საპენსიო სააგენტო ავეჯში 61 830 ლარს დახარჯავს

საპენსიო სააგენტომ ავეჯის შესაძენად ოთხი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ავეჯისათვის სააგენტო 61 830-მდე ლარის დახარჯვას აპირებს. სააგენტო აპირებს ტენდერით შეიძინოს 7 რბილი დივანი, ნაჭრის ან ტყავის ზედაპირით, 7 200 ლარად; კაბინეტის მაგიდები, ჟურნალის მაგიდა და კარადები – 19 900 ლარად;  ოფისის ავეჯი (ტრანსპორტირებით და მონტაჟით) – 13 980 ლარად და სავარძლები [40 ცალი], საკონფერენციო მაგიდა და საკონფერენციო სკამები [სულ 50 …

შსს: „შერატონში“ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე ცრუ შეტყობინებისთვის ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცრუ შეტყობინების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ს. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს „112“-ში დარეკა, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა. ადგილზე გამოცხადდნენ …

2 ქალი და 8 კაცი – როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარის უმაღლეს საბჭოში

2017 წლის აპრილში აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენდერული თანასწორობის საბჭო დაამტკიცა, რომელსაც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ეზრუნა. ორი წელი გავიდა, თუმცა საბჭოს საქმიანობა ფორმალურია. ამ საბჭოში გენდერული თანასწორობა დარღვეულია – საბჭოს ათი წევრიდან მხოლოდ ორია ქალი – ნინო ჩხეტია მმართველი პარტიიდან, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელობს და ასმათ დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. გენდერული …

„ბათუმობას“ 190 895 ლარად „მარკა“ ჩაატარებს – ტენდერი ერთი მონაწილით შედგა

„ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ ჩაატარებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარი იყო, „მარკამ“ კი 190 895 ლარად შესთავაზა კულტურის ცენტრს „ბათუმობის“ ჩატარება. შპს „მარკა“ ერთადერთი იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო, მას კონკურენტი არ ჰყოლია. „მარკამ“ გაიმარჯვა „ბათუმობის“ ჩასატარებლად გამოცხადებულ ტენდერში შარშანაც. „მარკას“ მესაკუთრე და დირექტორი …

ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს, 5 აპრილს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანების ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტომასალაც. ნეშტები რამდენიმე თვის წინაა ნაპოვნი, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად. საბჭოთა …

ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს – ეპარქია

21 აპრილს, ბათუმში, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს ნეშტებს დაკრძალავენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ცოტა ხნის წინ [18:00] გაავრცელა. ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე, გაითხარა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის …

„მაჭახელა მხოლოდ მდინარე არ არის“ – აქცია ბათუმში ჰესების წინააღმდეგ და მიმართვა პრემიერს

დღეს, 5 აპრილს, მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის ჯგუფი, ბათუმის ცენტრალურ პარკში აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორი მაჭახელაში დაარსებული მოძრაობა „სიტყვის კაცებია“, რომელიც ხეობაში ჰესების აშენებას ეწინააღმდეგება. დღეს ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობის წევრები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მიმართვას გაგზავნიან, რომელსაც თან ხელმოწერები ერთვის არა მხოლოდ ხელვაჩაურიდან, მაჭახელას ხეობიდან, არამედ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც. ხელმოწერები მაჭახლელებმა კოლონადებთანაც შეაგროვეს. აქციაზე გაიმართა …

სააგენტო, რომელიც აპირებს ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს შინაურად აგრძნობინოს თავი

„შინაური გამოცდილების სააგენტო“ – ასე ეწოდება სააგენტოს, რომლის მიზანია ტურისტებს არა ტურისტულად შეფუთული, არამედ ნამდვილი ბათუმი აჩვენოს, ბათუმელებით, ბათუმური შიდა ეზოებით, ამ ეზოებში მზეს მიფიცხებული კატებით, გასაშრობად გაფენილი ჭრელა-ჭრულა სარეცხის მწკრივებით, მეწაღეებით, მესაათეებით და ნაცნობი ქუჩის ძაღლებითაც კი. ერთი სიტყვით, ეს არასტანდარტული ტურისტული სააგენტოა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – ბათუმში ჩამოსულ ადამიანებს შინაურად, „ჩუსტებში“ აგრძნობინოს …

„ვჩეხავდი სერიოზულად“ – არჩილ ხაბაძე დეპუტატების ბიზნესინტერესებზე [ფარული ჩანაწერი]

ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ფარული ჩანაწერის ის ფრაგმენტი აჩვენა, სადაც, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე  [ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის] უცნობ პირს დეპუტატების: გია ვოლსკისა და ერეკლე ტრიპოლსკის აჭარაში ბიზნესინტერესებზე ელაპარაკება. ტელეკომპანია „პირველის“ განმარტებით, აუდიოჩანაწერი ერთსაათიანია და ესაა საუბარი ორ პირს შორის. TV „პირველს“ ინფორმაცია „ოცნების“ ბათუმელმა აქტივისტმა, არჩილ გვიანიძემ მიაწოდა. ამის შესახებ გვიანიძემ თავად განაცხადა გადაცემა „პოლიტმეტრში“. ფრაგმენტი …

მგალობლიშვილის თქმით, მას აქვს ვერსია, ვის შეიძლება გაეკეთებინა ხაბაძესთან ფარული ჩანაწერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი, ფეისბუქზე გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერს, რომელიც დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ისმის აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ხმა, რომელიც თავისი გადადგომის მიზეზებზე უამბობს უცნობ თანამოსაუბრეს. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. „ადამიანის ფარულად ჩაწერა უმდაბლესი საქციელია, ამიტომ არ ვეუბნები ამის ჩამწერს გამარჯობას. ვინც ეს საქციელი წააქეზა …

რატომ დატოვა არჩილ ხაბაძემ თანამდებობა – TV „პირველი“ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

ტელეკომპანია „პირველი“ აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ხაბაძე საუბრობს, რა გახდა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზი. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. „ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს არჩილ ხაბაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტარია. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში კი ისმის: არჩილ ხაბაძე: ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი? …

გამოძიება: ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი კომპანიას თანხის დაუფლებაში დაეხმარა 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განახორციელა ახალშენის კულტურის სახლის …

საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა

დღეს, 2 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი მერიის შენობაში დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სპეციალისტი ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებითაა დაკავებული. ახალშენის კულტურის სახლის შენობის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“. სწორედ მეორე ეტაპის სამუშაოების დროს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კულტურის …

„ტურისტერი“ ტურიზმზე, გასტრონომიაზე და არამხოლოდ – ფესტივალის ქრონიკა

31 მარტს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ დაიწყო და იმავე დღეს დასრულდა კიდეც. ფესტივალი სულ ერთ დღეს გრძელდებოდა, დილის 11-დან დაახლოებით 20 საათამდე, თუმცა ქართული ტურიზმის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო: კანონმდებლობას, კლიმატს, გასტრონომიას, სტარტაპებს, ტურიზმში კრეატივის მნიშვნელობას და ირიბად – კულტურულ მემკვიდრეობასაც კი. „ტურისტერის“ ორგანიზატორები „ტურიზმის ინსტიტუტი“ და მარკეტინგული კომპანია „შინდი“ იყვნენ. მასზე დასასწრებად მსურველს ბილეთი …

ბათუმში 800 აბონენტს გაზი ეტაპობრივად, დღის ბოლომდე ჩაერთვება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბათუმში იმ აბონენტებს, რომელთაც გუშინ საღამოდან ამ დრომდე გაზი არ მიეწოდებოდათ, გაზი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ჩაერთვებათ. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, აბონენტებისათვის გაზის ჩართვა უკვე დაწყებულია. კომპანიის ინფორმაციით, გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა, შედეგად 800-მდე აბონენტს შეუწყდა გაზის მიწოდება. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ …

ბათუმში 800-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, ამ დროისათვის ბათუმში დაახლოებით 800 აბონენტია გათიშული. „სოკარში“ ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა. კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ აბონენტებს ხვალ, პირველ აპრილს, დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ გაზის მიწოდება.

მაჭახლელები ხეობაში ჰესების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პრემიერს მიმართავენ

მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა ხეობაში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა ხელმოწერებს მთელი აჭარის მასშტაბით აგროვებს. ჰესის მოწინააღმდეგეები აპირებენ ხელმოწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზე გაგზავნილ განცხადებას დაურთონ თან იმის საილუსტრაციოდ, რომ მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენებას არა მხოლოდ ხეობის, არამედ მთელი აჭარის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. აქტივისტები პარასკევს, 5 აპრილს, ბათუმის ცენტრალურ [ყოფილი 6 მაისის] პარკში, კოლონადებთან  შეაგროვებენ ჰესის მოწინააღმდეგეთა …

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ მიმდინარეობს

ტურიზმი, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევებია ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერის“ მთავარი თემა. დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული პირები საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ ბათუმში, კლუბ „გეითში“, სადაც ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი „ტურისტერი“  ბათუმში დღეს, 31 მარტს გაიხსნა. ფესტივალი „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია. ფესტივალის პირველი ნაწილი ფორუმს დაეთმო, სადაც დარგის სპეციალისტებმა ტურიზმის პოლიტიკა განიხილეს. პანელური განხილვების …

ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს – მისი მდგომარეობა მძიმეა

30 მარტს ხელვაჩაურში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. მას თავის არეში აქვს მიყენებული საფანტის ტყვიით ჭრილობები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო – განზრახ მკვლელობის მცდელობა.

პირველმა არხმა საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისთვის აჭარის ტელევიზიას უჩივლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ადმინისტრაციული გაფრთხილება მისცა საზოგადოებრივი მაუწყებლის [პირველი არხი] პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაციის განთავსებისთვის. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველმა არხმა მიმართა განცხადებით, რომლის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ 2019 წლის 6 და 7 იანვარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში განათავსა პირველი …

პოლიცია ნერწყვის ტესტერით დაადგენს, არის თუ არა მძღოლი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ

პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. შს სამინისტროს ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, …

„შერატონში“ პოლიცია ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდა – გამოძიება ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო

31 მარტს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სამართალდამცავები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. ზარი იმის შესახებ, რომ სასტუმროს კაზინოში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, 112-ზე შევიდა, რასაც კაზინოში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოჰყვა. ასაფეთქებელი ნივთიერება სამართალდამცავებმა ადგილზე ვერ აღმოაჩინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 331 მუხლით მიმდინარეობს – ცრუ შეტყობინება ტერორიზმის შესახებ.

„სილქ როუდ ჯგუფის“ ბრიფინგი ძველი ბათუმის დამცველების ბრიფინგის საპასუხოდ

დღეს, 29 მარტს, „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ, ბრიფინგი გამართა. იგი საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმისა“ და საზოგადოება „ბათომის“ მიერ დღეს გავრცელებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაცია და მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მედიას ამ თემაზე დისკუსიის გამართვა შესთავაზა. „ბათუმი რივიერას“ დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი …

„დაიცავი ბათუმი“: ამ ქალაქს სამშენებლო კომპანიები განაგებენ, თუ  ადგილობრივი მთავრობა?!

დღეს, 29 მარტს, საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომმა“ ბრიფინგი გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართეს ღია წერილით, ბოლო მოეღოს ურბანულ ქაოსს ბათუმში და დამტკიცდეს ისტორიული ბათუმის ზონა. ამავე თემაზე: „დაიცავი ძველი ბათუმის“ მიმართვა პრემიერს: კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას „ძაღლი და ქარავანის …

ქობულეთში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გუშინ, 27 მარტს, ქობულეთში პოლიციის ორ თანამშრომელს სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდების გაშველებისას მიაყენეს. პოლიციელების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, შს სამინისტროს ცნობით, ისინი საავადმყოფოში არ იმყოფებიან. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით [პოლიციელზე თავდასხმა], მეორეს დასაკავებლად კი სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შს სამინისტროში უარყოფენ …

ბათუმელი ექიმი მეთერთმეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში

29 წლის ბათუმელი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი დარინა ცეცხლაძე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი მეთერთმეტედ გახდა. 2019 წლის 20-24 მარტს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში დარინამ ტრავმების მიუხედავად იასპარეზა და აბსოლუტურ წონაში გახდა ჩემპიონი. „ტრავმები მქონდა ვარჯიშის და გადატვირთული გრაფიკის გამო. ექიმი ვარ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, იმდენს ვერ ვვარჯიშობდი, რამდენიც საჭირო იყო, რაც სამ-ოთხ თვეში იყო გასაკეთებელი, მინდოდა ერთ …

მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ იხსნება

28 მარტს მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, „თოკების პარკი“ ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციაა და განსხვავდება ზიპლაინისგან, რომლის საშუალებითაც ხიდან ხეზე დაშვებაა შესაძლებელი. „თოკების პარკი წარმოადგენს წინაღობათა ჯგუფს, თოკებიდან, ხიდებიდან, ხის მორებიდან, ბადეებიდან და სხვა საგნებიდან, რომელიც სხვადასხვა სიმაღლეზეა დამონტაჟებული. სიგრძე სულ 209 მეტრია, არის ორი მარშრუტი – ბავშვებისთვის …

17-წლიანი სასჯელი – ლიფტში ქალის მკვლელობის მცდელობის საქმეზე განაჩენი სააპელაციომ არ შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გერმანე ჩერნიავსკი დამნაშავედ იქნა ცნობილი. შემთხვევა ბათუმში 2018 წლის 27 მაისს მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მსჯავრდებული ქალს თავს დაესხა და მას 55 ჭრილობა დანით მიაყენა, მათ შორის 4 – გულმკერდის არეში. …

მეოთხე დღე „სიფთის“ გარეშე – გარემოვაჭრეები ავტოსადგურში მყიდველს ელიან

ბათუმში, მაიკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე თუნუქის პავილიონებში წერეთლისა და სხვა ქუჩებიდან გადაყვანილი გარემოვაჭრეები უკვე მეოთხე დღეა მუშაობენ. დილის 10 საათზე აქ სიხალვათეა, პავილიონში მხოლოდ გარემოვაჭრეები არიან და ყოველ შემომსვლელს იმედის თვალით უყურებენ, ასეთები კი თითქმის არ არიან. „იშვიათად თუ შემოვა ვინმე, დიდი იმედებით შემოვედით და იმედია, გამართლდება ჩვენი იმედები. პირობები კი ნორმალურია,“ – გვითხრა …

მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტოამბავი]

დღეს, 21 მარტს, აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს. მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი ქურიძის თქმით, შველი გარემოსდამცველებმა სოფელ ახალშენიდან მოიყვანეს: „სოფელ ახალშენში დაფიქსირდა ცხელ ხაზზე ზარი, ადგილობრივმა იპოვა ეს შველი, დიდი ალბათობით მონადირის ან სოფლის ძაღლების მიერ იქნა ტყიდან გამოდევნილი და დაცულ ტერიტორიებზე გავუშვით,“ – ამბობს …

ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

დღეს, 21 მარტს, ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, მათგან ერთი კი ქვეითს შეეჯახა და ავარიის შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ მათ საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს: ქალის დახურული დაზიანებით, ტუჩების ნახეთქი ჭრილობებით და თავზე ნაკაწრებით. გამოძიება სისხლის …

შს სამინისტრომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით ბათუმში გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, გონიოს ხიდთან არსებულ ე.წ. „ბეიკერის ორმოსთან“ დაკავშირებულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ფეისბუქზე გავრცელდა. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ, ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად, …

„გასული საუკუნის წარმატებული ქალები“ – საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

პარასკევს, 22 მარტს, 12 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია „გასული საუკუნის წარმატებული ქალები“. ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე მსმენელებს გააცნობენ საუკუნის წინ, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოღვაწე აქტიურ ქალებს – პოლიტიკოსებს, პედაგოგებს, ხელოვანებს, აქტივისტებს, მათ საქმიანობასა და ზოგადად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკას ქალთა საკითხებისადმი. ლექციაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ფარნავაზ მეფის 33. …

„ბეიკერის ორმო“ – ხოცავენ თუ არა ქუჩაში მყოფ ცხოველებს გაზაფხულის რეიდებზე ბათუმში

ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ დღეს სწორედ ამ ორმოში იპოვა საკუთარი კატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. …

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

31 მარტს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიხსნება. „ტურისტერის“ მიზანია ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალებით ისაუბროს ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. ფესტივალი „ტურისტერი“ კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე გაიმართება და შედგება …

ბათუმში დააკავეს ექვსი პირი, რომლებიც უცხოელებს რესტორანში შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძალვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 6 პირი: 1994 წელს დაბადებული რ.ბ., 1979 წელს დაბადებული ნ.ო., 1983 წელს დაბადებული რ.ბ., 1985 წელს დაბადებული მ.ი., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული მ.კ. და 1989 წელს დაბადებული მ.ი. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულთაგან ზოგი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან …

Exit mobile version