მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში, სოფელ მურმანეთში საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი დაფიქსირდა

14.04.2018 • 2302
ხელვაჩაურში, სოფელ მურმანეთში საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი დაფიქსირდა

ხელვაჩაურში, სოფელ მურმანეთში, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სარფის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოდან თურქეთში უკანონო გადასვლის ფაქტზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, პირველი სამმართველოს (ბათუმი) სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან  თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: