უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული გალობა საჯარო სკოლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეროვნულ მუზეუმში მე-10 საუკუნის სამუსიკო ნიშნების კვლევის პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ქართული ფოლკლორი და საგალობლები ყველგან „ყველა დასახლებულ პუნქტში“ უნდა ისწავლებოდეს. მას ამჯერად არ დაუკონკრეტებია, „ყველა დასახლებულ პუნქტში“ იგულისხმება თუ არა საჯარო სკოლებიც. მანამდე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომ სკოლებში საგალობლების სწავლების დაწყებას მას პრემიერი დაჰპირდა. „მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა …

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის  თავისუფალი დასწრება გაუქმდა

განათლების სამინისტროს  ინფორმაციით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში  ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. „აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის  თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და  მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის  30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის  პერიოდად 21-22  მაისი, …

ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარაში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელს უნდობლობას უცხადებს

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში დაინიშნა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. „ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ აჭარაში სააგენტოს წარმომადგენლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც, ზოგადად, გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. აბესალომ ასლანიძის დანიშვნა სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში მუსლიმი თემის ინტერესების უგულებელყოფის აშკარა ნიშნებს …

რა ხარვეზები აქვს ბსუ-ს ადაპტირებულ ლიფტს

„ლიფტი დილიდან გამოსულია მწყობრიდან (ადგილზე მისულმა გავიგე), ანუ შეუძლებელია მისი გამოყენება“, – წერს თომა კაკაბაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. „ამ ლიფტით სარგებლობის აუცილებლობა აქვს სულ რამდენიმე ადამიანს და ასეთი შემთხვევების დროს, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია სარემონტო სამუშაოებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან დაკავშირებით, სმს-ით, დარეკვით ან რაიმე ფორმით, რადგან ავტოტრანსპორტის არაეფექტიანად მუშაობის გამო, ისედაც 6 …

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების 6-პუნქტიანი მოთხოვნები სერგეენკოსა და პარლამენტს

ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი 7 პაციენტის ახლობლები დღეს, 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტროს რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მოსთხოვეს მინისტრს, ზაალ მიქელაძეს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პაციენტების დაღუპვის მიზეზებს. ასევე დაიწყება სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა. დღევანდელ შეხვედრაზე …

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა 500-დან 1000-მდე ლარია

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე. დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. „საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,“ – ნათქვამია გარემოს …

ბადეში მოყოლილი ზუთხი ზღვაში დააბრუნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ინფორმაციით, ექსპედიციისას ბადეში ზუთხი (ტარაღანა ანუ ცქვრინი) მოჰყვა, რომელიც ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. ზუთხი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, მიჩნეულია კრიტიკულ საფრთხეში მყოფად და მოწყვლად სახეობად ევროპაში. ზუთხის მტკნარი და მარილიანი წყლის ბინადარია. მისი სიგრძე 100-175 სმ.  წონა 100 კგ-ზე მეტს აღწევს.  გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად ნათია ფურცელაძე დასახელდა

დღეს, 12 აპრილს, განათლების სამინისტრომ კონკურსის  – „2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად“ ნათია ფურცელაძე დაასახელა, რომელიც სკოლა „ქორალის“ პედაგოგია. გამარჯვებულ პედაგოგს სპეციალური ჯილდო – ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა. ნათია ფურცელაძე 2017 წელს წარდგენილი იყო მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის სხვადასხვა …

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. „არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ. აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, …

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

„ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესზე 6 პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „შენების პარტია“, „ახალი საქართველო“ და „ემსახურე საქართველოს“. პოლიტიკური პარტიები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ კვლევებს, სადაც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოხვდა, …

სკოლის შეფასების ინსტრუმენტი სამინისტროს მზად არ აქვს, პროექტი კი მიმდინარეობს

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საპილოტე პროექტი საქართველოს 50 საჯარო სკოლაში, რომელიც ითვალისწინებს სკოლების შეფასებას, რის შემდეგაც უნდა გამოიკვეთოს სკოლის კონკრეტული საჭიროებები. წელს, მარტის დასაწყისში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო იმ ჯგუფის წევრების გადამზადება, რომლებმაც საპილოტე სკოლების შეფასებაზე უნდა იმუშაონ. მაშინ „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ სკოლის შეფასების ინსტრუმენტი, წერილობით სახით, ჯერ არ …

რეპრესირებულის შთამომავალი მთავრობისგან რეაგირებას ითხოვს: ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია

ნოდარ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, დიდაჭარაში ცხოვრობს. მისი ბაბუა, იუნუს შავაძე და ბაბუას ძმა 1937 წელს დაიჭირეს და, სავარაუდოდ, დახვრიტეს. ნოდარ შავაძე იმედოვნებს, რომ ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში, შესაძლოა მისი ბაბუის ნეშტიც აღმოჩნდეს. მისი თქმით, ბაბუა ბათუმში დააპატიმრეს. ნოდარ შავაძე ამბობს, რომ ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარშიც იყო მისული, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს რომ დალაპარაკებოდა და ენახა რა …

მუფთის მრჩეველი სამარხზე: „სასაფლაო-მემორიალზე” არ აღიმართოს რელიგიური ატრიბუტიკა

დასავლეთ საქართველოს მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმები არ დათანხმდებიან მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ტესტის ჩატარების გარეშე დაკრძალვას. თემურ გორგაძე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვას გუშინაც გამოეხმაურა და დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ, რომ ამ სამარხში მუსლიმებიც იქნებოდნენ, საქმის კურსში არ ჩააყენეს არც ერთი მუსლიმური დაწესებულება. (მაგალითად, მუსლიმთა სამმართველო)“. თემურ გორგაძე თავის …

„სოვლაბის“ მიმართვა სახელმწიფოს: მიეცით საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნაშთები

საბჭოთა კვლევის ლაბორატორია ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სოვლაბი მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს და ეპარქიის წარმომადგენლებს: უზრუნველყონ მასალების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, რაც დაასაბუთებს დასკვნას და ასევე საშუალებას მისცემს მკვლევრებს, ისარგებლონ ამ ინფორმაციით. თუკი ანთროპოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა და კვლევა არ ჩატარებულა, საშუალება მიეცეს საექსპერტო ჯგუფებს, შეისწავლონ ნაშთები. თუკი ეს საბჭოთა პერიოდის მსხვერპლთა ნაშთებია, სახელმწიფომ …

ლაშა ბაქრაძე ბათუმში აღმოჩენილ სამარხზე: ქვეყანაში ვხედავთ ტოტალურ დაუინტერესებლობას

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 338-ში – ტერიტორიაზე, რომელიც საპატრიარქოს  დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული, ოთხი სამაროვანი გათხარეს, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. გათხრები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ აწარმოა. სახელმწიფო უწყებები, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ და არც ახლა აპირებენ მონაწილეობას. ეპარქიის განცხადებით, სამარხში აღმოჩენილია გასული საუკუნის 36-37 წლების მონეტები, რამდენიმე ჯვარი და მასრები. საქართველოში საბჭოთა რეპრესიების …

18 აპრილიდან აბიტურიენტების კითხვებს ფეისბუქზე გამოცდების ეროვნული ცენტრი უპასუხებს

11 აპრილს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. ცენტრის ინფორმაციით, რეგიონების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისათვის თბილისში ჩატარდება.  ცენტრის წარმომადგენლები  აბიტურიენტებს  დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან  2019  წლის გამოცდების შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 18 აპრილიდან კიდევ ერთ პროექტს იწყებს. კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის facebook – ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს …

საბალეტო სკოლა თეატრისა და ბალერონების გარეშე [ვიდეო]

ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას  არსებობის ოცწლიანი ისტორია აქვს. თავდაპირველად, როგორც სასწავლებელი, ისე ფუნქციონირებდა და გასცემდა დიპლომებს, შემდეგ კი სკოლის სტატუსი მიიღო და სერტიფიკატებს გასცემს. კურსდამთავრებულს ბალეტის მსახიობის კვალიფიკაცია ენიჭება. სკოლის მოსწავლეებს არაერთ საერთაშორისო კონკურსზე აქვთ წარმატებები მოპოვებული. მათ შორისაა 16 წლის მარიამ ცინცაძეც, რომელიც საბალეტო სკოლაში რვა წლიდან სწავლობს. სკოლას წელს დაასრულებს. …

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ახლობლები საპროტესტო აქციებს გეგმავენ

ლიბიაში, ქალაქ მისრათაში, გაჩერებული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრების ახლობლებმა დღეს, 8 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს შინაპატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ქართველი მეზღვაურის, რაულ ტაკიძის ახლობლის, ნარგიზ დიასამიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსტიტუციას არღვევს. „ის მუხლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს მსოფლიოს ყველა წერტილში, იგნორირებულია. სახეზეა ყველა …

აჭარაში შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემა ინერგება

დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. სისტემა პირველად ინერგება საქართველოში და მისი პილოტი აჭარაში განხორციელდება. „ახალი სისტემა შესაძლებლობას მოგვცემს, ადამიანი დავინახოთ მისი სტატუსის იქეთ, დავინახოთ რა სჭირდება მას იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს, იყოს აქტიური, შექმნას დოვლათი და არ იყოს ჩამოკიდებული სოციალური დახმარების სისტემაზე,“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ქეთევან …

სამინისტრო: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე გავა

რამდენიმე წუთის წინ  განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განცხადება გააკეთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების თაობაზე. მისი თქმით,  კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო,  განმეორებით კენჭისყრაზე გავა. ზედგინიძეს არ დაუკონკრეტებია, როდის გავა  გამოცდების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე, თუმცა დასძინა რომ მისი ხელმეორედ გატანა კენჭისყრაზე, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება. „პრობლემა ბავშვებს არ შეექმნებათ, დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული …

გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს. აღნიშნული პროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობს. პარლამენტის წევრების უმრავლესობამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება, შესაძლოა, ისევ მოუწიოთ. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 4 აპრილს მიმართა და ითხოვა დაჩქარებული წესით განეხილა გამოცდებთან დაკავშირებული საკითხი. …

„ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია“ – კლინიკის განმარტება 6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე, 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, 6 წლის პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვს ჰქონდა იშვიათი თანდაყოლილი დაავადება და დროული მკურნალობის შემთხვევაშიც კი, პაციენტების 80 პროცენტი ამ დაავადებით იღუპება პირველივე თვეებში. „საბა კიწმარიშვილი …

სააგენტოს 6 წლის საბას გარდაცვალებაზე მოკვლევა ჯერ არ დაუწყია – განმარტება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოჯახს სააგენტოსთვის არ მიუმართავს – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში. დღეს, 4 აპრილს, 6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა იაშვილის კლინიკის წინ. მშობლები და ახლობლები სამედიცინო პერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ და ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს მოკვლევა ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. სამედიცინო საქმიანობის …

6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები კლინიკის წინ აქციას მართავენ

დღეს, 4 აპრილს, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრთან 6 წლის საბა კიწმარიშვილის მშობლები და ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი ბავშვის გარდაცვალების მიზეზად არასწორ მკურნალობას ასახელებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედა თამარ ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი 2018 წლის 25 დეკემბერს მაღალი ტემპერატურით მიიყვანეს აღნიშნულ საავადმყოფოში, სადაც, მისივე თქმით, 31 დეკემბრამდე ბავშვს დიაგნოზი …

კონკურსი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება წლის საუკეთესო ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი. „კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს …

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

დღეს, 4 აპრილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული. ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა …

ამერიკული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის ფინალისტები აჭარიდან

FLEX-ის, ანუ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „ბათუმელები“ სამ გამარჯვებულს ესაუბრა, ისინი სექტემბრიდან აშშ-ში ერთი წლით გაემგზავრებიან,  იცხოვრებენ ადგილობრივების  ოჯახებში და განათლებას მიიღებენ ამერიკულ სკოლაში. ერთ-ერთი გამარჯვებული  16 წლის თამარ წითელაძეა. ის სოფელ კირნათში, მეთერთმეტე კლასში სწავლობს. FLEX-ში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო, მაგრამ ფინალში მეორე მცდელობისას გადავიდა. თამარის აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა  …

PHR: სქესობრივი განათლების შესახებ ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ბავშვთა უფლებებს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)  „ბავშვის  უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვას და შედეგად, დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება. ახალი ცვლილებებით, გაიზარდა რელიგიური ორგანიზაციების როლი ბავშვთა ზრუნვისა და აღზრდის სფეროში. კერძოდ, კოდექსის პროექტის ამჟამინდელი ჩანაწერით (მუხლი 28.9) „ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისას, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ჩაერთოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების …

საპროტესტო აქცია ბათუმში მუშების დაღუპვის გამო

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში დაღუპული მუშების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას. მარიამ მუთიძე, სამოქალაქო აქტივისტი: „დღევანდელი აქციის გზავნილია, გვქონდეს ისეთი შრომითი კოდექსი, რომელიც იქნება ადამიანის უსაფრთხოების გარანტი. შეთანხმებული მოქმედება მთავრობასა და ბიზნესს შორის, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე გადის, უნდა დამთავრდეს და …

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 714 მასწავლებელია ნომინირებული

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მასწავლებლის ნომინირება დასრულდა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 714 პედაგოგია წარდგენილი. თუმცა აპლიკაციების შევსება 20 აპრილამდე გრძელდება და ყველა მსურველს შეუძლია განაცხადი შეიტანოს.  მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აპლიკაციის შევსება შეუძლია ყველა პედაგოგს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი სწავლების მეთოდები ინოვაციურია, ნერგავს ორიგინალურ, ინტერაქტიულ და მრავალფეროვან მიდგომებს, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე, ზრდის მოსწავლეთა …

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ბავშვთა კოდექსში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარს „ბათუმელებთან“ აკეთებს. ჩანაწერის მიხედვით, რომელიც პარლამენტში კენჭისყრაზე ჯერ არ გაუტანიათ, სკოლებში მოზარდის სქესობრივი განათლება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ბავშვის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფორმულირებაში პრობლემას ხედავენ. მათი აზრით, მსგავსი ჩანაწერები წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა …

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

8 აპრილს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება, რომელიც 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის,  მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით. სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმისა და  ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ  …

ორი აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას საქართველოც შეუერთდა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ …

ვინ მიიღებს უფასოდ პასპორტსა და პირადობის მოწმობას 1 აპრილიდან 1 მაისამდე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე ის მოქალაქეები, რომლებიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა. ამავე წყაროს ცნობით, უფასოდ შეუძლიათ პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც. „2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის …

ბათუმში ევროპის მოედანზე მუშების დაღუპვის გამო აქცია გაიმართება

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ თბილისში დაღუპული მუშების – დათო აბესაძისა და ედვარდ ვარიშოვის პატივსაცემად აქცია გაიმართება. აქცია სამოქალაქო აქტივისტების მიერ იმართება, რომლის მიზანი დაღუპული მუშების სახელით, შრომის უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების მოთხოვნაა. საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 31 მარტს, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის II და III კორპუსებს შორის მიწა ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწამ ორი მუშა მოიყოლა, მათი …

ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს. „დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას“. პოლიციის ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება …

Exit mobile version