მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 თებერვალი

21.02.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 406 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 6 516 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 12 338 ერთეული [+70]
  • საარტილერიო სისტემა – 9 826 ერთეული [+53]
  • MLRS – 992 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 678 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 338 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 560 ერთეული [+39]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 903 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 861 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 1 558 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 572 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 13 042 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 471 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 149 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 223 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 124 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 900 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: