ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება

ბათუმის ქუჩებში ტროტუარებზე ახალი ჯიხურები დაიდგმება, რომლებშიც სუვენირები გაიყიდება. შესაბამისი ადგილები ბათუმის საკრებულომ უნდა განსაზღვროს. ახალი ჯიხურები მოვაჭრეებს სეზონურად, აუქციონის წესით გადაეცემა. ის, თუ რას უპირებს მერია არსებულ ჯიხურებს და იქ მოვაჭრეებს, ამ ეტაპზე გაურკვეველია. „შესაძლოა დამატებით ახალი ადგილები გამოიყოს და ძველი ჯიხურებიც დარჩეს… მერია და საკრებულო ამ საკითხზე მუშაობს“ – განაცხადეს ბათუმის მერიაში. ბათუმის …

რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

რა ქონებას ფლობს, რა საქმიანობას ეწევა და რა სერვისს სთავაზობს კლიენტებს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“? – ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს საწარმოში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მცირე მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ქარხანა ქმნის მათთვის არაკონკურენტუნარიან გარემოს მსხვილი მოთამაშეების სასარგებლოდ. შესაბამისად, გადარჩენა არ უწერია ნავთობის სფეროში შესულ არც ერთ წვრილ მოთამაშეს, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებული …

ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგებზე

ქალაქ ბათუმის მერიის განცხადებით: „ბათუმში ძლიერმა ქარმა მწვანე ნარგავები დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია რამდენიმე ხე. ამ დროისთვის გამწვანების სამსახური მოტეხილი ტოტების გატანის სამუშაოებს ახორციელებს. შპს ,,სანდასუფთავებამ“ უკვე დაასრულა ქარისგან დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც. გაწმენდილია სანაპირო ზოლიც“. დღესვე განცხადება გაავრცელა ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც: „ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის …

ქობულეთში სეზონური ობიექტების განსათავსებლად განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება

ქობულეთში სეზონური ობიექტების განთავსების მიზნით ტერიტორიების იჯარის წესით გასაცემად ქობულეთის გამგეობაში განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება. „განცხადებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ფართობის ნომერი, ასევე განცხადებებს თან უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, ტერიტორიის სიტუაციური ნახაზი და ობიექტის ესკიზი. ხოლო ცენტრალურ პარკში ტერიტორიების იჯარის წესით გაცემა ელექტრონული აუქციონის წესით განხორციელდება, ასევე სეზონური ობიექტების განსათავსებლად აუქციონები გამოცხადდება …

ძლიერი ქარი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გუშინ ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა გარკვეული ზიანი მიაყენა ქალაქს, თუმცა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან რაიმე განცხადება არ შესულა. ქარის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ‘ბათუმელებს განუცხადეს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დენის მიწოდება სრულად 2 საათის განმავლობაში აღდგება. …

ჰაერის ტემპერატურამ ბათუმში 32 გრადუსს მიაღწია – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურამ საშუალოდ 30-32 გრადუსს მიაღწია. მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე დამონტაჟებული თერმომეტრები 30-28 გრადუსს, ბენზინგასამართ სადგურებზე კი ზოგან 34 გრადუსსაც აჩვენებს. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ტემპერატურა ხვალიდან, 21 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან, საგრძნობლად დაეცემა და ამინდიც გაუარესდება. „დღეს ქრის აღმოსავლეთის ქარი, რის გამოც მაღალია ჰაერის ტემპერატურაც, მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება …

ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაისიდან აქციზის განაკვეთები განახევრდება

0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთი 50 პროცენტით მცირდება. შესაბამისი ცვლილება კანონში 2016 წლის პირველი მაისიდან შევა ძალაში. ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში შევიდა, რომლითაც აქციზის ის განაკვეთებია განსაზღვრული, რომლითაც ესა თუ ის აქციზური საქონელი იბეგრება. 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთებია: 2016 წლის …

უმაღლესი საბჭო აჭარის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს

აჭარის უმაღლესი საბჭო მორიგ პლენალურ სხდომაზე, რომელიც 21 აპრილს, 12 საათზე გაიმართება, აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს. მომხსენებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძეა ჩანიშნული. ამავე სდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების“ საკითხსაც განიხილავენ. პლენარული სხდომის დღის წესრიგი დღეს, 19 აპრილს, უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე …

33 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი სამ თვეში

2016 წლის იანვარ-მარტში თხილისა და სხვა კაკლის ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამავე პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 84 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, …

თურქეთი, ირლანდია, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 2145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [12 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 1703 მლნ. აშშ დოლარს [5 პროცენტით ნაკლები]. 2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა …

საგადასახადო სამართალდარღვევის 971 ფაქტი 7 დღეში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით 11 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 971 ფაქტი გამოვლინდა. „კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 8172 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 92 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების …

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, „970 ლარის ღირებულების მქონე 500 ცალი კრამიტი და 400 ლარის საერთო ღირებულების მქონე 50 კვ/მეტრი ძვლის ფორმის, მოსაპირკეთებელი ფილა“ უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადაეცემა. „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თამარ ჩხაიძე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 18 თებერვალს წარმოდგენილი წერილით ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 500 ცალი …

ბათუმში დაყადაღებული ავტომობილების ღია ავტოსადგომი მოეწყობა

ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტით, ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, აღსრულების ეროვნული ბიურო დაყადაღებული ავტომობილებისთვის ავტოსადგომსა და ასევე დაყადარებული სხვა ნივთებისთვის საწყობს ააშენებს. ავტოსადგომისა და საწყობისთვის, ბათუმის მერმა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უნდა გადასცეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – 2761 კვ/მ. ბათუმის მერისთვის ამ ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხს ბათუმის საკრებულო …

ბათუმის მერია მოსამართლე მერაბ ტურავას ბინას გადასცემს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომელიც დღეს ბათუმის მერიის საკუთრებაშია. ბათუმის მერია თანახმაა ბინა, რომლის ფართობია 125 კვ/მეტრი, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, შემდგომში ამ ბინის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ბათუმის მერიას ბინების გადაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეების მიმართ აქვს, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი …

ლეონიდ ჩერნოვეცკი: NATO-ში არ მიიღებენ არც საქართველოს, არც უკრაინას

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, თავისი პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ პირველი ოფისი 15 აპრილს გახსნა. ოფისის გახსნის დღეს „ბათუმელებმა“ მოახერხა ლეონიდ ჩერნოვეცკისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ როგორია მისი შეხედულება საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობაზე. „მე ვფიქრობ, საქართველოსთვის არ არის ყველაზე მთავარი ნატო, იმიტომ, რომ ნატოში საქართველოს არ მიიღებენ. საქართველოს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ნატოს წესდების …

ბათუმში სწრაფ ჭადრაკში ვეტერანთა ტურნირი გაიმართება

18-19 აპრილს ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვეტერანთა ტურნირი გაიმართება სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი, რომელშიც 60 წლის და მეტი ასაკის ვეტერანი მამაკაცები და ქალები მიიღებენ მონაწილეობას, საჭადრაკო კლუბ „ნონაში“ ჩატარდება. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართება. მონაწილეთა სრული სია კი ცნობილი იქნება 18 აპრილს. 17 აპრილს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო არბიტრს, გურამ …

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ოთხი ადამიანი გადაჰყავთ, თუმცა სერიოზული დაზიანებები არც ერთს არ აღენიშნება – „მსუბუქად არიან დაშავებულები“.

შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული გოგიტა შ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 91 შეკვრად დაფასოებული, 20,173 გრ მცენარეული მასა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. ასევე ამოღებულია 1 შეკვრად …

მურმან დუმბაძე: მგონია ჩერნოვეცკი ხათრს უწევს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას

შედგება თუ არა საპარლამენრტო არჩევნებისთვის  დუმბაძე-ჩერნოვეცკის ტანდემი? – პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე „ბათუმელებთან“, როგორც ადრე, ახლაც აცხადებს, რომ ის ამას არ გამორიცხავს, თუმცა ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ საარჩევნო სიის პირველი ათეულის დასახელებას ელოდება და ოფიციალურ განცხადებას შემდეგ გააკეთებს. ერთგვარი კონსულტაციები ახლაც არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ახალი პოლიტიკური პარტია შემოვიდეს, ასე ვთქვათ, საარჩევნო ბაზარზე. ყოველთვის ვამბობდი და …

„სტადიონი“ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველებს არჩევს

შპს „სტადიონს“, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჰქომდა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კომპანია ორი პრეტენდენტიდან ერთის ტექნიკურ ზედამხედველად შერჩევის ეტაპზეა. ზედამხედველობა „სტადიონს“ შემდეგმა კომპანიებმა შესთავაზა: „უძრავი ქონების ექსპერტი“ – 1,740 მილიონ ლარად, „სონდერს გრუპ“ – 1,590 მილიონად და „Ady Sharristh Engineering Ltd“ – 1,589 მილიონ …

ხულოელმა შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, დღეს 15 აპრილს, სერბულ ზრენიანში დაწყებული ევროპის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა პირველი ლიცენზია მოიპოვა, რომელიც შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა. ქართველი ფალავანი 66 კგ კატეგორიის ფინალში გავიდა და ოლიმპიური ლიცენზიაც გაინაღდა. ფინალამდე ბოლქვაძემ სამ მეტოქეს მოუგო: მარიუს ტომესენი 6-0, ბულგარელი კონსტანტინ სტასი 4-0 ხოლო ნახევარფინალში კი პოლონელი დავიდ კარეჩინსკი 5-0 დაამარცხა. ფინალში …

სარფის გზა და პლაჟი სეზონის წინ

დამსვენებლებს ზაფხულში პრობლემები სარფში არ შეექმნებათ – აცხადებენ კომპანიაში, რომელიც აქ გზისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებს ასრულებს. კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სამუშაოებში ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონამდე ლარი იხარჯება. სეზონის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა პლაჟზე ინფრასტრუქტურის დროულ მოწესრიგებას ითხოვს. სარფში მიმდინარე სამუშაოების გამო, როგორც მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, აუცილებელი გახდა პლაჟის გასწვრივ დაახლოებით 100 ათას კუბ/მ-მდე ბალასტის [ხრეშის] შეტანა და …

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი

საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს. „ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების [სუროგაციის] გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის პროცედურას, პირობებსა და საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „ბავშვი“ გულისხმობს არასრულწლოვანს“ – …

არჩილ ხაბაძის კომენტარი „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულებთან დაკავშირებით

„ქონების დარეგისტრირება და გადაცემა არ მოხდება, ეს არის სახელმწიფო საკუთრება. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევისწავლეთ დაახლოებით 1200-მდე ოჯახი და  10%, დაახლოებით 90 ოჯახამდეა, რომელთაც შეიძლება და ვალდებულია სახელმწიფო დაეხმაროს. დანარჩენებს თავშესაფარიც აქვთ, საცხოვრებელიც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, შესაბამსად, ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ოჯახებთან დაკავშირებით. „თუ მომრავლდნენ [ოჯახები] …

სარფის მიმართულებით გზა ამ დროისთვის გახსნილია

სოფელ სარფში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თემურ კაკაბაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სარფის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალი გაიხსნა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა. 14 აპრილს, ღამით, სარფის შესასვლელთან ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. „მიწის დიდი მასა ჩამოიშალა [ასეთი რამ ზუსტად ამ ადგილზე ადრეც მოხდა]. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სამაშველო ბრიგადები და სპეცტექნიკა. გზა გახსნილია და მიწის მასის კვლავ ჩამოწოლის საშიშროება არ არსებობს,“ …

„ადელის“ სტადიონის ადგილზე აპარტამენტები აშენდება [ფოტო]

ბათუმში სტადიონი „ადელი“ აღარ არსებობს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სადაც სტადიონი იყო განთავსებული, დღეს შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაშია. ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაო ტარდება – ბალახის საფარი უკვე აღებულია. „ბათუმელებს“ „ორბი ჯგუფში“ უთხრეს, რომ ამ ადგილზე სასტუმრო ან/და საცხოვრებელი აპარტამენტების აშენება კონცეფციის დონეზე განიხილება. თუმცა, კონკრეტული პროექტი ჯერ არ არის [შესაბამისად, არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული]. სტადიონის ტერიტორია თავიდან შპს …

73 უმაღლეს სასწავლებელში 8083 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლის

საქართველოში 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. აქედან 21 უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფო, ხოლო 52 – კერძოა. 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სულ 4731, კერძო უმაღლეს დაწესებულებებში კი 3352 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლიდა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 4731 პროფესორ-მასწავლებლიდან 1254 არის სრული პროფესორი, 2138 ასოცირებული პროფესორი, ხოლო 886 ასისტენტ პროფესორი. 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 25 ათას ლარად ორ მეორად ჯიპს იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტი თავისი საჭიროებისთვის ორ, მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის მსუბუქ ავტომობილს [მეორადს] შეიძენს. შესყიდვისთვის მაქსიმალური თანხა მუნიციპალიტეტს 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, არ უნდა იყოს ავარიული, ძარას არ უნდა აღენიშნებოდეს კოროზიის ნიშნები, ყველა მექანიზმი, მათ შორის ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდები უნდა მუშაობდეს გამართულად. ჯიპების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი …

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე კონცეფცია მუშავდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელი“ მუშაობს. „კონცეფციით განისაზღვრება, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის სამომავლო განვითარება,“ – აცხადებენ სამინისტროში. „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან კომენტარი პროექტ „შავი ზღვის მარგალიტთან“ დაკავშირებითაც მიიღო: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ცნობილია „შავი მარგალიტის“ შესახებ, თუმცა ამ დრომდე რაიმე …

ქობულეთში სკულპტურები და სამყურა სკამი-საყვავილეები განთავსდება

  დეკორატიული სკულპტურების [14 ცალი] დამზადებასა და მათი ქ. ქობულეთში განთავსებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7 ათას ლარს გადაიხდის. სკულპტურების ესკიზებს მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი თავად სთავაზობს.   „სკულპტურების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ნატურალურთან, მილის ზომები უნდა შეიცვალოს სკულპტურების ფორმისა და შინაარსის მიხედვით, უნდა იქნეს გამოყენებული რამდენიმე ზომის მილი.   სკულპტურები უნდა დაიდგას ბეტონის არმირებულ საფუძველზე და უნდა …

გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა იგეგმება

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. სამუშაოები განხორციელდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან. მერიის მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის 29 აპრილს დასრულდება. ამის შემდეგ უნდა გამოავლინოს კომისიამ ტენდერში გამარჯვებული და გააფორმოს ხელშეკრულება. როგორც ბათუმის …

C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ. „მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს …

6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და  ჟილინის არხი

ჟილინის არხის კეთილმოწყობაზე რამდენიმე ტენდერის გამოცხადების მიუხედავად, არხის სრული რეკონსტრუქცია წელს არ დასრულდება. ზღვის შესართავთან [ახალი ბულვარის მიმდებარედ], დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე,  არხი კვლავ ღია დარჩება. თუ ბათუმის მერია დროულად არ მიხედავს ამ მონაკვეთს, პრობლემა შეექმნება არხის რეაბილიტირებულ ნაწილსაც, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს …

მილიონი ლარი ბათუმის მე-17 სკოლის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის N17 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის რეაბილიტაციასა და სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობაში აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონ 64 ათასი ლარი დაიხარჯება. მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უნდა დაიწყოს. სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეისყიდის. სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი სრული სახით ტენდერში გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით „სამუშაოები უნდა …

ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია

„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება. „ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. …

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს მოწვეულია უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგში ერთი საკითხია: აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარისა და წევრის ფარული კენჭისყრით არჩევა. უსკოს თავმჯდომარე და წევრი უმაღლესმა საბჭომ 15 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში მეორედაა წარდგენილი დავით კვაჭაძის …

Exit mobile version