პირველად ბათუმში პუჩინის „ბოჰემა“ დაიდგმება

ბათუმის მუსიკალური ცენტრი პრემიერისთვის ემზადება. ბათუმში პირველად დაიდგმება პუჩინის ოთხმოქმედებიანი ოპერა „ბოჰემა“. პრემიერა 28 და 30 მაისსა დაგეგმილი. ოპერის დამდგმელი რეჟისორია დავით მუქერია, კიდევ ერთი რეჟისორი და სცენოგრაფი – გეორგ რუთერინგი [შვეიცარია], სამხატვრო ხელმძღვანელები არიან: ნინო ლეჟავა, რომელიც იტალიაში ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის  საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიას წარმოადგენს და მარიამ …

მიდიან თუ არა პენსიონერი მასწავლებლები სკოლიდან ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

რას ფიქრობენ საპენსიო ასაკის პედაგოგები აჭარიდან საქართველოს განათლების მინისტრის შეთავაზებაზე – ან დაამტკიცონ საგნობრივი კომპეტენცია ან დატოვონ პროფესია, ორი წლის ხელფასის აღებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სანაცვლოდ? „ბათუმელები“ რამდენიმე საპენსიო ასაკის პედაგოგს ესაუბრა ამ თემაზე. 80 წლის ციალა ბერაძე სოფელ დაგვის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია, „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლაზე გადაწყვეტილება 90 პროცენტით …

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია დაიწყო.  ამ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, 400-მდე მსურველის მიღებაა შესაძლებელი. პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და  პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vet.emis.ge. პირველ ეტაპზე პროფესიულ გადამზადება-მომზადებას მსურველებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სთავაზობს სახელმწიფო. „ივნისიდან კი მოკლევადიან პროგრამებს სხვადასხვა სფეროში კერძო კომპანიებიც …

ანეტა და ლუკა სკოლაში ვერ დადიან – სმენისარმქონე ბავშვები განათლების გარეშე

საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 1% სმენადაქვეითებულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოში 466 მილიონია სმენისარმქონე, აქედან 34 მილიონი ბავშვია. როგორია საქართველოში სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ცხოვრება, რა გამოწვევის წინაშე დგანან ბავშვები, ვისაც ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ვერ ამჩნევს.                               …

კინოფესტივალ Giffoni-ის გამარჯვებულები ბათუმიდან

კინოფესტივალ Giffoni-ის სამი გამარჯვებული გამოავლინეს. სამი გოგონა იტალიაში, ქალაქ ჯიფონში გაემგზავრება კონოფესტივალზე. აქედან ორი გამარჯვებული ბათუმელია. 13 წელს ზემოთ ასაკში, ბათუმელმა თინათინ დოლიძემ და გორელმა მარიამ გელაშვილმა გაიმარჯვეს კონკურსში, 16 წელს ზემოთ ასაკში კი – ბათუმელმა თამარ ტაბიძემ. წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი 49-ედ უმასპინძლებს მოზარდებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო კი მეშვიდედ იქნება წარდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე. კონკურსის წესების …

ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო – მითი და რეალობა 

მთავრობამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრად ოფიციალურად გამოაცხადა. ამისთვის მან რიგგარეშე სხდომა მოიწვია და საკითხი განხილვის გარეშე, იმავე დღესვე დაამტკიცა პარლამენტმა. ოპონენტი მხარე აღნიშნავს, რომ მთავრობა-პარლამენტის განმარტება ამ საკითხის გაოფიციალურობაზე – რაშიც წელს 893 340 ლარი დაიხარჯა, სუსტი, არადამაჯერებელი და სასაცილოც კია. როგორია მითი და რეალობა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ და ვინ ვისი მსხვერპლია – მთავრობა, საპატრიარქოსი …

ჩაქვში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

ჩაქვის ხიდიდან მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ხიდზე გვერდიდან შევარდა. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანის გადავარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 13 მაისს, საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. ამ პირობების მიხედვით, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, ის სკოლას დატოვებს. მეორე პირობის მიხედვით, პენსიონერ პედაგოგს შეუძლია აიღოს სამინისტროსგან შეთავაზებული ფულადი ჯილდო (ორი წლის ხელფასი) და დატოვოს სკოლა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი …

რა არჩევანს სთავაზობს სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საპენსიო ასაკის პედაგოგებს შემდეგ პირობებს სთავაზობს: თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს  2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ …

მასწავლებელთა რეგისტრაცია საგნობრივ გამოცდაზე 13 მაისს დაიწყება

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად დღეს, 13 მაისს, დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირება შეუძლიათ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს; პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან …

როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება

დღეს, 13 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპებზე ისაუბრა.   მან ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს. „რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. …

უფასო ვიზიტის კვირა ბათუმის მუზეუმებში – იხილეთ ღონისძიებების რუკა

18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ბათუმში ყველა მუზეუმში ვიზიტი უფასო იქნება. 18 მაისს ჩატარდება პროექტი – „ღამე მუზეუმში“. ვიზიტორები თავად გახდებიან აქციის ფარგლებში ჩატარებული კულტურული აქტივობების მონაწილენი.   დღეს, 13 მაისს, აჭარის მუზეუმი ერთვება პროექტში რეკონცეფცია ბუთქემფში (რომელიც მეწარმეობის ძირითადი პრინციპებისა და  სამეწარმეო უნარების  განვითარებას ითვალისწინებს). ეს აქტივობა 17 მაისამდე გაგრძელდება. აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, შემდეგი აქტივობა იქნება RE-conception Bootcamp-ი, …

საფრანგეთში მიმავალ მგზავრებს ქართულ აეროპორტებში ფრანგი მესაზღვრეებიც შეამოწმებენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართულ აეროპორტებში და ქართველებთან ერთად, უკვე საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც იდგებიან და ისინიც შეამოწმებენ საფრანგეთისკენ მიმავალ მგზავრთა ნაკადს. საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. შესაბამისად, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც …

„პრობლემა აღმოიფხვრა“- საქართველოს ელჩი თურქეთში დოლისყანის ტაძრის შესახებ

მეათე საუკუნის ცნობილი ქართულ ტაძართან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „პრობლემა აღმოიფხვრა“. “უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია,” – ამბობს გიორგი ჯანჯღავა “ბათუმელებთან”. ელჩის თქმით, სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ [10 მაისს], გვიან საღამოს დაუკავშირდა თურქეთის …

ევროკავშირის ელჩის გამოწვევა საქართველოს მთავრობას

„ეს არის 10 ლარი იმ ადამიანისთვის, ვინც მე პლასტიკის პარკით დამინახავს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვიდეორგოლში, რომელიც ნარჩენების შემცირებას შეეხება. „გარემოს ქმნი შენ“ – კამპანიის ფარგლებში მომზადებულ  ერთწუთიან ვიდეორგოლში კარლ ჰარცელი საუბრობს თითოეული ადამიანის წვლილზე, გარემოს დაცვაში და ნარჩენების შემცირების საქმეში. „ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ საკუთარი წვლილი გარემოს დაცვაში. მაგალითად, როდესაც საყიდლებზე მივდივარ …

როდის მიეწოდება ბუნებრივი აირი ბათუმის ნაწილს

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩასა და ბათუმზე შემოერთებულ ხელვაჩაურის ნაწილს, ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება. როგორც „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“ უთხრეს, საღამოს 5:00 საათისთვის ყველა აბონნეტი ჩართული იქნება. „ბათუმზე შემოერთებული ხელვაჩაურის ნაწილს და ხიმშიშვილის ქუჩასაც, დღის ბოლომდე ექნება ბუნებრივი აირი, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და როცა მოსახლეობა რუპორებით გაფრთხილდება, შემდეგ შეუძლიათ ჩართონ გაზი“-გვეუბნებიან „სოკარში“. ბათუმს ბუნებრივი აირის …

პროგრამების ფორმალური პრეზენტაცია აჭარის განათლების სამინისტროში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს, 10 მაისს, 2020-2023  წლების პროგრამების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ძირითადად იმ პროექტებზე იყო საუბარი, რაზეც სამინისტროში წლის დასაწყისში საუბრობდნენ. თებერვალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების მინისტრს არაეფექტურობის გამო უსაყვედურა და ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის შესაქმნელად ექვსი კვირა მისცა. ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებით მინისტრს სწორედ ამ ვადაში უნდა წარმოედგინა სიახლეები. ექვსი კვირა …

10 მაისი გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღეა

10 მაისი გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღეა. გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც გადამფრენი ფრინველების და მათი ადგილსამყოფელის შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან აიკრძალა. ნადირობა მხოლოდ აგვისტოს შემდეგ იქნება ნებადართული. აჭარაში ყოველწლიურად იმართება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალიც. სპეციალისტების თქმით, შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი,  „აღმოსავლეთ შავი ზღვის …

2019 წლის ეროვნულ ჯილდოზე 69 ქალი და 5 კაცი მასწავლებელია წარდგენილი

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საქართველოდან სულ 74 მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას. აქედან ყველაზე მეტი – 16 მასწავლებელი დარეგისტრირებულია კატეგორიაში – სახელმწიფო ენები, მეორე ადგილზე – 13-13, დაწყებითი და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელია წარდგენილი.  ეროვნულ ჯილდოზე ასევე წარდგენილია საზოგადოებრივი მეცნიერებების 12 მასწავლებელი, უცხო ენების – ცხრა, ესთეტიკური აღზრდის – ექვსი, ინკლუზიური განათლების – სამი, მათემატიკის ორი მასწავლებელი. …

გამომგონებელი ბავშვები

ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში  STEM აკადემია მეორე წელია არსებობს, სადაც მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ პროექტებს ქმნიან. ბავშვებთან მენტორი მასწავლებელი უტა კილასონია და პედაგოგი ჯაბა შაინიძე მუშაობენ. ამჟამად ბავშვები ოთხ პროექტზე მუშაობენ და როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალ წელს კონკურსში მონაწილეობასაც აპირებენ. STEM აკადემია მოიცავს ოთხი საგნის – მათემატიკის, მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას. როგორც …

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სახლი მიანიჭებს

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს. დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები, რომლის საფუძველზეც პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. „ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს …

„მწვანე ბანაკი“ სკოლის მოსწავლეებისთვის

ქედის, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტების სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გრძელდება განაცხადების მიღება მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 12 მაისი (23:59 საათი). დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ განაცხადი. მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან. ბანაკი Bulachauri Green Center – ბულაჩაურის მწვანე ცენტრი გაიმართება 2019 წლის 15-23 ივნისს.  

ენმ-ის აქტივისტი პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ თავის სასტუმროდან ვერ გააძევა

„აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წევრი, ენმ-ის აქტივისტი ხათუნა ბერიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის სასტუმროდან ვერ გამოაძევეს. ხათუნა ბერიძემ, გუშინ, 7 მაისს, გვიან ღამით ატვირთა ვიდეო, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ხათუნა ბერიძეს სასტუმროს ნომრის დატოვებას სთხოვს, თუმცა კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. ხათუნა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სასტუმრო „ხულოში“ გუშინ შევიდა და დღეს 8 …

დინამო ბათუმი VS დინამო თბილისი

11 მაისს „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისს“ ეთამაშება. ბათუმში თამაში 21:00 საათზე, ანგისის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „დინამო ბათუმს“ 22 ქულა აქვს და ლიდერ „საბურთალოს“ 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „თბილისის დინამოს“, იგი მესამე ადგილზეა, 20 ქულა აქვს და „ბათუმის დინამოს“ ორი ქულით ჩამორჩება. მიმდინარე ეროვნული ლიგის გათამაშებაში „ბათუმის დინამოს“ შვიდი მოგება, ერთი …

რატომ გაუქმდა აბიტურის საათები სკოლაში

საჯარო სკოლებში აბიტურის საათები აღარ ტარდება. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, აბიტურის საათების გაუქმება სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებას უკავშირდება. სამინისტროში ამბობენ, რომ აბიტურის საათები იმ საგნებში ტარდებოდა, რომლებსაც საატესტატო გამოცდაზე აბარებდნენ. აბიტურის საათი საგნის მიხედვით კვირაში მხოლოდ ერთხელ იყო გათვალისწინებული და მასწავლებელს დამატებითი საათი უნაზღაურდებოდა. თუმცა, როგორც სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, აბიტურის საათები სკოლებში …

0.5-კრედიტქულიანი ტრენინგი პედაგოგებისთვის

საჯარო სკოლის ყველა საგნის მოქმედ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ტრენინგზე – Microsoft Office 365-ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ პროგრამები: OneNote, Class Notebook-ი, Microsoft Forms-ი. ასევე კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების შექმნას OneDrive-სა და Teams-ში. „ტრენინგი მოიცავს 12 …

როგორ აპირებენ ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანებას

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანების პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, მასშტაბურად უნდა გამწვანდეს ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩები. ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ოქროსფერ ტუიასა და ფოტინიას დარგავენ, მაზნიაშვილის ქუჩაზე კი – კალისტემონსა და მწვანე ტუიას. სულ 216 ძირი ხე-მცენარე უნდა დაირგოს. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ხე-მცენარებიის შესაძენად გამოცხადებულია ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება …

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ავტომანქანები გადასცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს 2 ახალი სამაშველო და 1 სახანძრო ავტიომანქანა გადასცეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და გააჩნია ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. „უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც“.

