ჯემიროქუაის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია – 27 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

27-30 ივლისს ბათუმში შავი ზღვის  XI ჯაზფესტივალი გაიმართება. ჯასფესტივალის ვებგვერდის მონაცემებით ბილეთები სრულად გაყიდულია  ჯემიროქუაის, CORY HENRY & THE FUNK APOSTLES-ის, MATTHEW HARTNETT & THE GUMBO ALL STARS-ის, ლუ ბერის, MF ROBOTS-ისა და KORDZ-ისა და გიორგი ცაგარელის კონცერტებზე. ყველაზე ძვირი, 250 ლარი ღირდა ბილეთი ჯემიროქუაის კონცერტზე, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. ბილეთები ჯერ ისევ იყიდება DE LA SOUL-ისა და ჯოს სთოუნის კონცერტებზე. DE LA …

მითები და რეალობა ევროპაზე – ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია ბათუმში

4 აგვისტოს, ბათუმში ორგანიზაცია SEED Georgia საჯარო ლექციას გამართავს თემაზე: „ევროპა – მითები და რეალობა“. ლექციას SEED Georgia-ს დირექტორი, ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი, ლევან ბუთხუზი წაიკითხავს. ლექცია 4 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [ფარნავაზ მეფის ქ. 62-64] გაიმართება 16-დან 18 საათამდე და მასზე დასწრება უფასოა. 5 აგვისტოს …

ავტოსაგზაო შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე [ფოტო]

10 ივლისს, საღამოს, რესტორან „აჭარულ სახლთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ვიდეოზე გავრცელებული შეფასება არასწორი და პროვოკაციულია

9 ივლისს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომლის ავტორის თქმითაც, ბულვარში პოლიციამ ახალგაზრდებს ქართული ცეკვა აუკრძალა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია არასწორი და პროვოკაციულია: „გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი …

გონიოელები მერიას: არ გაასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეს, 10 ივლისს, ბათუმის მერიის წინ გონიოელები შეიკრიბნენ და მოუწოდეს მერიას, არ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომლის თანახმადაც გონიოელების მიწის საკუთრების საკითხი ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ხელახლა უნდა შეისწავლოს და ინდივიდუალური პასუხი გასცეს თითოეულ მოსარჩელეს.  „გვინდა როგორმე გავაგებინოთ მერიას, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ გასაჩივრდეს,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენვერ ირემაძემ. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სასამართლო …

მეშვიდე დღე – მაშველები ზღვაში კობა ბაკურიძის ძებნას აგრძელებენ

სამაშველო სამსახური აგრძელებს კობა ბაკურიძის ძებნას. ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა. კობა ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის ძმაა. თამაზ ბაკურიძემ ფეისბუქის საშუალებით მოსახლეობას მიმართა თხოვნით, დაეხმარონ ძმის პოვნაში: „მინდა მივმართო მოსახლეობას და განსაკუთრებით სანაპორო ზოლზე ( ფოთი, ქობულეთი, მწვანე …

შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ო.ო. და 1985 წელს დაბადებული ჯ.ბ., გასაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. სამინსიტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ო.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული …

მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული ბათუმელი მოსწავლეები

2017 წლის სექტემბერში სამი მე-12 კლასელი სწავლას არა ბათუმის სკოლაში, არამედ უცხოეთში, კოლეჯში გააგრძელებს. სამივე მათგანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია UWC (მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები)-ის კონკურსის გამარჯვებულია. წელს ეს ორგანიზაცია შვიდი ქართველი მოსწავლის სწავლას და ცხოვრებას დააფინანსებს უცხოეთში. „ბათუმელებს“ კონკურსის ორი გამარჯვებული მოსწავლე ესაუბრა. ლუკა ჯაფარიძე, სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“ მოსწავლე:  მეგობრისგან გავიგე ამ პროგრამის შესახებ. პირველი ეტაპი იყო აპლიკაცია, …

„თვინ თაუერსი“ – გონიოში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

დღეს, 7 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად  ახალი სასტუმრო კომპლექსის – „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო. მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე კომპანია “გრინ ვალეი დეველოპმენტი” ახორციელებს. ბათუმში განსახორციელებელი პროექტი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, რომლის საერთო მოცულობა 74000 მ.კვ. შეადგენს და ორ ოცდარვა და ერთ ოცსართულიან ნაგებობას ითვალისწინებს. …

ბათუმში კვირამდე იწვიმებს

დღეს და ხვალ აჭარაში უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება – ამბობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების ცნობით, გამოდარებას ბათუმში 9 ივლისიდან უნდა ველოდოთ. „დღეს შენარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, ელვა და ჭექა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 22-27 გრადუსი, ღამით – 16-21 გრადუსი.  მთაში: ღამით 10-15 გრადუსი, დღისით …

გონიოში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 7 ივლისს, დილის რვის ნახევარზე სამაშველო სამსახურმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა. „მესამე დღეა უკვე, რაც მას ვეძებდით. მაშველებმა დილის სამ საათზე განაახლეს დღეს ძებნა. გუშინწინ საღამოს 9 საათიდან მოყოლებული ვეძებდით თითქმის უწყვეტ რეჟიმში, მიუხედავად შტორმისა. სამუშაოები წყდებოდა სულ რამდენიმე საათით, ღამე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში. უკვე მეოთხე დღეა მაშველები ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ 44 …

შენობაში, სადაც ბათუმის მუზეუმი უნდა გაიხსნას, წყალი ჩადის

უკვე მესამე წელია „ბათუმის მუზეუმი“ ვერ იხსნება. ამჟამად პრობლემა შენობის გუმბათოვანი, აგურით მოპირკეთებული სახურავია, რომელიც წვიმის დროს წყალს ატარებს. „შენობაში ჩადის წყალი. აგური [რომლითაცაა მოპირკეთებული სახურავი] იწოვს წყალს და შიდა სამუშაოების ჩატარებას აზრი ეკარგება, ამიტომ ვმუშაობთ, პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს გადახურვა. რაღაც კონცეფციას ვეძებთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს …

ბათუმში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის არაადაპტირებული სივრცეა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიანტთათვის გარემო არაადაპტირებულია. თომა კაკაბაძე წელს თავადაა აბიტურიენტი: „მიუხედავად იმისა, რომ 10 ივნისამდე შევიტანე განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მულტიდისციპლინურმა გუნდმაც შეაფასა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები, დღეს საგამოცდოდ მისულს, მაინც მიუწვდომელი …

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში და აჭარის სანაპირო რაიონებში 28-33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით – 20-25 გრადუსი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. მთაში დღისით – 25-30 გრადუსი, ღამით –  17-22. ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მიერ მოწოდებული ამინდის პროგნოზი. აქვე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო დღეებში აჭარაში შედარებით …

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ორშაბათს, 3 ივლისს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. გამოცდა 4 საათსა და 15 წუთს გაგრძელდება.  აჭარაში აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაში და დაბა ხულოს საჯარო სკოლაში შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება. ამავე პერიოდში ჩატარდება სამაგისტრო გამოცდები, რომელზეც 14  ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები, …

პარკინგად ქცეული დუმბაძის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით მდებარე დუმბაძის ქუჩა, საჯარო პარკინგად იქცა. აქ არც პარკინგის ამკრძალავი და არც ჩიხის ნიშანი დგას. დუმბაძის ქუჩაზე ამბობენ, რომ თუ ადრე აქ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები აჩერებდნენ მანქანებს, ახლა ხშირია შემთხვევები, როცა ვიწრო, ტურისტულ ქუჩაზე მანქანას აპარკინგებენ და ტოვებენ, შედეგად, ქუჩა, რომელიც რუსთაველის ქუჩას ევროპის მოედანთან და მემედ აბაშიძის ქუჩასთან აკავშირებს, სასეირნოდ …

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის განცხადებით, დელფინარიუმის ბინადარს, დელფინს მეტსახელად დანა, შვილი შეეძინა. „ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ  ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი ცუცა და გურუ ბინადრობენ. დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვეულებისამებრ დაბადებისთანავე დედამ შვილი წლის …

შსს: აირბალონიანი ავტომანქანებისთვის ქულების შემცირება არ მოხდება ტექდათვალიერების ამოქმედებამდე

2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ. „საპატრულო …

რკინიგზა ბათუმი-ქუთაისის და ბათუმი-ურეკის მიმართულებებზე მატარებლებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა პირველი ივლისიდან ტურისტულ სეზონზე ქათაისი-ბათუმის მარშრუტზე ჩქარ მატარებელს ნიშნავს, რომელიც დილით ქუთაისიდან წამოვა და საღამოს ბათუმიდან გავა. მგზავრობის ფასი 6 ლარი იქნება. „ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისი-ბათუმი ქუთაისიდან გავა ყოველ დღე, დილის 10:25 საათზე. 13:28 საათზე მატარებელი უკვე ბათუმში იქნება. ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით კი მატარებელი 23:25 საათზე გავა და ქუთაისში იქნება ღამის 2 საათზა და 20 წუთზე“ …

ბათუმში სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე დებარე კორპუსში, გარდაცვლილი ქალი იპოვეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი, რომელიც აივანზე იყო წაქცეული, მეზობლებმა შენიშნეს ზედა აივნიდან და სამაშველო სამსახურს მიმართეს. სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, აივანზე, ქალთან ახლოს, კონსერვის ქილები იყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

დღეს „ქობულეთობა“ აღინიშნება

დღეს, 30 ივნისს, ქობულეთში სახალხო დღესასწაული – „ქობულეთობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სახალხო ზეიმი ქობულეთის ცენტრალურ პარკშია დაგეგმილი. ღონისძიებაზე გამოვლინდებიან საპატიო ქობულეთელები, დაჯილდოვდებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მიმდინარე სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები. ცენტრალურ პარკში გამოფენენ ცნობილი ქობულეთელების პორტრეტებს. დღესვე პოლონეთის ქალაქ ობორნიკთან საზეიმო ვითარებაში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.  ღონისძიებას პოლონეთის ელჩი საქართველოში, ანდჟეი ჩიეშკოვსკი ესწრება. ქობულეთობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის …

კლიპები აჭარაზე, რომლებიც „ბიბისიზე“ და „ევრონიუსზე“ გავა

„აჭარის ფერები“ – ასე ჰქვია ახალ ვიდეოკლიპს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით გადაიღო სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ. კლიპისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა კომპანიას 125 000 ლარი გადაუხადა გამარტივებული შესყიდვით. დეპარტამენტის შეკვეთით კიდევ ერთი ახალი კლიპი – „მწვანე აჭარა“ გამოვიდა, რომლის მოსამზადებლადაც ტურიზმის დეპარტამენტმა 35 000 ლარი გადაიხადა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბრამდე გასტანს – ამის შესახებ დღეს, 27 ივნისს, კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს პრესკონფერენციაზე, სადაც XII კინოფესტივალის ახალი კლიპი წარმოადგინეს მსახიობების: ბერდია ინწკირველისა და მეჰტაბ კერამატის მონაწილეობით. კინოფესტივალის მენეჯერმა, ზვიად ელიზიანმა, მოკლედ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც წლევანდელ კინოფესტივალზე იგეგმება. მისი თქმით, კინოფესტივალის პროგრამა ჯერ ისევ მუშავდება, თუმცა უკვე …

აჭარაში 3750 ჰექტარი უფასოდ შეიწამლება – რეკომენდაციები ფაროსანას გასანადგურებლად

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლას იწყებს. სახელმწიფო უფასოდ შეწამლავს 3750 ჰექტარს, სამუშაოები ქობულეთიდან დაიწყება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესაწამლი სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარია გამოყოფილი. შეწამვლის დროს ეფექტურობისა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს: წამლობითი ღონისძიების დროს პესტიციდის ნისლისაგან ფილტვების, თვალბისა …

აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 5 მეზღვაური ქალია. მათგან ერთი კადეტია, სამი – მზარეული, ერთი კი, რანგით ყველაზე მაღალი, ბათუმელი ნათია ლაბაძეა, რომელმაც საზღვაო აკადემია გასულ წელს დაამთავრა და უკვე ორჯერ იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, ერთხელ, როგორც პრაქტიკანტი და მეორედ – როგორც კაპიტნის მესამე თანაშემწე. ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ამჟამად ორი გოგო სწავლობს, ანა ყურშუბაძე და …

როგორ გამოისახა გული ბათუმის თავზე [ფოტოამბავი]

 25 ივნისს ბათუმში ლატვიური კომპანია „Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team“-ის ავიაპილოტაჟით შესრულებული ავიაშოუ – „FlyFest Georgia” გაიმართა.    

საჯარო განხილვა ბათუმში – თვითმმართველობა, ნარკოპოლიტიკა, დასაქმება [ანონსი]

27 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ “ლიბერალური ხაზისა” და რესპუბლიკური პარტიის საერთო პროეტის ფარგლებში საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება თემები: ორდონიანი თვითმმართველობა; ნარკოპოლიტიკა; დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებში. თემებზე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომდგენლები და მოწვეული ექსპერტი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ ხედვას გააცნობენ, შემდგომ კი შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდება. საჯარო განხილვას გაუძღვებიან: თამარ კორძაია, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი; …

ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურები დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქართველი მეზღვაურები დააჯილდოვეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო დააწესა, რომელსაც ყოველ წელს გადასცემს მეზღვაურებს ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. „17 აპრილს იტალიაში, კუნძულ ლამპედუსადან 80 მილის მოშორებით, შუა ზღვაში, …

ეკონომიკის მინისტრი მეზღვაურებს: ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის მსუბუქი შრომა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურებს საერთაშორისო, პროფესიული დღე მიულოცა. „2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურმა კონფერენციამ გამოაცხადა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე – 25 ივნისი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან მილიონ ნახევარი მეზღვაური დღეს მსოფლიოში ახორციელებს თავის საქმიანობას და ეს ის ადამიანებია, რომლებიც გადაზიდავენ მსოფლიოში წარმოქმნილი ტვირთის 90 …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 13:00 საათზე ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობაა დაგეგმილი. საქართველოში ყველა სასწავლებელი, სადაც საზღვაო პროფესიები ისწავლება, ბათუმში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე დაახლოებით ათას ხუთასი სტუდენტი სწავლობს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე – 359 სტუდენტი, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ …

საქართველოში 9 500 მეზღვაურია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია რეგისტრირებული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ 9-10 საკრუინგო კომპანიის მონაცემებს ეყრდნობა,  მეზღვაურთა დასაქმების სტატისტიკა ბოლო წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2016 წელს დასაქმებული იყო 3928 მეზღვაური; 2015 წელს – 3677 , 2014 წელს კი – 3193 მეზღვაური. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2013 წლიდან 2017 …

ამინდის პროგნოზი: ბათუმში შაბათ-კვირას არ იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში შაბათ-კვირას, 24-25 ივნისს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. „დღეს, 23 ივნისს, ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით – 15-20, ხოლო დღისით 23-28 გრადუსია მოსალოდნელი. მთაში ღამით 8-13, დღისით – 15-20 გრადუსი. უნალექო ამინდი მომდევნო ორ დღესაც შენარჩუნდება,“ …

ავტოავარიაში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

21 ივნისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგი კვლავ უგონო მდგომარეობაშია. 23 წლის ახალგაზრდა ქალი ჭავჭავაძის ქუჩას კვეთდა, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იგი ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 21 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული უგონო მდგომარეობაში, ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთზე ბათუმში ხშირად ხდება ავტოავარია.

Exit mobile version