ბორანოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება-განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.  ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი …

როგორი იქნება „ბათუმობა“ წელს, 28 აპრილს

ბათუმის კულტურის ცენტრმა „ბათუმობა 2019“-ის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. წელს „ბათუმობა“ 28 აპრილს გაიმართება ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარია. ტექნიკური დავალების თანახმად, „ბათუმობის“ მთავარი სცენა ბულვარის კოლონადასთან იქნება, თეთრი და ცისფერი აფრებით მოირთვება და გამჭვირვალე პოლიკარბონატით გადაიხურება. რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის მუსიკოსებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. პროგრამაში წარმოდგენილი …

მუნიციპალური შპს-ების დირექტორები აჭარაში, რომლებმაც დეკლარაცია არასრულად შეავსეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით აჭარაში მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. ორგანიზაციამ აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა დროს დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) ხელმძღვანელი პირების 21 დეკლარაცია შეისწავლა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის  შედეგად დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 2 ეხება საკუთარი და ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული წილების მიუთითებლობას, 3 …

როგორ მოვიქცეთ, როცა ქუჩაში ძაღლი გვხვდება და გვეშინია – ვეტერინარის რჩევები

კინოფობია – ასე ეწოდება შიშს ძაღლების მიმართ. მართალია, ბევრი ადამიანი, ვისაც ძაღლების ეშინია, ცდილობს შიში არ შეიმჩნიოს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შიშს, პირველ რიგში, ძაღლი ამჩნევს და მასზე რეაგირებს. ქუჩაში მყოფი ძაღლებისგან საფრთხე იშვიათადაა მოსალოდნელი. თუ ხედავთ, რომ ძაღლს ყურზე უკეთია ე.წ. „ბირკა“, ეს ნიშნავს, რომ ძაღლი აცრილია ცოფსა და სხვა დაავადებებზე მუნიციპალურ თავშესაფარში და …

პოლონური კინოს დღეები ბათუმში – აფიშა

16-17 მარტს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზებითა და Polish Film Promotion-ის მხარდაჭერით,  ბათუმში გაიმართება პოლონური კინოს დღეები – „პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – პოლონეთის ისტორია კინოშედევრებში“. პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების – ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკისა და იან კომასას ფილმები. [red_box]16 მარტი[/red_box] „მარმარილოს კაცი“, ანჟეი ვაიდა. დასაწყისი: 16 საათზე „პიანისტი“, რომან პოლანსკი. დასაწყისი: 19 …

ორი ნათურა და ცივი შხაპი ავარიულ შენობაში – სად ვარჯიშობენ ჩაქველი ძალოსნები 

დაბა ჩაქვში ძალოსნები კვლავ ნახევრად დანგრეულ შენობაში ვარჯიშობენ. 2015 წლიდან, როცა „ბათუმელებმა“ ჩაქველ ძალოსნებზე მოამზადა სტატია – „ივარჯიშე სანამ დაღამდება“ , დღემდე მათთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ თუ აქამდე შენობაში დენი არ იყო და სპორტსმენებს დღის შუქზე უნდა მოესწროთ ვარჯიში, ახლა შენობას ელექტროენერგია აქვს, ოღონდ მეზობელი შენობიდან გადმოყვანილი. „პარკთან დანგრეული შენობა დგას, მის უკან კიდევ ერთი …

შერცხვენით დაშინება – იარაღი გოგოების წინააღმდეგ

ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება – ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც დღეს, 8 მარტს, გაიმართა ბათუმში. კონფერენციის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, მუშაობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, თავად არიან ბენეფიციარები. კონფერენციის პირველ ნაწილში ძალადობის ფორმებზე ისაუბრა მწერალმა და ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა. „ბათუმელები“ მისი მოხსენების – „ძალადობის ნატიფი ფორმები“ შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას გთავაზობთ.  თამარ …

ლიბიიდან ჩამოსვენებულ ქართველ მეზღვაურს დღეს გორში დაკრძალავენ

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 მარტს, გორში დაკრძალავენ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს, რომლის ცხედარიც ლიბიიდან გუშინწინ ჩამოასვენეს. ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის …

აჭარაში მიწისძვრის გამო სამაშველო სამსახურში გამოძახება არ შესულა

5 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, აჭარაში მომხდარი მიწისძვრის გამო სამაშველო სამსახურში გამოძახება არ შესულა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთში, სოფელ ალამბართან დაფიქსირდა. ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გურამ გოგიტიძის თქმით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

აჭარაში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

5 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, აჭარაში მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთში, სოფელ ალამბართან დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა. ამავე თემაზე როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები  

რა ნომერი ავტობუსით მგზავრობენ ბათუმელები ყველაზე ხშირად

ბათუმში ყველაზე მეტი მგზავრი #1 და #1ა ავტობუსს ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია 2019 წლის იანვრის სტატისტიკა – ზამთრის პირველ თვეს ამ ხაზის ავტობუსებით ბათუმში ჯამში 181 809 მგზავრმა ისარგებლა. #1 და #1ა გაივლიან რუსთაველის ქუჩას, სადაც არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი და ასევე, საზღვაო აკადემია, შესაბამისად, ამ მარშრუტის პოპულარობა …

მოდერნის სტილის შენობა გამსახურდიას ქუჩაზე – რას გადაწყვეტს აჭარის განათლების მინისტრი?

გასულ კვირას აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით, გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა. რას ფიქრობს ამ საკითხზე წერილის ადრესატი, ინგა შამილიშვილი? „ბათუმელებს“ მისი კომენტარის მიღება სურდა, თუმცა ეს ვერ შევძელით. სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია. …

რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან

სასტვენის გაბმული ხმა ისმოდა დღეს ბათუმის მერიასთან. გამაფრთხილებელი, სპონტანური აქცია – ასე უწოდეს აქ შეკრებილმა ბათუმელებმა საპროტესტო აქციას, რომლის საშუალებითაც მათ ქალაქის მერისთვის სურდათ ხმის მიწვდენა, მოქალაქეები ქალაქის მერიისა და საკრებულოსგან ითხოვენ, არ დაუშვან ბათუმის სანაპიროზე ექვსი კოშკის მშენებლობა. სტატია იმის შესახებ, რომ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ უკვე წარადგინა ბათუმის მერიაში ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების …

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელვაჩაურის მერიის საქმიანობას სწავლობს – ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახურში ადასტურებენ, თუმცა არ საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე, რას სწავლობს უსაფრთხოების სამსახური მერიაში. „საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, მეტ დეტალებს ვერ გეტყვით“, – გვითხრეს სუს-ის პრესსამსახურში. ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მათთან საფინანსო სამსახური იყო, რომელიც ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობით დაინტერესდა. „მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპი …

აქცია მერიასთან: „არ მოაწეროთ ხელი რივიერაზე ექვსი კოშკის აშენების პროექტს“

დღეს, პირველ მარტს, ბათუმის მერიასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რათა მოუწოდონ ბათუმის მერიასა და საკრებულოს, არ მოაწეროს ხელი ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი პროექტის მშენებლობას. „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმის მერიაში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] უკვე წარადგინა. კომპანიას ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მათგან ყველაზე მაღალი …

წამლის სააგენტო: „ფენსპირიდის“ შემცველი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია შეჩერებულია

წამლის სააგენტოს ცნობით, აქტიური სუბსტანციის „ფენსპირიდის“ შემცველი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია შეჩერებულია. ამის მიზეზი „ევროპის წამლების სააგენტოს“ ინფორმაცია გახდა. წამლის სააგენტოს ცნობით, პრეპარატ „ერესპალზე“ (აქტიური სუბსტანცია – ფენსპირიდი; მწარმოებელი – Les Laboratoires Servier Industrie“, France)  ჩატარებულ 2 პრეკლინიკურ კვლევაში გამოვლინდა, რომ ეს პრეპარატი კალიუმის იონური არხების (hERG) ინჰიბირებით ხელს უწყობს ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას, რაც ქმნის გულის …

„გასაგებია, რომ ვერ ხართ ლუკა ასათიანი“ – პასუხის პასუხი ბათუმის მერს

ბათუმის მერიამ მოქალაქეების განცხადებას, რომლითაც ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, სთხოვდნენ, თავი შეეკავებინა ბათუმის ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან უსაფრთხოების სრული გარანტიების მიღებამდე, ზეპირი და წერილობითი სახით ურჩია მოსაზრებების წარდგენა. ამ თემაზე: მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან მოქალაქეების ჯგუფმა ლაშა კომახიძეს 5 თებერვალს მიმართა ოფიციალური წერილით, თუმცა მათ წერილი არა ბათუმის …

რიჟვაძე უკანონოდ შესახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებლის დაკანონებას აანონსებს

დღეს, 28 თებერვალს, ქობულეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 31 ოჯახს, მათ შორის ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, დაუკანონდათ საცხოვრებელი ფართობები, სადაც ეს ოჯახები წლების განმავლობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ. „ე.წ. „მუყაოს ქალაქზე“ გადაწყვეტილების მიღების პარალელურად მე ვთქვი, რომ ვიზრუნებდით იმ ოჯახებზეც, რომლებიც წლებია უკვე ფაქტობრივი სარგებლობით არიან …

ზონალურმა საბჭომ ბათუმში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განიხილა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის ზონალურმა საბჭომ ბაქოს ქუჩა #51-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მშრალი ტვირთის ტერმინალის სამშენებლოდ გამოყენება და სამშენებლო პროექტის შეთანხმება განიხილა. საუბარია გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთ ტერმინალზე, რომლის აშენებასაც ბათუმის ნავსადგურში „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯია“ გეგმავს. როგორც საბჭოს სხდომაზე ითქვა, ბათუმის ნავსადგურში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განხილვის საკითხი გახდა, რადგან მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის …

სპეციალისტები ინგა შამილიშვილს: არ დაუშვათ მოდერნის სტილის ძეგლის დაზიანება

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ინგა შამილიშვილს მიმართავს თხოვნით, არ დაუშვას ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. N12-ში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე ჩარევა. „ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, ზვიად გამსახურდიას ქ. N12, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის (იგივე, არტ ნუვო – Art Nouveau) საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. ეს სახლი …

რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძესთან

დღეს, 26 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. რა საკითხებზე ესაუბრა საინიციატივო ჯგუფის წევრებს თონიკე რიჟვაძე შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა? შეხვედრის შინაარსის შესახებ „ბათუმელები“ საინიციატივო ჯგუფის ორ წევრს ესაუბრა. „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრი, ზეინაბ დიასამიძემ ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის ყველა მოთხოვნას ვერ უპასუხა, თუმცა …

საკუთარი განცხადების საფუძველზე ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ხალვაშმა, თანამდებობა დატოვა. ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება დღეს დაწერა. „მაგიდაზე მაქვს მისი განცხადება, თანამდებობა დატოვა პირადი სურვილის საფუძველზე. დღეს მქონდა საუბარი, რა არის მიზეზი და ასე განმიმარტა,  რომ აქვს სხვა შემოთავაზებები და ამიტომ უნდა სცადოს საკუთარი თავი სხვა მიმართულებითაც,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. …

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკრაინის, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (138 კაფსულა და 23 აბი) და ნარკოტიკული (107 აბი და 2 ბოთლი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემთხვევები 22-25 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და …

ბათუმში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო ბათუმში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე. ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა გასული კვირის ბოლოს. „ბათუმელები“ ვიდეოს გავრცელების შესახებ ინფორმირებულ პირს ესაუბრა, რომლის თქმითაც, კადრები, სავარაუდოდ, გადაღებულია მშენებარე შენობაში. ის არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კადრები ამავე სკოლის სპორტდარბაზშია გადაღებული: „ბავშვებმა …

არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე პირები ხელს გვიშლიან – კომპანია მარადიდის დატბორვაზე

20 თებერვალს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში, გზის დატბორვას „კირნათი ჰესის“ მფლობელი კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოეხმაურა. რა გახდა დატბორვის მიზეზი, როგორია კომუნიკაცია თურქეთში არსებულ და „კირნათი ჰესს“ შორის, თუ აანაზღაურებს კომპანია ზარალს? – „ბათუმელებს“ ამ და სხვა კითხვებზე სურდა კომპანიისგან პასუხის მიღება, თუმცა „აჭარ ენერჯი 2007“-მა მხოლოდ წერილობით გამოგზავნა მედიასთან პასუხი. წერილში …

ბათუმში 25 წლამდე კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

21 თებერვალს, ღამით, ბათუმში, რესტორან „სანრემოსთან“ 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მამაკაცი ჩამომხრჩვალი დახვდა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

“დაიცავი ძველი ბათუმი” ლაშა კომახიძეს: გამოაცხადეთ მორატორიუმი

საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი ძველი ბათუმი” ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს. “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ წერილს. “ბატონო ლაშა, ჩვენს მიზანს არ წამოადგენს მეცადინეობა წერით უნარების განვითარებაში, მაგრამ სხვა გზა ვერ მოვძებნეთ მოგაწვდინოთ ჩვენი ხმა. დღეს, თქვენ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმის“ კიდევ ერთი ღია წერილის წაკითხვა მოგიწევთ. ჩვენს აღელვებას იწვევს ის ფაქტი, რომ მთავრობის …

ვეტერინარი ცხოველთა თავშესაფრიდან

ეკატერინე ბოგატოვა ვეტერინარია. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მუშაობს და დღეში საშუალოდ 10-12 ოპერაციას აკეთებს. თავშესაფარი, სადაც ბათუმის მერიის დაფინანსებით უპატრონო ცხოველების აღრიცხვა და სტერილიზაცია-კასტრაცია ხდება, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს. უკვე ექვსი წელია ეკატერინე ამ გზაზე დადის, იგი თავშესაფრის მთავარი ვეტერინარია. ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე ცხოველთა თავშესაფარში მუშაობითო – ამბობს. ყვება, რომ ექვსი წლის იყო, როცა ამბობდა, „ძაღლის …

სოფელ მარადიდში ჭოროხმა სამანქანე გზა და საფლავები დატბორა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა და სასაფლაოს ნაწილი დატბორა. სოფლებში – მარადიდსა და ძაბლავეთში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, თემურ დიდმანიძის თქმით, მდინარეში წყლის დონემ მატება დაახლოებით 12 საათზე დაიწყო. „მანქანების სავალი გზის დაახლოებით 25 მეტრია დატბორილი, სოფლის სასაფლაოზეა წყალი შემოსული და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე. ხალხი გამოვიდა და გადაკეტა „კირნათი ჰესის“ შესასვლელი, …

„არა ჰესებს“ – ახალგაზრდების აქცია მაჭახელას ხეობის დასაცავად [ფოტო]

დღეს, 20 თებერვალს, დღის ორ საათზე მაჭახელას ხეობაში აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის მონუმენტთან ასფალტი წითლად შეღებეს და STOP დააწერეს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უშანგი ნაგერვაძე აცხადებს, ეს არის ახალგაზრდების გზავნილი მთავრობის მისამართით, იმის დასტურად, რომ მათ არ სურთ მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენება: „აქ არიან მაჭახელას ხეობიდან ემიგრირებული ახალგაზრდები, ადგილობრივი ახალგაზრდები და ყველა ერთად …

მიტროპოლიტი დიმიტრი პრესკონფერენციას გამართავს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თარიღი, კონკრეტულად როდის გაიმართება პრესკონფერენცია. კითხვაზე, შეეხება თუ არა პრესკონფერენცია გიორგი მამალაძის საკითხს, პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბრიფინგი ნაწილობრივ ამ თემასაც შეეხება. ამჟამად გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, სადაც იგი საპატიმრო დაწესებულებიდან 15 თებერვალს გადაიყვანეს. დეკანოზი …

ყველა დროის 20 რომანტიკული ფილმი

ყველა დროის რომანტიკული ფილმების არაერთი სია არსებობს, ეს ჩამონათვალი კი ვებგვერდის – rottentomatoes მიერაა შედგენილი. სია საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ ნახავთ როგორც მუნჯი კინოს შედევრს, ასევე, სრულიად ახალ ფილმებს. ეს მოხდა ერთხელ ღამით – რეჟისორ ფრენკ კაპრას რომანტიკული კომედია 1934 წელსაა გადაღებული და თავის დროზე ოსკარიც აქვს მიღებული. ფილმში მთავარ როლებს კლარკ გეიბლი და კლოდეტ კოლბერი ასრულებენ. …

„არა ბეტონის ზღვას“ – სოლიდარობის აქცია თბილისში [ფოტო]

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში მიმდინარე აქციის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, იმავე მოთხოვნით – „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა“. აქციაზე ფოტოები „ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა გადაიღო.

35 წელი ბინის მოლოდინში და კვლავ პროგრამის მიღმა

მზიური ბალაძე ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ნაქირავებ ბინაში შვილთან, გიორგისთან ერთად ცხოვრობს. გიორგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მზიურის კი შაქრიანი დიაბეტი აქვს. დედა-შვილი პენსიითა და სოციალური დახმარებით ცხოვრობს. ამ თანხიდან იხდის მზიური ყოველთვიურ ქირას, 150 ლარს. მზიურის ბავშვობის შემდეგ საკუთარი ჭერი არ ჰქონია. იგი 35 წელია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი უწყებისთვის მიუმართავს დახმარების …

აქცია ქოლგების ქვეშ ძველი ბათუმის დასაცავად [ფოტო]

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში, ვარდების სკვერში აქცია გაიმართა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ბათუმში ათეულობით ადამიანი გამოვიდა აქციაზე, რათა თავისი პოზიცია გამოეხატა. აქციაზე გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა: [checklist] შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთანარსებული ზონალური საბჭო  რივიერას ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია ისევ დაბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში  ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას არ მოაწეროს ხელი გზშ-ს ანგარიშის გარეშე[/checklist]   ამავე თემაზე: შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს

Exit mobile version