ქობულეთში მოპედი ავარიაში მოჰყვა

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს გზაზე მოპედი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულ “ბათუმელებს” თვითმხილველმა უთხრა,  მოპედის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. იგი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოპედით “საქართველოს ფოსტის” თანამშრომელი გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე კოდექსის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულიხმობს.    

ქალი, რომელსაც 82 წლის ქალი ცემაში ადანაშაულებს: თითიც კი არ დამიკარებია მოხუცისთვის

„ყველაფერს იგონებს, რომ მე ცილი დამწამოს. თითიც კი არ დამიკარებია მოხუცისთვის,“ – აცხადებს სოფიო გეგუჩაძე ალექსანდრა ტერუნზე. ალექსანდრა 82 წლის ქალია, რომელიც 20 მარტს აღსრულების პოლიციამ თავისი ყოფილი სახლიდან, ბათუმში, საიათნოვას 4-დან, გამოასახლა. მაშინ ალექსანდრამ ბინაში ამწეს გამოყენებით შეაღწია. ის ამჟამად კლინიკაშია და თავის ტვინის შერყევა აქვს. მოხუცის თქმით, მას სახლის მესაკუთრემ – სოფიო გეგუჩაძემ …

ვინ იცავს ბსუ-ში საგამოცდო ტესტებს წინასწარ ნახვისგან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი [მათ ვინაობას არ ვასახელებთ] ამბობს, რომ ტესტის სწორი პასუხები წინასწარ გაიგო და გამოცდა წარმატებით ჩააბარა. სტუდენტები ყვებიან, რომ საგამოცდო ტესტი სხვადასხვა გზით მოიპოვეს. „ვთქვათ, ექვსი ჩასაბარებელი გამოცდიდან ორის ტესტი ყოველთვის გვაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი. ისინი ამბობენ, რომ ტესტების მოპოვებას სტუდენტები სხვადასხვა გზით ახერხებენ. რა სისტემით უზრუნველყოფს უნივერსიტეტი …

გამოსახლებული 82 წლის ქალი ტვინის შერყევით კლინიკაშია – მისი ცემის ფაქტს პოლიცია იძიებს

82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელიც ორი დღის წინ სახლიდან აღსრულების ბიურომ გამოასახლა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ალექსანდრა თავის ყოფილ ბინაში ამწეთი შევიდა. ალექსანდრა ახლა საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევით წევს. „გამოსახლების შემდეგ მოხუცი ჭიშკართან იჯდა და მას სახლის მესაკუთრემ – სოფიო გეგუჩაძემ სცემა. მოხუცი პოლიციაში გამოკითხეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა და სიარული უჭირს,“ …

Tv25-ის წინააღმდეგ სამი ჟურნალისტი სასამართლოში დავობს

Tv25-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი ჟურნალისტი დავობს. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი ეკა დავითაძე, ოპერატორი რუსლან დავითაძე და ჟურნალისტი თამარ კიკნაძე მიმდინარე წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან. ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ტელევიზიის ხელმძღვანელებს არ დაუსაბუთებიათ, რის გამო დაითხოვეს სამსახურიდან. „ტელევიზიაში გამოცხადებული იყო რეორგანიზაცია. ისინი დაითხოვეს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო,” – ამბობს …

 სახლში შესაღწევად ქურდმა სახლის კარი ჩამოხსნა – ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის გზაზე, მჟავანაძეების ოჯახი გაქურდეს. სახლში შესასვლელად ქურდმა სახლზე ცენტრალური კარი ჩამოხსნა. ოჯახი ჩამოხსნილ კარს ახლა უკვე სხვა დანიშნულებით იყენებს – ეს კარი ეზოს ღობის ნაწილია. უსაფრთხოების მიზნით კი, სახლს უფრო მძიმე რკინის კარი შეაბეს. ოჯახის წევრების თქმით, სახლის გაქურდვის დროს ზრდასრულებს და ბავშვებს ეძინათ, შესაბამისად, კარის ჩამოხსნის თუ უცხო პირის სახლში შეღწევის …

ქობულეთში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს

ქობულეთში, მესხიძის ქუჩაზე, სოფელ კვირიკეს გზაზე ავტოგასამართი სადგური გაძარცვეს. შემთხვევა 20 მარტს, საღამოს 9 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძარცველები ბენზინგასამართ სადგურში მას შემდეგ შევიდნენ, როცა მესაკუთრემ შენობა დატოვა. დანებით შეიარაღებულმა მძარცველებმა მოლარე ოპერატორს 70 ლარი წაართვეს. თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძარცვას გულისხმობს. …

ავარია, რომელსაც 27 წლის ქალი ემსხვერპლა – ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს სხდომის გადადება დღეს ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ბრლადებულ ედნარ ა-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედავება, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გასული წლის ოქტომბერში მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც ედნარ ა. მართავდა, ქუჩაში 27 წლის ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანის …

500-500 ლარით დაჯარიმებული მული და დედამთილი – განაჩენი ოჯახში ძალადობის საქმეზე

ოჯახში ძალადობის ერთ საქმეზე, სადაც ბრალდებული სამი ადამიანი იყო, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენი გამოიტანა. ძალადობას რამდენიმე ეპიზოდში დაზარალებული ქალის ყოფილ ქმარს, დედამთილსა და მულს ედავებოდა გამოძიება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ქმარი გაამართლა, მული და დედამთილი კი, 500-500 ლარით დააჯარიმა. დაზარალებული ქალის ჩვენებით, მას არაერთხელ სცემეს ჯგუფურად შვილების თანდასწრებით. ოჯახი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. განქორწინების შემდეგ ისინი …

კაცმა, რომელიც მეუღლის ოჯახში ცხოვრობს, ცოლს მამის თვალწინ სცემა

„ისინი ფაქტობრივად უკვე შერიგდნენ,“ – ამბობს ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე. იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავით ა.-ს ინტერესებს იცავს. დავით ა.-ს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. ძალადობის თვითმხილველი ნაცემი ქალის მამაა. ადვოკატის თქმით, იგი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას აღარ აპირებს. დავით ა. ბათუმში, ცოლის ოჯახში ცხოვრობდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლს, ვისთანაც ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან, მცირეწლოვანი …

ტატუნაშვილის საქმეზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო

რეზოლუცია „ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის თაობაზე“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 21 მარტს მიიღო. რეზოლუციას საბჭოს 16-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მიღებული რეზოლუციით აჭარის უმაღლესი საბჭო გმობს ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევის გაძლიერებისკენ. დღევანდელ სხდომას არ დასწრებია და შესაბამისად, არც რეზოლუციის მიღებისთვის დაუჭერია მხარი …

ბათუმის მერია: სახურავიდან ჩამოვარდნილი პირი მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა

რატომ არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას გუშინ, მას შემდეგ, როცა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სახურავიდან 40 წლამდე მუშა ჩამოვარდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. წლების წინ აშენებულ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ თოვლდამჭერის სამონტაჟო სამუშაოებს მერია მოსახლეობის მოთხოვნით ატარებდა. „კონკრეტულ შემთხვევაში, გარდაცვლილი იყო ჯგუფის ხელმძღვანელი და სახურავზე შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის მიზნით …

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გადადგომისაკენ მოუწოდებენ

„საქმეების ირგვლივ დღემდე განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ საია-ში და ორგანიზაციაში – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ეს ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ 2016 წლის ზაფხულში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე. ინციდენტის შემდეგ 13 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. …

უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე – საინფორმაციო შეხვედრა მერიაში

ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების, მათ დარღვევასთან დაკავშირებული რისკებისა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების …

ხვალ ბათუმში 4500 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 21 მარტს, შუქის გარეშე ბათუმში 4516 ოჯახი დარჩება. შუქი დილის 12 საათზე ერთი საათით გაითიშება მაიაკოვსკის, ნონეშვილის, შავშეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილში, ფერიასა და ახალშენში. ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეიზღუდება ქობულეთის სოფლებშიც: კვირიკეში, სამებაში, ციხისძირში. ქალაქ ქობულეთში: აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, თავისუფლების, რუსთაველისა და მიმდებარე …

გამოძიება დაიწყო 82 წლის ქალის ცემის ფაქტზე, რომელიც დღეს პოლიციამ გამოასახლა

82 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით ბათუმში, საიათნოვას 4-დან გამოასახლეს, პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ალექსანდრე ტერუნის მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და აღმასრულებლების წასვლის შემდეგ, მოხუცს ბინის მესაკუთრემ და მისმა ახლობელმა სცემეს. „მას შემდეგ, რაც ყველა ჟურნალისტი წავიდა, მოხუცს ჭიშკარი გაუღო პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა. ალექსანდრა ცდილობდა ეზოში დაყრილი საკუთარი ნივთების გარეთ …

ბათუმში მეორე სართულის სახურავიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლის მეორე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. 40 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ დაშავებული აგონიურ მდგომარეობაში დახვდათ, იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ და გზაში გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მუშა მოულოდნელად ჩამოვარდა, როცა იგი მეორე სართულზე სახურავის გამოცვლას ცდილობდა. პუშკინის 98-ში (მუშა ასათიანის მხრიდან ჩამოვარდა) მუშები ძველი კორპუსის …

რას სთავაზობს ხელისუფლება 82 წლის ქალს, რომელიც გამოასახლეს

82 წლის ქალს ხელისუფლება თავშესაფარში მოთავსებას სთავაზობს. ალექსანდრა ტერუნი დღეს აღსრულების პოლიციამ გამოასახლა. ალექსანდრა ტერუნი 2 დღის წინ ამწეს დახმარებით შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლში, რომელიც მას მანამდე ჩამოართვეს. ალექსანდრა მარტოხელაა. ალექსანდრა პოლიციელებმა ქუჩაში გამოიყვანეს. ის ამ დრომდე სახლის შესასვლელ ჭიშკართან ზის და ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს. “გამიღეთ ჭიშკარი, ნუ მაწამებთ, ნუ მკლავთ,” – …

პოლიცია ასახლებს 82 წლის მოხუცს, რომელიც ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა 

ამ წუთებში აღსრულების პოლიცია ბათუმში, საიათნოვას 4-დან ალექსანდრა ტერუნს ასახლებს. პოლიციას ჩაკეტილი აქვს შესასვლელი ჭიშკარი და არავის უშვებენ, მათ შორის, 82 წლის მოხუცის მინდობილ პირს. ალექსანდრა სახლის ეზოში ზის და ამბობს, რომ ბინას არ დატოვებს. 82 წლის ალექსანდრა ტერუნმა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე ორი დღის წინ ამწეთი შევიდა. იგი ამ ბინაში 1983 წლიდან …

რატომ არ იცავს სახელმწიფო რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას

საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაა. მოქალაქეები მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავობენ. დავის საგანი იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა, რომელიც სხვადასხვა რელიგიურ კონფესიის საკუთრებაშია. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმ სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული კულტურული …

ბათუმის ზოოკუთხის ყოფილმა უფროსმა სასამართლო დავა მოიგო

ბათუმის ზოოკუთხის განყოფილების ხელმძღვანელის – ამირან მურვანიძის საჩივარი მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სრულად დააკმაყოფილა. ამირან მურვანიძე ბათუმის „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წინააღმდეგ დავობდა, საიდანაც იგი გასული წლის აპრილში გაათავისუფლეს. სასამართლომ მერიას დაქვემდებარებულ უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ასევე განაცთურის ანაზღაურება დააკისრა, რაც ამ დროისთვის უკვე 11 ათას ლარს შეადგენს. „გათავისუფლების მიზეზში მითითებული იყო მხოლოდ არასაკმარისი კვალიფიკაცია, …

სასამართლომ ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმეზე ორ მოწმეს მოუსმინა

“შემოვიდეს მოწმე”, – თქვა მოსამართლემ და სასამართლო დარბაზში დუმილი მოწმის ნაბიჯების ხმამ დაარღვია. მან დარბაზს ფრთხილად მოავლო თვალი და როცა ბრალდებულები შენიშნა, მაშინვე აარიდა მზერა, შეჩერდა. მანდატურმა ხელით მიანიშნა, აქ უნდა დადგეთო. მოწმე გია იანუსოვმა თხრობა დაიწო. “მე 2009 წელს დამაკავეს. ციხის მისაღებში ჩხრეკა ჩამიტარეს. მერე მითხრეს გაიხადე ყველაფერიო. გავიხადე. მითხრეს, უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო. უარი …

