Batumelebi | სარფში 81 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს სარფში 81 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს – Batumelebi
RU | GE  

სარფში 81 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., სარფში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან