დღეს, 24 თებერვალს, ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ქუჩას ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება:
- ბათუმში: ბაგრატიონის, მელიქიშვილის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩების ნაწილს;
- ქობულეთში: დ.აღმაშენებელის, ჭავჭავაძის, ნინოშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, დენის გათიშვის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია – ბათუმში დენის მიწოდება დღეს 18:00 საათისთვის აღდგება, ხოლო ქობულეთში – 15:00 საათზე.
„ენერგო-პროს“ განცხადებით, 26 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება ქობულეთში სოფელ კვირიკესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.