Author Archives: თედო ჯორბენაძე
უსკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ანალოგიური გრაფიკი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 8 ივნისს დაამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც [ცესკო].
უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 3,2 მილიონი ლარი დაიხარჯება
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] 3 216 583 ლარს დახარჯავს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი უსკომ 7 ივნისს დაამტკიცა. უსკოს გადაწყვეტილებით საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაში [ხელფასებში] დაიხარჯება – 2 319 743 ლარი; საქონელი და მომსახურებაში – 888 840 …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 3,2 მილიონი ლარი დაიხარჯება”
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის შესაბამისი განკარგულება, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში მიმდინარე წლის 8 ივნისს შევიდა. აჭარის მთავრობამ კი, სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამჯერად უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში, კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად ისევ გამოაცხადა. …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება”
დაგვიანებული სარაგბო სტადიონი და „საჩუქარი“ ბათუმს
ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და გასული წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, „ვადა ტექნიკური საკითხების გამო“ გადაიწია. მიმდინარე წელს კი, მთავარი ტრიბუნის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ბათუმის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა კომპანიას, რომელმაც მშენებლობა უნდა დაასრულოს. „2013 წლის …
Continue reading “დაგვიანებული სარაგბო სტადიონი და „საჩუქარი“ ბათუმს”
პატარა დელფინის ვიდეოკადრები ბათუმის დელფინარიუმიდან
ბათუმის დელფინარიუმი ახალდაბადებული დელფინის კადრებს ავრცელებს: ბათუმის დელფინარიუმში, გუშინ, 7 ივნისს, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა.
ბულვარი წვიმისა და კონცერტის შემდეგ [ფოტო, ვიდეო]
მოძრავი ამბულატორია ძველ ბულვარში
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს და C ჰეპატიტზე სკრინინგის პროცესს დაესწრნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება, რომლის საშუალებით მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მოძრავი …
შეხვედრა აჭარის სოფლებში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საკონსულტაციო კომპანია IGR ახორციელებს. „ამ დროისთვის უკვე დასრულებულია პროექტის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. შეხვედრაზე კონსულტანტმა დაინტერესებულ მხარეეებს პროექტის მიმდინარეობის …
Continue reading “შეხვედრა აჭარის სოფლებში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით”
მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია ამოქმედდა
3 ივნისიდან ამოქმედა პარლამენტის დადგენილება, რომლითაც საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია დამტკიცდა. საქართველოს მთავრობას დაევალა 2016 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა – „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად. 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას კი, კოორდინაციას გაუწევს და მის მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და …
Continue reading “მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია ამოქმედდა”
ქართული ცხვრის ბიზნესი და პრობლემები
ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არაბეთის ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეში, ასევე ირანსა და ერაყში მაღალია. წელს ქვეყნიდან უკვე გაყვანილია 30 ათასი სული ცხვარი. ცხვარი გაჰყავთ გემებით – ბათუმიდან და თვითმფრინავებით – ჩარტერული რეისებით, თბილისის აეროპორტიდან. ფერმერები კი ამბობენ, რომ ბაზრის არსებობის მიუხედავად მათი ცხვარი ძნელად იყიდება და გარკვეული მაქინაციებით შემოსავალს ერთეულები იღებენ. გასულ წელს საქართველოდან გაყვანილი იქნა …
პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში 545 მძღოლი დაჯარიმდა [ფოტო]
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 2016 წლის 3 ივნისს, ბათუმში, პარკირების წესების დარღვევის 545 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 467, ნიშანში დგომა – 51, ტროტუარზე დგომა – 13, დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 10, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 2, პარკირების ორგანიზების წესის დარღვევა – 2. ფოტოები გადაღებულია 3 ივნისს
