ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.  ტერიტორიის კეთილმოწყობა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 …

ახალშენში საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ მიწაზე შენდებოდა – ტენდერი და დავა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო. პროექტი ამის გამო ვერ განხორციელდა. მშენებელ კომპანია „ლადასთან“ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა და პროექტის ხელახლა შესაძენად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. მერიას მშენებელი კომპანია სასამართლოში 151 842 ლარის ანაზღაურებას სთხოვს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანია „ვეგა+“ კი დავების საბჭოში უჩივის. მუნიციპალიტეტის საქმიანობით სუსი და …

რა პროექტებს და რამდენით დაუფინანსებენ სოფლებს აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები ძალაში 2019 წლის 5 მარტიდან შევიდა. მთავრობის დადგენილებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თითოეული დასახლებისთვის გადასაცემ თანხას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დაიანგარიშებს. თანხის გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის დაცვით: [checklist] დასახლებას, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მცხოვრებს, გამოეყოფა 10 000 ლარი; დასახლებას,სადაც მცხოვრებთა …

ციხისძირში საბაგირო გზა და პირსი გაკეთდება – გენგეგმა დამტკიცებულია

ციხისძირში, ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე საბაგირო გზისა და პლაჟზე პირსის მშენებლობის გეგმას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ციხისძირში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობაცაა დაგეგმილი. სამომავლოდ ამ პროექტების განხორციელებას, დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს. „ციხისძირის ტერიტორიაზე დაგეგმარდა ახალი სატრანსპოტო ქსელი მისასვლელი გზებითა და შესაბამისი საპარკინგე ადგილებით. აქვე დაიგეგმა როგორც პასიური ისე აქტიური დასვენებისა და …

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება ახალი რეგულაციები, მოიცავს დაბა ჩაქვის, ბუკნარისა და ციხისძირის სანაპირო ზოლს – მდინარე ჩაქვისწყლის შესართავიდან ე.წ. ბობოყვათის რეზიდენციამდე. ბუკნარსა და ციხისძირში ეს ტერიტორია მოქცეულია ძირითადად ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის. ამ ტერიტორიაზე რეგულირების ახალი წესები 2019 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ …

ხულოს სოფელ ფაჩხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ ფაჩხაში, ბახმაროს უბანში, სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამ სახლის ახლოს მდებარე ორი სახლის გადარჩენა მოხერხდა. საცხოვრებელი ხის იყო, გარდა ამისა, ბახმაროს უბანი სოფელ ფაჩხის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, ამიტომ ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს

„ქალაქ ბათუმის მერია თანახმაა განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემოსაერთებელი ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის რუკის შესაბამისად“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს 2019 წლის 30 იანვარს გადაუგზავნა. ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის საკითხს ბათუმის საკრებულო …

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

5, 6 და 7 მარტს, თითო დღით, ხულოში, შუახევსა და ქედაში გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR მოემსახურება. მოძრავი სერვისცენტრის მომსახურებით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ ლოკაციებზე: ხულო – 5 მარტი – გამგეობის შენობის წინ; შუახევი – 6 მარტი – გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; ქედა – 7 მარტი – დაბის ცენტრი. ფინანსთა …

შუახევში ტროტუარის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე საფეხმავლო ტროტუარის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტმა 1 150 000 ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. ტროტუარი არსებული ავტოსადგურიდან რესტორან „შუახევამდე“ მონაკვეთში მაგისტრალის გასწვრივ აშენდება – ეს იქნება სახიდე გადასასვლელივით, მოაჯირებით. ტროტუართან ერთად გაკეთდება საყრდენი კედელი, პლიციის შენობის მიმდებარედ შეკეთდება კიბე, მოეწყობა პატარა სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება და ავტოპარკინგი. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მაგისტრალის ამ …

რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

„თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჰესიდან მოხდა ჭარბი წყლის გამოშვება, რომელიც უნდა გაეტარებინა კირნათი ჰესს, თუმცა, ტექნიკური მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა და დაიტბორა გარკვეული ტერიტორია. ასეთი განმარტება მომცეს მე „აჭარენერჯი 2007“-ში, რომლის საკუთრებაშიც არის კირნათი ჰესი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯუმბერ ვარდმანიძემ, ხელვაჩაურის მერმა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიას თურქეთის მხარეს მდებარე კაშხლების ოპერატორებთან კომუნიკაცია არ აქვს: „პირადად …

თოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში თოვს. ნალექის გამო ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია სასოფლო გზებზე. სინოპტიკოსების პროგნოზით 18 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა იქნება. დღისითკი 0-5 გრადუსი სითბო. სოფელი გობრონეთი დღეს, 17 თებერვალს:

რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი. წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს. ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ …

შუახევში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება

შუახევის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება. აგროპროექტების მართვის ცენტრმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 685 ლარია. ცენტრი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩის N31-ში აშენდება. აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.  

რატომ ვერ დასრულდა სარფის საჯარო სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 1,7 მილიონია გადახდილი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, სამი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დღემდე გრძელდება. სარფის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი მშენებლობის დაწყებიდან დღემდე გონიოს საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ. სკოლის მშენებლობას ზედამხედველობს შპს „აჭარკაპმშენი“, რისთვისაც სამინისტროს მასთან 7500 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. კომპანიის დირექტორის, გია კახიანის ინფორმაციით: „უშუალოდ პროექტში …

შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

2019 წლის 26 თებერვალს შუახევში, გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური [გოგინაური ჰესი] უნდა აშენდეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გოგინაური ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა. „აღნიშნული პროექტის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურსა და სოფელ მაწყვალთას ადმინისტრავიული …

ქობულეთში სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ დასახლებათა ნუსხა დაამტკიცა, სადაც 2019 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ დასახლებათა ნუსხაშია ქობულეთიც. მინისტრის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, ამავე ბრძანებით გათვალისწინებული ოდენობის ნოტარიუსთა დასანიშნად, უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ბრძანების მიხედვით, ქობულეთში, 2019 წელს ერთი ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს.

სად შეიძლება წითელას აცრის ჩატარება აჭარაში, მათ შორის უქმე დღეებშიც – აცრა უფასოა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის წითელას მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა  დაავადების პრევენციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებები უქმე დღეებშიც მუშაობენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა და ვირუსისგან ერთადერთი თავდაცვა არის ვაქცინაცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკი ბავშვებში …

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს, ამჯერად 2,9 მილიონი ლარით

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 2 929 454 ლარია, რაც პირველი ტენდერთან შედარებით 82 ათასამდე ლარით ნაკლებია. პირველად გამოცხადებული ტენდერი ქობულეთის სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. კომისიას წინა ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა. ამჯერად, ახალი ტენდერი მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 17 იანვარს გამოაცხადა, სადაც წინადადებების …

ხულოს სოფელ ბეღლეთში ახალი სკოლა აშენდება – 2,6-მილიონიანი ტენდერი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად 2 696 300 ლარია გათვალისწინებული. ტენდერის პირობების მიხედვით, სკოლა 2019-2021 წლებში უნდა აშენდეს. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2019 წლის 30 იანვარს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება. სოფელ ბეღლეთში სკოლა აჭარის განათლების ქვეპროგრამის -„საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში შენდება.

ქობულეთს ბათუმის ნაგავსაყრელი ნარჩენების უფასოდ განთავსებაზე უარს ეუბნება

ბათუმის ნაგავსაყრელი უარს ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების უსასყიდლოდ შეტანაზე და „ქობულეთის სანდასუფთავებას“ ფულის გადახდას სთხოვს. ქობულეთში შეგროვებული ნარჩენების განთავსებაზე უარს აცხადებენ ფოთისა და ოზურგეთის სოფელ მერიის მუნიციპალური ნაგავსაყრელები. „2019 წლის პირველი თებერვლიდან დაგვიდგა საჭიროება გავაფორმოთ ხელშეკრულება ბათუმის ნაგავსაყრელთან, რადგანაც მოვახდინოთ ნარჩენების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ვერსად ნაგვის გატანა და წარმოშობს დიდ პრობლემებს …

ზენითსა და ოჩხამურში ქობულეთის მერია ადმინისტრაციულ შენობებს აშენებს

დაბა ოჩხამურსა და სოფელ ზენითში ადმინისტრაციული შენობების მოსაწყობად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა. ორთავე შენობის ასაშენებლად საჭირო სავარაუდო თანხა ჯამში 221 680 ლარია. შენობები ერთსართულიანი იქნება. ადმინისტრაციულ შენობაში პროექტით გათვალისწინებულია სამი სამუშაო ოთახი, სააქტო დარბაზი, ორი საპირფარეშო [ერთი საპირფარეშო გათვლილია შშმ პირთატვის]. შენობაში მოეწყობა ერთიანი გათბობის სისტემა. შენობის უკან მოეწყობა ასევე სეპტიკური სალექარი, რომელზეც დაერთდება შენობაში …

ხულოს სოფელ განახლებაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 801 230 ლარია. სკოლის მშენებლობა 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერის პირობებშია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება სკოლის მშენებლობასთან ერთად მოაგვაროს გარე კომუნიკაციების [საჭიროების შემთხვევაში] მიერთება/ნებართვის მოპოვება [წყალი, დენი, გაზი]. მის მიერ გადახდილი თანხები …

შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტბეტონის დასაგებად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოსაწყობად აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში 2 574 920 ლარია გათვალისწინებული. აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის [მათ შორის შესასვლელებზე], მისაყრელი გვერდულებისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა. ასევე გზის მონიშვნა. სამუშაოს შესრულების …

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ მესამედ გამოაცხადა. სატენდერო თანხა კვლავ 3 335 145 ლარია. წინადადებების მიღება ამჯერად 23 იანვარს დაიწყება და 2019 წლის 28 იანვარს დასრულდება. მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის ვადა, თავდაპირველად განსაზღვრული 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის …

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურება

ხულოში, შუახევსა და ქედაში, შესაბამისად, 16, 17 და 18 იანვარს, გადასახადების გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის RS CAR [მიკროავტობუსი] ადგილზე მოემსახურება. სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით, რითაც „გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება“. აჭარის მაღალმთიანეთში RS CAR-ის სერვისით სარგებლობა შემდეგ დღეებსა და ადგილებში იქნება შესაძლებელი: …

წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია ქედაში

წინასაახალწლოდ ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საქველმოქმედო აქციები მეორე დღეა იმართება. ერთ-ერთი აქციის ფარგლებში სოფელ ცხმორისში 8 წლის კახა ნაკაშიძეს ქედის მერი მოულოდნელად ეწვია და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. ,,როცა ნაკაშიძეების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, მაშინ გავიცანი კახა, რომელიც ძალიან წუხდა, რომ დაეწვა სასკოლო კომპიუტერი. მართალია, ოჯახს ქედის მერია და აჭარის მთავრობა დაეხმარა შესაძლებლობის ფარგლებში, …

ქედაში საახალწლო კვირეული გაიხსნა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების კვირეული 25 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. საშობაო გამოფენა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტი, ნაძვის ხის ანთება, ფეიერვერკებისა და ფრანების შოუ – ადგილობრივებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. საახალწლო პროგრამა 31 დეკემბრამდე ყოველდღეა გაწერილი: დღეს, 26 დეკემბერს, 16 საათზე, ჩანიშნულია ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების სახალხლო თეატრის სპექტაკლი ,,ზევით ყვავილებთან მინდა” (4-დან 6-წლამდე მოზარდებისთვის) რეჟისორი …

„ღია კარის“ სხდომაზე დასმული საკითხების ნაწილი დადებითად გადაწყდა

ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გაიმართა. სხდომაზე მოქალაქეებმა, ძირითადად, ეზოების კეთილმოწყობაზე, ინფრასტრუქტურაზე, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე, შშმ პირთა საჭიროებებზე, ბათუმის ურბანული განვითარების სტატეგიაზე, ახალგაზრდულ და კულტურულ პროგრამებსა და ქალაქის გამწვანების პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეების მიერ „ღია კარის“ სხდომაზე დასმული პრობლემური საკითხებიდან ნაწილი დადებითად გადაწყდა, ნაწილის გათვალისწინება მოხდა …

2019 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მზარდი ბიუჯეტი და პრიორიტეტები

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სრულად 2019 წლიდან პირველად გადადის პროგრამულ ბიუჯეტზე. შესაბამისად, მიმდინარე წელს ქედის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ერთობლივი მუშაობით მოხდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვა და სწორედ გამოკითხვის შედეგების შესაბამისად მოხდა მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტების ასახვა. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა 11 457 900 ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის …

მდინარე ღორჯომისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები 2019 წელს დასრულდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ღორჯომში მდინარე ღორჯომისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 795 000 ლარია გამოყოფილი, ტენდერით გამოვლენილი ამხანაგობა „კაპიტელი+“ ახორციელებს. პროექტი გარდამავალია და 2019 წელს დასრულდება.

ქედის „ბეთლემმა“ კრიზისული ეტაპი დაძლია და მეორე ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს

ქედის საფეხბურთო კლუბმა კრიზისული ეტაპი უკან მოიტოვა – „ბეთლემმა“ 2018 წლის საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მესამე ლიგა წარმატებით დაასრულა. გუნდმა პოზიცია ათეულში შეინარჩუნა. მომავალი წლიდან, საფეხბურთო სეზონი 4-წრიანი იქნება და მასში 20 გუნდის ნაცვლად, 10 გუნდი იბრძოლებს მეორე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი ,,ბეთლემის” დაქვემდებარებაში არსებულ …

ქედაში გარე ვაჭრობისთვის აკრძალული ადგილები და ნებართვის წესები განსაზღვრეს

ქედის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიები, ასევე, ამ ტერიტორიების მოწყობისა და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსების წესები დაადგინა. შესაბამისი დადგენილების მიღების მიზანი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ინფრასტრუქტურის იერსახის დაცვა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება; სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, ასევე, საოჯახო წარმოების …

ქედაში საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას” მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღია სივრცე საზოგადოებისათვის – „ქალთა ოთახი“ გენდერულ საბჭოსთან ერთად, გასვლით შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს საინფორმაციო …

აჭარის მთავრობას თხოვენ „ოცნების ქალაქის“ საკითხი პრიორიტეტებში ასახოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი რეგიონის მთავრობას მოუწოდებს პრიორიტეტების დოკუმენტში ასახოს თუ რას აპირებს კონკრეტულად „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში. „პრიორიტეტების დოკუმენტში ასახული იყოს ფინანსური დასაბუთება ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,“ – აღნიშნულია კომიტეტის შენიშვნებში, რომელიც მთავრობას 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გადაეგზავნა. „ოცნების …

შუახევს ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადასცეს

შუახევის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაეცა. მაღალი გამავლობის, მანევრირებადი და სწრაფი მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს. ოქტომბერში ტყის ხანძრის ახალი მანქანები 13 რეგიონს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების ავტოპარკს გადასცეს. მაშინ აჭარაში ასეთი მანქანა მხოლოდ ხულოს გადაეცა. უახლოეს მომავალში ტყის ხანძრის ახალ მანქანას ქედასაც გადასცემენ. რეგიონების სახანძრო-სამაშველოებს ტყის ახალი …

ქობულეთში 240-ნომრიანი სასტუმრო აშენდება

ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი შენდება. აჭარის მთავრობის ცნობით, კომპლექსის მშენებლობას 24 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი და ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი, გიორგი შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ცნობით, სასტუმროში 240 ნომერი იქნება, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, …

Exit mobile version