განათლების სამინისტრომ სკოლებში საატესტატო გამოცდები გააუქმა. თუმცა რა სისტემით შეაფასებენ მოსწავლეებს საბოლოოდ, არიან თუ არა სკოლები მზად საგამოცდო სისტემის დეცენტრალიზაციისთვის, ამაზე კონკრეტული პასუხები არც სკოლას აქვს და არც სამინისტროს. ბუნდოვანებით მოცულ რეფორმაზე, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობასა და მოსალოდნელ რისკებზე „ბათუმელებთან“ მეორე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნანა პაპუნაიშვილი საუბრობს. ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, რა რისკებს …
Author Archives: ლელა დუმბაძე
14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
შსს ცნობით, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში. დანაშაული 10-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული …
Continue reading “14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს”
ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, სახლები იწვის
ბათუმში, ბერიძის (ყოფილი კალიევის) ქუჩაზე, სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან სახლში გაჩნდა. ამ დროისთვის აღნიშნული სამსახური არ ფლობს ინფორმაციას, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც. მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, „მხოლოდ სახლის მეპატრონეა ცუდად,“- ამბობენ სასწრაფოში.
რომელი პედაგოგები შეინარჩუნებენ ან შეიცვლიან სტატუსს 2020 წლამდე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ის მასწავლებლები, ვისაც კარიერული წინსვლა დაწყებული აქვთ, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას. „სტატუსს ინარჩუნებენ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, მათი წინსვლა ნებაყოფლობითია. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი; იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ …
Continue reading “რომელი პედაგოგები შეინარჩუნებენ ან შეიცვლიან სტატუსს 2020 წლამდე”
ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება – ტრენინგი მშობლებისთვის
13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მდებარე „ამერიკულ კუთხეში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ ორგანიზებით, პირველი და მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართება ინტერნეტის უსაფრთხოდ სარგებლობასთან დაკავშირებით. „სხვადასხვა პრაქტიკული და სახალისო სიმულაციური თამაშების მეშვეობით ვასწავლით სასარგებლო გზებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი პატარებისთვის ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობა“ – ნათქვამია „ამერიკული კუთხის“ განცხადებაში. ტრენინგი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით …
Continue reading “ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება – ტრენინგი მშობლებისთვის”
ბათუმში გარევაჭრობა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაშიც აიკრძალა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობა აიკრძალა ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. როგორც მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის დახლების აღებამდე მერიამ გარემოვაჭრეები გააფრთხილა და ისინი საკუთარი პროდუქციის რეალიზებისთვის ე.წ. ბონის ბაზარში გადავლენ. გარევაჭრობის დახლებისაგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება გასულ კვირას წერეთლის ქუჩიდან დაიწყო. გარევაჭრობის აკრძალვას საპროტესტო აქციები მოჰყვა ბათუმში გარემოვაჭრეთა მხრიდან. ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილზე უარს აცხადებდნენ. გარემოვაჭრეებმა 28 …
Continue reading “ბათუმში გარევაჭრობა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაშიც აიკრძალა”
შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა
განათლების სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ეტაპობრივად სიახლეების პრეზენტაციებსაც სთავაზობს საზოგადოებას. ბოლო პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ უმაღლესი განათლება უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის პარალელურად, ჯერ მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდები გააუქმეს, ცოტა მოგვიანებით კი მეთორმეტეკლასელებსაც მოუხსნეს გამოცდები. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები განათლების სისტემაში და რა შეიძლება მივიღოთ ამ ცვლილებით? „სამოქალაქო ინტეგრაციისა და …
უფროსი მასწავლებელი: გარედაკვირვებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა არ მეძლევა
„ბათუმელებს“ ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს სტატუსის შეცვლა, რისთვისაც დაგროვებული აქვს ყველა საჭირო აქტივობა (11+2 კრედიტქულა), თუმცა, პედაგოგის თქმით, გარედაკვირვებაზე დასარეგისტრირებლად მას შესაძლებლობა არ ეძლევა. „გარედაკვირვებაზე უნდა დავრეგისტრირებულიყავი 2018 წლის სექტემბერში, მაგრამ რადგან ამ დროისთვის რამდენიმე აქტივობის შეფასება არ იყო დასრულებული, ვერ დავრეგისტრირდი. ამჟამად მაქვს ყველა საჭირო კრედიტქულა …
Continue reading “უფროსი მასწავლებელი: გარედაკვირვებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა არ მეძლევა”
არსებობს თუ არა უთანხმოება ინგა შამილიშვილსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის
დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრს მეოთხე მოადგილე დაუნიშნა და ამავე დროს დასძინა, რომ სამინისტროს უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძის სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, უწყებაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი დაიწყეს. როგორი იქნება განათლების მინისტრის „სტრუქტურული ცვლილებების ახალი გეგმა“, რომელიც მან მთავრობას ექვს კვირაში უნდა წარუდგინოს და არსებობს თუ არა უთანხმოება …
Continue reading “არსებობს თუ არა უთანხმოება ინგა შამილიშვილსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის”
განათლების მინისტრი: ვმუშაობთ ქართული დიპლომების ევროპაში უპირობო აღიარებაზე
დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უმაღლესი განათლების სისტემის პრეზენტაცია წარადგინა. მან ისაუბრა ორწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის მეშვეობით უნდა მოხდეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულთან ინტეგრაცია. მინისტრის თქმით, უკვე გაკეთებულია განაცხადი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. „ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ …
Continue reading “განათლების მინისტრი: ვმუშაობთ ქართული დიპლომების ევროპაში უპირობო აღიარებაზე”
ჯარისკაცი, რომელმაც მეორე ჯარისკაცი დაჭრა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ჯარისკაცი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მეორე ჯარისკაცი დაჭრა, სასამართლომ 4- ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემთხვევა ბათუმში 22 იანვარს მოხდა. დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე რჩება. შემთხვევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებდა. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, გამოძიება სსკ-ის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ითვალისწინებს თავისუფლების …
Continue reading “ჯარისკაცი, რომელმაც მეორე ჯარისკაცი დაჭრა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს”
ბაგრატიონის ქუჩაზე ერთი თვის წინ დაზიანებული შუქნიშანი ისევ არ მუშაობს
ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების გადაკვეთაში არსებული შუქნიშანი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა, მერიას არ აღუდგენია. ავარია, რის გამოც შუქნიშანი დაიმტვრა, 2 იანვარს მოხდა. ამავე ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე თენგიზ თებიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობის გამო, ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთა შუქნიშნის გარეშე სახიფათოა. „ერთი შუქნიშანი ავარიის დროს მოიგლიჯა, დანარჩენი სამიც ჩაქრა. მუნიციპალური ავტობუსი, …
Continue reading “ბაგრატიონის ქუჩაზე ერთი თვის წინ დაზიანებული შუქნიშანი ისევ არ მუშაობს”
ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში – რამდენად მასშტაბურია პრობლემა
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ღამის განათება არ მუშაობს. განათება გამორთულია, შესაბამისად, სიბნელეში უწევთ გადაადგილება მოქალაქეებს შემდეგ ქუჩებზე: ლადო ასათიანის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, რურუას, ჩოლოყაშვილის, ტბეთის, პარიზის კომუნას და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. დაახლოებით ათი ჩაბნელებული ქუჩის შესახებ აცნობეს „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა. მოქალაქე დავით ყულეჯიშვილი წერს, რომ თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, დიდი ხანია გამორთულია ღამის განათება. კიდევ ერთი მოქალაქე, ია …
Continue reading “ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში – რამდენად მასშტაბურია პრობლემა”
განათლების მინისტრი: უცხოურ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა კერძო უნივერსიტეტებსაც ექნებათ
სამეცნიერო სფეროში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რომლის პრეზენტაცია განათლების მინისტრმა დღეს, 30 იანვარს სამინისტროში წარადგინა, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი). გარდა ამისა, როგორც პრეზენტაციისას ითქვა, გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით, „მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან“. ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა …
ცვლილებები, რომელსაც სამინისტრო მეცნიერების სფეროში გეგმავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციის მიხედვით, ცვლილებები ითვალისწინებს სამეცნიერო სფეროს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტ ინტეგრაციას, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ კვლევებში სამეცნიერო ეფექტიანობის სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვას, მეცნიერების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავებას, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის …
Continue reading “ცვლილებები, რომელსაც სამინისტრო მეცნიერების სფეროში გეგმავს”
31 იანვარს სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება რვა საათით შეჩერდება
ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება. „სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილას, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება,“ …
Continue reading “31 იანვარს სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება რვა საათით შეჩერდება”
მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდას აღარ ჩააბარებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წელს მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება მაინც მოუწევთ მე-12-კლასელებს არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ შესაბამის …
Continue reading “მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდას აღარ ჩააბარებენ”
მინისტრი: არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგვარი მომზადება სჭირდებოდეს
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამოცდების ახალი მოდელის პრინციპი ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოება იქნება. „ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე, პირველ რიგში რაც გვჭირდება, სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი. სკოლის როლის დაბრუნების გარეშე მაღალი განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია. ბავშვებსა და მშობლებს ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა …
ბათუმში აქციის მონაწილე გარემოვაჭრე დააკავეს
დღეს, 28 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთი გარემოვაჭრე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით დააკავეს, ადმინისტრაციული კოდექსის 166 და 173 მუხლების თანახმად. გარემოვაჭრეებმა დღეს, 28 იანვარს, საპროტესტო აქცია მერიის წინ დაიწყეს, ისინი ლაშა კომახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოჰყვა. მერიამ გარემოვაჭრეთა დახლები …
Continue reading “ბათუმში აქციის მონაწილე გარემოვაჭრე დააკავეს”
ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე
გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისათვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან …
Continue reading “ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე”
„გამოდი!“- გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ
ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების დახლები მერიამ წერეთლის ქუჩიდან გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში …
Continue reading “„გამოდი!“- გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ”
გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის
რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას? – 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენტების 27-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად, 47 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ – კარგად. კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შეეხო ბევრ საკითხს, მათ …
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურში მიღების წესი შეცვალა
შს სამინისტროში სამსახურში მიღების წესი შეიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, „სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა პოლიციის აკადემია იქნება“. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. „საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე გამომძიებლის გადამზადება“. 2018 წელს აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და „სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება“. „მხოლოდ გასულ წელს აკადემიაში პროფესიული მომზადება გაიარა 4139-მა პოლიციელმა, …
Continue reading “შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურში მიღების წესი შეცვალა”
„ბატონო ბიძინა, გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან
დღეს, 26 იანვარს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი, ასევე, მოქალაქეები. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას აპირებს, რასაც ისინი არ ემხრობიან. „ევექსი“ აპირებს რესპუბლიკურში შემოსვლას და ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, რადგან გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო საავადმყოფო. მე რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ …
Continue reading “„ბატონო ბიძინა, გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან”
რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში
„უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტრო დამატებით, ორი ახალი ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას აპირებს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. სამინისტროს განცხადებით, ცენტრებში მაღალი კვალიფიკაციის ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები იმუშავებენ. მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას. მინისტრი ასევე ამბობს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, სკოლებში „დაინერგება თვისობრივად ახალი მიდგომა“, …
Continue reading “რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში”
დაისჯება ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს
2019 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს. 22 იანვარს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დადგინდა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც დასაქმების მსურველი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სავალდებულო იმუნიზაციით გათვალისწინებული ყველა აცრა. სავალდებულო იმუნიზაციას ექვემდებარებიან ბავშვებიც. ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, მარინა ბაიდაურის განცხადებით, დაისჯება ყველა ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს. …
Continue reading “დაისჯება ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს”
„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა
„ხართ თუ არა აცრილი წითელაზე?“ – ამ კითხვას დადებითად უპასუხა ორი ათასამდე სტუდენტმა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თითქმის 28 პროცენტმა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. წითელას აცრასთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ონლაინ გამოკითხვას 28 იანვრის ჩათვლით აწარმოებს. წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა აუცილებელია სტუდენტებისთვის. როგორც ბსუ-ში აცხადებენ, ცნობის წარდგენა სავალდებულოა სტუდენტებისთვის საქართველოს …
Continue reading “„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა”
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ზაზა ოქუაშვილს, დღეს, 24 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, როგორც უმაღლეს საბჭოში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, მილიონერი დეპუტატის განცხადება იყო. ზაზა ოქუაშვილი უმაღლესი საბჭოს სხდომებს თითქმის არ ესწრებოდა. 2018 წელს ზაზა ოქუაშვილს, სხდომების გაცდენისთვის ხელფასიდან 205 ლარი და 50 თეთრი დაუქვითეს. მისი შრომის ყოველთვიური …
Continue reading “აჭარის უმაღლესმა საბჭომ ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა”
მერიის მოწვევით ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს -კონცერტის ბიუჯეტი 35 ათასი ლარია
27 იანვარს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი კონცერტს მართავს, სადაც ნინო ქათამაძე და ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაშიც იმღერებენ მუსიკალური ცენტრის კაპელასთან ერთად. კონცერტში ასევე მონაწილეობს სიმებიანი კვარტეტი და ჯგუფი THE QUINTESENCE-ს. სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, კონცერტის ბიუჯეტი 35 732,50 ლარია. ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში კონცერტზე ჰონორარის გარეშე იმღერებს, ნინო ქათამაძეს კი ჰონორარს …
Continue reading “მერიის მოწვევით ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს -კონცერტის ბიუჯეტი 35 ათასი ლარია “
საავადმყოფოში რჩება ბავშვი, რომელმაც ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია
ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში, ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „წინასწარ რაც გავარკვიე არის ის, რომ ბავშვების მოსვლამდე როცა აღმზრდელმა ჩაატარა დეზინფექცია, რადგან იცით, რომ გრიპის და წითელას ვირუსებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, საგანგებო სიტუაციაში ვმუშაობთ და დღეში სამჯერ ტარდება სადეზინფექციო …
Continue reading “საავადმყოფოში რჩება ბავშვი, რომელმაც ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია”
რამდენჯერ დაჰპირდა სამინისტრო მასწავლებლებს ხელფასის გაზრდას – ბოლო წლის ქრონოლოგია
სკოლის მასწავლებლების ხელფასის 2019 წლიდან გაზრდის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა პირველად 2018 წლის ივლისში, პარლამენტში განაცხადა. მაშინ ის მინისტრობის კანდიდატი იყო. მიხეილ ბატიაშვილმა მაშინ თქვა, რომ დეტალებს ვერ დააზუსტებდა, თუმცა აღნიშნა, რომ „ამ მიმართულებით მუშაობა მიდის“, გადაიხედება სისტემა ფიქსირებული და საათობრივი ბალანსის დაცვით. გასული წლის 14 სექტემბერს იგივე ტექსტი გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და 2019 წლისთვის …
ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე, დღეს 21 იანვარს, გარდაცვლილი იპოვეს. „პირველადი ინფორმაციით დასტურდება, რომ დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურის ტერიტორიაზე ზღვაში იპოვეს. ექსპერტიზა ტარდება და დანარჩენ დეტალებს არკვევენ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში. 23 წლის დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, …
Continue reading “ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს”
ხანძარი ხულოში
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდასახოში, თამაზ ნათიძის სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობა დაიწვა. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელმა ვაჟა თავართქილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ხანძარი სათავსოში გაჩნდა. „ბოსელი მთლიანად დაიწვა. ასევე, შინაური ცხოველების საკვები და სამეურნეო ინვენტარი, რომელიც ოჯახს ბოსლის ქვეშ ჰქონდა განთავსებული“. ვაჟა თავართქილაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არ დაშავებულან შინაური ცხოველები, „არც სახლში მცხოვრებლებს ემუქრებათ საფრთხე. სახანძრო სამსახურმა დროულად მიიღო …
ბერიკა შუკაკიძე: სკოლა გადაწყვეტს, თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდება პედაგოგს
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას სახელი შეეცვლება და ახლა უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ დაერქმევა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა. შუკაკიძის თქმით, ცვლილებების შედეგად გაუქმდა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. პედაგოგი მას სურვილის მიხედვით შეავსებს, მაგრამ აღარ იქნება სავალდებულო. როგორც ბერიკა შუკაკიძე ამბობს, …
Continue reading “ბერიკა შუკაკიძე: სკოლა გადაწყვეტს, თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდება პედაგოგს”
რა ხდება ბათუმში ევროპის მოედანზე – ცრუ განგაში კაცის დაჭრაზე
ბათუმში, ერას მოედანზე ამ წუთებში [17:45] მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პოლიციაში ცრუ განგაში შევიდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ბათუმის ევროპის მოედანზე კაცი დაჭრეს. ცრუ განგაშის შესახებ „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში უთხრეს, თუმცა ამ წუთებში პოლიცია მაინც აგრძელებს მოედანზე მყოფი პირების გამოკითხვას.
სიმონ ჯანაშია: უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები
დღეს, 18 იანვარს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებაზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად აღარ დასჭირდებათ კრედიტქულების დაგროვება და კონკრეტული სტატუსის მისაღებად ისინი გამოცდებს ჩააბარებენ. თუმცა, პრეზენტაციისას, არც მინისტრს და არც ცენტრის ხელმძღვანელს პასუხი ბევრ კითხვაზე არ გაუციათ. მაგალითად …
Continue reading “სიმონ ჯანაშია: უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები”