ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდასახოში, თამაზ ნათიძის სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობა დაიწვა. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელმა ვაჟა თავართქილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ხანძარი სათავსოში გაჩნდა. „ბოსელი მთლიანად დაიწვა. ასევე, შინაური ცხოველების საკვები და სამეურნეო ინვენტარი, რომელიც ოჯახს ბოსლის ქვეშ ჰქონდა განთავსებული“. ვაჟა თავართქილაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არ დაშავებულან შინაური ცხოველები, „არც სახლში მცხოვრებლებს ემუქრებათ საფრთხე. სახანძრო სამსახურმა დროულად მიიღო …
Author Archives: ლელა დუმბაძე
ბერიკა შუკაკიძე: სკოლა გადაწყვეტს, თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდება პედაგოგს
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას სახელი შეეცვლება და ახლა უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ დაერქმევა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა. შუკაკიძის თქმით, ცვლილებების შედეგად გაუქმდა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. პედაგოგი მას სურვილის მიხედვით შეავსებს, მაგრამ აღარ იქნება სავალდებულო. როგორც ბერიკა შუკაკიძე ამბობს, …
Continue reading “ბერიკა შუკაკიძე: სკოლა გადაწყვეტს, თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდება პედაგოგს”
რა ხდება ბათუმში ევროპის მოედანზე – ცრუ განგაში კაცის დაჭრაზე
ბათუმში, ერას მოედანზე ამ წუთებში [17:45] მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პოლიციაში ცრუ განგაში შევიდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ბათუმის ევროპის მოედანზე კაცი დაჭრეს. ცრუ განგაშის შესახებ „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში უთხრეს, თუმცა ამ წუთებში პოლიცია მაინც აგრძელებს მოედანზე მყოფი პირების გამოკითხვას.
სიმონ ჯანაშია: უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები
დღეს, 18 იანვარს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებაზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად აღარ დასჭირდებათ კრედიტქულების დაგროვება და კონკრეტული სტატუსის მისაღებად ისინი გამოცდებს ჩააბარებენ. თუმცა, პრეზენტაციისას, არც მინისტრს და არც ცენტრის ხელმძღვანელს პასუხი ბევრ კითხვაზე არ გაუციათ. მაგალითად …
Continue reading “სიმონ ჯანაშია: უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები”
განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება
საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება. „პედაგოგებს ხელი უნდა შევუწყოთ საკლასო ოთახში შემოქმედებითობისთვის და არა შევუშალოთ“, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 18 იანვარს, განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაციისას. პრესრელიზში, რომელიც „ბათუმელებს“ სამინისტროს პრესსამსახურმა მოაწოდა, ნათქვამია, რომ პედაგოგები სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აღარ დააგროვებენ. „ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, …
Continue reading “განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება”
21 იანვარს სწავლა განახლდება – როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისა და წითელას ვირუსისგან
საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. H1N1 ვირუსის გავრცელების გამო სწავლა განათლების სამინისტრომ ერთი კვირით გადადო და ნაცვლად 15 იანვრისა, სწავლა 21 იანვარს განახლდება. დღეს, 18 იანვარს, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები დაუგზავნა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სწავლის დაწყების დროს. სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ. „ამასთან, …
სტუდენტთა მობილობა გამოცხადდა
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც პირველი თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე – www.students.eqe.ge. მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (SMS). მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) …
მიხეილ ბატიაშვილი: დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს
საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს 16 იანვარს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღეს არსებული განათლების სისტემა ისეთ ადამიანებს უშვებს, რომლებსაც შრომის ბაზარზე დასაქმება არ შეუძლიათ. „სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება,“-განაცხადა მან. მინისტრის თქმით, ეს მოდელი შეიცვლება. „უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელი ამას უზრუნველყოფს, მოხდება სწორი მიდგომების წახალისება როგორც უმაღლესი, ასევე, …
Continue reading “მიხეილ ბატიაშვილი: დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს”
კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი ხელფასს ითხოვს
ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები თვე-ნახევრის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებშიც [15:00] სასტუმროს ფოიეში არიან შეკრებილები და კაზინოს მფლობელებისგან კონკრეტულ პასუხს ელიან. კაზინო „ინტურისტმა“ მუშაობა 2019 წლის 5 იანვარს შეწყვიტა. როგორც აქ დასაქმებული პირები აცხადებენ, კაზინოს მუშაობის შეჩერების შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ. „არავის გავუფრთხილებივართ, რომ კაზინო მუშაობას აჩერებდა. ასე მოულოდნელად დახურეს. დღემდე პასუხს …
Continue reading “კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი ხელფასს ითხოვს”
ევროკავშირის სასტიპენდიო პროგრამა 16-17 წლის მოსწავლეებისთვის
ევროკავშირი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 16-17 წლის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება. მსურველებს განაცხადის გაკეთება პირველი მარტის ჩათვლით შეუძლიათ. „სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რომელიც ექვსი ქვეყნიდან 35 საუკეთესო მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომი მიიღოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპათმცოდნეობაზე,“- ნათქვამია …
Continue reading “ევროკავშირის სასტიპენდიო პროგრამა 16-17 წლის მოსწავლეებისთვის”
ძლიერი ქარის გამო ბათუმში სახურავები და ხეები დაზიანდა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა. „წაიქცა სამი და დაზიანდა რამდენიმე ხე-მცენარე. ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე მისამართზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები,“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში. მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ მერიის სამსახურები. „ამ დროისთვის ქალაქის შემოვლას ახორციელებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე“.
კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად
აჭარის განათლების სამინისტრომ ქვეპროგრამის – „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდებიან აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე სწავლობენ. ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა …
Continue reading “კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად”
ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის
დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის, რომლის საფუძველზეც, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი უნდა აშენდეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია. ხელმოწერის ცერემონიაზე „ჰილტონში“ იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მან კომენტარი „ბათუმელებთან“ გააკეთა. ლაშა კომახიძე ამბობს, …
Continue reading “ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის”
მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა
დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალი უნდა აშენდეს. ხელშეკრულება ტერმინალის მშენებლობაზე უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის უკვე გაფორმდა. ეს კომპანიები ერთობლივად განახორციელებენ ინვესტიციას ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად. ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, …
14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა. „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო. თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან …
მოტოციკლისტების ჯირითი ევროპის მოედანთან [ვიდეო]
ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჯერ კიდევ დგას საახალწლო ნაძვის ხე და ბევრი ბავშვიც ირევა. აქვეა სხვადასხვა გამოფენა თუ საახალწლოდ გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია. ერას მოედანი კი, რომელსაც კვეთს მემედ აბაშიძის გამზირი, ერთ-ერთი მთავარი სასეირნო ადგილია ბათუმში. ამის მიუხედავად, უკვე ნახევარი საათია ამ ტერიტორიაზე მოპედები დაქრიან და ტრიუკებს ატარებენ. მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ევროპის მოედნის გვერდით, გამაყრუებელი ხმაური და …
Continue reading “მოტოციკლისტების ჯირითი ევროპის მოედანთან [ვიდეო]”
არა ჩაბეტონებას! – ნაძვის ხესთან აჭარის მთავრობას ტრანსპარანტებით დახვდნენ
31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, იქ, სადაც საახალწლო გალა-კონცერტი იმართება, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და ასევე სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია – „არა ჩაბეტონებას!“ აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები. აქტივისტები აპროტესტებენ, ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ექვსი თაუერის მშენებლობას. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გადაწყდა აქციის გამართვა ახალი წლის …
Continue reading “არა ჩაბეტონებას! – ნაძვის ხესთან აჭარის მთავრობას ტრანსპარანტებით დახვდნენ”
ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა მეეზოვეს, რომელიც ადგილზე დაიღუპა
დღეს 31 დეკემბერს, გამთენიისას, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, წრიულთან, მეეზოვეს ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად მეეზოვე ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპული მეეზოვე საშუალო ასაკის კაცია. ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მეეზოვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ დაღუპულა: „ეს სამუშაოს შესრულების პროცესში არ მომხდარა. სახლში მიდიოდა და 9 საათზე მოუვიდა უბედური შემთხვევა. ეს ადამიანი …
Continue reading “ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა მეეზოვეს, რომელიც ადგილზე დაიღუპა”
განათლების სამინისტრო: 2019 წელს აჭარაში რვა სკოლის მშენებლობა დაიწყება
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს რვა სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, თითქმის ყველა პროექტი ორწლიანია და მშენებლობა 2020 წელსაც გაგრძელდება. 2019 წელს უნდა აშენდეს: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა, ბეღლეთის საჯარო სკოლა, დაბა შუახევის საჯარო სკოლა, ქედქედის საჯარო სკოლა, ფერიის საჯარო სკოლა, ბათუმის 23-ე საჯარო სკოლა, მახოს საჯარო სკოლა და დაბა …
Continue reading “განათლების სამინისტრო: 2019 წელს აჭარაში რვა სკოლის მშენებლობა დაიწყება”
ბათუმის მერია: წვიმის შემთხვევაში დაგეგმილი კონცერტები არ გადაიდება
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე დაგეგმილი ყველა კონცერტი წვიმის მიუხედავად მაინც ჩატარდება. ევროპის მოედანზე ჯგუფი Maja & Gabunia (Mzesumzira Records)-ს კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. 23:00 საათზე კი დაგეგმილია გალაკონცერტი, სადაც შემდეგი შემსრულებლები გამოვლენ: ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი, ქალთა კამერული გუნდი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, ავთო აბესლამიძე, …
Continue reading “ბათუმის მერია: წვიმის შემთხვევაში დაგეგმილი კონცერტები არ გადაიდება”
თორნიკე რიჟვაძის კომენტარი 2018 წლის შეფასებაზე
დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ჟურნალისტებთან 2018 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე გააკეთა კომენტარი. თავმჯდომარის თქმით, 2018 წელს, აჭარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურული პროექტები იყო. „გამოვყოფდი ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც მომავალ წელს აქტიურ ფაზაში გადადის და ჩვენ გპირდებით, რომ ძალიან ბევრი სიახლე გვექნება პრაქტიკულად ყოველ თვეში“, – განაცხადა მან. ქვეყნისთვის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძის კომენტარი 2018 წლის შეფასებაზე”
ტექნიკური ინპექტირების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქებში ქუთაისში, წყალტუბოსა და მცხეთაში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი დასკვნები გაიცემოდა. დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალდებები წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა …
Continue reading “ტექნიკური ინპექტირების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს”
ბათუმში ბრიტანეთის საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა
დღეს, 29 დეკემბერს, ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შემოვიდა. დახვედრის ცერემონიალი მე-10 ნავმისადგომზე გაიმართა. ბრიტანული გემი ბათუმის პორტში პირველად იმყოფება. სტუმრებს პორტში დახვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. შესრულდა საქართველოსა და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები. ფოლკლორულმა ანსამბლმა ხალხური ცეკვები შეასრულა, ვაჟთა გუნდმა კი „მრავალჟამიერი“ იმღერა. ბრიტანელ სტუმრებს ქართული ღვინო მიართვეს. როგორც …
Continue reading “ბათუმში ბრიტანეთის საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა”
ორი ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
დღეს, 29 დეკემბერს, დილით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველი ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველ შემთხვევაში გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. მეორე ავარიის დროს კი, როგორც შსს-ში აცხადებენ, არავინ დაშავებულა და გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით …
ბათუმში, რუსთაველზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა
რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, ავარიის შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა. ინფორმაცია ავარიის შესახებ არც სასწრაფო დახმარების სამსახურში აქვთ. ავარიის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა.
ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ შენობა ჩადგა
ტერიტორიაზე, სადაც ახალი სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ ადმინისტრაციული შენობა ჩადგა. სკვერის გაშენებაზე გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ გასულ წელს მიიღო, ხოლო ტენდერი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ შენობა-ნაგებობა სკვერისგან გამიჯნულია. „სერვისცენტრი და სკვერის პროექტი ერთმანეთს ხელს არ უშლის, სკვერის პროექტი არ იცვლება და მათი საზღვრები ერთმანეთს არ კვეთს“, – …
Continue reading “ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ შენობა ჩადგა”
გრიპის ვირუსის გამო მოქალაქეებს უქმე დღეებშიც მოემსახურებიან
გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 29-30 დეკემბერსაც (შაბათ-კვირა) გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს მიიღებენ 10:00 საათიდან – 14:00 საათამდე. სამინისტროს ცნობით, „საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა სხვა დღეებშიც გაგრძელდება“. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს …
Continue reading “გრიპის ვირუსის გამო მოქალაქეებს უქმე დღეებშიც მოემსახურებიან”
დღეიდან გამკაცრდა კანონი ოჯახში ძალადობაზე
დღეიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ, რომელიც შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, მის დამრღვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას აკისრებს. ცვლილების თანახმად, პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. შსს-ს ინფორმაციით, გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის. „ასევე, ოჯახში …
Continue reading “დღეიდან გამკაცრდა კანონი ოჯახში ძალადობაზე “
თორნიკე რიჟვაძე: მომზადდება კვლევა გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელებაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის სხდომას კურორტ „გოდერძიზე“ მართავს. თორნიკე რიჟვაძემ 2019 წლის „მნიშვენლოვან სიახლეებად“ ბულვარის გაგრძელება და გონიოს ხიდის მშენებლობა დაასახელა. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზიის განვითარების ბანკს ვთხოვთ, მოამზადოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელების თაობაზე. შემდეგ წელს მომზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და მეორე ფაზაზე დაიწყება მშენებლობა. ეს იქნება ერთ-ერთი ისტორიული და სტრატეგიული …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: მომზადდება კვლევა გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელებაზე”
სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დასაქმებას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის, 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, …
Continue reading “სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს”
რამდენს უხდიან ტრენერს საათში – ცხრა მილიონზე მეტი პედაგოგების გადასამზადებლად
საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგებისთვის 9 მილიონ 705 ათასი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 8 მილიონ 203 ათასი ლარი გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“. ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ მთლიანი თანხიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორის ტრენერების ანაზღაურებას 3 მილიონ …
Continue reading “რამდენს უხდიან ტრენერს საათში – ცხრა მილიონზე მეტი პედაგოგების გადასამზადებლად “
მასწავლებლებს ადამიანის უფლებებს შეასწავლიან
სახალხო დამცველის აპარატი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში ონლაინკურსს მოამზადებენ. როგორც სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი მედეა გუგეშაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, კურსის შექმნის საფუძველი კვლევა გახდა, რომელიც მათ გასულ წელს სკოლებში ჩაატარეს: „კვლევა ჩავატარეთ სკოლებში ადამიანის უფლებების ცოდნისა და კომპეტენციების შესახებ და მოიცავდა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას. კვლევის …
Continue reading “მასწავლებლებს ადამიანის უფლებებს შეასწავლიან”
გირჩების გამოფენა ბათუმის უნივერსიტეტში
დღეს, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გირჩების გამოფენას მართავს. გამოფენა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 2018 წელს გირჩების გამოფენა მეხუთედ ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75-მდე სახეობის გირჩი. „აქვე გაიმართება გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა,“- ნათქვამია ბოტანიკური ბაღის განცხადებაში.
შობის ღამე და პროტესტანტი ქრისტიანები ბათუმში [ვიდეო]
25 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი ქრისტეშობას ზეიმობს. შობის მსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს ღამით დაიწყო. თემის წევრების თქმით, ბათუმში ათი პროტესტანტული ეკლესია ფუნქციონირებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. საარქივო მასალების მიხედვით, თემში თავდაპირველად რუსულენოვანი გვარები ჭარბობდა, თუმცა მოგვიანებით ჩნდება ქართული საკრებულოებიც. See more პროტესტანტული ეკლესიების ისტორიის …
Continue reading “შობის ღამე და პროტესტანტი ქრისტიანები ბათუმში [ვიდეო]”
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს, რომ ბათუმში პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დღეს, 24 დეკემბერს, გარდაცვლილი 53 წლის ქალი გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული. ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში ლაბორატორიულად A ტიპის გრიპის ვირუსის სულ სამი შემთხვევა დადასტურდა და ერთი შემთხვევა ქალის გარდაცვალებით დასრულდა. „პაციენტი დაგვიანებით მოხვდა სტაციონარში, რადგან დაავადების მეოთხე დღეს მოვიდა. შესვლისთანავე დიაგნოსტირებული იყო გრიპი, ჩატარებული იყო კვლევა, ლაბორატორიულად დიაგნოზი …
იტალიელი მომღერლის კონცერტი ბათუმის ბულვარში
29 დეკემბერს ბათუმის ბულვარში იტალიელი მომღერლის IN- GRID -ის კონცერტი გაიმართება. ამავე დღეს ბულვარის ცენტრალურ ნაწილში (კოლონადების მიმდებარედ) საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც 30 დეკემბერსაც გაგრძელდება. „ბაზრობა გაფორმებული იქნება დისნეის გმირებით, საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით. ბულვარში საახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება. სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ …
Continue reading “იტალიელი მომღერლის კონცერტი ბათუმის ბულვარში”