დასუფთავების აქცია ჩაქვში [ანონსი]
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაქვში, 5 ივნისს, 11:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), CENN-ის და PMC RC-ის კონსორციუმის წევრების ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. შეკრების დრო და ადგილი: 2016 წლის 5 ივნისი, 11:00 სთ. ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის …
ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტების ნაწილს 3 ივნისს დენის მიწოდება დროებით შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აჭარისა და გურიის რეგიონების გარკვეულ სოფლებს, ასევე ქალაქ ბათუმის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. „ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა ხელვაჩაურის ნაწილის, სამრეწველო ზონის, შარაბიძეებისა და მახვილაურის დასახლების, სოფლების: სატეხიას და ვარშალომიძეების 6 000 აბონენტს. 06:00 სთ- დან 07:00 …
პირველი ივნისი 6 მაისის პარკში [ფოტო]
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 6 მაისის პარკში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები ბათუმის მერიის მიერაა ორგანიზებული. ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირველ ივნისს ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
ანდრეი კისკა არჩილ ხაბაძეს შეხვდა
სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ და აქტიურ თანამშრომლობასა და მეგობრობაზე ისაუბრეს: „არჩილ ხაბაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა აჭარაში ჩამობრძანებისათვის და იმ ორმხრივი ურთიერთობის ეფექტურობასა და შედეგებზე ესაუბრა, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მეგობარი ევროპის ქვეყნების რეგიონებთან აკავშირებს. სლოვაკეთისა და საქართველოს …
27 მილიონი ლარის ეკონომია ტენდერებიდან
საქართველოს სამინისტროების მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან მიმდინარე წლის სამ თვეში წარმოქმნილმა ეკონომიამ 27 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან, 18 მილიონი ლარი, მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება. დანარჩენ თანხას კი ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციები თავად განკარგავენ. ტენდერებიდან ყველაზე მეტი ეკონომია აქვს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 8,8 მილიონი ლარი [აქედან 2,5 მილიონი გადაირიცხება სარეზერვო ფონდში], შემდეგ მოდის …
აჭარაში ფერმერებს მოტობლოკებს გადასცემენ
აჭარაში მცხოვრებ 292 ფერმერს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსების ფარგლებში 70% ფასდაკლებით გადაეცემა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიური წარმოების ,,Meccanica Benassi’’-ს ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკები დაკომპლექტებულია ნიადაგდამამუშავებელი აგრეგატებით: ფრეზი–კულტივატორი, ნიადაგის შემომყრელი [კვალგამყვანი], კარტოფილის ამომთხრელი, ნიორის სათესი და სეგმენტურთათებიანი სათიბელათი. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლეში ფერმერებს თანაგადახდის პრინციპით [ღირებულების 30%] წელს 79 ერთეულ მოტობლოკს მისაბმელ ურიკასაც გადასცემენ. შესყიდული …
ბათუმში ფესტივალი „ოქროს დელფინი“ გაიხსნა [ვიდეო]
26 მაისს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ოქროს დელფინი – ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ გაიხსნა. საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ: უკრაინის, პოლონეთის, ლიტვას, თურქეთის, ინდოეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ცალკეული რეგიონების შემოქმედებითი კოლექტივები. ფესტივალ-კონკურსი მსოფლიო ფესტივალების საერთაშორისო ორგანიზაცია CIOFF-ის წევრია. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოება. ფესტივალი ეწყობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ …
Continue reading “ბათუმში ფესტივალი „ოქროს დელფინი“ გაიხსნა [ვიდეო]”
შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის შესაკეთებლად 2720 ლარია საჭირო
შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ [სახ. ნომრით DCD-878] ამჟამად დაშლილ მდგომარეობაში დგას ქ. ქობულეთში, „ტოიოტა ცენტრი ჯორჯიას“ აჭარის სერვისცენტრში. გამგეობის ინფორმაციით, ავტომანქანა გაფუჭდა თბილისიდან გზად მომავალი და აუცილებელი იყო მისი ევაკუატორით გადაყვანა. „აღნიშნული კომპანიის დახმარებით მოხდა მანქანის ქობულეთამდე ტრანსპორტირება და დაშლა დიაგნოსტიკის მიზნით. ავტომანქანის შესაკეთებლად საჭიროა 2720 ლარი. მანქანის ძრავი არის დაშლილი და …
Continue reading “შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის შესაკეთებლად 2720 ლარია საჭირო”
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გადასახადის გადამხდელი სამართალდამრღვევად ცნო
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით „მას შემდეგ, რაც კონტროლის პროცედურის განხორციელებაზე უფლებამოსილმა პირმა გამოავლინა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი და გადასახადის გადამხდელს, გ.შ.-ს, წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, გადასახადის გადამხდელმა წარდგენილ სამსახურებრივ მოწმობას გადაუღო ფოტოსურათი. შემდგომ ეს ფოტოსურათი, სამართალდამრღვევმა გადასახადის გადამხდელმა, მადისკრედიტებელ ტექსტთან ერთად, განათავსა სხვადასხვა ვებგვერდზე და თან დაურთო მოწოდება, რომ მეწარმეებს დაემახსოვრებინათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის სახე და არ …
70 ათასი ლარი ატრაქციონების ნაწილების შესაძენად
იტალიური წარმოშობის პანორამული [ე.წ. ეშმაკის] ბორბლისა და 6 მაისის პარკში მდებარე ატრაქციონების სათადარიგო ნაწილების შეძენაში, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 70 ათას ლარს გადაიხდის. სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალი გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის ატრაქციონები საჭიროებს გარკვეული ნაწილების შეცვლას: „აღნიშნული ატრაქციონები ჩამოტანილი და დამონტაჟებული იქნა იტალიიდან, კომპანია „VISA INTERNATIONAL SRL“-ის მიერ. აღნიშნული კომპანია იძლევა რეკომენდაციას და ტექნიკურ …
Continue reading “70 ათასი ლარი ატრაქციონების ნაწილების შესაძენად”
სარფში სამუშაოებისთვის კომპანია ქვიშა-ხრეშის ლიცენზიისგან დროებით გათავისუფლდა
სარფის სანაპირო ზოლში [პლაჟის გასწვრივ] მიმდინარე სამუშაოები, როგორც სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სამუშაოები კვარიათის მიმართულებით გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისაგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. კომპანიას უფლება მიეცა …
Continue reading “სარფში სამუშაოებისთვის კომპანია ქვიშა-ხრეშის ლიცენზიისგან დროებით გათავისუფლდა”
კარატეში მსოფლიო თასის მფლობელი საქართველოა
საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში მიმდინარეობდა, დასრულდა. პარალელურად ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშებაც კარატეში. აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა სურმანიძის ინფორმაციით კარატეში მსოფლიო თასზე პირველი ადგილი [ოქროს მედლების რაოდენობით] საქართველომ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა თურქეთი, ხოლო მესამეზე – აზერბაიჯანი. ბათუმელი სპორტსმენები, რომლებიც პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ კარატეში: პირველი ადგილი – ნიკა გოგუაძე, ირაკლი …
Continue reading “კარატეში მსოფლიო თასის მფლობელი საქართველოა”
ფინალური შეხვედრები საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე [ფოტო]
ბათუმში, სასპორტო სკოლის შენობაში მიმდინარე საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ფინალური შეხვედრები იმართება. გუშინ, 21 მაისს, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ქართველმა კარატისტებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს. გუშინვე, ფესტივალს ყატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთანი დაესწრო. საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ადელის სტადიონის ადგილზე სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower“-ი აშენდება
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ადელის სტადიონის ტერიტორიაზე, საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower”-ი აშენდება. სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები. მორიგი ახალი სასტუმრო კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, …
Continue reading “ადელის სტადიონის ადგილზე სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower“-ი აშენდება”
მოსახლეობა გამხმარი ევკალიპტების მოჭრას ითხოვს
ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გასწვრივ, რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეა გამხმარი. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა ამ ხეების მოჭრას ითხოვს. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ხეების მოჭრის მოთხოვნით განცხადება მერიაშიც შევიდა, თუმცა აღნიშნული ტერიტორია გადაამოწმა და ის კერძო საკუთრებაშია, შესაბამისად, ხეებზე პასუხისმგებელიც მესაკუთრეა: „ვისია კონკრეტულად, ვერ გეტყვით ეს ტერიტორია, თუმცა ჩვენ …
Continue reading “მოსახლეობა გამხმარი ევკალიპტების მოჭრას ითხოვს”
მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?
ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? „ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე …
ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ივლისის ბოლოს უნდა ჩატარდეს
ბათუმის პლაჟზე, 2016 წლის 20 ივლისიდან 2016 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი უნდა ჩატარდეს, თუმცა ტურნირის ორგანიზების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. ბათუმის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, სატენდერო თანხა 35 ათასი ლარია. ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო …
Continue reading “ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ივლისის ბოლოს უნდა ჩატარდეს”
გონიოს ყოფილ პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები იწყება
აჭარის მთავრობის ინფორმაციით გონიოში, ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება. „განაღმვითი-გაწმენდითი სამუშაოები აუცილებელი წინაპირობაა უახლოეს მომავალში საინვესტიციო პროცესების დაწყებისათვის. ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ტერიტორიას დღეს ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, შესაბამისად, განაღმვითი სამუშაოების ჩატარების პერიოდში საჭიროა მეპატრონეებმა საქონელი განარიდონ და იქვე მდებარე ალტერნატიული ტერიტორიები გამოიყენონ,“ – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში. აჭარის მთავრობა მიმართავს გონიოს მოსახლეობას, ხელი …
Continue reading “გონიოს ყოფილ პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები იწყება”
3,7 მილიონი ლარი საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისში, „სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია – აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით“, საქართველოს საპატრიარქოს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 3 737 400 ლარი გადაეცემა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მიმდინარე წლკის 5 მაისს მოაწერა. სამებაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 მარტს გაჩნდა. მეორე დღეს კი გიორგი კვირიკაშვილმა …
Continue reading “3,7 მილიონი ლარი საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან”
მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული
მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან და პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება კითხვით ნიშნის ქვეშ დგას. პრობლემას წარმოადგენს რკინიგზა, რომელიც დასახლებას [იმ ადგილს, სადაც N31 სამარშრუტო მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაა] პლაჟისგან ჰყოფს. რკინიგზაზე შლაგბაუმი არ არის, ავტომანქანებისთვის დროებითი გადასასვლელის მოწყობაზე კი „საქართველოს რკინიგზამ” უარი განაცხადა. „რკინიგზას რომ ნებართვა მიეცა კომპანიისთვის, ახლა სანაპირო ზოლში მეტი სამუშაო …
Continue reading “მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული”
საარსებო მინიმუმი საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 161 ლარით და 20 თეთრით განისაზღვრა, რაც 70 თეთრით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი, მიმდინარე წლის აპრილში, 142 ლარით და 80 თეთრით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 60 თეთრით მეტია. საარსებო მინიმუმი საქართველოში საქსტატის …
ლედ ეკრანს 260 ათას ლარად ბათუმის კულტურის ცენტრი შეისყიდის
„ბათუმის კულტურის ცენტრი“ ლედ ეკრანს მაქსიმუმ 260 ათას ლარად შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია. ეკრანი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ამასთან: ეკრანი უნდა იყოს გარე გამოყენების; ეკრანი უნდა დამონტაჟდეს დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე; მიწოდებული საქონელის ინსტალაცია უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ინჟინერის მიერ; ეკრანი უნდა დამონტაჟდეს გრუნტზე, რისთვისაც უნდა მოეწყოს სპეციალური მეტალის კონსტრუქცია; შესაძლებელი …
Continue reading “ლედ ეკრანს 260 ათას ლარად ბათუმის კულტურის ცენტრი შეისყიდის”
118 ათასი ლარის სავარძლები ბათუმის საქალაქო ავტობუსებისთვის
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ Zonda BUS და FAW CA6100D248-2 მარკის საქალაქო ავტობუსებისთვის მგზავრის სავარძლების შეძენას გეგმავს. 800 სავარძლის შეძენაზე „ავტოტრანსპორტმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო თანხა – 118 400 ლარია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავტობუსებისთვის ასევე შეიძენს 550 კომპლექტ საბურავს, რისთვისაც ჯამში, მაქსიმუმ 227 500 ლარის გადახდას აპირებს. რაც შეეხება ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას, ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის …
Continue reading “118 ათასი ლარის სავარძლები ბათუმის საქალაქო ავტობუსებისთვის”
ორსართულიან მატარებლებს „საქართველოს რკინიგზა“ 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენს
„საქართველოს რკინიგზა“ ოთხ ორსართულიან ელექტრომეტარებელს გამარტივებული შესყიდვის წესით, კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენს. შესაბამისი ნებართვა „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს მთავრობამ უკვე მისცა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა უზრუნველყოს „რკინიგზის“ მიერ აღნიშნული შესყიდვის განხორციელება „Stadler Bussnang AG“-სთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით, 45 188 920 აშშ დოლარის ფარგლებში. შესყიდვის დაფინანსების წყაროდ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, საჭიროების განსაზღვრის …
Continue reading “ორსართულიან მატარებლებს „საქართველოს რკინიგზა“ 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენს”