„ქონების დარეგისტრირება და გადაცემა არ მოხდება, ეს არის სახელმწიფო საკუთრება. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევისწავლეთ დაახლოებით 1200-მდე ოჯახი და 10%, დაახლოებით 90 ოჯახამდეა, რომელთაც შეიძლება და ვალდებულია სახელმწიფო დაეხმაროს. დანარჩენებს თავშესაფარიც აქვთ, საცხოვრებელიც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, შესაბამსად, ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ოჯახებთან დაკავშირებით.
„თუ მომრავლდნენ [ოჯახები] და 2000 მდეა, ჩვენ გამოვყოფთ რესურსსა და დროს, შევისწავლით და ისევ დავდებთ დასკვნას… მთავარია გაცხრილვა და გამოვლენა იმ კატეგორიის რომელსაც ეკუთვნის დახმარება“ – აცხადებს მთავრობის თავმჯდომარე.
არჩილ ხაბაძის კომენტარი აჭარის მთავრობამ გაავრცელა.
დღეს, 14 აპრილს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას აპროტესტებენ.
![არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორის კომპანია კვარიათში ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავენ [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/06/gumbatis-axaali-1.jpg)