“აივანზე 4 ძირი კანაფი მქონდა” – განაჩენი საკონსტიტუციოში საქმის მოგების შემდეგ

“ზაფხული იყო. უცებ პოლიციელები მოვიდნენ… აივანზე ნახეს კანაფი. ოთხი ძირი მქონდა დარგული სულ. პატარები იყო ძალიან, ჯერ ფოთოლს ვერ შეაწყვეტდი,” – უთხრა მოსამართლეს ჯამბულ გვიანიძემ. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ედავება. ჯამბულ გვიანიძემ გასულ წელს მოიგო დავა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჯამბულ გვიანიძის საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ სასჯელის …

82 წლის ქალი მისთვის ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა

ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით ბათუმში, საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ამ პროცესს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ადევნებდა თვალს. ალექსანდრა 82 წლისაა და 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა. ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა …

ლაშა კომახიძე „ქართულ მარშზე“: ეს ადამიანები არ იყვნენ მოსული პოლიტიკური განცხადებებით

„ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იყო მოსული კომუნიკაციის გარკვეული პრობლემის გამო, ძალიან ნორმალური და მშვენიერი მოთხოვნით, რომელიც ეხებოდა ქალაქ ბათუმში აღმაშენებლის ძეგლის დადგმის პერსპექტივას,“ – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე. ბათუმის მერი ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის ბრიფინგს გამოეხმაურა. მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი უნდა გაემიჯნონ „ქართულ მარშს“ და …

ენმ: მოვუწოდებთ ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გაემიჯნონ „ქართულ მარშს“

„სირცხვილია, როდესაც კოლექტიურ „კორკოტას“ დახურულ კარს მიღმა ხვდებიან ქალაქ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ისე, რომ საზოგადოებამ არ იცის, რაზე გარიგდა ეს ორი მხარე ამ შეხვედრაზე,“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით მირდატ ქამადაძემ ლაშა კომახიძეს და სულიკო თებიძეს მოუწოდა, გაემიჯნონ „ქართულ მარშს,“ ასევე საზოგადოებას დეტალურად გააცნონ, …

ტრანსფორმატორი ეზოში – 11-შვილიანი ოჯახი ენერგოკომპანიას უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვს 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტრანსფორმატორი არის ჩემს საკარმიდამო ბაღში, სადენები კი ძალიან დაბლაა. 11 ბავშვი მყავს, აქედან 8 არასრულწლოვანია. ერთი დაცვა მარტო ბავშვებს უნდათ, რომ არ მიუახლოვდნენ ტრანსფორმატორს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ბაგრატ ივანაძე. ოჯახი ეკომიგრანტია და საცხოვრებელი სახლი კვირიკეში 2 წლის წინ იყიდა. ახალ მეზობელს სოფელში უთხრეს, რომ მანდარინის ბაღში მდებარე ტრანსფორმატორმა ერთი ადამიანის …

ენმ: მზად ვართ, გამოვისყიდოთ ხეები, რომლებსაც ივანიშვილი ყიდულობს

მთავრობის სხვადასხვა უწყებას ხეების გადატანაზე წინადადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს. უმაღლესი საბჭოს წევრმა, გია აბულაძემ, სპეციალური ბრიფინგით მთავრობას მიმართა, რომ პარტია გამოისყიდის ხეებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიური პარკისთვის ყიდულობს. პარტიამ მთავრობას წერილიც გაუგზავნა. „აჭარის რეგიონიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის გამო გაიჩეხა ათასობით ხე, ეროზირებულია მიწის ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, რაზეც არც ერთი საჯარო დაწესებულება რეაგირებას …

მახინჯაურში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტს, საღამოს, სამტრედიასთან მოხდა. გარდაცვლილებს შორის ორი ზრდასრულია, ერთი კი  – ბავშვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, რაც …

გოგო, რომელსაც სახლი დაატოვებინეს: თითქოს აღარ ვარსებობ, არც მიარსებია

სამჯერ გადაატრიალა შემოსასვლელ კარში გასაღები, მერე სახელურს მოქაჩა და გადაამოწმა, ხომ ნამდვილად ჩავკეტეო და ღიმილიანი სახით მოკალათდა სავარძელში. ნანა 22 წლის ქალია და ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. ნანას ვეუბნები, რომ განსაკუთრებით მისი ოჯახთან, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობა მაინტერესებს. მითხრა, რომ ეს ურთიერთობები წარსულში დარჩა. ნანას წარსულზე საუბარი უჭირს. ინტერვიუს დროს ხშირად გადმოდის წარსულიდან დღევანდელობაში. …

ბათუმში ხუთზე მეტ ქუჩაზე ხვალ შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  15 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში 4892 აბონენტს დილის 11-დან 6 საათამდე. ბათუმში შუქის გარეშე დარჩება ზ.გორგილაძის, ფიროსმანის, ჯავახიშვილის, თამარ მეფის გამზირის, ლერმონტოვისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, ასევე სოფლებში: წინსვლაში, სალიბაურში, განთიადში, თამარის დასახლების ნაწილში. შუქი გაითიშება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც: ქობულეთში –  10:00-დან 17:00 საათამდე შუქი შეეზღუდება …

ბათუმში, ქუჩაში, კაცს ლეპტოპი წაართვეს – ძარცვა

„საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა ლეპტოპი ძალით წაართვეს კაცს ქუჩაში,“ – ამბობს ადვოკატი ვაჟა მელაძე საქმეზე, სადაც სამი ახალგაზრდაა ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. გამოძიებამ სამივე ბრალდებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების საშუალებით დააკავა. ბრალდებულებმა ირაკლი თ.-მ ირაკლი გ.-მ და იური ჯ. -მ წარდგენილი ბრალი დაკავებისთანავე აღიარეს. თქვეს, რომ ნასვამები იყვნენ და დაკავების შემდეგ …

პუტინის ფონდის მიერ მხარდაჭერილი კონცერტის ორგანიზატორი ბათუმის მერიას არ პასუხობს

პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციას ამ დრომდე არ შეუცვლია ინფორმაცია პუტინის ფონდის მიერ ორგანიზებული კონცერტების შესახებ. დღეს, 14 მარტს პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციის ინტერნეტ გვერდზე ისევ წერია, რომ ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია. საუბარია კონცერტზე, სადაც მონაწილეობას გეგმავდა ბათუმის მერიის ქალთა ვოკალური ანსამბლი და ბათუმის მეგობრობის სახლი. 7 მარტს გავრცელებული ეს ინფორმაცია ბათუმის მერიამ თავდაპირველად უარყო, თუმცა …

„უკვე დაგეგმილი მქონდა სხვა შეხვედრა“ – ბათუმის მერი საკრებულოს ოპოზიციას არ შეხვდა

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე არ მივიდა. სხომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლაშა კომახიძემ მერიის შენობა დატოვა. „მოვიდა წერილი თხოვნით შეხვედრაზე, თუმცა წერილი მოვიდა დაგვიანებით, უკვე დაგეგმილი იყო სხვა ღონისძიებები. მე მათ მივმართე წერილით, რომ აუცილებლად შევხდები და შევთავაზე, რომ გადავიტანოთ შეხვედრა ამ თვის ბოლოს. ასევე, თუ რაიმე შეკითხვა აქვთ, …

დღეს საღამოდან ბათუმში გაწვიმდება, მთაში მოსალოდნელია თოვლი 

ბათუმში დღეს, 14 მარტს, გვიან საღამოს გაწვიმდება. სინოპტიკოსები დღის ბოლომდე უნალექო ამინდის შენარჩუნებას ელიან. ბათუმში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი 16 მარტის ჩათვლით. შაბათ-კვირას ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსი იქნება, ღამით – 5 – 10 გრადუსი სითბო, ქარის სიჩქარე 10-15 …

სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ხვალ, 14 მარტს, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ბათუმში ელექტროენერგია გაითიშება ნონეშვილის, ქუთაისის, 9 აპრილის და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება თამარის, სალიბაურისა და სამხედრო დასახლებების ნაწილი, სულ – 4386 აბონენტი. შეზღუდვა დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდება: ხულოში 556 …

Exit mobile version