მთავარი,სიახლეები

სექსუალური სკანდალის გამო ნობელი ლიტერატურაში წელს არ გაიცემა

04.05.2018 • 4762
სექსუალური სკანდალის გამო ნობელი ლიტერატურაში წელს არ გაიცემა

ნობელის პრემიის არსებობის 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს პირველად არ გაიცემა სექსუალური სკანდალის გამო პრიზი ლიტერატურაში. ნობელის პრემიის აკადემიის ერთ-ერთი წევრის მეუღლე, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო, სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

არნო შვედი პოეტის, კატარინა ფრონტენსონის მეუღლეა და ის პრესტიჟული პრემიის აკადემიის წევრად 1992 წელს აირჩიეს. 2017 წლის ნოემბერში ჟან-კლოდ არნო სექსუალურ ძალადობაში თვრამეტმა ქალმა დაადანაშაულა. ძალადობის ადგილად მსხვერპლი ქალები ნობელის აკადემიის დაწესებულებებს ასახელებენ.

პრესტიჟული აკადემიის წევრის მეუღლესთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალის შემდეგ ნობელის კომიტეტმა მალევე მიიღო კატარინა ფრონტენსონის აკადემიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება. ჟან-კლოდ არნო ყველა ბრალდებას უარყოფს.

გარდა სექსუალური სკანდალისა, ნობელის პრემია კიდევ ერთი გაუგებრობის წინაშე აღმოჩნდა: გამჟღავნდა, რომ ნობელის კომიტეტის ზოგიერთი წევრი წლების განმავლობაში  წინასწარ ამჟღავნებდა ლაურეატების ვინაობას, რაც წესების მიხედვით, მკაცრად არის აკრძალული.

პრემიის არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ, 1943 წელს არ გასცეს ნობელის პრიზი ლიტერატურის დარგში, მეორე მსოფლიო ომის მიზეზით.

წელს არშემდგარი ლიტერატურული ნობელის სანაცვლოდ, კომიტეტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 2019 წელს ლიტერატურაში ორ პრიზს გასცემენ.

წყარო: Guardian

გადაბეჭდვის წესი