რა სიმბოლოების გამოყენებას აპირებს 9 მაისს ზახაროვა-გოგიძის მოძრაობა

ვინ არის „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტი და რას საქმიანობს მისი ორგანიზაცია ბათუმში, რომელიც ყოველ წელს, 9 მაისს, გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობს. „ბათუმელები“  ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლიკა ზახაროვას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურს რევაზ გოგიძემ უპასუხა. ის ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია. რას საქმიანობს ლიკა ზახაროვა და რა მიზნები აქვს თქვენს ორგანიზაციას საქართველოში, გარდა იმისა, რომ …

ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი ორი თვით გადაიკეტა

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ორი თვით გადაიკეტა.  გადაკეტილია გორგილაძის ქუჩის ბოლო მონაკვეთიც, ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, გორგილაძისა და ჯავახიშვილის კვეთიდან მოძრაობა გადაერთო ხიმშიაშვილის ქუჩისკენ [„მაკდონალდსის“ მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოიხსნა გამყოფი ზოლი გორგილაძის ქუჩიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის]. „ჯავახიშვილის ქუჩიდან  უკვე შესაძლებელია ორმხრივი მოძრაობა ხიმშიაშვილის ქუჩის მიმართულებით. …

რას გეგმავს ბათუმში 9 მაისს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი

9 მაისს ბათუმში, გმირთა ხეივანში, მსვლელობის ნებართვას ითხოვს პრორუსული ორგანიზაცია „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“, რომლის ხელმძღვანელი ლიკა ზახაროვაა. აღნიშნული ორგანიზაცია სხვა პრორუსულ დაჯგუფებებთან, მაგალითად, იმავე  მოძრაობა „უკვდავ პოლკთან“ ერთად პერიოდულად მართავს აქციებს. არსებობს ინფორმაცია, რომ წლევანდელ საცხრამაისო აქციას შესაძლოა შეუერთდნენ საქართველოში მყოფი რუსეთის სხვა მოქალაქეებიც. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუკი  აქციაზე გამოყენებული იქნება საბჭოთა …

რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს 7 მაისამდე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ შეცვალონ, წაშალონ ან დაამატონ საგანი და აირჩიონ შემოქმედებითი ტური. „მაგალითად, თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც. მაგალითად, ქართულად ზოგადი უნარების გამოცდა შეიძლება ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით …

ვის შეეძლება ცხოვრება ბსუ-ს ახალ საერთო საცხოვრებელში

კვირას, 5 მაისს, ბათუმში, ლეონიძის 15 ნომერში, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ საერთო საცხოვრებელს გახსნის, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილი. უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელი ოთხსართულიანია და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. „სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები. შენობა ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და …

რატომ მოხვდა 9 მეორეკლასელი ინფექციურ საავადმყოფოში

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლიდან ცხრა მეორეკლასელის ინფექციურ საავადმყოფოში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით გადაყვანის მიზეზი ცნობილია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გამოკვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებში გულისრევის შეგრძნება გამოწვეული იყო მიმბაძველობით. „როცა ერთ ბავშვს ჰქონდა გულისრევა, დანარჩენი ბავშვები კოლექტიურად აჰყვნენ ამ პროცესში,“- ამბობს რუსუდან შავიშვილი. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლას ბუფეტი არ აქვს.  სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვებმა სკოლაში …

ბათუმში წერეთლის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, სამ მაისს, დაახლოებით დილით რვა საათზე, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 60 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. შსს-ს ცნობით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებმა ადგილზე ნახეს მეორე მამაკაციც, რომელიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას …

რა უფლებებს ითხოვს აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლებთან დაკავშირებით

აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს. ინიციატივას „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს, მანამდე კი ინიციატივას აჭარის უმაღლესი საბჭო განიხილავს. ინიციატივა ითვალისწინებს ოთხ პუნქტში ცვლილების შეტანას. კერძოდ: [checklist] ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო …

Exit mobile version