რეკლამა,სიახლეები

დავით ფერაძე გემთმფლობელი და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“-ს დირექტორს შეხვდა

13.05.2019
დავით ფერაძე გემთმფლობელი და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“-ს დირექტორს შეხვდა

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“ -ს აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის  ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს  პატარა ზომის საკონტეინერო გემების  მომსახურების ოპერატორებთან, რომლებიც მზად არიან განიხილონ მათი შავ ზღვაში შემოყვანა და ოპერირება. ამასთანავე  მზადდება საკონტეინერო გემების მიმოსვლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

შეხვედრის ფარგლებში, სს „საქართველოს რკინიგზა“ და „FRANCO COMPANIA NAVIERA“ შეთანხმდნენ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობისთვის საჭირო საკითხების კოორდინაციაზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩინეთიდან დაფიქსირდა კონტეინერების (TEU) 177%-იანი  და  საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების ჯამური 573%-იანი ზრდა.

ამასთან,  2019 წელს კასპიის ზღვაზე გაშვებულია საკონტეინერო გემი, რაც დადებითად მოქმედებს სატრანზიტო ვადებსა და ტვირთბრუნვაზე,  უფრო აქტუალურს ხდის შავ ზღვაზე პირდაპირი საკონტეინერო კავშირების დანერგვას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: