მთავარი,სიახლეები

სამაშველო: არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები შეწყდა

24.06.2018
სამაშველო: არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები შეწყდა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები, რომელიც გუშინ, 24 ივნისს საღამოს დაიწყო, უკვე შეწყვეტილია. სამძებრო სამუშაოები ტბაში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ბათუმელებმა“ შსს-ს მიაწოდა ტბაზე გადაღებული ფოტო, სადაც დაფიქსირებული იყო ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულება.

„ფოტომასალა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ შსს-ს დაეწყო გამოძიება და დაწყებულიყო სამძებრო სამუშაოებიც. ჩვენმა სამსახურმა ტბაში წყლის დონე საკმად დასწია, თუმცა გვამი ტბაში არ აღმოჩნდა, შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეწყდა. მაშველებმა იპოვეს ხელთათმანი, რომელიც, ჩათვალეს, რომ ძალიან ჰგავს ფოტოზე აღბეჭდილ გამოსახულებას“ – გვითხრეს სამაშველოში.

შსს-მ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. კონკრეტულ ამ საქმესთან დაკავშირებით კი კომენტარს, როგორც სამინისტროში გვითხრეს, მოგვიანებით გააკეთებენ.

ფოტო არდაგანის ტბაში წყლის დონის დაწევის შემდეგ. გადაღებულია 25 ივნისს დილის 8 საათზე / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: