აჭარის რეგიონი საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების მიხედვით, თბილისთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად პირველ სამეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი” ავრცელებს. [red_box] ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი: ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის, ცემინების დროს. ტუბერკულოზის გამომწვევის მოხვედრა სასუნთქ გზებში ყოველთვის არ იწვევს ინფიცირებას და დაავადებას. თუ გამომწვევი ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებელყოფენ ან ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არა დაავადებული. დაავადება ვითარდება მხოლოდ ორგანიზმის დასუსტებისას. ასე ხდება კვების, ყოფითი და შრომის პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი დაავადებების გადატანის დროს, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას, განსაკუთრებით ასუსტებს იმუნიტეტს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიმსივნური და კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები. [/red_box] დღეს ბათუმში, ტუბერკულოზის სახელმწიფო სტრატეგიის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხის ეგიდით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობის …
Continue reading “აჭარაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა არ იკლებს”