„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატები ბათუმსა და ქობულეთში

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ბათუმში თენგიზ თავდგირიძე იქნება. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია. „პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს, 10 სექტემბერს, ქობულეთშიც წარუდგინა ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი. „ალიანსის“ სახელით ქობულეთის მერობისთვის მერაბ ბლადაძე იბრძოლებს.    

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის სექციაში – „ქართული პანორამა“ – წელს ექვს ახალ ქართულ ფილმს ნახავთ.   „ქართულ პანორამაში“ წარმოდგენილი ფილმები არასაკონკურსოა. ფესტივალი ბათუმში 17 სექტემბერს გაიხსნება. [checklist] თვე როგორც ერთი დღე. რეზო ესაძე, საქართველო, 2016; 128 წთ. სკამი. ელდარ შენგელაია, საქართველო, 2017 მე გადავცურე ენგური. ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ. ოთახები. ცირა გვასალია, საქართველო, 2016, …

Black Sea Sound – ლევან შანშიაშვილის ვორქშოფი ბათუმში

Black Sea Sound-ის ფარგლებში ვორქშოფები დაიწყო. პირველი ვორქშოფი – „ჰარმონიის მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკაში“ 16 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე, მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“  გაიმართება და მას  მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი [ჯგუფი KID Jesus] გაუძღვება. ვორქშოფზე განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითი და ზოგადად ნოტების, აკორდების, ჰარმონიის თავისებურებები, ასევე, სანოტო სისტემის მნიშვნელობა და მელოდიის ჰარმონიზირება. დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია [დაკლიკეთ ბმული] უნდა გაიარონ. პროექტი …

როგორ მუშაობს ტოლერანტობის ცენტრი

2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 333,953 ადამინიდან 3,71 %-ს ეროვნული უმცირესობა წარმოადგენს. ამავე აღწერის მიხედვით, აჭარაში წარმოდგენილია 14 ეროვნული უმცირესობა, აქედან მხოლოდ 8-ს გააჩნია გაერთიანება დიასპორების სახით. ესენია: სომხური, რუსული, უკრაინული, ბერძნული, აზერბაჯანული, ებრაული, გერმანული და ეზიდური დიასპორები. ერთ-ერთი ორგანო, რომელიც მათი უფლებების დაცვაზე მუშაობს არის სახალხო დამცველთან არსებული …

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

საავტორო კინოს ბათუმის მე-12 კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა მოჰსენ მახმალბაფი [ირანი/საფრანგეთი].  ჟიურის წევრები არიან: ნუცა ალექსი-მესხიშვილი [საქართველო], დიანა აშიმოვა [ყაზახეთი], სიდიქ ბარმაკი [საფრაგენთი] და ბორის შულმანი [შვედეთი]. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის თავჯდომარე ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება საქართველოდან. ჟიურის წევრები არიან: შონ მაკალისტერი [დიდი ბრიტანეთი], მეჰმეტ ალი არსლანი [თურქეთი], ვიქტორ კუფალი [გერმანია]  და სეიფოლა სამადიანი [ირანი]. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის …

შსს: ხულოში 200-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად

ხულოში, შავნაბადას მთაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება …

მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც საყურე ნიშანი არ ექნება, სასაკლაოზე ვეღარ დაიკვლება

სასაკლაოებზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონელი აღარ დაიკვლება – რეგულაცია 2018 წლის პირველი იანვრიდან  შედის ძალაში. იდენტიფიცირებულად ითვლება საქონელი, რომელსაც ერთ, ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი. 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდნიშნა  უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია.  საყურე ნიშნები, ერთი მხრივ, იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, …

სამეცნიერო-კვლევითი გემი Mare Nigrum ბათუმის პორტში

3 აგვისტოს ბათუმის პორტს დატოვებს სამეცნიერო-კვლევითი გემის  „Mare Nigrum“, რომლის  საშუალებით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ „შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“  ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, და  ევროკავშირის ქვეყნების მეცნიერები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ. პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომლის შედეგადაც 12  სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი …

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. კომახიძე ბათუმის მერის არჩევნებისთვის ემზადება, იგი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება. ლაშა კომახიძის განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უნდა მოაწეროს ხელი. ლაშა კომახიძემ 2016 წლის ივლისში, ზურაბ პატარაძის მთავრობაში დაიკავა მინისტრის სავარძელი. მანამდე, 2008 წლიდან, იგი გაეროს …

ბათუმში პარლამენტის განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს

დღეს და ხვალ, 1-2 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.  სხდომის მიზანია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების პრიორიტეტული საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და შეჯერება. სხდომას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა/რ …

გიორგი ერმაკოვი: ბათუმის მომავალ მერს გამძლეობას ვურჩევ

ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი, რომლის უფლებამოსილების ვადა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მიიჩნევს, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა და მისი მერობის პერიოდში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. „სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაწყებულია, რამდენიმეეტაპიანია და დასჭირდება კიდევ ორი წელი დაახლოებით, რომ დასრულდეს. ოთხწლიანი ვადაც რომ მქონოდა, ვერ დასრულდებოდა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის, მასშტაბური სამუშაოებია, რაც ათწლეულებია ქალაქში …

ბათუმის მერის ოთხი, შეუსრულებელი, „პროცესში მყოფი“ დაპირება

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი თანამდებობას დატოვებს. 2014 წელს ერმაკოვი ბათუმის მერი არჩევნების მეორე ტურში მიღებული 26 103 ხმით [ბათუმში სულ 132, 389 ამომრჩეველია] გახდა. მერად არჩევამდე ქალაქის მოსახლეობამ მისგან არაერთი დაპირება მოისმინა. „ბათუმელებმა“ ერმაკოვის მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს გადაავლო თვალი. შეასრულა თუ არა დაპირებები ბათუმის მერმა? „ბათუმელები“ მერის ოთხ დაპირებაზე …

ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლება

კახებერ ცისკარიძე, რომელმაც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს გამოთქვა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ. „საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო 25 აგვისტო. არ მოუმართავთ ჩვენთვის და შესაბამისად, ვერც კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა. ასე რომ, უკვე დაგვიანებულია. ამას გარდა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ …

როგორ გადაარჩინეს 200 ემიგრანტი – ქართველი მეზღვაურის ნაამბობი

17 აპრილის შტორმიან დილას ხმელთაშუა ზღვაში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ HELEN M-ს კურსი ტუნისისკენ ჰქონდა აღებული, როცა გემზე იტალიის სანაპირო დაცვის შეტყობინება შევიდა. იტალიელი მესაზღვრეები ტვირთმზიდი ტანკერისგან დახმარებას ითხოვდნენ აფრიკიდან გამოქცეული 200 ემიგრანტის დასახმარებლად, რომელთა მომცრო გემს კურსი ჰქონდა არეული და მესამე დღეა შველას ითხოვდა. HELEN M-ის კაპიტანი გიგლა ბერიძე გემის მფლობელ კომპანია …

რატომ გადაწყვიტა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობა

მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატია – კახაბერმა  28 აგვისტოს, ბათუმში, 6 მაისის პარკში ჟურნალისტებთან იმ ოფიციალურ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ბათუმის მერად კენჭისყრა გადააწყვეტინა.  მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ბათუმში 2 000-მდე ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და ამის შემდეგ ოფიციალურად დარეგისტრირდება, როგორც ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი.  ცისკარიძემ „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერობა?  2017 …

ბათუმში ლიანა ისაკაძის მეუღლე ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი შეწყდა

დღეს, 26 აგვისტოს, ბათუმში ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების”  მიმდინარეობისას ლიანა ისაკაძის მეუღლე, თამაზ ჩაჩავა ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი შეწყდა. მუსიკოსის მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. „ღამის სერენადები“ ბათუმში დღეს გაიხსნა. გეგმის თანახმად, ფესტივალი 31 აგვისტოს ლიანა ისაკაძის, იუსტუს ფრანცისა და “მსოფლიო ვირტუოზების” გრანდიოზული …

პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ჩემთვის ეს არის პროფესიული ინტერესი

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნატალია მგელაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე აჭარის განათლების ფონდის  დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. იგი ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი და ტრენერია. ნატალია მგელაძე ამბობს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა მას განათლების სამინისტრომ შესთავაზა: „ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ნდობის გამოცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, …

როგორ ხვდებიან გველები ზღვაში

წელს, საზღვაო სეზონზე, ზღვაში ქვეწარმავლის არსებობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებ ფეისბუქშიც გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა. როგორ ხვდებიან ქვეწარმავლები შავ ზღვაში? „ბათუმელებთან“ ამაზე განმარტება გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა,  არჩილ გუჩმანიძემ გააკეთა. „შავი ზღვისთვის ქვეწარმავლების მუდმივი წარმომადგენლობა ზოგადად სახასიათო არ არის, ისინი წარმოდგენილნი არიან მხოლოდ შემტკნარებულ უბნებში. ასეთი უბანი მრავლად არის მდინარეების …

ავარია შუქნიშანთან – ერთმა ავტომობილმა ორი დააზიანა

ავარია მოხდა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველის ინფორმაციით, შუქნიშანთან შეჩერებულ ავტომანქანას უკნიდან  ისეთი ძალით დაეჯახა ავტომანქანა, რომ მის წინ მყოფი მესამე ავტომანქანაც დაზიანდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მგზავრები არ დაშავებულან. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით.

უახლოეს დღეებში ბათუმში გრილი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და მთელს აჭარაში უახლოეს დღეებში გრილი ამინდია მოსალოდნელი. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით  იქნება 18-23 გრადუსი, დღისით – 24-29 გრადუსი, მთაში ღამით – 12-17, დღისით – 20-25 გრადუსი სითბო. ზღვის წყლის ტემპერატურა …

ამერიკული პეპელა და ფაროსანა ბათუმის ქუჩებში – ვინ იზრუნებს შეწამვლაზე

ბათუმის ქუჩებში, ცალკეულ ადგილებზე, ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა გამოჩნდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ დროისათვის არც ერთ უწყებას: ბათუმის მერიას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს არა აქვს პროგრამა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე თეთრ პეპელასა და ფაროსანას შეწამვლას ითვალისწინებს. „თაყაიშვილის #101-ში მსხლის ხე დგას და ხე გაახმო. ჯავახიშვილიდან ლერმონტოვის ქუჩამდე, განსაკუთრებით პირველი ნახევარი …

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა იმ მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც წელს,  სექტემბერში, ბათუმში გამართულ ფესტივალზე საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. კინოფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. ფესტივალის საკონკურსო სექციაში წელს ათი მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები:   [checklist] პატიოსანი კაცი – მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ. ჩიტები მღერიან კიგალიში – იოანა კრაუზე, …

სათამაშოები სოფელში [ფოტოპროექტი]

ავტორი, ფოტო: ია ფრანგიშვილი  საქართველოს სოფლებში სათამაშოების მაღაზიები არ არის, თუმცა ზოგიერთ სოფელში მაინც შეძლებთ სათამაშოს ყიდვას სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების პატარა მაღაზიაში, სადაც ბავშვის სათამაშოებს, ძირითადად, მოკრძალებული ადგილი უჭირავს. არჩევანი დიდი არ არის: რამდენიმე ავტომანქანა, თოჯინა, პლასტმასის პისტოლეტი… რა სათამაშოები აქვთ და რაზე ოცნებობენ ბავშვები აჭარის სოფლებში? ცხრა წლის ჯაბა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ …

„საუბრები ევროპაზე“ ბახმაროში – დისკუსია ქალთა უფლებებზე

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 20 აგვისტოს, ბახმაროში, არტ-კაფეში, დღის პირველ საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე: ქალთა უფლებები და სოციალური დაცვა საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და საქართველოში – როგორია ევროპული სტანდარტი? დისკუსიას გაუძღვება იურისტი და ფსიქოლოგი ანა არგანაშივილი. დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა. დისკუსიას კურორტთან ახლოს მცხოვრები მემთეურები დაესწრებიან. დისკუსიის …

ბიძინა ივანიშვილი ქობულეთში ხის შესარჩევად ჩავიდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 18 აგვისტოს  ქობულეთში, გელაურის დასახლებაში იმყოფებოდა. გელაურში გვითხრეს, რომ ივანიშვილი ხეებს ათვალიერებდა. ბიძინა ივანიშვილი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში, საკუთარ რეზიდენციასთან ახლოს აშენებს, სადაც ამ დრომდე აჭარიდან, ძირითადად ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან და ბობოყვათიდან ათობით მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს ხმელეთითა და ზღვით. ხის გადატანას პერიოდულად თან ახლდა სახმელეთო, ცენტრალური გზის გადაკეტვა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. …

ბეშუმში შუამთობას აღნიშნავენ

დღეს, 6 აგვისტოს, ბეშუმში შუამთობის სახალხო ზეიმია. სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორ საათსა და 30 წუთს მოიცავს, სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, წელს პირველად, ბეშუმში „მრგვალ გორზე“ ავტორბოლა გაიმართება. სპორტულ-კულტურული ღონისძიების პარალელურად  ქორწილის ინსცენირებაც შედგება. ბეშუმში ჩავიდანენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.   შუამთობის ჩასატარებლად …

ბავშვები, რომლებიც დედასთან ერთად ავარიაში მოჰყვნენ, საავადმყოფოდან გაწერეს

დღეს, 5 აგვისტოს, დედათა და ბავშვთა ცენტრიდან გაწერეს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გუშინ, 4 ივლისს, ავტოავარიაში მოჰყვნენ დედასთან ერთად. როგორც „ბათუმელებს“ საავადმყოფოში უთხრეს, ბავშვებს გაეწიათ ყველა საჭირო დახმარება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი საავადმყოფოში დარჩენა უკვე აღარ იყო საჭირო. ბავშვების დედა ჯერ ისევ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. „იგი განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, მისი მდგომარეობა სტაბილურად …

ავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილების ჯანმრთელობას ექიმები აკვირდებიან

4 აგვისტოს ავარიის შედეგად დაზარალებული დედისა და შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში არ არიან მოთავსებულნი: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი და კვლევის პროცესი, ჯერჯერობით ვაკვირდებით. რეანიმაციაში არ არიან, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში მიმდინარეობს შესაბამისი დახმარება“. ბავშვების დედა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. მას მრავლობითი …

ბათუმში ზებრაზე დედასა და ბავშვებს ავტომობილი დაეჯახა

ავტოავარია ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელზე, დღეს, 4 აგვისტოს მოხდა. „დედას ბავშვები ზებრაზე გადაჰყავდა, ერთი ბავშვი საბავშვო ეტლში იყო, მეორეც მცირეწლოვანია და სამივეს დაეჯახა მანქანა. რეფერალურ საავამდყოფოში გადავიყვანეთ სამივე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ქალის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც დღეს, 4 აგვისტოს, ოპტიკის მაღაზიაში ქალს დანით მიაყენა ჭრილობები ყელის არეში. ქალის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით  გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა მოულოდნელად მოხდა და მას წინ არ უძღოდა შეხლა-შემოხლა. დაკავებულს ხელზე ჭრილობა აქვს, …

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე სახლი იწვის

ამ წუთებში ხანძარია ბათუმში, გორგასალის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში. ცეცხლი ერთსართულიან სახლს უკიდია. ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული. განახლება: ხანძარი ლოკალიზებულია. დაიწვა სამი მაღაზია და ორი საცხოვრებელი ფართი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

უნდა არსებობდეს თუ არა ნუდისტური პლაჟი საქართველოში? [გამოკითხვა]

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ვარიანტი. უნდა არსებობდეს თუ არა ნუდისტური პლაჟი საქართველოში?

შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შს სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 …

ბათუმის ისტორიული შენობები ძეგლის სტატუსის მოლოდინში

ბათუმში მდებარე 43 ისტორიული სახლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა განიხილოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები 2017 წლის იანვარში გადაიგზავნა თბილისში, თუმცა მიანიჭებენ თუ არა ძეგლის სტატუსს ამ სახლებს, ჯერ ისევ გაურკვეველია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ საკითხი დამუშავების პროცესშია და მასზე საბჭოს, რომელიც განიხილავს …

სტაჟირება „ბათუმელებში“

„ბათუმელები“ აცხადებს ორთვიან უფასო სტაჟირებას იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიაში მუშაობით. სტაჟიორი იმუშავებს ვებგამოცემა batumelebi.ge-ს ნიუსრუმში, შეისწავლის ახალი ამბების მომზადებასა და გავრცელებას,  გამოიმუშავებს მედიაში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. სტაჟიორი შეიძლება იყოს ბათუმიდან და აჭარის ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან. სტაჟირების შემდეგ „ბათუმელები“ გასცემს სტაჟირების დამადასტურებელ მოწმობას, შესაძლოა გაიცეს რეკომენდაციაც. სტაჟიორი შეიძლება მუშაობდეს როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე, იმ შემთხვევაში, …

სოსო სტურუა აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი უფროსი, ტელერეჟისორი სოსო სტურუა აჭარის საარქივო საამართველოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. იგი არქივში საზღვარგარეთთან და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს. „ტელევიზიაში და რადიოში მუშაობა არქივის ცოდნასაც მოითხოვს, ასე რომ არქივის წარმოება ჩემთვის უცხო არ არის“ – ამბობს სოსო სტურუა. მისივე თქმით, სამომავლოდ, არ არის გამორიცხული დოკუმენტური კინოს მიმართულებითაც იმუშაოს: „შეიძლება რაღაც …

Exit mobile version