ქობულეთში მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო მოშლილი წრიული ისევ აღადგინეს

ქობულეთის ცენტრში არსებული წრიული და ქუჩის გამყოფი ზოლები, რომლებიც ბეტონით შემოსაზღვრულ გაზონებს წარმოადგენს, ჯერ კიდევ დილით ამ ადგილზე მოშლილი იყო. გუშინ ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე გადაიტანეს.  დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანისთვის, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო. „ჩვენგან თანხა არ იხარჯება, ეს ყველა ვალდებულება შპს „ანაგს“ აქვს აღებული, რომელმაც უკვე უზრუნველყო ყველა …

29 მაისიდან ბათუმში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ სკრინინგული კვლევის კომპონენტის ფარგლებში, ბათუმში, 29 მაისიდან – 2 ივნისის პერიოდში,  უფასო სკრინინგი ჩატარდება. აქციის თანამონაწილეები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ,,იმედი”. სკრინინგის ჩატარების დრო და ადგილი:   29 მაისი, 13:00 – 15:00 სთ. ბათუმი, გორგილაძის ქუჩის ბოლო (საცხოვრებელი კორპუსის ეზო);  30 …

სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეს ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 25 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტი ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სტუდენტები ბათუმის მერიის სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ერთეულებში პროფესიული კუთხით დასაქმდებიან და გაწეული შრომა მერიაში გავლილ სტაჟირების კურსად ჩაეთვლებათ. შესაბამისად, გადაეცემათ …

ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

26 მაისიდან Small Planet Airlines-ი ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით პირდაპირი რეისების განახორციელებას იწყებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia იუწყება, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ყოველ კვირას, ეარბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. Small Planet Airlines-ი ლიტვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ავიარეისები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით 2009 წლიდან დაიწყო.

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აჭარის მუნიციპალიტეტებში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში თემატური ღონისძიებები იგეგმება, მათი განრიგი ასე გამოიყურება: ხელვაჩაურში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათზე მოეწყობა სპორტული შეჯიბრი სიმძიმეების აწევაში, 12:00 საათზე – შეჯიბრი დარცში, 13:00 საათზე კი –  მკლავჭიდში. 13:00 საათზე  აქვე მოეწყობა რეწვის ოსტატების ნამუშევრებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. გამოიფინება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. მოეწყობა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. მსურველებს საშუალება ექნებათ სახეზე მოიხატონ საქართველოს დროშა. …

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. 12:00 – ვეფხისტყაოსნის წიგნების გამოფენა – 6 მაისის პარკი, ასევე, ბსუ-ს სტუდენტები წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსანს“ ქართულ და უცხოურ ენებზე. მოეწყობა ნახატებისა და კალიგრაფიულად შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გამოფენა. ამავე დროს დაარიგებენ 26 მაისის თემატიკაზე მომზადებულ კოკარდებს; 12:00 – სპორტული თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, მაგიდის ჩოგბურთი) ვეტერანთა შორის – ვეტერანთა კლუბი „ნონა“. 12:00 – დამოუკიდებლობისთვის …

მობილური თამაში შავი ზღვის დასაცავად

ახალი მობილური თამაშის Black Sea “SaveBook”-ის მეშვეობით, უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება მკვლევარი გახდეს და მის მიერ მოგროვებული ინფორმაციით, შავი ზღვის დაცვაზე მომუშავე მეცნიერებს/სპეციალისტებს დაეხმაროს. სპეციალური მობილური აპლიკაცია, „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების“ პროექტის (EMBLAS) ფარგლებში მომზადდა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ერთობლივად ახორციელებს. აპლიკაციის ავტორების თქმით, ეს თამაში, ინტერაქტივის გზით წაახალისებს ახალგაზრდებს – მოძებნონ და …

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს ამოწმებს

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებს ტექნიკური დათვალიერება უტარდებათ. მიკროავტობუსების მონიტორინგს, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები ახორციელებენ. მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალობა, სავარძლების რაოდენობა, მათ შორის დაშორების მანძილი და სხვა სტანდარტები, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის. ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მიკროავტობუსში სავარძლებს შორის დაშორებები მინიმუმ 65 სანტიმეტრი უნდა იყოს. ასევე სავარძლები არ უნდა იყოს დაბინძურებული, დაზიანებული ან არამყარად დამაგრებული. ამავე …

შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგები უკვე ცნობილი გახდა. ზღვის მონიტორინგი გასულ წელს პროექტის EMBLAS-ის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაატარა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ახორციელებს. [red_box] შავ ზღვაში ჟანგბადის სფერო შემციდა [/red_box] პროექტ EMBLAS-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია, რაც კვლევამ დაადასტურა, შავ ზღვაში ჟანგბადის სფეროს კიდევ უფრო შემცირებაა. შავ ზღვაში ჟანგბადით …

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბათუმში დაკარგული 13 წლის მოზარდი, რომელიც სახლიდან გუშინ დღის 12 საათზე გავიდა და გაუჩინარდა, დღეს პოლიციამ ბათუმშივე იპოვა. „მოზარდი თავს კარგად გრძნობს და ახლა სახლშია“ – გვითხრეს შს სამინისტროში.   ამავე თემაზე: ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

ზღვამ კიდევ ერთი დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა დღეს გონიოს სანაპიროზე დელფინის გამორიყვის კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა. დეპარტამენტმა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს სანაპიროს სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) ნაპირზე გამორიყვის სულ 27 შემთხვევა დააფიქსირა. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე ამავე პერიოდში მინიმუმ 10 დელფინია გამორიყული. მეთევზეობისა და შავი ზღვის …

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში მხოლოდ 2 ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მხოლოდ 2 ადამიანი დაჯარიმდა. ორივე მათგანი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.   პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია დღეს, 11 მაისს.  

ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

ბათუმში 13 წლის გოგონას, ა.ტ.-ს  ეძებენ.  მისი ოჯახის წევრები იუწყებიან,  იგი გუშინ, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან  ეზოში   და როგორც გოგონას დეიდა ამბობს, მას შემდეგ არავის უნახავს. გოგონას დეიდა ამბობს, რომ სახლიდან გასვლისას მას ეცვა შავი ფერის, მუხლებზე დახეული შარვალი, თეთრი/მოვარდისფრო ზედა, ლურჯი ფერის ჟაკეტი და ბოტასები. გოგონას აქვს მუქი ფერის გრძელი, სწორი თმა. …

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის 13 ავტომანქანას შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2017 წლის 30 მაისს სრულდება. ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკი სრულად შეივსება. აჭარის მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის სულ 56 ცენტრია, რომელთაგან …

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი კერძო სექტორში გადავიდა სამუშაოდ

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. პაატა დუმბაძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი სამსახური, კერძოდ, მისი შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად დანიშვნა გახდა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად მუშაობდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც 2014 წლამდე, ვიდრე ის ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდა.

სპექტაკლი “საუკუნის მკვლელობა” ბათუმში

8 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრის სცენაზე, კონცეპტუალური დრამა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,  “საუკუნის მკვლელობა” დაიდგმება. ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში, ამავე დღეს, ბათუმის საზაფხულო თეატრში თემატური გამოფენაც მოეწყობა. ღონისძიებაში ჩართულია შემოქმედებითი გაერთიანება “ეროვნული იმპერატივი,” ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი. სპექტაკლის ავტორი და …

მშენებარე კორპუსები დამცავი ბადეების გარეშე და დაჯარიმების სტატისტიკა ბათუმში

ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ბათუმში მშენებარე მაღლივი კორპუსების დიდ ნაწილზე დღესაც არ არის დამაგრებული დამცავი ბადეები, რომლებიც უზრუნველყოფდა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას და ასევე, შეამცირებდა სამშენებლო მტვრის გავრცელებას გარემოში. მშენებლობაზე დამცავი ბადის არქონის შემთხვევაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით, დაჯარიმების შემდეგ …

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის – დღის სტატისტიკა ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს,  17:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე  455 მძღოლი დაჯარიმდა. მათ შორის ყველაზე ბევრი – 372 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 –  დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 40 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომისთვის, 5 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, …

დღეს თამარის გზატკეცილზე მოძრაობა 16 საათამდე შეიზღუდება

5 მაისს, დილის 09:00-დან 16:00 სთ-მდე, ცალმხრივად გადაიკეტება თამარის გზატკეცილი ბარცხანის ხიდიდან ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრამდე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საგზაო მონიშვნის სამუშაოები ანუ ზებრა გადასასვლელებისა და გზის გამყოფი ზოლების განახლება/გადაღებვაა.

როდის გაწმენდენ “არდაგანის ტბას” [ფოტო]

ბათუმში, ე.წ. არდაგანის ტბაზე მოზღვავებული რაოდენობის შლამისა და ფეკალური მასების დაგროვების გამო მძიმე სუნი დგას, დაბინძურებულია წყლის ზედაპირი. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტენდერი „არდაგანის ტბის“ გაწმენდისთვის გუშინ, 3 მაისს გამოცხადდა და მასში გამარჯვებული კომპანია 10 მაისს გამოვლინდება: „ჯამში უნდა ამოვიღოთ 6000 კუბური მეტრი  შლამი და ფეკალური მასა და გავიტანოთ ნაგავსაყრელზე. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება არის 190 000 ლარი“ …

4 ავტომობილი ხელვაჩაურის პირველადი დახმარების ცენტრებისთვის

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: აჭარისწყლის, კირნათის, თხილნარისა და ორთაბათუმის პირველადი დახმარების ცენტრებს მაღალი გამავლობის ახალი ავტომობილები გადასცეს. სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ,,ნივის” მარკის ავტომობილები ექიმებმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის -„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“  ფარგლებში მიიღეს. ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებსა და მძღოლის ხელფასს მუნიციპალიტეტი დაფარავს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სულ 16 ამბულატორია აქვს და მიმდინარე წელს კიდევ 5 მანქანის …

შეზღუდვები აჭარის ენერგომომარაგებაში

ხვალ,  28 აპრილს, 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5890 აბონენტს ბათუმის მიმდებარე სოფლებში: ორთაბათუმში, ყოროლისთავში, აგარაში, დაბა მახინჯაურსა და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასახლებაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შეზღუდვების მიზეზი ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე  სულ 523 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 396 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 85 – ნიშანში დგომის გამო, 33 – ტროტუარზე დგომისთვის, 3 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 6 კი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.  

ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და მისი მშენებლობა სექტემბერში დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 377 773 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება …

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. მათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება არ ეზღუდებათ.   აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულიდან მედიკამენტები დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 …

უფასო ფემინისტური გაზეთი „ქალთა მზერა” ბათუმში

მემარცხენე ფემინისტური ჯგუფის ,,ქალთა მზერის” გაზეთის პირველი ნომერი ბათუმშიც ვრცელდება. გაზეთი, რომელშიც ქალთა სოციალურ-პოლიტიკური უფლებების შესახებ არის საუბარი, მკითხველს შეუძლია მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” უფასოდ მიიღოს. ოთხგვერდიანი გაზეთის პირველ ნომერში წაიკითხავთ მასალებს ქალთა შრომითი უფლებებისა და ქალთა ჯანდაცვის სპეციფიკური საკითხების შესახებ. ასევე, ამონარიდებს საქართველოს შრომითი კოდექსიდან, სადაც წერია მეძუძური ქალებისთვის დამატებითი შესვენების, ორსულობის მშობიარობისა და ბავშვის მოვლის …

ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში, რომელშიც სულ რვა გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ტურნირის ბოლო თამაშში, 16 აპრილს, საქართველოს ნაკრები ჰონგ-კონგის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა, რომელიც დიდი სხვაობით –  14-ით 3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთი შაიბა ივან შვეცოვმა გაიტანა, ორი – ვიტალი დუმბაძემ, სამი –  არტიომ კოზიულინმა, ორი – დავით ოგანეზიანმა, ერთი შაიბა გაიტანა არტიომ კურბატოვმა, საბოლოო …

ახალი ველოტერმინალი ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან არსებულ სკვერში კიდევ ერთი ახალი ველოტერმინალი გაიხსნა. ბათუმველოს ახალი ტერმინალი  ჭავჭავაძის ქუჩის 34 ნომერში მდებარეობს. ბათუმველოს ინფორმაციით, ეს ადგილი მარკეტინგული კვლევების საფუძველზე შეირჩა, რაც მომსახურების არეალს ზრდის. ბათუმველოს საკუთრებაში აქამდე არსებული 23 ველოტერმინალი, ძირითადად ბათუმის ზღვისპირა ზოლსა და ცენტრალურ ადგილებშია განთავსებული: გოგებაშვილის ქუჩაზე  (რესტორანი სანაპირო), ანბანის კოშკთან, ნინოშვილის ქუჩა №1 …

ამერიკის დღეები – ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები

წელს, აშშ და საქართველო თანამშრომლობის 25 წელს აღნიშნავს. საამისოდ აშშ-ს საელჩო საქართველოში, საიუბილეო ღონისძიებებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართავს. საზეიმო აქტივობები ბათუმშიც დაიგეგმა. ამერიკის დღეები ბათუმში,  24 აპრილს, 12:00 საათზე, ამერიკულ კუთხეში, ამერიკის საელჩოსა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისასალმებელი მიმართვით გაიხსნება. ამავე დღეს, 15:00 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიხსნება ფოტო გამოფენა – „ჯონ სტეინბეკის და …

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

დღეს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 521 ადამიანი დაჯარიმდა. მათგან 422 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა, 5 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 67 – ნიშანში დგომისთვის, 12 ტროტუარზე დგომის გამო, 6 ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და 2 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია …

28 წელი წაბლანის ტრაგედიიდან

წაბლანის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. სოფელ წაბლანაში მცხოვრები 212 ოჯახის მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობა „წაბლანა-2015-ს” აჭარის მთავრობამ ორი წლის წინ გამოუყო 5001 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმში, რურუასა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში. მიწის ნაკვეთის გარდა მთავრობამ დაზარალებულებს 1 550 000 …

ბათუმის მერია ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

გუშინ ღამით ბათუმში,  თამარის დასახლებაში, ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა საცხოვრებელ კორპუსს; რამდენიმე ადგილზე წაქცეულია სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე; ბათუმის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. ქარმა ხეები წააქცია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და ხელვაჩაურში. მათგან ერთი სახლს დაეცა, ერთმა კი ავტომობილი დააზიანა. სახლი, რომელსაც თამარის დასახლებაში ქარის შედეგად  სახურავი დაუზიანდა, აფხეზეთიდან დევნილ ოჯახებზეა გადაცემული. …

„კონტრაქტის“ პრემიერა – ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე

25-27 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე ნანა სეფაშვილის პიესა „კონტრაქტი“ დაიდგმება. სპექტაკლი ინტერაქტიულია და მასში გარკვეული როლი მაყურებელსაც აქვს. სპექტაკლში მონაწილეობენ: ფრიდონ მოდებაძე, სალომე ცაგურია, ნატალია გალოგრე, გიორგი მორჩილაძე, მიხეილ ჭეიშვილი და თეა ცინცაძე. რეჟისორი – გიორგი ჩხაიძე. სპექტაკლი ბათუმის მერიის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მუნიციპალური ბიუჯეტიდან ღონისძიებისთვის 10 000 ლარი გამოიყო. სპექტაკლზე დასწრება ფასიანია. ბილეთის …

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი 30-მდე თანამშრომელმა დატოვა

დღეს ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტალი 30-მდე თანამშრომელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ფაქტს სამედიცინო დაწესებულების იურისტი ლევან სიამაშვილი ადასტურებს. მისივე განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადი სამედიცინო დაწესებულების დაახლოებით 28 თანამშრომელმა ერთი თვის წინ გააკეთა: “შპს “BROTHERS”-ში დასაქმებულმა დაახლოებით 28 ექიმმა, პირადი განცხადებით, შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 1 თვით ადრე გაფრთხილებით შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან. დამსაქმებელმა დააკმაყოფილა …

უფასო ავტობუსი სასაფლაომდე

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური  ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. #11 ავტობუსი, ყოველ 12 წუთში,  სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.

Exit mobile version