შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. ავარია გუშინ, 2 მაისს, საღამოს მოხდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში. ავტომანქანა ფერდობზე გადატრიალდა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილ და დაშავებულებს შორის არ არიან არასრულწლოვნები. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
Author Archives: ლელა დუმბაძე
გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2020-2021 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე. აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის …
Continue reading “გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა”
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
დღეს, 2 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმ სკოლაში, რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის საჭიროა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის …
Continue reading “პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო”
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე პერიოდში ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას, ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს“. ამავე …
Continue reading “უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ”
ქვირითობა დაიწყო, აკრძალული თევზჭერა სისხლის სამართლის წესით დაისჯება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან [პირველი მაისი] თევზის ქვირითობა იწყება, რის გამოც აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა იკრძალება. აკრძალვა 31 აგვისტომდე გაგრძელდება. „მითითებულ პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის განცხადებაში. თევზჭერის აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, მოსასმელი ბადე და სხვა იარაღები. …
Continue reading “ქვირითობა დაიწყო, აკრძალული თევზჭერა სისხლის სამართლის წესით დაისჯება”
თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილისთვის 100-200 ლარით დაგაჯარიმებენ
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქის მასშტაბით თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილების მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის მიზანი დაკავებული ადგილების ავტომანქანებისგან გათავისუფლებაა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება. დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით – 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 200 ლარით. „ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდება სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. შედეგად, იმ ავტომანქანების …
Continue reading “თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილისთვის 100-200 ლარით დაგაჯარიმებენ”
რეზო ხარაზი: თორნიკე რიჟვაძეს ფინანსურ დარღვევებზე კონკრეტული დოკუმენტები მოვუტანე
დღეს, პირველ მაისს, ენმ-ს წარმომადგენელი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს იმ დარღვევების შესახებ მოუტანა დოკუმენტები, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ ხარჯვაზე მეტყველებს. „მე მოვიტანე კონკრეტული დოკუმენტები, მტკიცებულებები სავარაუდო კორუფციულ სქემებზე. დავიწყებ თორნიკე რიჟვაძის აპარატის უფროსით, არჩილ ჩიქოვანით, ვნახოთ რა ოდენობის თანხებია არაეფექტურად გახარჯული, მისი საგზაო …
კვადროციკლების მფლობელები აქციებს წყვეტენ
დღეს, პირველ მაისს, კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა კვადროციკლების მფლობელებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დღეს შეწყვეტენ, რადგან შეთანხმება მიღწეულია. კვადროციკლები ძველი ბულვარის ნაცვლად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმოძრავებენ. „რა როგორ გაკეთდება, თუ რა ლოკაციები იქნება, ამას გადავწყვეტთ მუშაობის პროცესში, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და კვადროციკლები …
Continue reading “კვადროციკლების მფლობელები აქციებს წყვეტენ”
ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო
ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი გამოიყო. ტექნოლოგიური ქალაქი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ქალაქი რამდენიმე ჰექტარზე გაშენდება, სადაც იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ქალაქის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ახალი …
Continue reading “ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო”
ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში წყლის 28 მრიცხველი მოიპარეს
ბათუმში, ლერმონტოვის 105-ში მდებარე ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 28 ცალი დამონტაჟებული წყლის მრიცხველი მოიპარეს. კორპუსი ახალაშენებულია. ადგილობრივების თქმით, წყლის მრიცხველები შეიცავს ლითონს (ლატუნს) და შესაძლოა ჯართში ჩაბარების მიზნით მოიპარეს. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა და გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. შპს „ბათუმის წყალის“ განმარტებით, …
Continue reading “ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში წყლის 28 მრიცხველი მოიპარეს”
„არა ჩაბეტონებას“-აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით
დღეს, 28 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა, აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბათუმის ისტორიულ ზონაში მაღლივი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ და ითხოვენ ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებას. მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: „ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“. აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან ტრანსპარანტებით ბათუმის ბულვარში გადაინაცვლეს, სადაც ამ წუთებში ბათუმობასთან …
Continue reading “„არა ჩაბეტონებას“-აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით”
ბათუმობა 2019 – ღონისძიებები ღამის 2 საათამდე გაგრძელდება [ფოტო]
ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ძველ ბულვარში დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და 29 აპრილის 02:00 საათამდე გაგრძელდება. ღონიძიებას ბევრი სტუმარი ჰყავს, მათ შორის ტურისტები. ბულვარში წარმოდგენილია დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე იმართება კონცერტი, მიუზიკლი …
Continue reading “ბათუმობა 2019 – ღონისძიებები ღამის 2 საათამდე გაგრძელდება [ფოტო]”
სამი ბათუმელი მოსწავლე ისრაელსა და ბულგარეთში ისწავლის
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო ჭანიძე ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში [AUBG] ჩაირიცხა, სადაც ფსიქოლოგიას შეისწავლის. თაკომ უნივერსიტეტიდან 30-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო და სწავლას სექტემბერში დაიწყებს. „ჩავაბარე ზოგადი უნარები ინგლისურად, ასევე, ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტი [TOEFEL] და ბოლო საფეხური იყო გასაუბრება. აპლიკაციის შევსების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, გასაუბრების შემდეგ გიკავშირდებიან და გეუბნებიან, რამდენი პროცენტით გაფინანსებენ“ – გვეუბნება თაკო. …
Continue reading “სამი ბათუმელი მოსწავლე ისრაელსა და ბულგარეთში ისწავლის”
ლადო აფხაზავა სტუდენტებს: თუ არ დავსვამთ კითხვებს, შეიძლება გამოგვიყენონ დეკორაციად
დღეს, 25 აპრილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ლადო აფხაზავა სტუდენტებთან საუბარი ერთგვარი პერფორმანსით დაიწყო. აანთო სანთელი და სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა ასოციაციას იწვევდა ეს მათში. დარბაზიდან ისმოდა: „განათლება“, „ეკლესია“, „იმედი“, „წარმატება“, „90-იანები“, „რომანტიკა“… შემდეგ ლადო აფხაზავამ ერთი სანთლიდან მეორეს გადაუკიდა და …
„ბათუმობაზე“ ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება
28 აპრილს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 09:00-დან 19:00 საათამდე, ვიზიტორებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება. მერიის ინფორმაციით, ამავე დღეს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულიად უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.
აჭარის მთავრობის შეთავაზება კვადროციკლების მეპატრონეებს
კვადროციკლების მეპატრონეები დღეს, 24 აპრილს, აჭარის მთავრობს თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კვადროციკლების მფლობელებმა მთავრობის თავმჯდომარის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. „შეთავაზება იყო, რომ მათ მუშაობა გაეგრძელებინათ აეროპორტის ტერიტორიაზე, თუმცა მათ უარი განაცხადეს. მაშინ ითქვა, რომ თვითონ მეპატრონეებმა მოიფიქრონ ალტერნატიული ადგილი და წარმოადგინონ წინადადება“, – …
Continue reading “აჭარის მთავრობის შეთავაზება კვადროციკლების მეპატრონეებს”
როგორ აპირებენ ტყვიით დაბინძურების წყაროების პოვნას საქართველოში
სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს, ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი (5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი. როგორც „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდში ეუბნებიან, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს. აჭარის ჯანდაცვის …
Continue reading “როგორ აპირებენ ტყვიით დაბინძურების წყაროების პოვნას საქართველოში”
როგორ შევარჩიოთ სააღდგომოდ კვერცხი და ხორცი – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის და კვერცხის შეძენისაგან. „სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 24 აპრილს …
Continue reading “როგორ შევარჩიოთ სააღდგომოდ კვერცხი და ხორცი – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს”
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი შემოვიდა
დღეს, 21 აპრილს, ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross [DDG 71] შემოვიდა. საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის პირველი ვიზიტია საქართველოში. USS Ross [DDG 71] არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. „USS Ross-ის ვიზიტი …
Continue reading “ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი შემოვიდა”
აღდგომა ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში [ფოტო]
დღეს, 21 აპრილს, ბათუმის წმ. სამების პროტესტანტულ ეკლესიაში სააღდგომო მსახურება გაიმართა. ქადაგების შემდეგ ეკლესიის საკვირაო სკოლის ბავშვებმა და ახალგაზრდულმა ჯგუფმა პერფომანსი წარმოადგინეს სახარებისეულ მოტივებზე. დღეს, 21 აპრილს, აღდგომას აღნიშნავს კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი დღეს ბზობას აღნიშნავს, აღდგომას კი – 28 აპრილს. აღდგომა ბათუმის წმ. სამების პროტესტანტულ ეკლესიაში:
ქრისტიანების ნაწილი აღდგომას აღნიშნავს [ფოტო]
ხვალ 21 აპრილს, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობს. დღეს, 20 აპრილს, საღამოს 8 საათიდან, სააღდგომო მსახურება დაიწყო ბათუმის კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებში. ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიებში კი სააღდგომო მსახურება ხვალ დილით გაიმართება. ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ეზოში ტრადიციისამებრ კოცონი დაინთო, სადაც მრევლი შეიკრიბა და „მამაო ჩვენოს“ წაკითხვის შემდეგ სანთლები აანთეს. კათოლიკები ცეცხლს ქრისტეს სინათლის …
Continue reading “ქრისტიანების ნაწილი აღდგომას აღნიშნავს [ფოტო]”
მარათონი ბათუმში [ფოტო]
დღეს, 20 აპრილს, ბათუმში მარათონი იმართება. მარათონი 18:40 საათზე დაიწყო და ამ დრომდე [21:30 სთ] გრძელდება. მარათონის გამო ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. მარათონი ტარდება the Great Night Race-ს ორგანიზებით. ამავე წყაროს ცნობით, გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დასაჩუქრდებიან. პრიზების შესახებ ინფორმაცია და მარათონში მონაწილეობის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სტუდენტი, რომელიც ქართული ანბანისგან ახალ სტილს ქმნის
ქართული დამწერლობა იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად 2016 წელს აღიარა. ქართული ანბანისგან სახვითი ხელოვნების ახალ სტილს ქმნის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილი. მისი შექმნილი კალიგრამები უკვე საკმაოდ პოპულარულია. ნიკას ნამუშევრები 2015-2016 წლებში გამოფენილი იყო კაიროში და კიოლნის უნივერსიტეტში, გერმანიაში ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ. ნიკა ღუნაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სამომავლოდ გრაფიკული დიზაინის შესწავლას აპირებს და ქართული კალიგრამი …
Continue reading “სტუდენტი, რომელიც ქართული ანბანისგან ახალ სტილს ქმნის”
როდის ჩაირთვება გაზი ბონის დასახლებაში
ბათუმში, ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისსა და მიმდებარე ქუჩებზე, აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი გუშინ საღამოს შემდეგ არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით გაზის შეწყვეტის მიზეზი მილსადენის დაზიანება გახდა, რომელსაც სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა. „აბონენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა გაზის მიწოდება დღეს, 20 აპრილის 13:30 საათიდან დაიწყება. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“ – გვითხრეს „სოკარში“.
ძველ ბათუმში დამწვარ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს
ძველ ბათუმში, კომახის ქუჩის პირველ ნომერში ხანძრის შედეგად 400-მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართობი დაიწვა. დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლინადაა დამწვარი, სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელბიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. „დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პირველადი მატერიალური დახმარება და მიეწოდებათ საკვები პროდუქტები“ – ამბობენ მერიაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აღდგება თუ არა სახლი …
Continue reading “ძველ ბათუმში დამწვარ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს”
ბათუმში ლომბარდის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს ინფორმაციით, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე „ელიტ ლომბარდის“ დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. შსს ინფორმაციით, ლომბარდიდან არაფერი არ არის წაღებული, თუმცა გამოძიება მიმდინარეობდა ყაჩაღობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დავით გაბაიძე აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამ თემაზე პოლიტიკოსები რაც უფრო ნაკლებად ისაუბრებენ, უკეთესი იქნება. „ეს არის ტელევიზიის შიდა საქმე. ტელევიზიის ერთი ორგანო ესაუბრება მეორე ორგანოს. დირექტორიც და ბორდიც არის ტელევიზიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსები რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ ამ თემაზე და …
Continue reading “დავით გაბაიძე აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე”
აჭარის ტელევიზიის 13-მა ოპერატორმა დღეს გაფიცვა დაიწყო
დღეს 19 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების 13 ოპერატორი გაიფიცა. ისინი ტელევიზიის შენობის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაობას არ გააგრძელებენ. „ჩვენ გვქონდა მოთხოვნა გუშინ სახელფასო ანაზღაურებაზე და შეხვედრები გვქონდა მენეჯმენტთან, ეს პირველი შეხვედრა არ იყო, არამედ ბოლო იყო, რადგან უშედეგოდ დამთავრდა. იყო საუბარი – „მოდით ჩვენ …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის 13-მა ოპერატორმა დღეს გაფიცვა დაიწყო”
პროექტი სმენადაქვეითებული პირების დასახმარებლად
როგორ დავეხმაროთ მეტყველებისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვებს? – ამ თემაზე დღეს, 18 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ ორგანიზებით, მშობლებსა და სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში ამავე თემაზე ლექცია განათლების, მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულების ბსუ-ს სტუდენტებისთვისაც ჩატარდა. „პორტუგალიის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა სპეციალისტი, განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ სმენის პრობლემებზე მუშაობს. დღეს შეხვედრა გვქონდა …
Continue reading “პროექტი სმენადაქვეითებული პირების დასახმარებლად”
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა დირექტორის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართა
დღეს, 18 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა ბრიფინგი გამართა. 103 თანამშრომლის სახელით განცხადება გააკეთა აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ. მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილს პრეტენზია აქვს ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის მმართველობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს. დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ. დიდი ხანია მომწიფდა პრეტენზიები შრომის ანაზღაურების …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა დირექტორის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართა”
Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან
Write On! – არის ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონკურსი კრეატიულ წერაში. ის საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებით ტარდება. წელს, ნაციონალურ კონკურსზე სამმა გოგონამ გაიმარჯვა ბათუმიდან. კონკურსის პრინციპი ასეთია – გაძლევენ ამბის დასაწყისს, შემდეგ კი ამბავი კონკურსის მონაწილემ საკუთარი შემოქმედებითი უნარის მიხედვით უნდა განავითაროს და დაასრულოს. ფინალში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორები გადადიან. თამარ ტაბიძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-11 …
Continue reading “Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან”
უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული გალობა საჯარო სკოლებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეროვნულ მუზეუმში მე-10 საუკუნის სამუსიკო ნიშნების კვლევის პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ქართული ფოლკლორი და საგალობლები ყველგან „ყველა დასახლებულ პუნქტში“ უნდა ისწავლებოდეს. მას ამჯერად არ დაუკონკრეტებია, „ყველა დასახლებულ პუნქტში“ იგულისხმება თუ არა საჯარო სკოლებიც. მანამდე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომ სკოლებში საგალობლების სწავლების დაწყებას მას პრემიერი დაჰპირდა. „მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა …
Continue reading “უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული გალობა საჯარო სკოლებში”
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. „აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, …
Continue reading “მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა”
ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარაში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელს უნდობლობას უცხადებს
ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში დაინიშნა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. „ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ აჭარაში სააგენტოს წარმომადგენლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც, ზოგადად, გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. აბესალომ ასლანიძის დანიშვნა სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში მუსლიმი თემის ინტერესების უგულებელყოფის აშკარა ნიშნებს …
რა ხარვეზები აქვს ბსუ-ს ადაპტირებულ ლიფტს
„ლიფტი დილიდან გამოსულია მწყობრიდან (ადგილზე მისულმა გავიგე), ანუ შეუძლებელია მისი გამოყენება“, – წერს თომა კაკაბაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. „ამ ლიფტით სარგებლობის აუცილებლობა აქვს სულ რამდენიმე ადამიანს და ასეთი შემთხვევების დროს, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია სარემონტო სამუშაოებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან დაკავშირებით, სმს-ით, დარეკვით ან რაიმე ფორმით, რადგან ავტოტრანსპორტის არაეფექტიანად მუშაობის გამო, ისედაც 6 …
Continue reading “რა ხარვეზები აქვს ბსუ-ს ადაპტირებულ ლიფტს”
გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების 6-პუნქტიანი მოთხოვნები სერგეენკოსა და პარლამენტს
ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი 7 პაციენტის ახლობლები დღეს, 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტროს რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მოსთხოვეს მინისტრს, ზაალ მიქელაძეს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პაციენტების დაღუპვის მიზეზებს. ასევე დაიწყება სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა. დღევანდელ შეხვედრაზე …