55 წლის ქალბატონს, რომელსაც ჰქონდა ქვედა ყბის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ჩაუტარდა უნიკალური ოპერაცია, ქვედა ყბის სუბტოტალური რეზექცია, მომენტალური აუტოპლასტიკა სისხლძარღვოვანი ანასტომოზით. 3 ივლისს ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი სტაბილურად კარგად მიმდინარეობს, პაციენტი დამაკმაყოფილებლად გრძნობს თავს, გადის ყოველკვირეულ მონიტორინგს. უკვე დაიწყო კვებაც და სიარულიც. ოპერაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ წარმოადგენს ალოვიტალურ ტრანსპლანტაციას, რაც გულისხმობს, რომ გადანერგილი ძვლოვანი ქსოვილი …
Category Archives: რეკლამა
„აჭარაბეთის“ „არიქას“ გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება
„აჭარაბეთმა“ ახალი მხიარული პროექტი შექმნა, რომლის გამარჯვებულიც იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. პროექტში წარმატებული 50 მოთამაშე კი „გაატარე ზაფხული საქართველოს“კამპანიის ფარგლებში დასასვენებელ საგზურებს საქართველოს სხვადასხვა კურორტზე მიიღებს. პროგრამა 15 აქტივობისაგან შედგება და ყოველ ორ დღეში ერთხელ გაიმართება. გამარჯვებულად ის დასახელდება, რომელიც 15 აქტივობის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თითოეული აქტივობის შედეგის გამოცნობა შესაბამისი ქულით …
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული არალეგალური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც მინიმუმ 1 წლით, არალეგალურად იმყოფებოდა საზღვარგარეთ …
Continue reading “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა”
სასტუმრო, ჰოსტელი და ბარი ერთ სივრცეში – ბათუმში „კომუნა“ იხსნება
ხვალ, 26 ივლისს, ბათუმში ახალი სივრცე –„კომუნა“ იხსნება. „კომუნა“ აერთიანებს სასტუმროს, ჰოსტელსა და ბარს. სასტუმროს და ჰოსტელს ერთდროულად 40-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. გახსნის ღონისძიებას მუსიკალურად DJ ლაშა გურული გააფორმებს. სტუმრებს ბარში შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ბარმენების მომზადებული ექსკლუზიური კოქტეილები. გახსნის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! გელოდებით 20 საათიდან. მისამართი: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N83 ა
თიბისი ჯგუფის განცხადება
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება. ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი …
ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა
„მედალფამ“ 2019 წლის 20 ივლისს, ბათუმში გახსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა – „მედალფა ბონის კლინიკა“. „მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. დღეისათვის იგი 7 კლინიკას აერთიანებს საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში. ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფა“ 2016 წელს ბათუმში შეიძინა ყოფილი მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობა და მოახდინა მისი …
Continue reading “ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა”
აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება
სოფელ აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 169 996 ლარს შეადგენს. დღეისათვის მიმდინარეობს სამარაგე აუზებისა და მაგისტრალის მოწყობა. სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნაგო“. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით აჭარისაღმართის მოსახლეობა სუფთა სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
გამარტივებული იპოთეკური სესხი – ტერაბანკის ინოვაციური პროდუქტი
მომხმარებლებს, რომლებიც სახლის შეძენას გეგმავენ, ტერაბანკი ახალ, ინოვაციურ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თანხის გაცემისას ბანკი შემოსავალს მომხმარებლის მიერ გაკეთებული შენატანების მიხედვით დაითვლის და სესხის აღების მსურველებისთვის შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება აუცილებელი არ იქნება. სახლის შეძენისთვის საჭირო თანხის მისაღებად, მომხმარებელს მხოლოდ მისი ღირებულების 20% და სესხების ან დეველოპერულ კომპანიის განვადების გადახდის დადებითი ისტორია …
Continue reading “გამარტივებული იპოთეკური სესხი – ტერაბანკის ინოვაციური პროდუქტი”
მგზავრთა გადაყვანებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 11 მილიონ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 20 %- ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ამ …
აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშია
ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რივალდო, რომელიც adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა, უკვე თბილისშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარაბეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა. რივალდო აჭარაბეთის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „არენა“ ჰქვია. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში ქართველი ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას და გავხდი „adjarabet.com-ის …
Continue reading “აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშია”
„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის გამოფენა ბათუმში
„ზამთარი გადატანილია“ – ასე ჰქვია გურამ წიბახაშვილის გამოფენას, რომელიც ბათუმის თიბისი გალერეაში 20 ივლისს გაიხსნა. გამოფენა და ამავე სახელწოდების ქართული და ინგლისურენოვანი წიგნი ფოტოგრაფის 250-მდე კადრსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს, გვიამბობს 1987 – 1995 წლების მრუმე ყოფაში არტისტების ცხოვრებაზე, ადამიანებზე, ვისთვისაც ომი, სიბნელე, უიმედობა და მძიმე სოციალური პირობები შემოქმედებით მუხტად იქცა. წიგნი თიბისისა და …
Continue reading “„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის გამოფენა ბათუმში”
50-მდე ცნობილი ბრენდი – ბათუმში ატელიე აუთლეთის კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა
დღეს, 20 ივლისს ბათუმში, გორგილაძის N88-ში, სავაჭრო ცენტრ ბათუმი მოლის მესამე სართულზე „ატელიე აუთლეთის“ რიგით მესამე მაღაზია საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე უამრავ სტუმარს შორის ცნობადი სახეებიც იმყოფებოდნენ. გახსნის ცერემონიას მსახიობები რუსკა ქარქაშაძე და კახა კინწურაშვილი უძღვებოდნენ. აუთლეთში მოსული სტუმრების განწყობაზე ზრუნავდა მუსიკალური ბენდი და დიჯეი. ბავშვებს დაურიგეს ბუშტები. დღეს შესაძლებელი იყო მყიდველს მიეღო დამატებით 10%-იანი ფასდაკლება, …
Continue reading “50-მდე ცნობილი ბრენდი – ბათუმში ატელიე აუთლეთის კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა “
დღეს ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა
დღეს, 19 ივლისს, ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფამ“ ბათუმში, ბონის დასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა გახსნა. „მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე და უკვე 7 კლინიკას აერთიანებს თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში. კლინიკის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე, ასევე „ავერსისა“ …
Continue reading “დღეს ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა”
ატელიე აუთლეტი – 20 ივლისს ბათუმში ყველაზე დიდი აუთლეტი გაიხსნება
[checklist] ორმაგი ფასდაკლება – გააზიარეთ ჩვენი ფეისბუქპოსტი და მიიღეთ დამატებით 10%-იანი ფასდაკლება [/checklist] 20 ივლისს ქალაქ ბათუმში, „ბათუმი მოლის“ მესამე სართულზე, საზეიმოდ გაიხსნება „ატელიე აუთლეტის“ მესამე ფილიალი. „ატელიე აუთლეტი“ მომხმარებლებს სთავაზობს 50-მდე ცნობილი ბრენდის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და პარფიუმერიას. ჩვენს ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, …
Continue reading “ატელიე აუთლეტი – 20 ივლისს ბათუმში ყველაზე დიდი აუთლეტი გაიხსნება”
თიბისი IT აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს კურსებზე – UX და NET. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 31 ივლისამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ: [checklist] UX – https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7 NET – https://forms.gle/7Ptn8iyexPZyfgBQ6 [/checklist] თიბისი IT აკადემიაში სწავლა უფასოა. საგანმანათლებლო პლატფორმა ერთი მხრივ, აერთიანებს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი, მეორეს მხრივ, კი მათ შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. …
Continue reading “თიბისი IT აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო”
თეგეტა მოტორსი პირველ საავტომობილო ექსპოს გამართავს ბათუმში
Tegeta Motors • თეგეტა მოტორსი საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში გამართავს. ექსპოზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო მასშტაბის ბრენდები როგორც საავტომობილო ინდუსტრიიდან, ასევე პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით: Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Total, JCB, Shell, Mobil და სხვა. გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და გაეცნონ მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის …
Continue reading “თეგეტა მოტორსი პირველ საავტომობილო ექსპოს გამართავს ბათუმში”
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, სსიპ ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება. 18 ივლისს, სსიპ ბათუმის ბულვარმა განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა. განაშენიანების გეგმა მოიცავს ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, …
Continue reading “ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა”
Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა
თიბისი ბანკი ჟურნალმა „ევრომანი“ წარჩინების დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ეს ჯილდო თიბისი ბანკის უწყვეტი ძალისხმევის შედეგია საქართველოში კლიენტებისათვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურების გაწევის და რეგიონში საუკეთესო მრავალარხიანი შესაძლებლობების განვითარების და ამავე დროს, საუკეთესო თანმიმდევრული ფინანსური შედეგების მიღწევის თვალსაზრისით. ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „ვამაყობთ „ევრომანის“ ამ ჯილდოს მიღებით, რაც არის ბაზარზე …
Continue reading “Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა”
„აჭარაბეთის“ ამბასადორი რივალდო საქართველოში ჩამოდის
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რივალდო „აჭარაბეთის“ სპორტის ამბასადორი გახდა და საქართველოში ჩამოდის. რივალდო ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „აჭარაბეთი“ გადაიღებს. ფილმის გადაღებებში რივალდოს გარდა სხვა ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვებიან. რივალდო საქართველოში 21 სექტემბერს ჩამოვა და რამდენიმე დღე დარჩება. ფილმის პრემიერა, რომელსაც „არენა“ დაერქმევა, შემოდგომაზე გაიმართება. მსგავსი მასშტაბის პროექტი სათამაშო ინდუსტრიის მხრიდან საქართველოში პირველად განხორციელდება.
როგორ დავისვენოთ ზღვაზე იაფად
აჭარის სანაპირო ზოლი დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული. ორი დღე დამჭირდა, ფეხით რომ შემომევლო პლაჟის ყველა მონაკვეთი. მქონდა მიზანი, მეგობრებისთვის დამემტკიცებინა, რომ ზღვაზე დასვენება შედარებით იაფადაც შესაძლებელია, თუ კი კარგად იცნობ აჭარის სანაპიროს და შესაფერის ადგილს შეარჩევ. მთავარი პირობა – თუ აჭარის სანაპიროზე ხელმისაწვდომ ფასად გსურთ დასვენება, არჩევანი საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ჰოსტელებზე უნდა შეაჩეროთ. აქ ფასები …
ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა
15 ივლისს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის საკონფერენციო დარბაზში ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთები განთავსდა. პროექტის მიზანს სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა, პირველადი სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებულობა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლა წარმოადგენს. პირველადი დახმარების გაწევის მიზნით აჭარის …
Continue reading “ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა”
ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს
14 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საფრანგეთის საელჩოები, საგანმანათლებლო და ფრანკოფონიური ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისის შემდეგ, ბათუმში წელს პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბულვარმაც. ღონისძიებაზე პარიზის ხედებთან ერთად წარმოდგენილი …
Continue reading “ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს”
ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო
5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ. ფინკა ბანკის საზაფხულო შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3 თვის განმავლობაში გადაიხადოს მხოლოდ სესხის საპროცენტო ნაწილი, ხოლო სესხის ძირის თანხის გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ. ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი …
Continue reading “ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო”
თხილნარის მეურნეობაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
ამჯერად, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია თხილნარის მეურნეობაში გაიმართა. ადგილობრივებს კონსულტაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გაუწიეს. აქციაში ჩართული იყო : [checklist] ქირურგი კარდიოლოგი ექოსკოპისტი თერაპევტი ნევროპათოლოგი ოტორინოლარინგოლოგი [/checklist] მოსახლეობას კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ. სულ გამოკვლევებით 50-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა. უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.
გემთმფლობელებს საქართველოს პორტებში შეღავათები დაუწესდათ
საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ. სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად იმ გემებს, რომლებიც საქართველოს წყლებში ერთი და იგივე შემოსვლის განმავლობაში რამდენიმე ნავსადგურში შევლენ, ნებისმიერ ნავსადგურში პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ …
Continue reading “გემთმფლობელებს საქართველოს პორტებში შეღავათები დაუწესდათ”
სოფელ ხელვაჩაურში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა
სოფელ ხელვაჩაურში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მინი საბეხბურთო მოედნისა და სკვერის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 116 000 ლარს. ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დიდგორი“. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.
ლატვია-საქართველოს ერთობლივი ფილმი თეოდორ სპადეზე „ანრის“ მხარდაჭერით
თეოდორ სპადე ლატვიის ეროვნული გმირია. პირველი მსოფლიო ომის დროს ის შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობდა. 1918 წლიდან თეოდორ სპადე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფლოტში მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა მის ფორმირებაში. ის იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და ქართველთა ჩქარმავალ კატერთა რაზმს და ნაღმმზიდს მეთაურობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალი გახდა. ლატვია …
Continue reading “ლატვია-საქართველოს ერთობლივი ფილმი თეოდორ სპადეზე „ანრის“ მხარდაჭერით”
თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა
თელავში თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. 85 ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია. სასტუმროს ფრანჩაიზის ხელშეკრულება კომპანია “ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპს”-თან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5,000 ზე მეტი სასტუმროთი არის წარმოდგენილი. დაფინანსების სტრუქტურისა და პირობების გაუმჯობესის მიზნით,Holiday inn-ის პროექტი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და …
Continue reading “თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა”
მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ჯამური ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება
„თიბისი კვლევების“ ივნისის თვის მაკრო ეკონომიკური მიმოხილვისა მიხედვით, გლობალური ზრდის პროგნოზები შემცირდა. ამასთან, აშშ დოლარი შედარებით დასუსტდა და ასევე გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების მიმზიდველობა. მაისის თვეში ეკონომიკის ზრდამ საქართველოში 4.7% შეადგინა. მაშინ, როდესაც ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების გამო, ექსპორტი და სამშენებლო სექტორები სუსტი, ტურიზმისა და გზავნილების ზრდის ტემპი მაღალი იყო. ასევე ძლიერი იყო ფისკალური სტიმული და შეინიშნებოდა …
როგორ იცნობ აჭარულ სამზარეულოს? [ტესტი]
აჭარულ კერძებს ხშირად უცნაური დასახელებები აქვს და მხოლოდ სახელით რთულია მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. ჩვენ მოგიმზადეთ ტესტი, რათა უკეთ გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ვიზუალი გემოს დაუკავშიროთ.
