მთავარი,სიახლეები

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში – 25 ივნისის ღონისძიებების პროგრამა

24.06.2018
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში – 25 ივნისის ღონისძიებების პროგრამა

25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ქალაქის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეკრებით და მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობით დაიწყება. საზეიმო მსვლელობა კოლონადებიდან 10:30 საათზე დაიწყება.

ღონისძიება გაგრძელდება ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან:

[checklist]

  • 11:30 – 12:15 – ოფიციალური მისალმება, საზეიმო მილოცვა [საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე;
  • 12:15 – 12:20 – ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრებისთვის სამხრე კამერების გადაცემა;
  • 12:20 – 12:25 – დაჯილდოების ცერემონია;
  • 12:25 – 12:30 – IMO Maritime Ambassador-ის [საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩების] წარდგენა;
  • 12:30 – 12:35 – ზღვაში გვირგვინის ჩაშვება [გარდაცვლილ მეზღვაურებზე პატივის მიგება];
  • 12:40 – 12:45 – მე-4 კურსელთათვის დიპლომების გადაცემა;
  • 12:45 – 12:50 – სტიპენდიანტების გამოვლენა;
  • 12:50 – 13:10 – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემი „კადეტი“-ის გაშვება საერთაშორისო ნაოსნობაში.

[/checklist]

პარალელურად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები ევროპის მოედანზე:

[checklist]

  • 12:00 – 22:00 – საზეიმო ღონისძიებები, გამოფენა: სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; საზღვაო ინდუსტრიის გამოფენა; სსიპ აწარმოე საქართველოს ბენეფიციარების გამოფენა-გაყიდვა; სსიპ ინოვაციების სააგენტოს სტარტაპები;
  • 20:00 – ნიაზ დიასამიძე და 33ა კონცერტი;
  • 22:00 – საზეიმო ფოიერვერკი.

[/checklist]

ღონისძიებებისთვის და კონცერტისთვის სამზადისი დაწყებულია ევროპის მოედანზე, რის გამოც მემედ აბაშიძის გამზირი თავდადებულისა და გამსახურდიას ქუჩებს შორის ავტომობილებისთვის უკვე გადაკეტილია.

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/142417/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: