გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში, უკანონო ხე-ტყის სახერხი საამქრო გამოვლინდა.
სახერხი საამქრო დალუქეს.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება სასამართლოს.

![რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/08/gonio-igl-hilsi.jpg)




