ქედის, შუახევისა და ხულოს რესურსცენტრები ახალი ავტომანქანების შეძენას აპირებენ. სამივე უწყებამ ტენდერი ერთდროულად 14 ივლისს გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში რესურსცენტრები მოითხოვენ 2017 წელს გამოშვებულ ავტომანქანას, რომელიც იქნება მე-3 კლასის და მაღალი გამავლობის მქონე. თითოეული რესურსცენტრი ერთი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მაქსიმალური ფასი ერთი ავტომანქანის შესაძენად 50 ათასი ლარია.
Author Archives: ჯაბა ანანიძე
სასჯელი დედას შვილის ცემისთვის
„სასამართლომ დაადგინა: საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ზ.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის, მკლავისა და ზურგის არეში დარტყმებით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან შვილს მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანსასნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში წერია, რომლითაც დედას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საკუთარი შვილის ცემისთვის. სასჯელი მას პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა. საუბარია გასული …
ჯეჯელავა: რუსეთს ყველა ქვეყანაში შეუძლია პროპაგანდისტული ჩარევა
„თუ არ აწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, რჩება სივრცე, რომელსაც სხვა აითვისებს აუცილებლად… მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განახორციელოს რუსეთმა პროპაგანდისტული ჩარევა,” – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც დღეს პროპაგანდის საფრთხეებზეც ისაუბრეს. ალექსანდრე ჯეჯელავა ამ პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია. მისი განმარტებით, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს საინფორმაციო საჭიროებები და ამის შესაბამისად განისაზღვროს სტრატეგიები. „ეს არა მხოლოდ …
Continue reading “ჯეჯელავა: რუსეთს ყველა ქვეყანაში შეუძლია პროპაგანდისტული ჩარევა”
შეკითხვა რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე
ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული გზა” მიმდინარეობს. დისკუსიის ნაწილში შეკითხვა გიორგი ბარამიძემ დასვა, ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა. მან რუსეთის ოკუპაციის მიმართ ერთიანი ხედვის არარსებობაზე გააკეთა აქცენტი და იკითხა: „უკრაინის ოკუპაცია ოკუპაციაა და საქართველოს არა?” „რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს 2008 წლიდან… სამწუხაროდ, იმ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოებას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის მისი ქმედებების გამო, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ …
Continue reading “შეკითხვა რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე”
ევროპარლამენტარი: ჰესების მშენებლობისას ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს კლიმატის ცვლილებების ამოცანები
„დრო დადგა, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას შესაბამისი კანონმდებლობა განახლებადი ენერგორესურსების შესახებ,” – ასე მიმართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპარლამენტის მწვანეთა ალიანსის ჯგუფის წევრმა რებეკა ჰარმსმა ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“. კონფერენცია დღეს გაიხსნა ბათუმში და მასზე სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილება, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოება. „ჩვენ წინ მივიწევთ განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით. ჩემს ქვეყანას, გერმანიასაც, მნიშვნელოვანი …
რამაზ ბოლქვაძე აკვაპარკთან მიწის გასხვისებაზე
ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გასხვისებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე გამოეხმაურა. „ეს არის ღია და გამჭვირვალე აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. აუქციონი არათუ უპირობოა, არამედ მასში ძალიან მნიშვნელოვანი პირობებია განსაზღვრული. ერთ-ერთი პირობის თანახმად, ინვესტორმა პროექტში არანაკლებ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტის მიხედვით აღნიშნულ …
Continue reading “რამაზ ბოლქვაძე აკვაპარკთან მიწის გასხვისებაზე”
რატომ უნდა ჯდებოდეს მეჩეთის აშენება უფრო ძვირი, ვიდრე ეკლესიის – გადასახადები და დისკრიმინაციული კანონი
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ამბავი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მაგალითად მოიყვანა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს იცავს, რომლებიც მიიჩნევენ რომ დისკრიმინაციულია კანონი, რომლითაც საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს. „ბათუმში მუსლიმმა თემმა შეისყიდა მიწის ნაკვეთი. მშენებლობის ნებართვას მიიღებენ თუ არა, ჯერ ესეც უცნობია, მაგრამ თუკი მიიღებენ, მათ დამატებითი ღირებულების გადახდაც მოუწევთ, რაც 18 პროცენტს …
მოძალადეს არავინ აჩერებს
გასულ წელს ოჯახში ძალადობის კუთხით 2877 შემაკავებელი ორდერი გამოსცა სასამართლომ, წელს, აპრილამდე – 752. შესაბამისად, ამ რაოდენობის ძალადობის მსხვერპლ ქალთან ერთად, ამდენივე მოძალადე მამაკაცი ცხოვრობს. იშვიათად ან თითქმის არ ჩნდება კითხვები: ვინ არიან ისინი? რამ აქცია მოძალადედ? რა შეაჩერებთ ან შეცვლით მათ? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ეს ციფრები შემცირდეს? ოჯახში ძალადობაზე საუბრის დროს აქცენტი …
რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს
ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. „ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ – …
Continue reading “რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს”
უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან
ციხეში, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან, აღარავინ მოხვდება. სისხლის სამართლის კოდექსში უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თავისუფლების შეზღუდვას ვეღარ შეუფარდებს მოსამართლე რომელიმე მსჯავრდებულს. მსჯავრდებულებს, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ერთ დაწესებულებაში იმყოფებიან. მათ შაბათ-კვირას გარეთ გამოსვლის, ასევე პროფესიის მიღების და დასაქმების საშუალება აქვთ. თავისუფლების შეზღუდვის სპეციალურ დაწესებულებაში დღეს 33 პირი იხდის სასჯელს. შენობა 2014 წელს …
Continue reading “უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან”
პრობლემები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე გველის
გამოწვევები, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გველოდება – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას რისკის ქვეშ ისევ აყენებს. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, სადაც დღეს, 11 ივლისს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრი გაიხსნა. „მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. ისევ არ არსებობს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ოლქები უბნის კომისიის წევრებად …
Continue reading “პრობლემები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე გველის”
ადგილობრივი წარმოების პრობლემებზე შეხვედრა შუახევში გაიმართება
ადგილობრივი წარმოების პრობლემებსა და გამოწვევებზე ხელისუფლების წარმომადგენლები ფერმერების მოსაზრებებს მოისმენენ. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართება ხვალ, 12 ივლისს, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. შეხვედრა პროექტის -„ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობის“ ფარგლებში ეწყობა. ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. შეხვედრას დაესწრებიან: ვიქტორ დოლიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე …
Continue reading “ადგილობრივი წარმოების პრობლემებზე შეხვედრა შუახევში გაიმართება”
გიორგი მშვენიერაძე: განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით არ აქვს
„სახელმწიფოს ვალდებულებაა რწმენის თავისუფლების დაცვა და არა რომელიმე რელიგიის გაძლიერება,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის ხუთი რელიგიური ორგანიზაციის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში. დავის საგანი სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია. „მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის ინტენსივობა არის ძალიან დაბალი. ყოფილა შემთხვევები, როცა …
მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ
მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა პირველი ივლისიდან აღარ მოეთხოვებათ. ამ დროიდან ახალი კანონი ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც აღარ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირებად მიიჩნევიან, რადგან მათ პირდაპირი წესით ირჩევენ. „გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების უფლებამოსილებას არეგულირებს თვითმმართველობის კოდექსი, თუმცა ეს კოდექსი ღიად ტოვებს მათი ნარკოლოგიური შემოწმების …
Continue reading “მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ”
პატიმარი: არ მეუბნებიან, ოპერაციას გამიკეთებენ თუ არა
„ყურთასმენაც დაკარგული მაქვს, ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს, ვარ ძალიან ცუდად. გთხოვთ, დამეხმაროთ და მარტო ტყუილი წერილობითი პასუხებით ნუ შემოიფარგლებით“, – აღნიშნავს მსჯავრდებული ფრიდონ ჯ. ბათუმის ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მისი თქმით, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ და არც იმას ეუბნებიან, ჩაუტარდება თუ არა ოპერაცია. პატიმარმა წერილი ჟურნალისტების გარდა სამთავრობო უწყებებსაც მისწერა. „შევხვდი ექიმ-სპეციალისტს ოტოლარინგოლოგს. დიაგნოზები დამისვა, …
Continue reading “პატიმარი: არ მეუბნებიან, ოპერაციას გამიკეთებენ თუ არა”
მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ
„ჩემ გარეშე განიხილეთ,“ – მერაბ ღოღობერიძისგან ეს წერილობითი განცხადება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ის განიხილავს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს, რომლებსაც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა. „ის არის ავად და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია. ამის გამო ვერ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვაყენებ შუამდგომლობას, გადაიდოს სასამართლო პროცესი,“ – …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ”
მოსამართლე თამარ ქალდანს: იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე
“გარკვეული საკითხები უკეთესად დაზუსტდა… დღეს მოქმედი კანონი მკაფიოდ არეგულირებს ინსპექტორის რეაგირების მანდატს,” – უთხრა მოსამართლეებს თამარ ქალდანმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს ფარულ მოსმენებზე პოზიციების მოსმენას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ინსპექტორის აპარატი საზედამხედველო ორგანოა. ამ არგუმენტით თამარ ქალდანი ამართლებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ინსპექტორს ე.წ. გასაღები აღარ …
Continue reading “მოსამართლე თამარ ქალდანს: იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე”
ვაჟა-ფშაველას #13-სთვის სტატუსის მოხსნაზე სააგენტომ უარი თქვა
ვაჟა-ფშაველას #13-ში დანგრეულ კულტურულ მემკვიდრეობის შენობას ისევ ძეგლის სტატუსი ექნება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უარი უთხრა კომპანია „სლავა 2015″-ს სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადების განხილვაზე. სწორედ ამ კომპანიამ დაანგრია მე-19 საუკუნეში აგებული სახლი 2015 წლის ბოლოს. „სააგენტომ ერთხელ უკვე განიხილა ამ კომპანიის განცხადება მიმდინარე წლის იანვარში. ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს, რის გამოც შეიძლებოდა …
Continue reading “ვაჟა-ფშაველას #13-სთვის სტატუსის მოხსნაზე სააგენტომ უარი თქვა”
მოსამართლე სუს-ის წარმომადგენელს: ერთია ტერორიზმი და მეორე – ადამიანის უფლებები
„ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ცალ-ცალკე არსებობდა ორგანო, რომელიც ფარულ მოსმენებს ახორციელებდა და დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ეს ორი უწყება გაერთიანდა და ამის მიზეზი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,“ – ასე უპასუხა სუს-ის წარმომადგენელმა, ბექა ზეგარდელმა მოსამართლე მანანა კობახიძის შეკითხვას საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განაგრძობს 326 მოსარჩელის სარჩელის განხილვაზე განმწესრიგებელ სხდომას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის …
Continue reading “მოსამართლე სუს-ის წარმომადგენელს: ერთია ტერორიზმი და მეორე – ადამიანის უფლებები”
მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ზეგარდელი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კითხვებს პასუხობს. სასამართლო 326 მოქალაქის სარჩელს განიხილავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სუს-ს ისევ აქვს თითოეული ჩვენგანის უკანონოდ მოსმენის უფლება და შესაძლებლობა ნებისმიერ დროს. ბექა ზეგარდელს მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა, როცა მან ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს უფროსის დანიშვნის ახალი წესის დემოკრატიულობაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს სააგენტო პარლამენტის გადაწყვეტილებით 30 …
Continue reading “მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ”
რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს
„მთავარი პრობლემა, რაზეც პატიმრები საუბრობენ, არის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება,“ – უთხრა ბათუმის ციხიდან გამოსულმა ცოტნე ანანიძემ „ბათუმელებს“. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის შეხვედრა პატიმრებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. ცოტნე ანანიძე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შევიდა. ცოტნე ანანიძის თქმით, იგი ბათუმის ციხის მთავარ ექიმსაც შეხვდა: „მითხრა, რომ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს. ჩემი …
Continue reading “რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს”
ბანაობა შტორმის დროს [ფოტო]
იმის მიუხედავად, რომ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია და ბანაობა აკრძალულია, ბათუმის სანაპირო ზოლში მობანავეს ბევრს ნახავთ. მაშველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ იბანაონ, ვიდრე სამაშველო კოშკებზე მაშველები თეთრ ალმებს არ გადმოკიდებენ. ბათუმის სანაპირო ზოლზე დღეს მთელი დღე წითელი ალმებია აღმართული.
მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს. სამაშველო სამუშაოებს შტორმი ართულებს. შტორმის დროს მაშველებმა გუშინ, 5 ივლისს, 20 დამსვენებლის გადარჩენა მოახერხეს. რატომ შედიან ადამიანები შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ და რა მექანიზმი აქვთ მაშველებს, რომ მათ ამ დროს ბანაობა შეუზღუდონ? – „ბათუმელელები“ მამუკა თურმანიძეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ესაუბრა. „შავი ზღვის აკვატორიაში გუშინ …
Continue reading “მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში”
დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ბათუმის ციხეში პატიმრებთან შესვლის უფლება მისცეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე დღეს, 6 ივლისს, ბათუმის ციხეში პატიმრებს მოინახულებს. დღემდე პატიმრებმა არაერთხელ ითხოვეს ცოტნე ანანიძესთან შეხვედრა, თუმცა უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის ცოტნე ანანიძე იქ შესვლას ვერ ახერხებდნენ. „კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან,“ – გვწერდნენ ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები. ისინი აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ცოტნე ანანიძე ყოფილი …
Continue reading “დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ბათუმის ციხეში პატიმრებთან შესვლის უფლება მისცეს”
ავტოავარია ქობულეთში – დაშავებული 13 წლის ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ქობულეთში ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ამ დროისთვის ქობულეთის რეგიონულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე, პარკის წინ მოხდა. “მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაჟეჟილობა. მას გონება არ დაუკარგავს,”- უთხრა ქობულეთის რეგიონული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, რაულ პაქსაძემ “ბათუმელებს”. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქობულეთის რაიონული სამსახურის მენეჯერის, …
Continue reading “ავტოავარია ქობულეთში – დაშავებული 13 წლის ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში”
13 ახალი ავტომანქანა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს აჭარაში
დღეს, 5 ივლისს, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცა. 2017 წლის პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ ჯამში 13 ავტომანქანა შეიძინა. ღონისძიებას ბათუმის ცენტრალის ტერიტორიაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ. აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 43 ცენტრს მაღალი …
Continue reading “13 ახალი ავტომანქანა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს აჭარაში”
თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის
ფსიქიკურად დაავადებულ ხანდაზმულებს თავშესაფარში მიიღებენ – საუბარია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვისაც ასაკობრივი ცვლილებების გამო სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება ქრონიკულად აწუხებს, მაგრამ არა გამწვავებული ფორმით. ამ ტიპის პაციენტების სტაციონარში მოთავსება ამჟამად შეუძლებელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ივლისიდან 50 ასეთი პაციენტის დაფინანსებას აპირებს. „ესენი არიან მოხუცები, რომლებიც გარშემომყოფებს საფრთხეს არ უქმნიან, მაგრამ ხშირად ოჯახებს მათი მოვლის საშუალება არ აქვთ, ან …
Continue reading “თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის”
ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „თიბისი ბანკთან“, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი არ მიმალულა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებულ მამაკაცს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული და მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში, …
Continue reading “ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა”
ვახშმები ხულოს ბიუჯეტის ხარჯზე
კვირის ბოლოს ხულოში „სელიმობას“ აღნიშნავენ. ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5256 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯება. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი – 2987 ლარი და 50 თეთრი, ვახშმისთვისაა გათვალისწინებული. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომპანია „არსი 2“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში იპოვით ჩამონათვალს, თუ რა არის გათვალისწინებული „სელიმობისთვის“. სია ბუკლეტების დაბეჭდვით და ვარდების შეძენით იწყება და გრძელდება იმ კერძების ჩამოთვლით, …
როდის მოიცლის ქობულეთის გამგეობა ჩაქვისთვის
„ქობულეთის გამგებელს, მგონი, საერთოდ დაავიწყდა, რომ ჩაქვიც ქობულეთს ეკუთვნის და მიხედვა უნდა,“ – აცხადებს ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი თქმით, საგზაო დატურისტული ინფრასტრუქტურა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელია, ასევე დაუსუფთავებელია პლაჟი. „ქობულეთის სანდასუფთავების ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი გახდა, მაგრამ ჩაქვის პლაჟისთვის ამ სამსახურმაც კი ვერ მოიცალა. როცა ვსაუბრობთ ტურიზმზე, ჩაქვის რესურსის გამოუყენებლობა …
Continue reading “როდის მოიცლის ქობულეთის გამგეობა ჩაქვისთვის”
სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა უმაღლესი საბჭოს ანგარიშის მოსმენაზე
შვიდი თვის საქმიანობის ანგარიში აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 4 ივლისს, წარმოადგინა. შეხვედრას, ძირითადად, საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები ესწრებოდნენ მთავრობიდან. ანგარიშის მოსმენის შემდეგ გათვალისწინებული იყო დისკუსიაც, თუმცა ხელოვნების ცენტრში, სადაც შეხვედრა შედგა, ისე ცხელოდა, რომ შეკითხვა მხოლოდ ერთი დაისვა, ისიც ნადირობაზე. ტრიბუნასთან და ტრიბუნის მიღმაც დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, კანონმდებლების საქმიანობის მთავარ მიღწევად გამჭვირვალობა …
Continue reading “სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა უმაღლესი საბჭოს ანგარიშის მოსმენაზე”
ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან. პლენუმის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან. მოსამართლეებს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი …
Continue reading “ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის”
ხელისუფლების დაპირება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა ახლობლებს
ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები დაკავებულების ათამდე ახლობელს შეხვდნენ. „დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ პროკურატურასთან კომუნიკაციაში. აქამდე ჩვენ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიდგომა იყოს ერთიანი და არა ისე, რომ ერთს მცირე დროით უფორმებენ საპროცესოს, სხვებს კი მკაცრი სასჯელის …
Continue reading “ხელისუფლების დაპირება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა ახლობლებს”
მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა: „ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო”
ვაჟა-ფშაველას #13-თვის სტატუსის მოხსნის საკითხს სააგენტო მომავალ კვირაში განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივნისს, ოქტომბრამდე გადადო „მომავლის სახლის“ საჩივრის განხილვა. ამხანაგობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე ისტორიული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა უნებართვოდ დაანგრია 2015 წლის ბოლოს. ამხანაგობა კი იმ ოჯახებს აერთიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ. პროცესის გადადების მიზეზი კომპანია „სლავა …
აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აფგან მუხთარლის გატაცებაზე
აზეირბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების შესახებ „ბათუმელებმა“ შეკითხვა აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარერს, ფარჰად აბდულაევს დაუსვა. იგი ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების საერთაშორისო კონგრესის მონაწილეა, სადაც 40-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. „მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში გაიტაცეს [აფგან მუხთარლი]. ეს ამბავი მხოლოდ მედიისგან გავიგე. ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეულ ჟურნალისტს აქვს თავისი შეხვედულება, …
Continue reading “აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აფგან მუხთარლის გატაცებაზე”