დღეს, 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორის „თავისუფალ ჟურნალისტა სახლთან“ არსებული “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ აქცია – “ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად”.
ყოველ ერთ წუთში მსოფლიოში საშუალოდ 1 000 000 პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ და იგი გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებლად მიიჩნევა. პოლიეთილენის პარკის გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა 25 წუთია, გარემოში კი 500-1000 წელი რჩება. ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივად მიიჩნევა.
სწორედ ამიტომ დღეს, 17:00 საათზე, 6 მაისის პარკის კოლონადებთან, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრები მათ მიერ მოხატულ ნაჭრის ჩანთებს დაარიგებენ.
იხილეთ იფოგრაფიკა
ამავე თემაზე:
ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

![„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/11/aktsia-28-noemberi-2.jpg)





