ბათუმში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნება ზოგადი დაჟეჟილობა, „შესაძლოა იყოს მოტეხილობაც.“ ავტოავარიის შედეგად ერთმანეთს მოპედი და Subaru-ს მარკის ჯიპი შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი მოპედს მართავდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან …

თექაზე მუშაობის შემსწავლელი უფასო კურსები 30-50 წლის ქალებისთვის

ბათუმის ამერიკულ კუთხეში იანვრიდან  თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსები დაიწყება. ორგანიზატორების ცნობით, კურსის ფარგლებში ქალები გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენისა, წახალისდებიან, რომ საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებაზეც დაფიქრდნენ. სპეციალურად შექმნილი სასწავლო პრაქტიკული მოდული ითვალისწინებს 10 აპლიკანტის შერჩევას, „რომლებიც გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარებით, არიან კრეატიულები, მონდომებულები და მოცემული მომენტისთვის დაუსაქმებლები.” მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი: 30-50 წელი; კურსი უფასოა. მსურველებმა რეგისტრაციის …

წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი გზა გახსნილია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია. 8 დეკემბერს თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა.  გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, ამ ტერიტორიის გაწმენდა საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობამ 17 დეკემბერს დაიწყო და დღეს დაასრულა. მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.  

წიგნის საახალწლო ფესტივალი ბათუმში [ანონსი]

1-3 დეკემბერს ბათუმში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა”.  ფესტივალზე მათ მიერ გამოცემული წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. წიგნის საახალწლო ფესტივალი ფარნავაზ მეფის 56-ში მოეწყობა. ფასდაკლებული წიგნების კატალოგზე მუშაობა რამდენიმე საათში დასრულდება და დაახლოებით 6 საათზე გამოქვეყნდება.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური ბათუმში

9-10 დეკემბერს ბათუმში, ყინულის მოედანზე, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური გაიმართება. ტურის განრიგი ასე გამოიყურება: – შაბათი, 19:00-20:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და თბილისის გუნდები. – შაბათი, 20:45-22:45 – ეროვნული ჩემპიონატი: ბაკურიანის “მიმინო” – თბილისის “რუხი მგლები”. – კვირა, 09:00-10:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და …

დოკუმენტური ფილმების ჩვენება ბათუმში (ანონსი)

8 დეკემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყობა. ნაჩვენები იქნება სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „აპოლო-ჯავახეთი“, ბაქარ ჩერქეზიშვილი „კოცნა მხოლოდ კინოშია“, მერი შიხაშვილი „ნახევრადშეჭმული ძროხა“, სალომე ჯაში. სამივე ფილმის საერთო თემა ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობაა. ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. მათი გმირები მოზარდები არიან, რომლებიც თავის გატანისა და გადარჩენისთვის იძულებულები არიან, თავიანთი ასაკისთვის …

ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო

დღეს,  Black Sea Sound-ის ფარგლებში, თავისუფალი სივრცე / Free Space – ში დაგემილი რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო. ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება, გუშინ ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღეს, რომლის შედეგადაც ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდიში განვითარებული ხანძრის შედეგად  11 ადამიანი დაიღუპა და 20–ზე მეტი დაშავდა. ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.  

მკურნალობის კურსს ხანძრის შედეგად დაშავებული რვა პაციენტი გადის

 სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინ, 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს დაშავებული რვა პაციენტი გადის. აქედან ექვსი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა “მედცენტრში”. დაშავებულთაგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი თურქეთის რესპუბლიკის, ხოლო ერთი ისრაელის. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხანძრის შედეგად კლინიკებს ჯამში 21-მა პაციენტმა მიმართა. 13-მა მათგანმა …

ორი ვაკანსია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა – სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე. ორივე პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 825 ლარია. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 6 დეკემბერი. დამატებითი ინფორმაცია ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიის …

სემინარი ბათუმში – ,,ტოლერანტობა, როგორც სამოქალაქო ღირებულება”

დღეს, 16 ნოემბერს, 17:30 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ჩატარდება პროფესორ ლევან მეტრეველის სემინარი თემაზე: ,,ტოლერანტობა, როგორც სამოქალაქო ღირებულება“. სემინარზე მსმენელი მიიღებს ინფორმაციას ტოლერანტობის კულტურის ძირითად ასპექტებზე, განიხილება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, ასევე ამ კუთხით არსებული ევროპული სტანდარტები და გარანტიები.   ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“, ფონდ ,,ღია საზოგადოება -საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს …

ყველა მერი კაცია

წელს თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის მიერ მერობისთვის წარდგენილი 382 კანდიდატიდან სულ 48 კანდიდატი იყო ქალი, ეს მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12%-ია. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ეს მაჩვენებელი არ აღემატება 12%-ს. გარდა ამისა, საქართველოში არც ერთ თვითმართველ ქალაქს ქალი მერი არ ჰყავს და თუ ისტორიას გადავხედავთ, ასეთი პრეცედენტი …

სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სომალის მოქალაქეები დააკავეს

ბათუმში, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფის) დასაცავ მონაკვეთზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომალის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის …

საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციოდ სამუშაოები დაიწყო

ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის, „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება. პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.  საპროექტო …

ჰელოუინის ღამე ბათუმში [ფოტო]

ჰელოუინი დასავლური დღესასწაულია, რომელიც „ყველა წმინდანის” დღის წინა საღამოს,  ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. “ამერიკის ხმის” მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოს მიხედვით, ტრადიცია ძველი კელტური საშემოდგომო ფესტივალიდან იღებს სათავეს. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს წარმართული დღესასწაული იყო, თუმცა მოგვიანებით, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, მისი შინაარსი შეიცვალა. ევროპაში, ქართული ჭიაკოკონობის მსგავსად, ამ დღეს ტრადიციულად კოცონს ანთებენ ავი სულების განსადევნად. ამერიკაში ჰელოუინის აღსანიშნავად …

ყრუდ და მდუმარედ – სოციალური უთანასწორობა

ბერაძეების ოჯახში სულ ექვსნი არიან, მათგან ორი მოზარდია, ორი პენსიონერი და ორიც დასაქმებული. ნატო კონცელიძე, რომელიც ოჯახთან ერთად ქობულეთში ცხოვრობს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამბობს, რომ მისი და მისი ქმრის ხელფასი ჯამში თვეში მაქსი­­მუმ 1000 ლარს აღწევს და ეს თანხა იმაში ჰყოფნით, რომ, „უბრალოდ, ცხოვრობენ“. 2015 წელთან შედარებით, საერთო შემოსავლების უთანასწოროდ განაწილების კოეფიციენტი საქართველოში გაზრდილია. …

შეზღუდვები ქობულეთის წყალმომარაგებაში

შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  გეგმიური სამუშაოების გამო დღეს, 26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში,  ქობულეთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ

მომავალი წლის იანვრიდან სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების [პჯდ] ექთნების შრომის ანაზღურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დანამატი სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა. გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს. ეს ცვლილება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში, აჭარის …

კოსმოსური ბანაკი „Rocket Club“-ი ბათუმის ამერიკულ კუთხეში

არასამთავრობო ორგანიზაცია MGSDV-“Youth for Democracy” აცხადებს რეგისტრაციას 14-დან 17-წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის “კოსმოსურ ბანაკში” მონაწილეობის მისაღებად.  “კოსმოსური ბანაკი” ბათუმის, ზუგდიდის და თელავის ამერიკულ კუთხეებში ჩატარდება. კოსმოსური ბანაკი მოიცავს სალექციო პროგრამას და პრაქტიკულ სამუშაოებს სარაკეტო და ჰაერნაოსნობის ინჟინერიასა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიღწევების შესახებ.“კოსმოსურ ბანაკში” მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 14-დან 17-წლამდე, ბათუმის, ზუგდიდის ან თელავის ამერიკული კუთხეში არსებული “Rocket Club”-ის …

სარფში მოქალაქეს დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ნ.მ-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 554.15 გრამი) აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 32,850 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

„ცენზურა და ტექსტი“ – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია ბათუმში

დღეს, 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 234-ე აუდიტორიაში, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარჯანიშვილის თეატრის დრამატურგის ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ცენზურა და ტექსტი“. საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისთვის, ისე, საზოგადოების ფართო წრეებისთვის.  ლექციაზე დასწრება თავისუფალია. ამავე თემაზე, ლაშა ბუღაძე ბსუში ხვალაც ისაუბრებს. 6 ოქტომბერს ლექცია 12:00 საათზე დაიწყება.

ველოსიპედების მარში ბათუმში

7 ოქტომბერს, ბათუმში, გულის საერთაშირისო დღესთან დაკავშირებით ველოსიპედისტების მარში გაიმართება. ველოსიპედისტების მარში 10:00 საათზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს. მარშში მონაწილეობა შეუძლია ყველა ველომოყვარულს თავისი ველოსიპედით. გამარჯვებულებს გადაეცმათ სიმბოლური საჩუქრები. ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭეერბი არიან საქართველოს გულის ფონდი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და CRITICAL MASS BATUMI. მსვლელობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს საპატრულო პოლიცია. მსვლელობის მარშრუტი:   ველოსიპედების მარშის მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების …

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 477 ადამიანი დააჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 337, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 12, ნიშანში დგომისთვის – 109, ტროტუარზე დგომის გამო – 11. დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 6 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო – 2.

სარფში 2,61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის – საქართველოს მოქალაქის, ო.ღ-ს სავარძელზე 2,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“  აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.   საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე …

ჯილეხის შემთხვევა ხელვაჩაურში – გარდაცვლილია ადამიანი

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის ინფორმაცია ჯილეხის სავარაუდო შემთხვევის შესახებ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან 25 აგვისტოს გახდა ცნობილი. დაავადებული მამაკაცი 28 აგვისტოს გარდაიცვალა. ეს წელს ჯილეხით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა აჭარაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჯილეხით ადამიანთა დაავადების შემთხვევები ყოველწლიურად რეგისტრირდება. „სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებში დაავადების ჯგუფურ …

ბათუმობაზე საღებავებით გაკეთებული წარწერები ველობილიკებზე [ფოტო]

ბათუმობაზე, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული ინსტალაცია „გრაფიტი“, რომელიც „პულვილიზატორებით“, სპეციალურად შეკერილი რკინის 4 სართულად და კუბებად დატიხრული კონსტრუქციის მოხატვას გულისხმობდა, მოხალისეებმა მემედ აბაშიძის ქუჩის ქვაფენილზე და ველობილიკზეც გადაიტანეს. ქუჩის ამ მონაკვეთს, წვიმის მიუხედავად წარწერები კვლავ მკვეთრად ეტყობა. „ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან წელს 210 925 ლარი დაიხარჯა. ველობილიკების საფარის შეღებვაზე კი 2017 წელს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს …

„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში – გოგი გვახარიას დისკუსია საბჭოთა კვალის შესახებ

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 15 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე: „საბჭოთა კვალი პოსტსაბჭოთა საქართველოში“ დისკუსიას გაუძღვება კინომცოდნე გოგი გვახარია. დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი სალომე ასათიანი. მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21 დასწრება თავისუფალია.   

მეუფე დიმიტრი: კითხვები თუ მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი უცოდველია

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, ცოტა ხნის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენთან დაკავშრებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ იგი დეკანოზ მამალაძეს გარკვეულწილად  დამნაშავედ მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს. „მე რომ კითხვები მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი მამალაძე უცოდველია, ამას ვერ ვიტყვი… მე ვერ უარვყოფ, რომ დეკანოზი მამალაძე ეძებდა ციანიდს და იქ ჩანს …

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმციით, დღეს, პირველ სექტემბერს, 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 528 ადამიანი. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის –  415, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 2, ნიშანში დგომისთვის – 74, ტროტუარზე დგომისთვის – 24,  ტაქსის, სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის – 1, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 10 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის – 2.

განათლების სამინისტროს გაფრთხილება აბიტურიენტებს

საქართველოს განათლებისა სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს, სწავლის გაგრძელებამდე დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:   “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე, დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს. ინტერნეტსივრცეში, ბოლო დროს, აბიტურიენტებს …

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 490 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 409, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 1, ორმაგი პარკირებისთვის – 2, ნიშანში დგომის გამო – 61, ტროტუარზე დგომის გამო – 9 და დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 9.

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა. სპეციალისტები ამას წლის დასაწყისშიც ვარაუდობდნენ, რადგან ტემპერატურის მატება [დათბობა] ტბაში ციანობაქტერიების გამრავლებისა და ყვავილობისთვის ხელსაყრელი პირობაა. „ყოველდღიურ რეჟიმში  ვიღებთ ანალიზებს, თუ როგორი მდგომარეობაა, პროცესი ეკოლოგისა და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაა,“ – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე.   ტბაში ციანობაქტერიების მატების მთავარ მიზეზად სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის …

„ფიქრები კოსმოსზე“ – სტუდენტების ნამუშევრები მოდის კვირეულზე

ახლახან ბათუმში აჭარის მოდის კვირეული (AFW) ჩატარდა, სადაც პირველად, სამი წლის მანძილზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სადიპლომო და სამაგისტრო ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. AFW-ს ქართველი და უცხოელი დიზაინერების გარდა მოდის კრიტიკოსებიც ესწრებოდნენ. ექვსმა ბაკალავრმა (რვიდან) და ორმა მაგისტრანტმა AFW-ზე, სულ 22 ხელნაკეთი “ლუქი” წარადგინა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ტანსაცმლის უმეტესი ნაწილი პრაქტიკული ანუ ყოველდღიურ …

„ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ” – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან ბათუმში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 11 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება შეხვედრა დრამატურგთან, მწერალ დავით გაბუნიასთან თემაზე – „ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ”. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იქნება. დასწრება თავისუფალია. პროექტის მენეჯმენტის  მხარდაჭერია აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI),  ფინანსური მხარდამჭერები კი არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სამშენებლო კომპანია „გზები”. მისამართი: ბათუმის …

Exit mobile version