ძველებური აბრები, ხის ნავი, კაკლის ძველი კარადა, ტორშერი და ტელეფონი, საბეჭდი მანქანა, თითქოს ჰაერში გამოკიდული, ყაისნაღით ნაქსოვი აბაჟურები… ამ ყველაფრის ნახვა დღეს შეგიძლიათ ძველი ბათუმის ქუჩებში. „ბათუმობა“ წელს ძველი ბათუმის „გაცოცხლებით“ აღინიშნება. ღონისძიებები ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე დღის ორ საათზე დაიწყება და საღამოს შვიდ საათამდე გასტანს, მანამდე კი ქალაქის დღესასწაულის სამზადისი „ბათუმელებმა“ დაათვალიერა.
შეგახსენებთ, დღეს ახალი, ლურჯი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. ასევე, ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, უფასო იქნება შესვლა ბოტანიკურ ბაღშიც.

სპირიდონ ჭელიძის ბუკინისტური მაღაზია მართლაც არსებობდა ძველ ბათუმში. დილის ათ საათზე ამ აბრის წინ წიგნს კითხულობდნენ

ეს „აჭარის მუზეუმის“ ექსპონატებია. ნობელების და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებმა ერთი დღით ღია ცის ქვეშ გამოიტანეს ექსპონატების ნაწილი
გაიგეთ უფრო მეტი „ბათუმობაზე“




