საქართველოს რკინიგზა: რუსულ ენაზე ინფორმაცია მატარებლებში ოთხი თვეა აღარ ცხადდება
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მატარებლებში სადგურების შესახებ ინფორმაციას რუსულ ენაზე უკვე ოთხი თვეა აღარ აცხადებენ. რკინიგზის განმარტებით, ამის მიზეზი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. “საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები. შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის …
Continue reading “საქართველოს რკინიგზა: რუსულ ენაზე ინფორმაცია მატარებლებში ოთხი თვეა აღარ ცხადდება”
პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება
ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული იდეების განხორციელება წლის ბოლომდე დასრულდება. ქალაქის მერის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის ზრდას უწყობს ხელს და საკონკურსე იდეებს მომავალშიც მიიღებენ ონლაინ პლატფორმაზე – https://idea.batumi.ge/. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა: „ფრანების ფესტივალი“, „ნატვრის ხე“ და წარწერა „ბათუმი“, რომელიც ბათუმგორაზე განთავსდება. შერჩეული იდეების ავტორების თქმით, ეს …
Continue reading “პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება”
ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის გზის მონაკვეთზე მოასფალტება დასრულდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში გეგმის მიხედვით ტარდება. ახლახანს დასრულდა ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის საავტომობილო გზის 1,35 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები ამხანაგობა „P&S“-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 887997 ლარია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდს, მოეწყო 926 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი დახურული ცხაურით, 44 გრძივი მეტრი ლითონის …
Continue reading “ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის გზის მონაკვეთზე მოასფალტება დასრულდა”
ბათუმის ბულვარის განცხადება
სსიპ ბათუმის ბულვარი ზაფხულის სეზონის განმავლობაში მზადაა უფასოდ დაუთმოს სივრცე მხატვრებს და ხელოვანებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად. სპეციალურად გამოყოფილი სივრცე ცენტრალურ შესასვლელთან, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე იქნა შერჩეული, კერძოდ, ბულვარის მთავარი შადრევნების მარჯვენა მხარეს მდებარე ხეივანში. სსიპ ბათუმის ბულვარის მიზანია მხატვრებისა და ხელოვანი ადამიანების შემოქმედება წარმოდგენილი იყოს არა ქაოტურად, არამედ ერთ სივრცეში და მიეცეს კოლორიტული და ტრადიციული …
ყველაზე მაღალი სარგებელი 12-თვიან ანაბარზე – საუკეთესო შეთავაზება ტერაბანკისგან
მომხმარებლებს, რომლებსაც ანაბრის გახსნა სურთ, შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ახალი შეთავაზებით ისარგებლონ და 12-თვიან დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიიღონ. სიახლე ტერაბანკის ორ პროდუქტზე — ვადიან ანაბარსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ იგი პორტირების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რომელსაც ამჟამად მომხმარებლებს ქართულ საბანკო სივრცეში მხოლოდ ტერაბანკი სთავაზობს. ახალი პირობების შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სხვა ბანკში გახსნილი დეპოზიტით …
Continue reading “ყველაზე მაღალი სარგებელი 12-თვიან ანაბარზე – საუკეთესო შეთავაზება ტერაბანკისგან”
მაგნიტის 170-ე სუპერმარკეტი ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა
ბათუმში, მაიაკოვსკის #15-ში, სასტუმრო „ბათუმის“ პირველ სართულზე „მაგნიტის“ 170-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ცერემონიას კომპანიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დღის განმავლობაში ტარდებოდა გასართობი აქტივობები და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალური აქციით ესარგებლათ, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ აჭარის მოსახლეობისთვის დაიგეგმა. „ყოველთვის მაგნიტური ფასებით“, რომელიც ბრენდის მთავარი დაპირებაა, „მაგნიტის“ ახალ სუპერმარკეტში წარმოდგენილია ქართული და უცხოური პროდუქციის მრავალფეროვანი …
Continue reading “მაგნიტის 170-ე სუპერმარკეტი ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა”