ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენაში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში შტორმის დროს დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენა-რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 928 800 ლარით გამოაცხადა. ტენდერს ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს როგორც ახალი კონსტრუქციების, ასევე შტორმის შემდეგ დაზიანებული და დასაწყობებული მასალებისა [მაგალითად ფილების] და ინვენტარის მოწყობას. პირობის მიხედვით სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან, 120 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 415 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960] ტანკი – 6 624 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 12 611 ერთეული [+29] საარტილერიო სისტემა – 10 153 ერთეული [+47] MLRS – 1 003 ერთეული [+3] საზენიტო …

კომპანიამ ქობულეთის კულტურის ცენტის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა – მერია კონცერტს ღია ცის ქვეშ მართავს

ხვალ, 2 მარტს, ქობულეთში ჯგუფ „რეროს“ სოლო კონცერტი უნდა გაიმართოს. კონცერტის ორგანიზატორი ქობულეთის მერიაა. არსებული ინფორმაციით, კონცერტი ქობულეთის კულტურის ცენტრში უნდა გამართულიყო, თუმცა მერია იძულებული გახდა კონცერტის ადგილი შეეცვალა. მერიის ინფორმაციით, კონცერტისთვის სცენა ღია ცის ქვეშ მოაწყვეს, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაასრულა. ქობულეთის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 414 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 6 610 ერთეული [+17] ჯავშანტექნიკა – 12 582 ერთეული [+30] საარტილერიო სისტემა – 10 106 ერთეული [+36] MLRS – 1 000 ერთეული [+0] საზენიტო …

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

დღეს, 29 თებერვალს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება, შესაბამისად, პირველი მარტიდან ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1-ელი მარტიდან კონტროლს 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს. „აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო …

როგორი ამინდი იქნება მარტის პირველ დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 თებერვლის 21 საათიდან პირველი მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 413 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150] ტანკი – 6 593 ერთეული [+23] ჯავშანტექნიკა – 12 552 ერთეული [+44] საარტილერიო სისტემა – 10 070 ერთეული [+41] MLRS – 1 000 ერთეული [+0] …

ვინ ითხოვს ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ბათუმში – მერია და საკრებულო თანახმაა

ბათუმის სამედიცინო ცენტრის [BMC] გვერდით – კახაბრის ქუჩაზე, ახალ ბულვართან – ლორთქიფანიძის ქუჩაზე და სპორტის სასახლის უკან – გაგარინის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი. 40, 27 და 23-სართულიანი სახლების მშენებლობაზე ქალაქის მერია თანახმაა. თანახმაა საკრებულოც, რომელმაც საპროექტო ტერიტორიებისთვის კ2 კოეფიციენტების გაზრდას დაუჭირა მხარი. წესით, კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მშენებლებმა ბათუმის მერიას ბინები უნდა გადასცენ. …

ხანძარი გონიოში

გონიოს დასახლებაში ხანძარია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ეკალბარდი და გამხმარი ბალახები იწვის. „ტერიტორიის დიდ ფართობზე ბალახი უკვე დამწვარია და არის ერთგვარი რკალი, სადაც ცეცხლის კერაა.“ ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადადების ალბათობა, როგორც სახანძროში გვითხრეს, ამ დროისთვის [19:15 სთ] ძალიან დაბალია და თითქმის არ არსებობს: „გასულია ჯგუფები და აკონტროლებენ.“ სავარაუდოდ, ცეცხლი ეკალ-ბარდს წაუკიდეს, შემდეგ კი დიდ ფართობზე გავრცელდა. …

ბათუმში ქალს მანქანა ზებრაზე დაეჯახა

დღეს, 28 თებერვალს, ბათუმში გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ზებრა გადასასვლელზე შუახნის ქალს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, ფაქტზე კი გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.  

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 412 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060] ტანკი – 6 570 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 12 508 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 10 029 ერთეული [+20] MLRS – 1 000 ერთეული [+0] …

პობედა და სხვა ავტომანქანები ფასდაკლებით აჭარის სამინისტროს აუქციონებზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „პობედას“ და ასევე ოთხ სხვა ავტომობილს, რომლებიც წინა აუქციონებზე არ გაიყიდა, კვლავ ყიდის. მწყობრიდან გამოსული ავტომობილების გასაყიდად ელექტრონული აუქციონები დაწყებულია. ხუთივე აუქციონი 2024 წლის 14 მარტს დასრულდება: „გაზ 20 პობედა“ ავტომანქანა „გაზ 20 პობედა“ (გამოშვების წელი 1953, ძარა: 79246, ძრავა LJ 38864, შასი: 108144) საწყისი ფასი – 6 000 [იყო …

ხანძარი ჩაქვში, მაგისტრალის გასწვრივ

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიებზე, რამდენიმე ადგილას ხანძარია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გვიმრებსა და ეკალ-ბარდს უკიდია. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტუაციას სახანძრო სამსახური აკონტროლებს: „არ ვიცით რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი, შეიძლება გაუკიდეს ბალახს და შემდეგ სხვა ადგილებს მოედო. რაიმე ზარალზე ინფორმაცია არ გვაქვს. ცეცხლის კერა ამ დროისთვის [19:10 სთ] რამდენიმე ადგილზე რჩება ჩაქვში, მეშვიდე რაიონში …

ბათუმსა და თბილისში ლარის და დოლარის ყალბი კუპიურების გასაღებისთვის 3 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გამოვლინდა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 411 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850] ტანკი – 6 556 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 12 494 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 10 009 ერთეული [+16] MLRS – 1 000 ერთეული [+0] საზენიტო …

სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტო კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს სთხოვს მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სხვა კერძო კომპანიასთან – „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს. „ტერმინალ 1“ ბათუმში მდებარე ნავთობპროდუქტების საცავის წარმადობის გაზრდას და ზღვაში ახალი საზღვაო სატვირთო ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, „ამბასადორი“ კი – ხელოვნური ნახევარკუნძულების და კუნძულის მშენებლობას. „ვინაიდან ზემოაღნიშნული კუნძული დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის განვითარებისთვისაც, ხოლო უნაპირო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 410 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880] ტანკი – 6 555 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 12 478 ერთეული [+37] საარტილერიო სისტემა – 9 993 ერთეული [+12] MLRS – 1 000 ერთეული [+1] საზენიტო …

ხალვაშის გამზირზე ასფალტი აყარეს – გზის ერთი მხარე ისევ გადაკეტეს

ბათუმი-ახალციხის გზის დასაწყისი [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთი] მეორე დღეა ცალმხრივად ჩაკეტილია. ამის გამო ანგისიდან [ბავშვთა საავადმყოფო] ხელვაჩაურისკენ მიმავალ ტრანსპორტს ალტერნატიული გზებით უწევს გადაადგილება. ხალვაშის გამზირზე საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულება დეპარტამენტს შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. გზის ჩაკეტილ მონაკვეთში ასფალტის საფარი აყარეს. „ბათუმელებმა“ ვერცერთი კომპეტენტური უწყებიდან …

წვევამდელთა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 2024 წლის 4 მარტს დაიწყება და 2024 წლის 29 ივნისამდე გაგრძელდება. დადგენილების მიხედვით: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – 735-ით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 572-ით; სახელმწიფო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 409 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 6 542 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 12 441 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 9 981 ერთეული [+29] MLRS – 999 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ზედმეტად გადახდილი თანხები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – აუდიტის მასალები პროკურატურაშია

ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი თანხების გამო შესაბამისი მასალები საქართველოს პროკურატურაშია გადაგზავნილი – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც სამსახურმა ახლახან გამოაქვეყნა. აუდიტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობა შეამოწმა. „მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქმედი რეგულაციების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადახდილია თანხები, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები, …

სააგენტომ მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანიების აღიარების ახალი წესი შემოიღო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის ახალი წესი დაამტკიცა. ამ წესის მიხედვით, „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარება გულისხმობს კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის გამოვლენა, აღიარება და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება დაასაქმოს მეზღვაური. …

ომის 2 წლისთავი ბათუმის ბულვარში – რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა | ფოტო

დღეს, 24 თებერვალს, 2 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის დროშები ბათუმის ბულვარში:   რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ თემაზე: რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – ორი წლის მთავარი მოვლენები  

ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ქუჩას დენი არ მიეწოდება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ქუჩას ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება: ბათუმში: ბაგრატიონის, მელიქიშვილის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩების ნაწილს; ქობულეთში: დ.აღმაშენებელის, ჭავჭავაძის, ნინოშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, დენის გათიშვის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია – ბათუმში დენის მიწოდება დღეს 18:00 საათისთვის აღდგება, ხოლო ქობულეთში – 15:00 საათზე. „ენერგო-პროს“ განცხადებით, 26 თებერვალს ელექტროენერგიის …

რას უპირებენ ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ პირსს

ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარე პირსი ზღვამ 2021 წლის დეკემბერში დაანგრია. პირსის დანგრევიდან ორი წლის შემდეგ კვლავ გაურკვეველია ვინ აღადგენს მას, ან აღადგენენ თუ არა საერთოდ. „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ორი წლის წინ მოგვწერეს, რომ „შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“. აჭარის ფინანსთა და …

ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტის განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეებში „გადაუდებელი საჭიროებისათვის“ ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გელაძეებთან მისასვლელი მთავარი გზა ერთი თვეა მეწყრის გამო დაზიანებული და ჩაკეტილია. ალტერნატიული გზა, დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. „რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, დეპარტამენტი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – 2 წელი ომის დაწყებიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, 2024 წლის 24 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი სულ არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 409 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770] ტანკი – 6 534 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 12 425 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 9 952 ერთეული [+36] MLRS – 999 …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 408 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000] ტანკი – 6 526 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 12 410 ერთეული [+37] საარტილერიო სისტემა – 9 916 ერთეული [+49] MLRS – 999 ერთეული [+2] საზენიტო …

ბათუმიდან ელ ქუვეითის მიმართულებით ივნისში პირდაპირი ფრენები დაიწყება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ი დაიწყებს ოპერირებას. ფრენები ქუვეითის დედაქალაქ ელ ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით და უკან, კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება. „ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან, 16 სექტემბრამდე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 407 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160] ტანკი – 6 523 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 12 373 ერთეული [+35] საარტილერიო სისტემა – 9 867 ერთეული [+41] MLRS – 997 ერთეული [+5] საზენიტო …

ბათუმის მოსახლეობა თანახმაა ქობულეთში ცათამბჯენი აშენდეს – რა დაამტკიცეს ქობულეთში წაუკითხავად

ქობულეთის ზღვისპირა ზოლში კომპანია „ვითიქეი“ 40-45-სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს, რისთვისაც დაწყებული სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტებში „ფაქტობრივი ხარვეზებია“. სააგენტოდან ქობულეთის მერიაში გაგზავნილ წერილში წერია, რომ სკრინინგის განცხადების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მოსახლეობა ქობულეთში დაგეგმილი მშენებლობის მომხრეა. პროექტის განხორციელება დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში, ამიტომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას – წერს სააგენტოს …

რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა; დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ – აცხადებს გზების …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 406 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130] ტანკი – 6 516 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 12 338 ერთეული [+70] საარტილერიო სისტემა – 9 826 ერთეული [+53] MLRS – 992 ერთეული [+4] საზენიტო …

Exit mobile version