ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

აჭარის ზღვის სანაპიროზე ხშირად ნახავთ ნიჟარებს, რომელთა შიდა მხარე პრიალაა და სტაფილოსფერი დაჰკრავს. ასეთი ნიჟარებისგან აჭარაში საფერფლეებს, მარტივ სამკაულებსა და დეკორატიულ ვაზებს ამზადებენ, რასაც ბათუმში, ძირითადად, ტურისტები ყიდულობენ. მოლუსკს, რომლის თავშესაფარიც ეს ნიჟარაა, რაპანა ჰქვია და საქართველოში მას შემოსავალი მხოლოდ წვრილმანებით მოვაჭრეებისთვის მოაქვს, მაშინ, როცა უცხოეთში 1 კილოგრამი რაპანას ფასი 1-7 დოლარია. რაპანა შავ ზღვაში …

“მოერიდეთ მზეზე გასვლას 12-დან 5 საათამდე”

ცხელ ამინდებთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელსაც ზაფხულის სეზონზე 3 ბრიგადა დაემატა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბადრი პაქსაძე ამბობს, რომ ბათუმს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ბრიგადა ემსახურება, ზამთარში გრიპისა და ზაფხულში ზღვის სეზონზე კი, ქალაქს კიდევ 3 ბრიგადა ემატება: “ბოლო 5 წელია ასეა, სეზონურად გვემატება სამი ბრიგადა. წელს …

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 18:30 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევისთვის 507 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 400 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 86 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო და 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 იწყება

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ბათუმის „რაგბი არენაზე“ (ლეონიძის 5) გაიმართება.  ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ინფორმაციით, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში კაცთა  8 და ქალთა 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბრიტანული, რუსული და თურქული გუნდები. კაცთა ტურნირის მონაწილეები არიან: მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, დევები, ბია, ბულდოგები (დიდი …

დღეს შავი ზღვის მე-11 ჯაზფესტივალი იხსნება

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზფესტივალი იხსნება. ფესტივალს კლუბ Take Five -ში CORY HENRY & THE FUNK APOSTLES -ი გახსნის. ფესტივალის ფარგლებში 28 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის მოედანზე JAMIROQUAI  იმღერებს, რომლის კონცერტზეც დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. 29 ივლისს ბათუმელი მსმენელის წინაშე DE LA SOUL  -ი წარსდგება, 30 ივლისს კი ფესტივალს JOSS STONE  დახურავს. მათ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები ჯერ …

გონიო-კვარიათთან ზღვამ დაახლოებით 35 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გონიო-კვარიათთან ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის, მისი სავარაუდო ასაკი 35 წელია. ფაქტის შესახებ შსს-ში შეტყობინება დღეს, 27 ივლისს, დილით, 8 საათზე შევიდა. ფაქტთან დაკავშრებით მოკვლევა 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 3 ივლისს ბათუმის პლაჟიდან გაუჩინარებული 44 წლის კობა ბაკურიძე ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

კონკურსი სტუდენტების დაფინანსებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც: 2014, 2015 და 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია …

გარემოს ეროვნული სააგენტო: ზღვის სანაპიროზე გამორიყულ დელფინებს არ შეეხოთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ძუძუმწოვრებს. წელს დეპარტამენტის მიერ, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც მათივე ცნობით, შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით იყოს განპირობებული. „2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების …

ბსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარის არჩევნები. თვითმმართველობის 92 წევრიდან სხდომას 82 ესწრებოდა. სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი, ზურაბ პაპუნიძე აირჩიეს. ზურაბ პაპუნიძის კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე ერთადერთი იყო. მან 69 ხმა მიიღო. კენჭისყრაში სულ 76 სტუდენტი მონაწილეობდა, 7 ბიულეტენი გაბათილდა. თავმჯდომარის ასარჩევად ხმათა უმრავლესობა იყო საჭირო.  

გამოხატვის თავისუფლება აჭარაში [ვიდეო]

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ მომზადებული სიუჟეტი, იმის შესახებ თუ როგორ იყენებს გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოება და როდის ცდება ეს უფლება საზღვრებს. სიუჟეტი, რომელიც აჭარაში სხვადასხვა დროს განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების შეფასებებს მოიცავს, ხელმისაწვდომია სმენადაქვეითებული მაყურებლებისთვისაც ჟესტური ენის თარგმანით. სიუჟეტი მომზადებულია პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში, NED-ის მხარდაჭერით. სიუჟეტის ავტორი: სალომე ფუტკარაძე.

საქართველოში 724.1 ბავშვი და 660.9 პენსიონერი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 1 936 700 ქალი და 1 781 500 კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ქალების რაოდენობა საქართველოში კაცების რაოდენობას 155 200-ით აღემატება, 30 წლამდე ასაკის გოგონებისა და ქალების რაოდენობა, მკვეთრად ჩამორჩება ამავე ასაკის ბიჭებისა და კაცების რაოდენობას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა …

უსაფრთხოების წესები მხოლოდ რუსულ ენაზე ბათუმის ბულვარში

ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ტრენაჟორებთან უსაფრთხოების ნორმები მხოლოდ რუსულ ენაზეა განთავსებული. საქართველოს კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც. უსაფრთხოების ნორმებს, რომლებიც მოიცავს აკრძალვების რვაპუნქტიან ჩამონათვალს, თან ერთვის სამაშველო სამსახურის ნომერი -112 და …

შეზღუდვები ბათუმის ენერგომომარაგებაში

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ხვალ, 30 ივნისს, 03:00-დან 06:00 საათამდე, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ბათუმში, კერძოდ 2570 აბონენტს – მაიაკოვსკის, თაბუკაშვილის და წერეთლის ქუჩებზე. ასევე ფერიის და სალიბაურის დასახლებებში.   იმავე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 516 აბონენტს გონიოსა და კვარიათშიც.

მცირე დაშორებები სახლებს შორის და სხვა საკითხები – რეკომენდაციები ბათუმში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე

დღეს, 29 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეკომენდაციები USAID-ის სპეციალისტმა, არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ წარადგინა. ბათუმს ქალაქმშენებლობის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებია ქალაქის განაშენიანება წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს ნაწილობრივ ან სულ არ ექვემდებარება. მიწათსარგებლობის გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი ზონირების სახეობებს …

ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე იმღერებს

23 ივლისს Black Sea Arena-ზე ქეთი მელუა ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს.“ზაფხულის დღესასწაული“ – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება. ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს (Tim Harries – ბას გიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). კონცერტზე სპეციალური მოწვევით იმღერებს „გორის ქალთა კაპელა“. კონცერტის …

ჩამატებული სავარძლები – ყველაზე ხშირი დარღვევა ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსებში

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება დასრულდა. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა სავარძლებს შორის დაშორების სტანდარტზე მოდიოდა, რისი მიზეზიც მიკროავტობუსებში ჩამატებული ადგილებია. „ბათუმში ქალაქის ხაზებზე სულ 424 მიკროავტობუსი მოძრაობს, გარკვეული დარღვევები მათ 20%–ში დაუფიქსირდათ. დარღვევების 80% სავარძლებს შორის დაშორება იყო. ყველა სამარშრუტო ტაქსს ტექპასპორტში უწერია, თუ …

დღის სტატისტიკა ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 375 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 274 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომის გამო, 9 – ტროტუარზე დგომისთვის,  10 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

ოლიმპიური გარბენა ბათუმის ბულვარში

23 ივნისს, 11:00 საათზე, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში ოლიმპიური გარბენა მოეწყობა. სტარტი ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანთან იქნება, ფინიში – კი ანბანის კოშკთან. მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეს, 18:00 საათამდე, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ოფისში (რუსთაველის ქუჩა #22) შეეძლებათ. ოლიმპიური გარბენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. მონაწილეებს გადაეცემათ მაისური და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური ოლიმპიური პრიზებითა …

შსს: ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება, თუ სმს შეტყობინებიდან 10 დღეში გადაიხდით

დღეს მთავრობამ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ​მოიწონა. ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში შეიმუშავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ …

ენერგოეფექტური ღუმელის საამქრო შუახევში

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობისთვის, ენერგოეფექტური ღუმელის დამზადების  სახელოსნო გაიხსნა. სახელოსნო პროექტის – „ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო-ენერგოეფექტური ღუმელები/წყლის გამაცხელებელი“ ფარგლებში მოეწყო. პროექტის ფარგლებში შუახევის სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას, სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდა ენერგოეფექტური ღუმელის დამზადებაში, რის შედეგადაც რვა ასეთი ღუმელი უკვე დაამზადეს და გადასცეს ამავე სოფლის რვა ოჯახს. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და გაერთიანებისა“ …

საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ბათუმში

3-7 ივლისს, ბათუმის ამერიკული კუთხე ახალგაზრდა მეწარმეებისთვის საზაფხულო ბანაკს აწყობს, სადაც მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ შეიძინონ საპროექტო იდეისთვის საჭირო უნარები (დაგეგმვა, ორგანიზება, ანალიზი, კომუნიკაცია, შეფასება) და ისწავლონ, თუ როგორ აქციონ საკუთარი ინიციატივები სამეწარმეო იდეად. ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია. აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 27 ივნისის 17:00 საათი. ბანაკში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა – …

კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში ტოიოტას მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. “ავტომობილი ჩაკეტილი იყო, დამწვარია მანქანის სალონი” – გვითხრეს სახანძროში. ჩამტვრეულია ავტომანქანის საქარე მინა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

600-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში 586 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 472 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 80 – ნიშანში დგომის გამო, 14 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 16 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და კიდევ 1 – პარკირების ორგანიზების წესის …

შუშის ორსართულიანი კონსტრუქცია ძმები ნობელების მუზეუმზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს შუშის ორსართულიან კონსტრუქციას მიაშენებენ. საამისოდ ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯება. ძმები ნობელების მუზეუმის პროექტი, რომელიც შუშის კონსტრუქციის გარდა კაფესა და ეზოს მოწყობასაც ითვალისწინებს, შემოდგომაზე იქნება მზად. სააგენტოს ინფორმაციითვე, ამ სამუშაოების შემდეგ მუზეუმი ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, თუმცა ვინ შეასრულებს სამუშაოებს, ჯერ უცნობია – …

კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის უფლებისთვის

ფრაქცია ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ კანონპროექტი მოამზადა ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ უმაღლესი საბჭოს წევრებს პენიტენციალურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცემათ. ეს უფლებამოსილება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია …

სარფში 81 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., სარფში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული …

აქცია ბათუმში: ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად

დღეს, 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორის „თავისუფალ ჟურნალისტა სახლთან“ არსებული “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ აქცია – “ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად”. ყოველ ერთ წუთში მსოფლიოში საშუალოდ 1 000 000 პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ და იგი გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებლად მიიჩნევა. პოლიეთილენის პარკის გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა 25 …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე დღეს, 6:40 საათისთვის 584 ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის 497 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის,  1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 2 – ორმაგი პარკირებისთვის, 50 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო, 1 – ტაქსის და სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 2 – …

წიგნები ემიგრანტებისთვის – საიას აქცია ბათუმში

2 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გამართავს ღონისძიებას – „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის“. კამპანიის მიზანია წიგნების შეგროვება და გაგზავნა ემიგრანტებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. წიგნები შეგროვდება თეატრის ფოიეში. „გელოდებით თქვენ  მიერ შერჩეული წიგნით, რომლის გაგზავნასაც ისურვებდით ემიგრანტებისათვის (სასურველია, თქვენივე მიძღვნით/წარწერით)“ – აღნიშნულია საიას პრესრელიზში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის …

დისკუსია ბათუმში: “ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“ [ანონსი]

დღეს, 18:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საჯარო დისკუსიას მართავს თემაზე: “ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება”. მომხსენებლები არიან თამარ თოლორდავა – სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნატალია ლაზბა – ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ას. პროფესორი და ქეთევან ქანთარია – ჟურნალისტი. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მდებარეობს ფარნავაზ …

დღეს ბავშვები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს უფასოდ დაათვალიერებენ

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბავშვებისა და მათი მშობლების შესვლა უფასოა. როგორც ბოტანიკური ბაღის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შესვლა 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.   ამავე თემაზე: 6 მაისის პარკში ზოოპარკის დათვალიერება და ატრაქციონები დღეს უფასო იქნება

ქობულეთში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

დღეს სოფელ გვარაში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი ფერმერებისთვის, ლაბორატორია, საოპერაციო ოთახი და ვეტერინალური აფთიაქი. კლინიკა პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ ფაზა2-ის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARD ცენტრის მხარდაჭერით აშენდა. ამავე პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს აჭარაში, იგეგმება ვეტერინარი სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარება. ასევე ვეტერინარების სტაჟირება სომხეთსა და ავსტრიაში. როგორც აჭარის სოფლის …

ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდი ჩემპიონთა თასის მერვედფინალშია

ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდმა ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ითამაშებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ინგლისური სენტ ნიოტსი 7:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.                               ამავე თემაზე: ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის …

გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

5 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია თემაზე – საუბარი ლიტერატურაზე.  ლექცია შეეხება მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. მისი ყველაზე ცნობილი რომანია “სამოსელი პირველი”, ასევე მოთხრობა  – “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”.  იხილეთ მოთხრობის მიხედვით დადგმული …

ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია]

ამავე თემაზე: საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია] 

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]

დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით თემატური ღონისძიებები იმართება. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ბათუმში, ანბანის კოშკთან, სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო:

Exit mobile version