ბათუმი რივიერა – ისტორია, დეტალები და „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები

„სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს იქნება თანამედროვე, მაღალი დონის არქიტექტურის ნიმუში, რომელიც გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს. კომპლექსი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ადგილობრივ მცხოვრებლებს დასაქმების საშუალებას მისცემს. პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება დაახლოებით 73.5 …

დააგემოვნეთ „ბათუმარანში” ბორანო და სხვა აჭარული კერძები პირველი ივნისიდან

ადუღებულ კარაქში ჩამდნარ ყველს ცხელი მჭადის კვერებთან ერთად მიირთმევენ. დარბილებული ყველი და ცხელი კარაქი ერთგვაროვან მასად იქცევა და ნაზად იწელება. ეს აჭარაში განთქმული, სტუმრიანობისა და ოჯახური სადილების პირველი კერძია – ბორანო. მისი მომზადების წესსა და ტრადიციას ცოტა ხნის წინ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ კერძის მომზადების ავთენტურ რეცეპტს „ბათუმარანის“ დახელოვნებული მზარეული გვთავაზობს: მასალად …

ფინკა ბანკის ავტო სესხი – საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

ფინკა ბანკმა 2 ახალი პროდუქტის შეთავაზება დაიწყო – ავტო სესხი და ავტო ლიზინგი მათთვისაა, ვისაც ჰყავთ ავტომანქანა და სწრაფად სჭირდებათ თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით, ან აქვთ მანქანის ღირებულების მინიმუმ 20% და სურთ ახალი ავტომობილის შეძენა. სესხის აღება შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში, 25 000 ლარამდე თანხის მისაღებად 1 საათზე ნაკლები დროა საჭირო, სესხის მაქსიმალური ვადა 36 თვეა. ფინკა …

საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვის ხელშეწყობა ქართულ საბანკო სექტორში

საზღვაო დარგის მრავალფუნქციონალური მიდგომების განვითარებისა და ქართულ საბანკო სექტორში საზღვაო ფინანსების შესახებ სპეციფიკური ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ორგანიზება გაუკეთა სემინარს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომელშიც ჩართულია საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის წარმომადგენელი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გახსნა სემინარი და აღნიშნა, რომ „ქვეყნისთვის საზღვაო სფეროში …

საქართველო ევროკავშირის შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემის წევრია

საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი ერთწლიანი მონიტორინგი და წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან (LRIT CDC). ასეთი ტიპის ინტეგრაცია ევროპულ სერვისებში, ერთ-ერთი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო აღმოსავლეთ …

ქალის როლის გაძლიერება საზღვაო სფეროში – წლის მთავარი გზავნილი

ბუსს „ანრი“ საერთაშორისო საზღვაო კამპანიას უერთდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებმა 2019 წელი საზღვაო სფეროში ქალის როლის გაძლიერების წლად გამოაცხადეს. ქართული ზღვაოსნობის ისტორია 4 შტურმან ქალს იცნობს. 1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში შტურმანის სპეციალობაზე 4 გოგონა ჩაირიცხა-ნინო კალანდაძე, იულია ფაილოძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. აქედან იწყება ქართული ნაოსნობის ისტორიაში ქალის მონაწილეობა. იულია და ნინო შორეული აღმოსავლეთის …

„ანრი“ აცხადებს საბუთების მიღებას პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს საბუთების მიღებას პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე შემდეგი სპეციალობებით: [checklist] საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია(მატროსი) გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია(მოტორისტი) [/checklist] დამატებითი ცნობებისთვის გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ანგისის დასახლება, შერიფ ხიმშიაშვილის 47-ის მიმდებარე ტერიტორია. მობ.:593 40 22 18 საზღვაო განათლება საუკეთესო პირობებით

ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარებისთვის საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. საგრანტო კონკურსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და USAID “ზრდა პროექტის” ინიციატივით, “ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. საგრანტო კონკურსის მიზანია მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის თანამედროვე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში არსებული საწარმოების გაძლიერებითა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო …

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2020 წელს მიიღებს

საუკუნის პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს კი დაგეგმილია პირველი გემის მიღება. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს პორტის მშენებლობა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი  საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს  – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე, და  ამერიკულ …

ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა SMART Campaign-მა ფინკა ბანკს მეორედ მიანიჭა სერტიფიკატი. ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი გადაეცა როგორც მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტური. SMART Campaign-ის აუდიტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფინკა ბანკი შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის 7 ძირითად პრინციპთან, მათ შორის  არის – მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებებისგან, ჭარბვალიანობის პრევენცია, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების …

საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას. 20-27 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი. ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ საქართველოს საზღვაო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და დაგვეხმარებიან მნიშვნელოვანი დირექტივების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების …

რა მოსდის ბავშვს კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაში და როგორ შევავსოთ დეფიციტი

კალციუმი ჩვენს ორგანიზმში რიგით მეხუთე მინერალია, რომლის ბიოლოგიური როლი ძალიან დიდია. ის სხეულის საშენი მასალაა. კალციუმი ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს მართავს. სისხლში მისი კონცენტრაცია მუდმივად უცვლელი უნდა იყოს, მისი შემცველობა სისხლში 1%-ს შეადგენს, დანარჩენი 99% თავმოყრილია ძვლებში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება სისხლში, მუდმივი დონის შესანარჩუნებლად. [checklist] კალციუმი არის ნერვული იმპულსების გადაცემის სტიმულატორი, რომლებიც სისხლის შედედებაზე …

თბილისში ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის საკითხებზე სამუშაო სხდომა გაიმართა

12-13 მარტს თბილისში, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“ -ში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წევრი პორტებისა და სამუშაო ჯგუფში შემავალი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების გზები, 2019 წლისათვის …

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტი: ქალური და კაცური პროფესიები არ არსებობს

15 წლის ანასტასია ქაჯაია მეზღვაურობაზე ოცნებობს. იგი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ირიცხება. ახალგაზრდა მატროსის პროფესიას ეუფლება და თვლის, რომ ქალური და კაცური პროფესიები არ არსებობს. არჩევანი ზღვის სიყვარულმა გააკეთებინა. „დღე ზღვის გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი ყოველი დილა ზღვით იწყება. ლიცეუმში მოსვლამდე სანაპიროზე გავდივარ. ალიონის დაკვირვება, ჰორიზონტის ცქერა – ეს ჩემთვის დღის საუკეთესო დასაწყისია“. იცის, რომ რთული არჩევანი …

ყველაფერი წითელას შესახებ მოკლედ

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით. წითელა ბავშვთა დაავადებად მიიჩნევა, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს. რა სიმპტომები ახასიათებს წითელას? [checklist] ცხელება გამონაყარი ხველება რინიტი ან კონიუნქტივიტი [/checklist] წითელას ტიპური შემთხვევა იწყება მწვავედ – ტემპერატურის …

აჭარის ჯანდაცვის 2019 წლის პროგრამები – ყველა პროგრამა ერთად

2019 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შეადრებით გაიზარდა და 17 მილიონ ლარზე მეტია. სამინისტრო 2019 წელს, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 32 პროგრამას განახორციელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას მიმდინარე წელს პირველად დააფინანსებს.  ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამასაც. სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში დამატებით შრომის ანაზღაურებას გადაუხდის სოფლის სამედიცინო პერსონალსაც. სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია ეს პროგრამა ითვალისწინებს სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას. მოსარგებლეები: სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად …

Wolt უკვე ბათუმშია

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანია Wolt-მა ბათუმში ოპერირება დაიწყო. Wolt ახლა უკვე ბათუმელებს და მის სტუმრებს შესთავაზებს საკვების მიტანის სწრაფ და კომფორტულ სერვისს ისეთი რესტორნებიდან, როგორიცაა მაკდონალდსი, საბვეი, პრივეტ იზ ბატუმა, უოლი, პორტო ფრანკო და სხვები, და ამ რესტორნების სია მუდმივად განახლებადი და მზარდი იქნება. მთელი ამ თვის მანძილზე Wolt-ის მიტანის სერვისი ბათუმში უფასო იქნება. ასევე ყველა …

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის საგაკვეთილო პროცესში ამერიკელი პედაგოგები ჩაერთვებიან

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ამერიკელ სტუმრებს – სოფი ჰედვიგ კუდრჟიცკს და მაქსინ ლორნა პონდს უმასპინძლეს. ამერიკელი პედაგოგები აქტიურად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, რის შემდგომაც პედაგოგებთან ერთად დაგეგმავენ მოსწავლეზე მორგებულ გაკვეთილებსა და დამატებით ღონისძიებებს, რათა მოსწავლე უფრო მეტად ჩაერთოს სწავლის პროცესში და გახდეს უფრო მოტივირებული. პროფესიული ზრდისა და საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, მასწავლებლებს ინტენსიურ რეჟიმში ჩაუტარდებათ ტრენინგები. …

ბელჰაუსში სრულ კოლექციაზე 40, ხოლო შეკვეთილ ავეჯზე 45%-იანი ფასდაკლებაა

ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ მომხმარებელს საქართველოში არსებულ ყველა ფილიალში რბილი ავეჯის სრულ ასორტიმენტზე 40 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს, ხოლო ვინც შეუკვეთავს, მისთვის ფასდაკლება 45% იქნება. „ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უპირეტასობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას. დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე: ბელჰაუსი Belhouse ან გვეწვიეთ  მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული. თბილისი, სულხან ცინცაძის …

საქართველოს რკინიგზის დირექტორმა ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილეს  სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის  განვითარებას ევროკავშირის  პოლიტიკის დონეზე და  სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.  ისაუბრეს  პარტნიორ  სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, …

ფებრილური გულყრა – დაავადება ბავშვებში, რომელიც ეპილეფსიას ჰგავს, მაგრამ განკურნებადია

ფებრილური გულყრა ბავშვებს 6 თვიდან 5 წლამდე აღენიშნებათ სიცხის ფონზე. ამ დროს ბავშვი ხშირად კარგავს გონებას და აღენიშნება კიდურების კანკალი სხეულის ორივე მხარეს. იშვიათად ვითარდება შეკრთომები სხეულის მხოლოდ მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, შეტევის დროს ზოგჯერ ადგილი აქვს კიდურთა ტონურ დაჭიმვას, ფებრილური გულყრა გრძელდება 1-დან 15 წუთამდე. ბავშვები, რომლებსაც ემართებათ ფებრილური გულყრა არ ითვლებიან ეპილეფსიით დაავადებულებად! …

სს „ელმავალმშენებელის“ ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს

სს  „ელმავალმშენებელში“  ნამდვილად რთული სიტუაციაა  ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით.  არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება, თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია. დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად. დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, …

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო

ფინკა ბანკმა სპეციალური განვითარების ცენტრი შექმნა საქართველოს 30 ქალაქში, იქ სადაც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებია განთავსებული. განვითარების ცენტრის მიზანია აღმოაჩინოს და განავითაროს დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურთ საბანკო სექტორში დაიწყონ ან გააგრძელონ თავიანთი კარიერა. [highlight color=”red”]2019 წლის თებერვალში ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი 2 მიმართლებით აცხადებს მიღებას:[/highlight] [checklist] საკრედიტო ოფიცრების პროგრამა – ხანგრძლივობა 3 თვე კლიენტთა მომსახურების …

აგვისტოს ომში და ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს ათას-ათასი ლარი გადაეცემა – აჭარის ჯანდაცვის პროგრამა

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარიდან დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს მატერიალური დახმარება გაეწევათ. თითოეულს 1000 ლარის ოდენობით. დახმარებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამა ითვალისწინებს. მეომრების ოჯახები ერთჯერად დახმარებას აგვისტოს თვეშიც მიიღებენ.  2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად …

თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ მეთხილე ფერმერებთან მასობრივი შეხვედრები დღეს მარტვილის რაიონში – სოფელი დიდი ჭყონიდან დაიწყო. კამპანია მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. თითოეულ ფერმერს ასოციაციამ თხილის მოვლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. დღევანდელ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიაც დაესწრო. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მასშტაბურ პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და …

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება

როგორც ცნობილია, სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილია უკიდურესად  მძიმე მდგომარეობა. ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს 6 თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები.  ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მათ მოთხოვნებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ელმავალმშენებლი ქარხნის პროფესიულმა კავშირმა, რომელიც არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაცია და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში, მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით …

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

22-23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში ექსპო–ჯორჯია“ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მონაწილეობას იღებს „საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების“ მე-9 საერთაშორისო გამოფენაში. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, მისი საქმიანობის, არსებული პროფესიული პროგრამების, განხორციელებული პროექტების, დასაქმებისა და მომავალი კარიერული ზრდის შესაძლებლობის შესახებ. გამოფენა ყოველწლიურია და ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, …

საქართველოს რკინიგზას ყაზახეთის რკინიგზის დელეგაცია ეწვია

25-26 თებერვალს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სს „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც  მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა. სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „The Biltmore Hotel“-ში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს  და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების …

28 თებერვალს და 1 მარტს საგიტარიუსში კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს გელა ობერიუხტინი

28 თებერვალს და პირველ მარტს კლინიკა „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს საქართველოს წამყვანი სტრაბიზმოლოგი (სიელმის სპეციალისტი) გელა ობერიუხტინი. გელა ობერიუხტინი არის ექიმი ოფთალმოლოგი 26-წლიანი გამოცდილებით, გახლავთ სტრაბიზმის (სიელმის) წამყვანი სპეციალისტი საქართველოს მასშტაბით. იგი კლინიკა „საგიტარიუსის“ მოწვეული სპეციალისტია და ჩვენს კლინიკასთან უკვე 4 წელია თანამშრომლობს. როგორც თავად ექიმი ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, ჩვენთან მისი მუშაობა განაპირობა იმან, …

ცოტა რამ გასტრიტის შესახებ – დააკვირდი საკუთარ თავს და მერე დაგეგმე ვიზიტი ექიმთან

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მიზეზი იყო მომატებული მჟავიანობა. აზრად არავის მოსვლია კუჭში მიკროორგანიზმები მოეძებნა, რადგანაც მჟავე გარემოში სიცოცხლისუნარიანობა არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს H. Pylori, რომელიც მშვენივრად ადაპტირებს ექსტრემალურ პირობებში. ეს ბაქტერია აღმოაჩინეს 1982 წელს ავსტრიელმა მეცნიერმა V.W Arron და B. Marshall და უწოდეს H.pylori (პილორუსში მცხოვრები სპირალური …

შეგიძლია თუ არა სეზონური გრიპის დამარცხება? [ტესტი]

იცით თუ არა როგორ უნდა ებრძოლოთ სეზონურ გრიპსა და გაციებას? ეს ტექსტი დაგეხმარებათ ამის გარკვევაში.

საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გაიზარდა – აჭარის ჯანდაცვის პროგრამები

2019 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შეადრებით გაიზარდა და 17 მილიონ ლარზე მეტია. სამინისტრო წელს, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 32 პროგრამას განახორციელებს. გაიზარდა „მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი [დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით] და ნაცვლად 15 000 ლარისა არის 25 000 ლარი. [red_box]მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება[/red_box] პროგრამა …

ძვირადღირებული მკურნალობა, რომლებსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად აფინანსებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას მიმდინარე, 2019 წელს პირველად დააფინანსებს. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით. წელს რეგიონის მოსახლეობისთვის პირველად დაფინანსდება: [checklist] ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია – 80 ათასი ლარით; ძვლის …

ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

11 თებერვლიდან ფინკა ბანკში სიახლეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათ შორის, აგრო სესხებზე. ბანკში განხორციელებული ცვილილებების შედეგად გამარტივდა სესხის აღების პროცედურები. 4 000 ლარამდე სესხები, თუ ის არის ბიზნეს და აგრო მიზნობრიობით, გაიცემა ადგილზე ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებელს საშუალებს აძლევს თანხა 30 წუთში, სწრაფად და მარტივად მიიღოს. ცვლილება შეეხო გირაოს და თავდებობის მოთხოვნის პირობებსაც – …

Belhouse-ის რომანტიკული საჩუქარი წყვილებისთვის ვალენტინობას

12-დან 28 თებერვლის ჩათვლით მოდი „ბელჰაუსის“ ნებისმიერ ფილიალში შენს მეწყვილესთან ერთად (ცოლი, ქმარი, შეყვარებული), გადაიღე სახალისო ფოტო ჩვენი ავეჯის ფონზე, დააგროვე ყველაზე მეტი მოწონება და გახდი ულამაზესი საწოლის მფლობელი – საძინებელი „სოფია“ , ფასი – 9350 ლარი. [checklist] კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა გქონდეთ მოწონებული ჩვენი ფეისბუქგვერდი. უნდა გააზიაროთ ეს პოსტი „ბელჰაუსში“ გადაღებული ფოტო უნდა დადო …

Exit mobile version