„ბათუმი რივიერას“, იახტკლუბისა და „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიებს „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ ერთიანობაში დააგეგმარებს; „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
მოსახლეობა მაღალი ძაბვის ქვეშ და საბჭოთა ნორმატივებით დადგენილი უსაფრთხოება
ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე-1“-ის რეაბილიტაციაზე შეთანხმება „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და იმ მოსახლეობას შორის, ვის საკუთრებაშიც ეს ხაზი გადის, მიღწეული არ არის. მეტიც, კონკრეტული მოლაპარაკებები პრობლემის გადასაჭრელად ამ დრომდე არ დაწყებულა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ საკუთრებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება აქვთ და კომპანიას სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. ისინი ითხოვენ ხაზის გადატანას მათი ნაკვეთებიდან, რომლებსაც, სრულყოფილად, როგორც თავად …
Continue reading “მოსახლეობა მაღალი ძაბვის ქვეშ და საბჭოთა ნორმატივებით დადგენილი უსაფრთხოება”
მძღოლებმა ორი დღეა „გეზი თბილისი“ ჩახერგეს – პროტესტი მანქანებით ხორბლის შემოტანის აკრძალვას
ხორბლის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მძღოლების აქციის გამო, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – „გეზი თბილისი“, სამუშაო პროცესი ამ დრომდე შეწყვეტილია. მძღოლები საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანებას აპროტესტებენ, რომლითაც საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა და გატანა იკრძალება. „მძღოლებს საერთო გზების გამოსანახად ვთავაზობთ მოლაპარაკებას, რათა მივიდეთ რაიმე შეთანხმებამდე და გეზმა იმუშაოს. ისინი ჯერჯერობით …
დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში
ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 6 587 866 ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივლისს დასრულდა. სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კი, სატენდერო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოების დაწყება. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; …
Continue reading “დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში”
დენის, გაზისა და წყლის მიმწოდებელ კომპანიებს მომხმარებელი იუსტიციის სახლიდანაც მიმართავს – სიახლე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, მომხმარებელს უფლება ექნება დენის, გაზისა და წყლის განაწილების ლიცენზიატებს „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებითაც მიმართოს. სემეკის დადგენილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს კომისია ცალკე განსაზღვრავს. სემეკის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შევა. სწორედ ამ დროიდან, ანუ ნოემბრიდან, მომხმარებლის მიერ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარების შემთხვევაში, იგი განაწილების ლიცენზიატისთვის …
სამინისტრო: აჭარაში თხილის 20-მდე დაავადება დაფიქსირდა – როგორ მოვუაროთ თხილს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თხილს აჭარაში 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს. მინისტრის მოადგილის, მამუკა თურმანიძის თქმით, „გასულ წლებში აჭარაში 2-2,5 ტონა თხილი მოდიოდა ჰექტარზე, მაგრამ ვინაიდან აგრარული ტექნოლოგიები არ განხორციელდა სრულფასოვნად, ამან გამოიწვია მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება. აჭარაში ადგილობრივმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა იმუშავა, ასევე მოწვეული გვყავდა სპეციალისტები თურქეთიდან, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ თხილის ბაღებში …
Continue reading “სამინისტრო: აჭარაში თხილის 20-მდე დაავადება დაფიქსირდა – როგორ მოვუაროთ თხილს”
ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 2018 წლის 7 სექტემბერს მოაწერა. ამ ბრძანებით, რომელიც 11 სექტემბრიდან ამოქმედდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა …
Continue reading “ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ბათუმში შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმში სამ მოქალაქეს საკუთრებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჩერქეზიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. „საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის …
აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა
დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოს ბიზნოსომბუდსმენის წარმომადგენლად აჭარაში ტარიელ გიორგაძე წარადგინეს. აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და რეგიონში მოქმედი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ტარიელ გიორგაძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორში. ტარიელ გიორგაძე …
Continue reading “აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა”
მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას ეკომართვის ბილეთები ემატება [ტესტები და პასუხები]
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 30 სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებს [ბილეთებს] ეკომართვის საგამოცდო ტესტები [ბილეთები] დაემატება. თეორიული გამოცდის ტესტებს ეკომართვის 50 ბილეთი [№1742-№1792] დაემატა. ეკომართვის საგამოცდო ტესტები და სწორი პასუხები შეგიძლიათ იხილეთ ბმულზე. „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის ბრძანება და ამ …
ბანკთაშორისი გადარიცხვები 1 საათით ხანგრძლივდება
საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] განცხადებით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის სამუშაო გრაფიკი 1 სთ-ით გახანგრძლივდება, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მომხმარებლების გადარიცხვები სამუშაო დღის 18:00 საათამდე შეასრულონ. „ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ახალი სამუშაო გრაფიკი დადგინდა ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის [RTGS სისტემის] წესებით, რომლის მიხედვით, კლიენტის გადარიცხვების შესრულების ზღვრულ დროდ განისაზღვრა 18:00 სთ. დღემდე ასეთ …
Continue reading “ბანკთაშორისი გადარიცხვები 1 საათით ხანგრძლივდება”
მე-10 სართულზე დაკვამლიანების გამო კობალაძის ქუჩაზე სახანძრო გამოიძახეს
რამდენიმე წუთის წინ, დაახლოებით 02 საათზე, ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მდებარე მაღლივ კორპუსებთან სახანძრო სამსახურისა და პოლიციის რამდენიმე მანქანა იყო მობილიზებული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მიიღეს შეტყობინება, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი გამოდიოდა: „ადგილზე, ხანძარი როგორც ასეთი, არ დაგვხვდა, იყო დაკვამლიანება შენობის მეათე სართულის ერთ-ერთ აივანზე, რომლის ლოკალიზებაც მოხდა.“ მეხანძრეების თქმით, აივანზე მდებარე ბალიშს, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი დაეცა, …
Continue reading “მე-10 სართულზე დაკვამლიანების გამო კობალაძის ქუჩაზე სახანძრო გამოიძახეს”
ძეგლის მცირე რეაბილიტაცია – 135 ათასი ლარი სააგენტოსგან დაცვის სამსახურის ოფისის რემონტისთვის
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მცირე რეაბილიტაციის პროექტი – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა და რომლის მიხედვითაც ბათუმში, ე.წ. „საბაევის სახლი“ უნდა გაარემონტონ. შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფისია განთავსებული. „საბაევის სახლის“ ფასადის რეაბილიტაციაში წინა წლებში სააგენტომ 415 200 ლარი გადაიხადა. რაც …
პოლიციელებისთვის ბათუმში შსს ორ 11-სართულიან კორპუსს ააშენებს
ბათუმში, ადლიის დასახლებაში, პოლიციელებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორი 11-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია თანხით – 6 911 380 ლარი. კორპუსები ადლიის ქუჩა N112-ში აშენდება, სადაც შსს-ს საკუთრებაში 19012 კვ/მ ტერიტორია აქვს. მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთს სამი მხრიდან კერძო საკუთრების ნაკვეთები, ხოლო მეოთხე მხრიდან გზა ესაზღვრება. რელიეფი კი გზის …
Continue reading “პოლიციელებისთვის ბათუმში შსს ორ 11-სართულიან კორპუსს ააშენებს”
„სან რემოს“ მესაკუთრე ბათუმის მერიისგან ნებართვას ელოდება – რა კეთდება რესტორნის ადგილზე
რესტორანი „სან რემო“, რომელიც ბათუმის ბულვარში მდებარეობს, მუშაობას ამავე სახელით გააგრძელებს. რაც შეეხება რესტორნის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რესტორნის მესაკუთრეზე 49-წლიანი იჯარითაა გაცემული, დაგეგმილია მისი რეკონსტრუქცია. „ბათუმელებმა“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ მიმართა მერიას იმის გასარკვევად, თუ რა იგეგმება „სან რემოს“ ტერიტორიაზე, თუმცა ორივე ჯერზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან ამ ადგილას …
შსს: ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ბათუმში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი …
Continue reading “შსს: ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს”
როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი
კომპანია „ბათუმი რივიერამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობა. კომპანიაში და სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი კონცეფცია, სამუშაო …
Continue reading “როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი”
„ენერგო-პრო“: კერძო ნაკვეთებში გადამცემ ხაზებს არ გვადგმევინებენ – დენის დეფიციტი ბათუმში
ახალაშენებული შენობების ელექტროქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ ორი თვის წინ უთხრეს, რომ მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ აძლევს საშუალებას, შემოიტანოს დამატებითი სიმძლავრეები ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად გაზრდის გამო. დამატებითი სიმძლავრის შემოსატანად კი საჭიროა გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერება. „ერგე 1“-ის რეკონსტრუქციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ …
ბათუმში ესტაკადაზე ავტომანქანა ბოძს შეეჯახა
დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმის პორტთან მდებარე ესტაკადაზე მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში ესტაკადა 2018 წლის 7 ივლისს გაიხსნა: ბათუმის ესტაკადა გაიხსნა
შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების [განსაკუთრებით მოზარდების] დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის მოამზადა“. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარედგინა. სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ: [crosslist] იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, …
Continue reading “შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა”
ლარის გაუფასურება და საწვავის ფასების ზრდა – საქართველო 2018 წელს (ინფოგრაფიკა)
2018 წლის 8 თვეში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გაუარესებულია ლარის გაცვლითი კურსი და ქვეყნის სავაჭრო ბალანსი, გაზრდილია საწვავის ფასი, შემცირებულია ინვესტიციები. საწვავის [ზოგადად სამომხმარებლო] ფასების დინამიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] დეტალური ინდექსით გამოსახავს. თუ ამ ინდექსებს გადავხედავთ, ბენზინის ფასი აგვისტოს თვეში იანვართან შედარებით 7 პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო დიზელის ფასი – თითქმის 11 პუნქტით. ბენზინის ფასი …
Continue reading “ლარის გაუფასურება და საწვავის ფასების ზრდა – საქართველო 2018 წელს (ინფოგრაფიკა)”
ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სატუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკი მოეწყობა. პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 11 ათას 440 ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, განათება, მინისტადიონი, ადაპტირებული ბორდიურები, დამონტაჟდება სკამები, სხვადასხვა ატრაქციონი; დაიგება დეკორატიული ფილები. ამასთან, ამ სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებული ხეების ამოძირკვა კონტრაქტორმა …
Continue reading “ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”
ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქცია იგეგმება
„აჭარის მუზეუმს“ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 185 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა ბათუმში, თამარის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე, N3-ში მდებარეობს. სამუშაოებს „აჭარის მუზეუმი“ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. პროექტის მიხედვით, იგეგმება არსებული შენობის რემონტი, ასევე გარკვეული დეტალების დამატება. როგორც სატენდერო კომისიაში გვითხრეს, შეივსება თავისუფალი ადგილები, შენობას დაემატება კაფე, სხვადასხვა სათავსო, ლითონის დეკორატიული ორსართულიანი კარკასი, …
Continue reading “ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქცია იგეგმება”
ქობულეთში ხის საამქრო დაიწვა
ქობულეთში, გელაურის დასახლებაში, დღეს, 11 სექტემბერს, გამთენიისას, ხის საამქრო დაიწვა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხის ძველი შენობის, რომელშიც ხის საამქრო იყო განთავსებული, გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის მთლიანად დაიწვა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ზარალის ოდენობას და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ. ფოტო: კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან
ბინები ბათუმში ბიტკოინითაც იყიდება – როგორ გადაიხდის კომპანია გადასახადებს
ბათუმში ერთ-ერთი კომპანია, რომლის დამფუძნებლებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ [რუსეთი-საქართველო], მსურველს სთავაზობს ბინის შეძენის საფასური გადაიხადოს ბიტკოინითაც. საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ არის გადახდის კანონიერი საშუალება. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როგორ დაიბეგრება კომპანია, თუ გამყიდველი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში ვირტუალურ ვალუტას, ბიტკოინს მიუთითებს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც, ვთქვათ, საცხოვრებელ ბინებს ყიდის, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის დამატებითი ღირებულების …
Continue reading “ბინები ბათუმში ბიტკოინითაც იყიდება – როგორ გადაიხდის კომპანია გადასახადებს”
რით არის დაავადებული პირუტყვი აჭარაში – სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია უფასოა
აჭარაში გავრცელებულია ნოდულარული დერმატიტი, ვირუსული ინფექციური დაავადება, რომლითაც, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები [ბორცვები], თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით. მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება. „ეს დაავადება ბოლო სამი წელია რაც დაფიქსირდა საქართველოში. …
Continue reading “რით არის დაავადებული პირუტყვი აჭარაში – სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია უფასოა”
შსს: ავტომანქანის მფლობელს შეუძლია მობილურის ნომერი დისტანციურად შეცვალოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. „დღეიდან [31 აგვისტოდან] ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 0322 41 …
Continue reading “შსს: ავტომანქანის მფლობელს შეუძლია მობილურის ნომერი დისტანციურად შეცვალოს”
რა ელის 3000 ხორბალმზიდი ავტომობილის მესაკუთრეს – ახალი აკრძალვა ხორბლის შემოტანაზე
„ეს არის სახელმწიფოს ძალისმიერი ჩარევა თავისუფალი ბაზრის წვდომაზე, აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას და ამ სეგმენტზე მომუშავე საავტომობილო პარკი დადგება სოციალური პრობლემების წინაშე, რაც წნეხად დააწვება ისევ სახელმწიფოს“, – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლითაც 2018 წლის 15 სექტემბრიდან, საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის შემოტანა და გატანა …
რა ნომრებით იმოძრავებენ ლურჯი ავტობუსები – ახალი ხაზი „ჭაობის უბნისთვის“
ლურჯი ფერის მუნიციპალური ავტობუსი ბათუმში N10 მარშრუტზე იმოძრავებს. ახალი ავტობუსები ახალ ხაზზეც იმოძრავებენ, რომელიც არსებულ მარშრუტებს პირველი სექტემბრიდან დაემატება. ახალი მარშრუტის სქემაა: ბათუმის ყინულის მოედანი/ორბელიანის ქუჩა-ლერმონტოვის ქუჩა-გრიბოედოვის ქუჩა-ჯავახიშვილის ქუჩა-გორგილაძის ქუჩა-ბარათაშვილის ქუჩა-თბილისის მოედანი. ამ ხაზზე რა ნომრით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ახალი ავტობუსები ამ ეტაპზე სხვა ხაზებზე არ იმოძრავებენ. მერიის განცხადებით, ახალი, ლურჯი ავტობუსებით …
Continue reading “რა ნომრებით იმოძრავებენ ლურჯი ავტობუსები – ახალი ხაზი „ჭაობის უბნისთვის“”
შსს მძღოლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების სისწორე – ვიდეოჯარიმა
შსს მოუწოდებს მძღოლებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების სისწორე – რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში. „მხოლოდ ამ შემთხვევაში არის …
ვაშლოვანში მეხანძრეებმა საცხოვრებელი სახლები დაწვას გადაარჩინეს
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ვაშლოვანში დღეს, 29 აგვისტოს, თეიმურაზ მელაძის პირუტყვის სადგომსა და სათივე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ გაემართა ხულოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. „აღნიშნული ნაგებობები მთლიანად დაიწვა, თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურის დროული ჩართვით გადარჩა თეიმურაზ მელაძისა და ახლო მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.“ – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მირ …
Continue reading “ვაშლოვანში მეხანძრეებმა საცხოვრებელი სახლები დაწვას გადაარჩინეს”
ღია კანალიზაცია ეზოებში – აეროპორტის დასახლებაში პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, საკანალიზაციო წყალს გასასვლელი არსად აქვს და გზატკეცილის N 234-236 ნომერში, კერძო მოსახლეობის ბაღებში გუბდება. არის აუტანელი სუნი და ანტისანიტარია. „საშინელი მდგომარეობაა, ყველას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ადრე აქ საკანალიზაციო მილი გადიოდა. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც, როგორც მთავრობაში გვითხრეს, აეროპორტის ტერიტორიაზე ის არხი თუ მილი …
Continue reading “ღია კანალიზაცია ეზოებში – აეროპორტის დასახლებაში პრობლემის მოგვარებას ითხოვენ”
მშენებარე სტადიონთან ნახევარ ჰექტარამდე მიწას მერია აუქციონზე 3 მილიონ ლარად გაიტანს
ბათუმის მერია საპრივატიზებო გეგმაში 4 337 კვ/მ მიწინ ნაკვეთის შეტანას და შემდეგ ამ ქონების პირობებიან აუქციონზე გაყიდვას გეგმავს. მიწის ნაკვეთი ჟიული შარტავას ქუჩაზე [„კარფურის“ უკან] მშენებარე საფეხბურთო სტადიონთან ახლოს მდებარეობს. ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი მერიის მიერ 3 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. რა პირობებით აპირებს ნაკვეთის გასხვისებას ბათუმის მერია? – „ბათუმელების“ ამ კითხვას ქალაქის მერიაში არ უპასუხეს. …
რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი
„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვდა. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კომპანია 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა. აჭარის მთავრობისთვის თავის დროზე კომპანიის პირობები მისაღები აღმოჩნდა. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მუნიციპალური …
ჩაქვში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა
დაბა ჩაქვის ცენტრში დღეს, 28 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. „დაშავებური იყო კონტაქტური და გადაყვანილია საავადმყოფოში. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბათუმის მერია ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციას გამართავს
ქალაქ ბათუმის მერია და მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, თუ რომელ მუნიციპალურ ხაზებზე გადაანაწილებენ ახალ ავტობუსებს. „ამის შესახებ ინფორმაციას პრეზენტაციაზე გავაჟღერებთ,“ – განაცხადეს ქალაქის მერიაში. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი გვითხრეს, რომ დეტალები მერიასთან შეთანხმებული არ არის და ის ჯერ კიდევ ზუსტდება. ბათუმის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაცია 29 აგვისტოს 14:00 საათისთვის დააანონსა. ღონისძიება, …
Continue reading “ბათუმის მერია ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციას გამართავს”