეთში შეიძენ, თუ ყოველ მეათე მომხმარებელს შორის აღმოჩნდი, ბი კინოს* 2 ბილეთით დაგასაჩუქრებს. …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის წყალმომარაგებისთვის 858 858 ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. დღეისათვის გაყვანილია 11-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალის მარშრუტი და დასასრულს უახლოვდება ცენტრალური მილის გაყვანა. ასევე, დაწყებულია წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 858 858 ლარს. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

შალვა ამონაშვილის საჯარო ლექციას სკოლა ნიკეს პედაგოგები დაესწრნენ

2019 წლის 18 მაისს გაიმართა ცნობილი ქართველი პედაგოგის, ჰუმანური პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის – შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია პრაქტიკული გაკვეთილების ჩვენებით. ლექციას ესწრებოდნენ სკოლა „ნიკეს“ პედაგოგები: ნინო ლაზიშვილი, თინა ჭეიშვილი, ინგა ნაკაშიძე, ირმა ნაკაშიძე, ნათია თურმანიძე და მარიამ კაკაბაძე. აღსანიშნავია, რომ სკოლა „ნიკეს“ თანამშრომლობა აზროვნების აკადემიასთან დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში, როცა სკოლის ადმინისტრაციის მოწვევით, ბათუმში იმყოფებოდა …

ბულვარი ზაფხულის სეზონს განახლებული მცენარეთა საფარით ხვდება

ბათუმის ბულვარის 35 ჰექტარი გამწვანების ზოლს უკავია. ქალაქის მთავარი ბაღის ფლორა მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გამწვანებული რეკრეაციული ზონაა საქართველოში. ზღვისპირა ბულვარის ხე-მცენარეების კოლექცია მთლიანად 43 000 ძირს აჭარბებს. განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოიჩევა ისტორიული მაგნოლიების ხეივანი, რადგან ბულვარის განაშენიანება სწორედ ნინოშვილის ქუჩიდან დაიწყო და მოგვიანებით, აქ გაშენებული მაგნოლიებიც ბათუმისთვის დამახასიათებელ სიმბოლოდ იქცა. აღსანიშნავია, რომ ბულვარის …

ქართველ მეზღვაურ-მზარეულებს დასაქმებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ GIZ-თან ერთად შეიმუშავა საზღვაო კულინარიის პროგრამის მოდული, რომელიც თანხვედრაში მოდის საზღვაო შრომის კონვენციასთან (MLC 2006). დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სასერტიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ დასაქმდნენ საოკეანო-სავაჭრო, თევსაჭერ და სამგზავრო გემებზე გემის მზარეულის, გემის მზარეულის დამხმარეს და სამაგიდე მომსახურე პერსონალის პოზიციებზე. MLC 2006 კონვენციის წევრი 99 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ამ პოზიციებზე დასაქმების ძირითად …

კომპანია „ნოვამ“ თიბისისა და EBRD-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო გახსნა

27 მაისს ქალაქ ბათუმში შპს „ნოვამ“ განახლებული საწარმო გახსნა. საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და  პოლიეთილენის სხვა პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროექტისთვის „თიბისიმ“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს. „ნოვა“ აღნიშნული სესხიდან 15%-ს უკან „ქეშ ბექის“ სახით დაიბრუნებს. კომპანია „ნოვა“ ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000-მდე …

საქართველოს რკინიგზის განცხადება ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

საქართველოს რკინიგზა ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს. “დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა – სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. სს „საქართველოს …

აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის საზღვაო სფეროში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტების რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის კუთხით. 22 მაისს ლაიპციგში (გერმანია) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის ფარგლებში IMO-ს გენერალურ მდივან კიტაკ ლიმს შეხვდა და 2002 წლის ათენის კონვენციის დეპონირების …

ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება

2019 წლის 22 მაისიდან ანაკლიის სასწავლო ცენტრში სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები დაინერგა.  ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ისწავლოს და  ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს. სასწავლო ცენტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID „ზრდა“ ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. უშუალოდ სასწავლო პროცესს საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ განახორციელებს. სასწავლო პროგრამები ანაკლიის სასწავლო ცენტრსა და ზუგდიდის ტექნო-პარკში გაიმართება. პროექტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: [checklist] ინგლისური …

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. www.hub.vtb.ge ვებ-გვერდიდან  თანხის გადარიცხვა, მარტივად არის  შესაძლებელი, ამისთვის მიმღების ტელეფონის  ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანაა საჭირო. თანხა წამებში აისახება მიმღების ანგარიშზე, დღე ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმეირ დღეს. რაც უფრო …

B COM – ახალი სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის

თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის. B COM არის ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს. B COM ხელს შეუწყობს ბიზნესკლიენტებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში. B COM-ში გაწევრიანებულ ბიზნესკლიენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს და ლექციებს, დარგის ექსპერტებისგან შეიტყონ ბიზნესსფეროში მიმდინარე სიახლეები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ფორუმებში. პლატფორმის წევრები, ასევე, ისარგებლებენ მათ ბიზნესებზე …

როგორ ემზადება ბულვარი ტურისტული სეზონისთვის

ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს მრავალი სიახლით ხვდება. სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და  რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. დაგეგმილია ზოო-კუთხის რეკონსტუქცია, ფრინველების ახალი აუზის მოწყობა, ასევე, ახალ ბულვარში ბავშვთა ატრაქციონის სრული განახლება; სულ მალე დასრულდება ველო-ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა ი.გორდეზიანის ახალი სკვერის მოწყობა და გამწვანებითი სამუშაოები. დაწყებულია ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა. „მიუხედავად იმისა, რომ …

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს

უკვე მეხუთედ ეწვია სკოლა ევრო 2000-ის 25 მოსწავლე (მე–10 და მე-11 კლასები) გერმანული ენის პედაგოგების ირმა დავითაძისა და მაია დუმბაძის ხელმძღვანელობით პარტნიორ სკოლას გერმანიაში. ქალაქ ელმსჰორნის ბისმარკის სახელობის გიმნაზია სკოლა ევრო-2000-ის ოფიციალური პარტნიორია, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრონ გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ კი თავად უმასპინძლონ გერმანელ თანატოლებს. პირველი მაისიდან ათი მაისის …

Vendoo.ge-ზე ონლაინშოპინგი უკვე შესაძლებელია

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს. საწყის ეტაპზე ვენდუზე 3 კატეგორიის, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200-ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებგვერდს ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის – ეზოს და სახლის ინვენტარის მიმართულებით. Vendoo გამოირჩევა …

„მადაგასკარელებმა“ ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს [ფოტოამბავი]

ბაგა-ბაღ „მადაგასკარში“ ეროვნული სამოსის დღე  სახალისო ფოტოსესიით აღნიშნეს. აღსაზრდელები ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ და სხვადასხვა ადგილას ტრადიციულ ქართულ სამოსში გადაიღეს ფოტოები. გთავაზობთ ამ დღის ამსახველ გამორჩეულ ფოტოებს:  

პირველი სამეცნიერო კონფერენცია და ფოტოგამოფენა ბულვარის შესახებ

17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის ბულვარის წარსულის და თანამედროვეობის ამსახველი პირველი სამეცნიერო კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. ბულვარის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“ მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს. სამეცნიერო კონფერენცია ძველი და ახალი ბულვარის ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა და ბულვარის შესახებ …

სამაგიდო თამაშების ექსპრესავტობუსი ბათუმში მოდის!

აჭარაბეთი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩემპიონებს ეძებს! საიტზე განახლდა ნარდის, დომინოს, ბურას და სეკას ინტერფეისი, დაემატა მრავალფეროვანი ტურნირები, ჯეკპოტები, მობილურზე ადაპტირებული გამოცდილება, SPIN ფორმატი და კიდევ უამრავი სიახლე. პროექტის ფარგლებში, სამაგიდო თამაშების ექსპრესავტობუსი 25 მაისს ბათუმს ესტუმრება და მოაწყობს გასართობ ზონებს, სადაც მოსულ მომხმარებლებს გართობასთან ერთად ელოდება უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი. ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჩვენი ავტობუსი …

„წყალი და ადამიანი“ – კონფერენცია „ანრიში“ ოკეანის დღის აღსანიშნავად [ანონსი]

8 ივნისს მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავს. ეს საერთაშორისო ეკოლოგიური დღესასწაული 1992 წელს დაარსდა. წყლების დაცვაზე ზრუნვა ყველა ქვეყნის ვალდებულებაა. სწორედ ეკოლოგია გვაერთიანებს ჩვენ. დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და რადგან დედამიწის ორი მესამედი წყალია, რომელიც სიცოცხლის საწყისია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ წყლის დაბინძურება სიცოცხლის საწინააღმდეგო ქმედებაა. ოკეანეებისა და ზღვების მდგომარეობას ყველაზე კარგად მეზღვაური აფასებს – ხედავს, როგორ …

ბათუმი რივიერას განხორციელება არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული

გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბათუმი რივიერას ტერიტორიაზე მშენებლობა რაიმე რისკებთან იყოს დაკავშირებული. სილქ როუდ ჯგუფის პროექტი –  „ბათუმი რივიერა“ ოთხ ფაზად განხორციელდება. პროექტში საერთო ინვესტიცია 1 მილიარდი ლარსს შეადგენს. პირველი ეტაპის ღირებულება 75 მილიონი დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და ორი ჰექტარი ფართობის პარკის მოწყობას. პარკი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, როგორც ბულვარის …

კამპანია “ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

დღეს ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მიმავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი მარიამ კორინთელი გამოჩნდა და მგზავრებს თამარ მეფეზე ესაუბრა. მარიამი მგზავრებს “მკითხე მოამბედ” გაეცნო და თამარ მეფის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები შეახსენა. “მკითხე მოამბეს” გვერდი Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. როგორც ჩანს, ამ კამპანიის ფარგლებში, კიდევ ბევრ საინტერესო მოვლენას შევესწრებით. კამპანია 26 მაისის, დამოუკიდებლობის …

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა

თიბისი ბანკის ჯგუფის PLC (TBC PLC) ძირითადი შვილობილი კომპანიის, სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა. იურკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად განვითარებად ბაზრებზე მოქმედი კომპანიების: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, ექსპო ბანკისა (EXPO Bank) და ეფაი ბანკის (FI Bank) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იურკი კოსკელო ამავე დროს არის ინვესტ სოლარის (ბოტსვანაში …

ჯანმრთელობის დაზღვევის დროს შეცდომები არ მოსულა

თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის ომსახურებას სთავაზობს. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან. სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან …

ჟორჟ სიმენონის მიერ გადაღებულ ფოტოარქივში ძველი ბათუმის უცნობი ფოტოები აღმოჩნდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, სსიპ ბათუმის ბულვარის წარმომადგენელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ. საექსპერტო-სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მათ გამართეს შეხვედრები ვალონია-ბელგიის ტურიზმის კერძო და საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებთან, გაეცნენ ვალონიის ტურისტული დანიშნულების ადგილებს, მათ შორის ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის, რეგიონის ნაკრძალების, ტბებისა და პარკების მართვის თავისებურებებს. „ვალონიის (ბელგია) რეგიონი კულტურული და ეკოტურიზმის …

ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. ეს არის სესხი მათთვის, ვისაც აქვთ სტაბილური შემოსავლები, თუმცა უჭირთ ამის დოკუმენტურად დადასტურება. როგორც ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ახალი საკრედიტო პროდუქტების მიზანია როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომის გაზრდა. „ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საკრედიტო პროდუქტების ჩამონათვალი, რომ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს …

დავით ფერაძე გემთმფლობელი და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“-ს დირექტორს შეხვდა

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“ -ს აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი. საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის  ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს  პატარა ზომის საკონტეინერო გემების  მომსახურების ოპერატორებთან, …

ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი – ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს. პროექტზე – “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი ბიენალეზე გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა. “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“-ის სტრუქტურის ზედაპირზე …

მცხეთაში, სოფელ ნატახტარში იყიდება რესტორანი

მცხეთაში, სოფელ ნატახტარში შუამავლის (მაკლერის) გარეშე იყიდება საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვილი რესტორანი. საკადასტო კოდი: 72.03.26.377 ფასი: შეთანხმებით დაგვიკავშირდით: +995 577 721 133 ელ.ფოსტა: restaurantgalavani@gmail.com  

მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ ბათუმში 15 მაისს 70%-იანი ფასდაკლებით გაიხსნება

მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ განაგრძობს ქსელის გაფართოებას და 15 მაისს რიგით მეხუთე ფილიალს ხსნის ბათუმში. ბათუმში „ევრობრენდი“ განთავსდება 500 კვ/მ ფართობზე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“(ზ. გორგილაძის 88). მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების 20-მდე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ბრენდის პროდუქცია 70-პროცენტიანი ფასდაკლებით. რო­გორც „ევრობრენდის“ წარმომადგენლები აცხა­დე­ბენ, ბათუმში ახა­ლი ობი­ექ­ტის გახ­სნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი …

იყიდება ბინა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის #332 -ში [ ყოფილი დაბა ხელვაჩაური] იყიდება ბინა [100 კვ.მ].ბინასთან ახლოს მდებარეობს #22-ე სკოლა, იქვეა საბავშვო ბაღი, აფთიაქი და მაღაზიები. ფასი შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ: 593765782

EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო. დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს. „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ …

ესტონური საზღვაო კომპანია საკრუიზო ტურიზმის შავი ზღვის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან AS Tallink Grupp-ის აღმასრულებელი დირექტორი პაავო ნოგენე, დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდი და კადრებისა და განვითარების დირექტორი ვაჰურ აუსმესი. კომპანიის წარმომადგენლებმა 8-9 მაისს სამუშაო შეხვედრები გამართეს აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. მხარეებს შორის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები …

Exit mobile version