უფასო აცრა გრიპზე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთდღიანი აქცია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  22 ნოემბერს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გრიპზე უფასო აცრის ერთდღიანი აქცია ჩატარდება. გრიპის აცრა შეუძლიათ მხოლოდ ზრდასრულებს. გრიპზე აცრის მსურველებმა რეგიონებში  უნდა მიმართონ უბნის ექიმს, ბათუმში კი შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს: პირველ პოლიკლინიკას, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობს; საოჯახო მედიცინის ცენტრს თამარის დასახლებაში; ბათუმის მე-4 პოლიკლინიკას, რომელიც ტაბიძის ქუჩის 7 ნომერში მდებარეობს და საოჯახო …

რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წლისთვის სკოლებში დაიგეგმება „განახლებული პროგრამები“ და „სრულიად ახალი მიდგომები“. რა იგულისხმება ახალ სტანდარტებში, რას ითხოვს სახელმწიფო სკოლისგან და რატომ ვერ ასრულებს სკოლა სახელმწიფოს დაკვეთას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა საუბრობს. ქალბატონო მარიამ, რას გულისხმობს სამინისტრო, როცა ამბობს, რომ სკოლებში …

ბათუმის მერია: „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუის

დღეს, 12 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მერია სამშენებლო ნებართვებს არ გასცემს და მოქალაქეები ვერც იმის თაობაზე იღებენ ინფორმაციას, განიხილა თუ არა მერიამ მათი განცხადება. „საუბარი გვაქვს იმ 600-ზე მეტ განცხადებაზე, რომლებიც მერიაშია შესული და მერია მშენებლობის ნებართვას არ იძლევა. როცა ვეკითხებით, თუ რატომ არ …

როგორი იქნება აჭარის 2019 წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით

დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2019-22  წლების პრიორიტეტები განიხილეს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკითხი კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 11,6 მილიონი ლარით იზრდება, „რაც 4,3 %-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“. მისივე ინფორმაციით, …

ტექსტის ანალიზის გარეშე აბიტურიენტი ბარიერს ვეღარ გადალახავს – რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იქნება. ცვლილება ოთხ გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს შეეხება. ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. …

შსს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე კანონის გამკაცრებას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. შსს-მ ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა. შსს-ს ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მსჯავრდებულისთვის საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას. „შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, …

24 850 ლარად 70 ადამიანს საკომუნიკაციო ინგლისურს შეასწავლიან

24 850 ლარად 70 ადამიანს საკომუნიკაციო ინგლისურს შეასწავლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ინგლისური ენის მარტივ, ერთთვიან კურსს კურორტ „გოდერძსა“ და სოფელ სახალვაშოში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები გაივლიან. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კურორტ გოდერძისთან ერთად სოფელი სახალვაშო იმიტომ შეირჩა, რომ აქ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მთავარი პლატფორმა მდებარეობს. „იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები ევროპელ ტურისტებს 2012 წლიდან მასპინძლობენ …

შსს: 55 წლის კაცი დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე დაკავებულია 55 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით პირის დაკავების შესახებ შსს სამინისტრომ „ბათუმელებს“ 14:51 წუთზე შეატყობინა. ანალოგიური ინფორმაცია უწყებამ დღეს დილით 11:10 საათზეც დაადასტურა, 14:00 საათისთვის კი ეს ინფორმაცია უარყო. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს 13 წლის გოგონამ, მისმა მშობელმა და თვითმხილველმა. …

შსს უარყოფს მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცის დაკავებას

„ბათუმელებმა“ დღეს, 11:00 საათზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცი დააკავეს“. სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. ახლახანს, 14:00 საათზე შს სამინისტროდან კვლავ გვაცნობეს, რომ ამ ბრალდებით ბათუმში კაცი არ დაუკავებიათ და „სავარაუდო დამნაშავე ამ წუთებისთვის პოლიციაში იმყოფება გამოკითხვაზე“. შს სამინისტროს დღეს განაცხადეს, რომ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით …

ავარია ბათუმში – დაშავებულია ქალი

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა დაახლოებით 30 წლის ქალი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …

რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2019 წელს – მინისტრის განმარტება

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა მასწავლებლების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით. „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2019 წელს და ნამდვილად იგეგმება თუ არა ზრდა, მინისტრი ამბობს, რომ ვის და რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი, დეტალები ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. „ამაზე კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით წლის …

ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელს 500 ლარის უკანონოდ მიღებას ედავებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთი ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელი პასუხისგებაში მიეცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი“. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის …

სახელმძღვანელოების გრიფირებაზე სამინისტრომ ახალი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს განათლების სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადდებს. 2018 წელს კონკურსი მე-7 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებაზე გამოცხადდება, 2019 წელს  – მე-8 და მე-9 კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებაზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე. სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ჩიქობავას განცხადებით, ახალი …

სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას

რატომ არ ისწავლება საჯარო სკოლებში აკადემიური წერა, რომელიც მოიცავს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე და რატომ უჭირთ ფორმალური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებს, ასევე აკადემიურ პერსონალს? ქართული განათლების გამოწვევებზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია საუბრობს. ბატონო სიმონ, რა არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ ქართულ სკოლებში არ ისწავლება აკადემიური წერა? ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებში არის გარკვეული …

„შეიხები“ და „ჯღანები“ – უნდა ახარისხებდეს თუ არა ქვეყანა ტურისტებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ჩვენ“, ანუ საქართველოს არ სჭირდება „გაძვალტყავებული, ბოდიში და ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვი… ჩვენ არ გვჭირდება ბანგლადეშელები“… რა მიმართულებით ვითარდება საქართველოში ტურიზმი და რა ტიპის მომხმარებელზე არსებობს სწორება? უნდა მიმართავდეს თუ არა ქვეყანა ტურისტების სეგრეგაციას და …

ბათუმის თოჯინების თეატრში საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მანდარინი“ დაიწყო, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობენ ბავშვთა მუსიკალური თეატრი ,,ოქროს გასაღები“ (დნეპრი), მოზარდ მაყურებელთა მუსიკალური თეატრი ,,ფანტაზია“ (კიევი), სანიმუშო თეატრი „როსინკა“ (მუკაჩევო), ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური დასი და სტუდია,„ლიმპოპო“. „პროექტის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის შემოქმედებითი კავშირების გაღრმავება და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება“.  

ბათუმის მერია უბნებში სერვისცენტრების მშენებლობას იწყებს

მერია ბათუმის უბნებში სერვისცენტრების მშენებლობას იწყებს. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სერვისცენტრებში მოქალაქეები სხვადასხვა ტიპის მომსახურებას მიიღებენ და მშენებლობის მიზანი ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაა. მაგალითად, მოქალაქეს შეეძლება მერიაში გამოსაგზავნი წერილი ამ სერვისცენტრში ჩააბაროს ან მიმართოს ცენტრს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ცენტრი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უმუშავებს. მშენებლობას მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თითო ცენტრის მშენებლობაზე დაახლოებით ასი …

„ქართულ-აფხაზური ოჯახების საღამო“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

6 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება „ქართულ-აფხაზური ოჯახების საღამო“. ასევე წარმოდგენილი იქნება თეატრალიზებული წარმოდგენა – „აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია“. საღამოზე ასევე წარმოდგენილი იქნება აფხაზი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების და წიგნების გამოფენა. საღამო დაგეგმილია ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ. საღამო გაიმართება 18:00 საათზე. დასწრება მოსაწვევებით.

„ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელზე“ – როგორ ისწავლება სკოლებში ქიმია და ფიზიკა

საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი 2010  წელს დაიწყო პროექტ „აინშტაინის“ ფარგლებში. პირველ წელს ლაბორატორიები 150 სკოლისთვის შეიძინეს. ერთი ლაბორატორიის ღირებულება 13 800 ლარი იყო. სკოლებს ლაბორატორიები გადასცეს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის გაკვეთილების ხარისხის ამაღლების მიზნით, თუმცა სკოლები არ მარაგდებოდა ექსპერიმენტებისთვის საჭირო რეაქციებით და სხვა მასალებით, რის გამოც ლაბორატორიები, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო. პირველ ეტაპზე ორ მილიონზე …

კონკურსი 57 სტუდენტის დასაფინანსებლად

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2015-2016-2017 წელს აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც აჭარის რეგიონში არიან რეგისტრირებული, უფლება აქვთ  მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში. კონკურსში მონაწილე სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს და  უნდა ჰქონდეს მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი …

ბსუ-ს სტუდენტები ნახანძრალ ტყეში ნერგებს აღარ დარგავენ

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ბორჯომის ნახანძრალ ტყეში ნაძვისა და ფიჭვის ნერგებს ვერ დარგავენ. მათ ნერგების დარგვის უფლება ბორჯომის პლატოზე მიეცემათ. როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ნახანძრალ ტყეში ხეების დარგვა სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება. არც ფიჭვისა და მუხის ნერგების დარგვაა ამ ზონაში შესაძლებელი, რადგან ბორჯომის ტყეში მხოლოდ შავი ფიჭვი და კავკასიური სოჭი ირგვება“, …

არქიტექტორ კირაკოსიანის სახლზე მემორიალურ დაფას ოჯახი თავისი სახსრებით განათავსებს

ბათუმის საკრებულოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათუმში, თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში არსებულ სახლზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არქიტექტორ ბოგდან კირაკოსიანის მემორიალური დაფა განთავსდება. საკითხი წინა საკრებულოს ხდომაზეც იყო გამოტანილი, თუმცა კენჭი არ უყარეს, მიზეზად შენობის ძეგლის სტატუსი დასახელდა, „ნებართვის მიღება იყო საჭირო“. სხდომაზე ითქვა, რომ სახლზე მემორიალურ დაფას საკუთარი სახსრებით კირაკოსიანის ოჯახი განათავსებს, მერიის კეთილმოწყობის …

ბათუმის საკრებულომ საბუღალტრო განყოფილება გააუქმა

ბათუმის საკრებულომ  საბუღალტრო წარმოების  განყოფილება გააუქმა. დღეიდან მის ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახური შეასრულებს. საბუღალტრო განყოფილებაში ორი ადამიანი იყო დასაქმებული. როგორც საკრებულოს 31 ოქტომბრის სხდომაზე ითქვა, ეს გადაწყვეტილება საკრებულომ  მთავრობის აპარატიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. „მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანო, – როგორც მერია, ასევე საკრებულო, არის ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შესაბამისად ის უნდა იყოს ერთი გადამხდელი სუბიექტი. …

ენმ-მ „ქართულ ოცნებას“ ხელიხელჩაკიდებისკენ მოუწოდა

დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა 28 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთეს. ენმ-ს წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ  გაერთიანების დროა. „ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი დრო დგება, როდესაც ყველამ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად უნდა ვაკეთოთ ქვეყნის საქმე. დროა, ძალიან დიდი გაერთიანებისa და ეროვნული შერიგების. როგორც რეიგანი ამბობდა, ვერასდროს გაიმარჯვებს ბოროტება, …

ლევან ცუცქირიძე: როცა ტყვიას გაისვრი, უკან ვეღარ დააბრუნებ, ასეა პოლიტიკოსის სიტყვაც

ვისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიძლება დაზარალდეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი – სალომე ზურაბიშვილის თუ გრიგოლ ვაშაძის და რა რისკები არსებობს მათი გაპრეზიდენტების შემთხვევაში? – ამ საკითხთან დაკავშირებით  „ბათუმელებს“  პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე ესაუბრა: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი, არის დამღუპველი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთლიანად …

ბსუ-ს სტუდენტები ბორჯომის ტყეში 800 ნერგს დარგავენ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 3 ნოემბერს ბორჯომში თავიანთი ხელით გამოყვანილ ნერგებს დარგავენ. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში გვეუბნებიან, ფიჭვის, სოჭის, ნაძვისა და ქართული მუხის ნერგები უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ სათბურშია გამოყვანილი. „დავრგავთ 800-მდე ნერგს, რომლებიც სტუდენტებმა თავიანთ ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად გამოიყვანეს. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩითილების გაზრდა. ნერგები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და 2017 წელს გაჩენილი ხანძრების დროს განადგურებული …

რამდენიმე ათეულ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ასამდე ოჯახს სოციალური შემწეობა შეუწყდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია ამ დასახლებაში მცხოვრებმა პირებმა მოაწოდეს. ალექსანდრე ჯაბნიძეც აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს. პენსიონერია და ოჯახში მის გარდა კიდევ ხუთი ადამიანი დარჩა სოციალური დახმარების გარეშე. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ჯაბნიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობა ოჯახს მეოთხე თვეა არ მიუღია. „ქულა მოვიდა მაღალი, თუმცა ოჯახში …

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან კაცი გადმოვარდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდა 55 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შსს ინფორმაცით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მონაწილეობდა თუ არა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამომრჩევლის მობილიზებაში

ბათუმის #18 საარჩევნო უბანზე დღეს, 28 ოქტომბერს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე საარჩევნო უბანთან მდგარ მიკროავტობუსთან შენიშნეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ე.წ. კოორდინატორები ისხდნენ. თეთრი მიკროავტობუსი მთელი დღის განმავლობაში #18 საარჩევნო უბანთან იდგა. „ბათუმელები“ მიკროავტობუსში მსხდომ რამდენიმე ქალს ესაუბრა, რომელთაც განაცხადეს, რომ მათ თავიანთი უბნელები მოჰყავდათ საარჩევნო უბანზე. მიკროავტობუსში მხდომი ქალები ამბობდნენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ …

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

დღეს, 28 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის და პუშკინის ქუჩების კვეთაში. ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი თავის ქალის დახურული დაზიანებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ___________ მარიამ …

„მანდარინი ვჭამეთ“ – მარკირებიანი ამომრჩეველი ბათუმის #62 უბანზე

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი მურმან ქარცივაძე ამბობს, რომ არჩევნების დასრულებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ საარჩევნო უბანში მარკირებიანი პირები მივიდნენ და ხმის მიცემას ცდილობენ. „ჯერ სამი პირი შემოვიდა და ვნახეთ, რომ მარკირება ჰქონდათ გაკეთებული. გავაბრუნეთ უკან, მივიდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან და იქედან უკვე 5-6 ადამიანი მოვიდა ისევ, რომლებსაც ასევე ხელზე ემჩნეოდათ მარკირება. ამბობდნენ, …

52 ათასი ამომრჩეველი და 15 საჩივარი – საოლქო კომისიის მონაცემები

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, სულიკო შვენთიძის განცხადებით, საღამოს 17:00 საათის მონაცემებით, 52 017 ამომრჩეველმა  გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36,28 პროცენტს შეადგენს. „ამ დროისთვის ოლქში სულ 15 საჩივარია შესული. აქედან, ოთხი საჩივარი საიას მიერ არის დაწერილი, ერთი „სამართლიანი არჩევნების“, ერთიც სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ დაიწერა და დანარჩენი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ …

რამდენი საჩივარი და შენიშვნა დაწერა საიამ ბათუმში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმში, საარჩევნო უბნების გახსნიდან 12:00 საათამდე ცხრა საჩივარი  და სამი შენიშვნა დაწერა. საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ დარღვევებს. „დილით ეს შეეხებოდა წილისყრის პროცედურების დარღვევას და ასევე იმას, რომ გადასატან საარჩევნო ყუთს არ მიყვებოდნენ ის კომისიის წევრები, რომლებსაც შეხვდათ ფუნქცია, რომ გაყოლოდნენ ყუთს“ – გვეუბნება საია აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე. მისივე ინფორმაციით, ბათუმში …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებს არცერთ უბანზე საჩივარი არ დაუწერიათ. „გვქონდა შენიშვნები. მაგალითად, ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი არ მუშაობდა და ამასთან დაკავშირებით დავწერეთ შენიშვნა, ამავე უბანზე იყო ჩხუბი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს შორის და ამაზეც ჩავუწერეთ შენიშვნა. ბათუმის რამდენიმე უბანზე იყო პრობლემა, რომ ორ-ორი წარმომადგენლები ჰყავდათ ზოგიერთებს …

ბათუმის 25-ე უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი არ მუშაობდა

ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი უბანზე შეჩერებული იყო. როგორც საიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, საიას დამკვირვებელმა, მომხდართან დაკავშირებით საჩივარი დაწერა და გაკეთდა შენიშვნაც. „ამის შემდეგ მოიტანეს ახალი აპარატი“ – ამბობს ანნა მდინარაძე. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ციალა …

ენმ-ს ბრიფინგი ბათუმის საარჩევნო უბნებში დარღვევების შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა დარღვევები. „ხელვაჩაურში, მე-18, მე-19 საარჩევნო უბნებზე ჩვენს წარმომადგენელს ხელში ჩაუვარდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების სია, სადაც მითითებული იყო თანხები, თუ ვისზე რამდენი ლარი გაიცა. ჩვენი წარმომადგენელი მალე მოგვაწვდის ამ დოკუმენტსაც და მალე გამოვაქვეყნებთ. დარღვევა იყო 41-ე უბანზე, ეს არის ბარცხანა, სადაც უბანი განთავსებულია მე-17 სკოლაში. …

Exit mobile version