თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

მერიის გაფრთხილება: მოქალაქეებმა 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან

Comments Off on მერიის გაფრთხილება: მოქალაქეებმა 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან

ბათუმის მერიის განცხადებით, „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან“.... Read More

2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“

Comments Off on 2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“

,,ბათუმობა 2016“-ის ფარგლებში ქუჩების სადღესასწაულოდ მორთვის ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური თანხა 55 000 ლარია. ღონისძიება 2016 წლის 3-4 სექტემბერს ჩატარდება. სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად გამარჯვებულმა სხვადსხვა სამუშაოები უნდა შეასრულოს.... Read More

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება

Comments Off on სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება და 2016 წლის 31 დეკემბრამდე გასტანს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა... Read More

შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

Comments Off on შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული გელა ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. „სამართალდამცველებმა,... Read More

დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება

Comments Off on დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება

საქართველოს მთავრობამ ის დასახლებები განსაზღვრა, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება. 12 ასეთ დასახლებას შორის, დაბა შუახევიც მოხვდა. ეს დასახლებებია:  კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი). ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).... Read More

მთავრობის სარეზერვო და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები 20 მილიონით გაიზარდა

Comments Off on მთავრობის სარეზერვო და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები 20 მილიონით გაიზარდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 15 მილიონი ლარით გაიზარდა. განკარგულება მთავრობამ 14 ივლისს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფონდები, „საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების... Read More

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 6 ახალი „შკოდა“ გადასცეს

Comments Off on აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 6 ახალი „შკოდა“ გადასცეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს „შკოდას“ მარკის 6 ახალი ავტომანქანა გადასცეს. შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო.... Read More

ხულოში იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა

Comments Off on ხულოში იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა

ხულოს სოფლების – აგარა, საციხური, გელაურის სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 055 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულმა... Read More

რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე

Comments Off on რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე

3,5-მილიონიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩაის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აჭარაში არ ხორციელდება. სპეციალისტების თქმით, პროგრამა რეგიონში მეჩაიეობის აღორძინებაზე ორიენტირებული არ არის და შემორჩენილი 400 ჰექტარამდე ფართობიც რეაბილიტაციას თითქმის აღარ ექვემდებარება. ჩაის საკრეფად... Read More

„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

Comments Off on „მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა: ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად,... Read More

მიწისძვრა დასავლეთ საქართველოში

Comments Off on მიწისძვრა დასავლეთ საქართველოში

დღეს, 28 ივლისს, დასავლეთ საქართველოში ორჯერ, 3,7 და 4,1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 05:27 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ეპიცენტრი იყო ქალაქ ქობულეთის სამხრეთით 3კმ-ში, სოფელ... Read More

მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო

Comments Off on მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიწის რეფორმის ერთგვარი „ჩანაცვლებაა“ იმ დასახლებებში, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა. ასეთი დასახლებებია აჭარის რეგიონის, მესტიის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გარკვეული სოფლები. პროგრამა ფაქტობრივ მფლობელობაში... Read More

ბათუმის მერია უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს

Comments Off on ბათუმის მერია უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს

ბათუმის მერია ერთ საფრენ აპარატს [„დრონი“], ასევე დამატებით – ელემენტს, ორ ცალ SD ბარათსა და „დრონის“ სატარებელ ჩანთას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 5 250 ლარია. საფრენი აპარატი... Read More

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარი გამოყო

Comments Off on აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარი გამოყო

11 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას, მაქსიმუმ 200 ათას ლარად გეგმავს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების.... Read More

292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის

Comments Off on 292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკში არსებული ტბის აერაციის სისტემის შეძენასა და დამონტაჟებაში 292 400 ლარს გადაიხდის. სააგენტოში თვლიან, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის აუცილებელია. აერაციის სისტემა იქნება ჰიბრიდული... Read More

შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

Comments Off on შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას... Read More

„ანაგის ფოტოკონკურსი’’ დღეს „ანბანის კოშკში“ საზეიმოდ დაიხურება [ანონსი]

Comments Off on „ანაგის ფოტოკონკურსი’’ დღეს „ანბანის კოშკში“ საზეიმოდ დაიხურება [ანონსი]

დღეს, 24 ივლისს, „ანაგის ფოტოკონკურსი’’ საზეიმოდ დაიხურება. ცერემონია ბათუმში, „ანბანის კოშკში“ 18:00 საათზე დაიწყება. ➤ საღამოზე მოეწყობა  ფოტოების  გამოფენა – გაყიდვა; ➤  იქნება კარგი ბათუმური ყავა, ღვინო და ცოცხალი მუსიკა;... Read More

ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება

Comments Off on ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება

ქობულეთში, ფიჭვნარში არქეოლოგიურ გათხრებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ჩაატარებს, რისთვისაც 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შესაბამისი ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოაცხადა. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ... Read More

ტურიზმის დეპარტამენტი: საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 

Comments Off on ტურიზმის დეპარტამენტი: საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 73,35-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა.... Read More

ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

Comments Off on ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, 20 ივლისს, დილის 4 საათზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბარში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სამი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი მსუბუქადაა დაჭრილი. საქმეს პოლიციის ბათუმის... Read More

„არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“

Comments Off on „არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“

15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა. ბოლო მონაცემებით ამბოხს 265 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პროცესები აშშ-ში მცხოვრები მწერლის,... Read More

აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე

Comments Off on აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე

აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც დიდი ალბათობით, აჭარის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს, „ძველი“ მთავრობისგან გასული წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიში არ მოუსმენია. ბიუჯეტის კონტროლზე, ქონების განკარგვასა თუ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, უმთავრესად,... Read More

ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

Comments Off on ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს ღამით მოხდა – შელაპარაკებისა და შემდეგ ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით მუცლის არეში ერთი ჭრილობა... Read More

თურქეთ-საქართველოს საზღვარი ნაწილობრივ ამ დრომდე ჩაკეტილია [ფოტო]

Comments Off on თურქეთ-საქართველოს საზღვარი ნაწილობრივ ამ დრომდე ჩაკეტილია [ფოტო]

თურქეთ-საქართველოს საზღვარი ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში აპირებენ გადასვლას, ჩაკეტილია. შესაბამისი გადაწყვეტილება გვიან ღამით საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე საზღვარი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თურქულმა მხარემ ჩაკეტა.... Read More