მთავარი,სიახლეები

მამაკაცი, რომელსაც მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე რჩება

29.11.2017
მამაკაცი, რომელსაც მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე რჩება

20 წლის მამაკაცი, რომელსაც 27 ნოემბერს მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, ისევ მართვით სუნთქვაზეა. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის უცვლელია.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული გამოღვიძების დროს კონტაქტურია და ადეკვატური.  იგი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ფილტვების ტრავმის გამო რჩება მართვით სუნთქვაზე.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში 27 ნოემბერს მოხდა. თავდაპირველად მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს, მიკროავტობუსი კი ტროტუარზე შევარდა და 20 წლის ბიჭს დაეჯახა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: