სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 375 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის: 274 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომის გამო, 9 – ტროტუარზე დგომისთვის, 10 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.
ფოტოები გადაღებულია ბოლო 2 კვირის განმავლობაში.