მთავარი,სიახლეები

XIX საუკუნის საქართველო ნიუ იორკის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციაში

06.06.2018 • 11400
XIX საუკუნის საქართველო ნიუ იორკის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციაში

ნიუ იორკის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კავკასიის ციფრული ფოტოკოლექცია გამოაქვეყნა, რომელიც ბიბლიოთეკაში 1930 წლიდან ინახებოდა. ჯორჯ კენანის კავკასიის ფოტოკოლექცია 274 ფოტოს აერთიანებს. კენანი (1845-1924) ამერიკელი ჟურნალისტი მკვლევარი და მოგზაური იყო.

ამერიკელი ჟურნალისტი კავკასიაში 1870 წელს ჩამოვიდა. სწორედ ამ პერიოდში შეაგროვა მან საქართველოს ფოტოებიც. ნიუ იორკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ კენანის ფოტოკოლექციაში ნახავთ 1870-1878 წლებით დათარიღებულ კადრებს, რომლებზეც თბილისი, სამეგრელო, კახეთი და  ქუთაისია ასახული. კოლექციაში დაცულია დიმიტრი ერმაკოვის, ილია აბულაძისა და ჯორჯ კენანის ფოტოები.

კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ 1878 წელს ჯორჯ კენანი ვაშინგტონში მდებარე საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის კორესპონდენტი გახდა. იგი ძირითადად ომის თემებს აშუქებდა.

ჯორჯ კენანი. ამერიკელი მკვლევარი, მოგზაური და ჟურნალისტი / ფოტო: New York Public Library

კენანი National Geographic-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელია, რომელსაც 1888 წელს ჩაეყარა საფუძველი. National Geographic-ის 1913 წლის ოქტომბრის ნომერში მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა მოგზაურობის შესახებ, პუბლიკაციის რამდენიმე გვერდი საქართველოსა და მთლიანად კავკასიას ეთმობა.

ნიუ იორკის ეროვნული ბიბლიოთეკის კავკასიის კოლექციიდან ზოგიერთი ფოტო შეიძლება გეცნოთ, ზოგსაც შესაძლოა პირველად ხედავდეთ.

             პურის გამყიდველი 

 

ხილის გამყიდველი, კინტო

 

ქართველი ქალები (კახეთი)

ქართველი ქალი (თბილისი)

ქალები დაირით

ქართველი და სომეხი ქალები

გლეხი

ღარიბი სომეხი ქალები (თბილისი)

თბილისი, ერევნის მოედანი (ახლანდელი თავისუფლების მოედანი)                     

ვერცხლის გამყიდველები

 თბილისი, „შაითან ბაზარი“, ახლანდელი მეიდანი, გორგასლის მოედანი


           

სიონის ტაძარი მტკვრის მხრიდან

პურის მცხობელები

    

ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერი

 

მეიდანი, ბაზარი

 

ნარიყალას ციხის გალავანი

 

 

მალაკნების უბანი და მალაკნები

მალაკნები

ქუთაისი, ქალაქის ხედი

ბაგრატის ტაძრის ნანგრევები

სიმინდის შესანახი ნალია

საცხოვრებელი სახლი

 

ზუგდიდი

 

კახეთი, თონის პურის ცხობა

ბიჭი და სახედარი

ხორბლის გადამტანი ურემი

წყლის წისქვილი

ქვევრები

მიწის დამუშავება

მიწის დამუშავება

მომლოცველები

ურმები


წყარო:  The New York Public Library. Digital Collections

გადაბეჭდვის წესი


ასევე: