6432 ავტოსაგზაო შემთხვევა და 602 დაღუპული გასულ წელს

გასული, 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილი ჰქონდა 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევას, ხოლო ამ შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა და 9 187 დაზარალდა. გასულ წელს 229 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული.   ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე / 7 მარტი 2016 /ფოტო: „ბათუმელები“

ბულვარში მიმდინარე სამუშაოები 15 მაისამდე დასრულდება

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის პირველ ნახევარში, სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის ირაკლი კოტიას განცხადებით ძველ ბულვარში ორ ალეაში სამუშაოები ხელშეკრულებით 15 აპრილამდე უნდა დასრულდეს, პარალელურად კი დაიწყება მესამე [შუა] ალეას აღდგენის სამუშაოები რისთვისაც ჯერ ტენდერი გამოცხადდება. „შუა ალეას აღდგენაზე პროექტი შეთანხმებულია ბათუმის …

ავარიის გამო ბათუმში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა

ბუნებრივი აირის მიწოდება 15 ათასამდე აბონენტს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა რეგულირების კვანძს, მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება. „ქალაქის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიეწოდება გაზი. მიწოდება ხვალ, 7 მარტს, აღდგება, თუმცა ზუსტი დროს განახსაზღვრა ახლა ძნელია და დეტალური …

265,7 მილიონი ლარი საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ფეხბურთის განვითარების [2016-2020 წწ.]  სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა კი ჯამში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „ეთხოვათ“, რომ თავიანთ ბიუჯეტებში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი  გადარიცხონ ა(ა)იპ …

920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) …

სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. „თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. …

ინფლაცია საქართველოში [სტატისტიკა]

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,0 …

შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, „სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) და N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთებზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს“. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, …

ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო]

ციხისძირში, პლაჟზე, ხეების გადატანის მიზნით დროებითი ნავმისადგომი კეთდება. ამ ადგილიდან სამი ძირი ხე ზღვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ხეების გადატანა, უცნობია. ამ ეტაპზე გადასატანად ერთ ხეს ამზადებენ.

საკასო აპარატს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საკასო აპარატის – daisy technology და 75 კგ შავი ლითონის პრივატიზების მიზნით, უპირობო ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 50 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 1 ლარი. ქონების აღწერილობაში მითითებულია, რომ საკასო აპარატი daisy technology სერიული N50328010861 და 75 კგ შავი ლითონი  შპს ,,ქობულეთის სამგზავრო …

პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები [საწევროების ჩათვლით] 2016 წლის იანვრის თვეში სულ 42 ათას 170 ლარი და 70 თეთრი იყო. ჩამონათვალში 10 პარტიაა: “დევნილთა პარტია” [3 500 ლარი], “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” [20 520], „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [4 200], „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ [9 900], “თავისუფალი საქართველო” [590], “მემარცხენე ალიანსი” [500], “განახლებული საქართველოსთვის” …

რძის პროდუქტები ქართულ ბაზარზე და ევროსტანდარტები

არის თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული რძის პროდუქტები უვნებელი; რა რეგულაციების შემოღებას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში; რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან  ქვეყნისთვის ამ ერთ-ერთი ტრადიციული დარგის განვითარების ხელშესაწყობად? რამდენად ინფორმირებული არიან ამ დარგში დასაქმებულები იმ მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვაზე, რასაც მათ კანონმდებლობა ავალდებულებს. გადაცემა „მთავარი …

შსს-ს თანამშრომლებს კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს

შსს-ს ინფორმაციით: „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ლიტველმა ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. სწავლებაზე ციფრული მტკიცებულების ძებნა-ამოღება-დამუშავების, ბავშვთა პორნოგრაფიის და ონლაინ ფინანსური მაქინაციების გამოძიების, ინტერნეტ პროვაიდერებს შორის თანამშრომლობის, სამართალდამცავ ორგანოებს შორის გამოცდილების …

დეკორატიული ფილების დაგება ბულვარში [ვიდეო]

ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიულ ფილებს აგებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.

რით ეხმარება ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს

„ენერგეტიკის სექტორში… კონკურენცია არ არსებობს. მომხმარებლებს ურთიერთობა უწევთ ისეთი სახის კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომლებიც ბაზარზე ერთადერთია. საზოგადოებრივი დამცველის დახმარების გარეშე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა მათივე ძალებით, დამოუკიდებლად, თითქმის შეუძლებელია,“ –  აღნიშნულია ენერგოსექტორში საქართველოს საზოგადოებრივი დამცველის [ენერგოომბუდსმენის] 2014 წლის ანგარიშში. სწორედ ამ წლიდან ფუნქციონირებს ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისში. „ბათუმელები“ ოფისის ხელმძღვანელს, ბექა სიორდიას ესაუბრა …

ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა ბათუმიდან დროებით შეჩერებულია

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „2016 წლის 25 თებერვლის 06:00 სთ-დან 26 თებერვლის 05:59 სთ-მდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი№683/684, რაც საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება [სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები].  25 თებერვალს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და …

1 დღეში 1 ლარად გასხვისებული მიწა ციხისძირში სახელმწიფომ 1 დღეში დაიბრუნა – გამოძიება გრძელდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90 605 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. თუმცა, ამ ქონებასთან დაკავშირებით, 2011 წლის აგვისტოდან, 2016 წლის თებერვლამდე არავის მიუმართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას ერთთვიანი ვადა აქვს – მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი დოკუმენტაციით და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან, …

მთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციაში ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობაში პრაქტიკულად შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციაში. „შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენს გლეხებს მიეცემათ შესაძლებლობა, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი …

სამუშაოები შუა ალეაში – შპს „ლიტომის“ საჩუქარი ბათუმის ბულვარს

„შპს „ლიტომი“ იზიარებს რა საზოგადოების მაღალ ინტერესს შუა ალეასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ის სამუშაოები, რომელიც უკვე ჩატარებული გვაქვს აღნიშნულ ალეაში, საჩუქრად გადავცეთ ბათუმის ბულვარს,“ – აღნიშნულია შპს „ლიტომის“ წარმომადგენლის წერილში. შპს „ლიტომს“ ბულვარის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიმართა, რაც მთავრობამ ბულვარს ალეას აღდგენასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გადაუგზავნა. ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში შუა …

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები აჭარაში 2016 წელს

2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები. წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 306 170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14 057 940 ლარს. სამინისტროს პროგრამების შესახებ დეტალური …

ბათუმის ბაზარში ყველი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, მეორე სართულზე, ყველის სექცია მოეწყობა. ის იზოლირებული იქნება და იქ მხოლოდ რძე და რძის პროდუქტები გაიყიდება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში მხოლოდ ამ გზით მოხვდება. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ …

შეღავათები მეწარმეს მაღალმთიან დასახლებაში

მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე პირები და საწარმოები, ე.წ. „მთის კანონით“ 10 წლის ვადით თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ასეთი სტატუსის მინიჭებისას კი, საქმიანობის სფეროების მიხედვით, კანონით გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს როგორც ფიზიკურ პირს/ინდმეწარმეს, ასევე საწარმოს. თუმცა …

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები ბათუმსა და გონიოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 4 პირი – 1969 წელს დაბადებული კადირ ა., 1971 წელს დაბადებული ჯემალ თ., 1972 წელს დაბადებული თარიქ ა. და 1974 წელს დაბადებული ქეთევან ბ. ამხილეს. გამოძიებამ …

იანვარში საქართველოდან 10 მილიონი დოლარის თხილი გავიდა

2016 წლის იანვარში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 25 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 12 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილისა და კაკლის სხვა  ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის საქართველოდან ექსპორტმა 10 მლნ. აშშ დოლარი …

თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი – საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი [83 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [54 მლნ. აშშ დოლარი] და აზერბაიჯანი [53 მლნ. აშშ დოლარი].

„ბათუმის წყალი“ 108 ათას ლარად ექსკავატორს დაიქირავებს

„ბათუმის წყალი“ ორი ექსკავატორისა და ამდენივე ამწეს დაქირავებაში მაქსიმუმ 232 452 ლარს გადაიხდის. ტექნიკას [საწვავისა და  მძღოლი ოპერატორის მომსახურების ჩათვლით] საწარმო ჯამში 60 დღით დაიქირავებს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა. „ბათუმის წყალი“ 720 საათით დაიქირავებს ექსკავატორს [სატენდერო ფასი მაქსიმუმ 108 ათასი ლარი], მინიექსკავატორს [34 956 ლარი], ამწე-კალათს [28 476 ლარი] და ავტოამწეს [61 020 ლარი]. …

მაჭახლის „სახალხო კრება“ ხეობისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

დღეს, 17 თებერვალს, მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობამ „სახალხო კრება“ გამართა. ხეობაში მდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობა სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოსახლეობამ „კრებაზე“ აჭარის მთავრობაც მიიწვია, თუმცა, როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრას უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა. „ხალხს აინტერესებს, თუ რა არის მიზეზი, რომ ჩვენი სოფლები არ მოხვდა მაღალმთიან დასახლებათა სიაში; რას …

შუახევიდან და ხიჭაურიდან უპატრონო ძაღლებს ბათუმის თავშესაფარში გადაიყვანენ

დაბა შუახევისა და ხიჭაურის ტერიტორიაზე „უპატრონო, მაწანწალა ცხოველების დაჭერასა და თავშესაფარში გადაყვანაზე“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შუახევსა და ხიჭაურში სულ 88 უპატრონო  ძაღლის დაჭერასა და მათ ქ. ბათუმში, უპატრონო ცხოველების თავშესაფარში გადაყვანისთვის, მუნიციპალიტეტი მაქსიმუმ 5 ათას ლარს გადაიხდის. „პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თავშესაფრის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. …

ერთობლივი წვრთნები ნატო-ს ხომალდების მონაწილეობით

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს. წვრთნები ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა. ხომალდებმა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოახდინეს. შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამი და ნატო-ს ტაქტიკური ჯგუფის ოთხი ერთეულისგან შემდგარი ხომალდები: „სწავლება ნატო-ს …

ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყალი“ ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლების აბონენტებს აფრთხილებს, რომ დღეს, 16 თებერვალს, საღამოს 23 საათიდან მომდევნო დღის დილის 8 საათამდე, შეუწყდებათ წყლის მიწოდება. „ჩაქვი-ბათუმის 1200 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო დღეს, 17 თებერვალს, 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლების აბონენტებს“ – აღნიშნულია შპს …

ბათუმის მერია: უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი გამკაცრდება

საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების იმ მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბათუმის მერიასთან  აქცია გამართეს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა. მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ბათუმის მერიასთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და ქალაქის ტერიტორიაზე არაფორმალური, უკანონო ავტოსადგურების არსებობა გააპროტესტეს. მიკროავტობუსების მძღოლებს ქალაქის მერი და ვიცე-მერი შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გამკაცრდება უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი. 24-საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო …

აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების 7 ფაქტია დადასტურებული

აჭარაში, გრიპის მიმდინარე ეპიდსეზონზე H1N1 ვირუსით გარდაცვალების მე-7 შემთხვევა 15 თებერვალს დაფიქსირდა. გარდაცვლილია ხანდაზმული, რომელიც H1N1 დიაგნოზით ბათუმის ერთ-ერთ სტაციონარში იყო მოთავსებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 თებერვლის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 259-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 14 პაციენტი. 7 …

უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას კენჭს ხელახლა უყრიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2016 წლის 18 თებერვალს საბჭოს რიგგარეშე სესიაა დანიშნული. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის, დავით კვაჭაძის არჩევა [ხელახალი კენჭისყრა]. პირველ კენჭისყრაზე, 4 თებერვალს, დავით კვაჭაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. გადაწყვეტილების მისაღებად 11 ხმა იყო საჭირო, კენჭისყრაში კი 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. თუ უსკოს …

აუქციონები ბათუმში გმირთა ხეივნის მიმდებარე ნაკვეთებზე

„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნა, მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირებს გაუწიოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დახმარება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K-2) გაზრდასთან დაკავშირებით, შენობათა დასაშვები მაქსიმალური სიმაღლეების გათვალისწინებით,“ – ასეთი შენიშვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სამ მიწის ნაკვეთზე პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა. მიწის ნაკვეთები ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ, გმირთა ხეივანთან მდებარეობს. აუქციონების პირობების თანახმად, საპროექტო ობიექტების საორიენტაციო …

ბულვარში დეკორატიული ფილების დაგება დაიწყო [ფოტო]

ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის ფარგლებში, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში, მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიული ფილები დაიგება. გაკეთდება ბაზალტის ბორდიურები. აღნიშნულ სამუშაოებზე „ბათუმის ბულვარმა“ ელექტრონული ტენდერი 2015 წლის სექტემბერში გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან [„იმერეთი 98“] კი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 18 იანვარს გააფორმა. სატენდერო საწყისი ფასი 317 202 ლარი იყო, ხელშეკრულება კომპანიასთან 305 202 …

Exit mobile version