მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რუსული კანონი შეაფერხებს ევროკავშირში გაწევრიანებას – Edison Research

ტელეკომპანია „ფორმულა“ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, შეასუსტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს, ხოლო 27%-ის აზრით, კანონი გააძლიერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. ამავე გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, თქვენი აზრით, [რუსული] კანონი უფრო სავარაუდოა რომ დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან თუ გააძლიერებს რუსეთის …

„შემოგვიშვით“ – ბათუმის უნივერსიტეტის ჩაკეტილ კართან სტუდენტები სკანდირებენ

დღეს, 14 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დილას დაწყებულმა აქციამ ჯერ ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობით გაგრძელდა, 13 საათის შემდეგ კი სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც დღეს შეუერთდნენ აქციას, ისევ უნივერსიტეტთან მივიდნენ. ამჯერად ბსუ-ს კარები ჩაკეტილი აღმოჩნდა. „შეგვიშვით“ – სკანდირებენ სტუდენტები უნივერსიტეტის კარებთან. მოგვიანებით სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე მხარეს, რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს და კიბეებზე ჩამოსხდნენ. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების …

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტს უერთდებიან – დღეს დუმილი სირცხვილია

დღეს, 10:30 საათიდან, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად რუსულ კანონს გააპროტესტებენ. „შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის სკოლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“!“ – დაწერეს წუხელ, გვიან ღამით საჯარო სკოლის თვითმმართველობის გვერდზე. მოსწავლეების …

„პროტესტი გრძელდება, ხვალ გაფიცულ სტუდენტებს გელოდებით ბსუ-ში“ – განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ აცხადებს, რომ პროტესტი გრძელდება და ხვალ, 14 მაისს, ბსუ-ში ელოდებიან გაფიცულ სტუდენტებს. „ხვალ, დილის 10 საათიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გელოდებით გაფიცულ სტუდენტებს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საზღვაო აკადემიიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ბათუმის საზღვაო ნავიგაციის …

„დუმილი დანაშაულია“ – პროტესტს უერთდებიან ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის [BAU] ქართველი სტუდენტები აცხადებენ, რომ სტუდენტების საყოველთაო პროტესტს უერთდებიან და განცხადებას ავრცელებენ. „ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს. მაშინ, როდესაც ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, დუმილი დანაშაულია. ჩვენ სასტიკად ვგმობთ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. როგორც მომავალ ექიმებს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები მაშინ როცა გვართმევენ სიტყვის თავისუფლებას, …

„არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში“ – ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადებას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში. „მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება. არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ …

„მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს“ – კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ფეისბუქზე წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებენ თსუ-ს სტუდენტებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს, რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა“ – ვკითხულობთ სტუდენტური …

„ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს“ – 11 მაისს, ბათუმში, ნურის ტბის ირგვლივ ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ

შაბათს, 11 მაისს, 18 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია „საორსა“ ცოცხალ ჯაჭვს, პერფორმანსს აანონსებს. „11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები. გელოდებით – დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის …

Liquid Structure – გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკა ბათუმში, ზღვის პირას

შაბათს, 11 მაისს, 16 საათიდან, ბათუმის პირსის ტერიტორია დროებით გადაიქცევა სივრცედ გამოფენისთვის, პერფორმანსებისთვისა და საჯარო საუბრებისთვის. ბათუმში უკვე მეორედ იმართება პროექტი Liquid Structure. პროექტი აერთიანებს 7 მონაწილეს საქართველოდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან, რომლებიც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს წარადგენენ ინსტალაციის, სკულპტურის, პერფორმანსისა და სხვა სახით და, ასევე, ერთ კოლექტივს, რომელიც გამოფენას დახურავს ცოცხალი ელექტრო- აკუსტიკური იმპროვიზაციით. …

„არა რუსულ კანონს“ – 10 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

10 მაისს, პარასკევს, 19 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება სლოგანით – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ უკვე სამი კვირაა საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს და ქვეყნის კურსის ცვლილებას. გუშინ, 7 მაისს, აქცია გაიმართა კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში. …

რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით, ანუ გძულდეს მოყვასი შენი!

ავტორი: გიორგი ლებანიძე, ფილოსოფიის და რელიგიის ფაკულტეტი, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი __ „რუსული კანონის“ ხელახალი ინიციირებით ივანიშვილის რეჟიმი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების შევიწროება, დასავლეთისთვის სხვა არჩევანის არდატოვება, გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს, რუსი ფაშისტ-იმპერიალისტების გულის მოსაგებად (თუ საქმე მათი პირდაპირი მითითების შესრულებასთან არ გვაქვს). რეჟიმის თითოეულ ამ …

რუსული კანონი დამღუპველია ქვეყნისთვის – ემიგრანტი მასწავლებელი

ავტორი: ვაკო გოგუაძე, მასწავლებელი ჩემს 15 წლიანი კარიერაში იყო ბევრი დაცემა, აღმავლობა, წარმატება, წარუმატებლობა და უპირობო მიზანი, ვყოფილიყავი კარგი პედაგოგი. ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული სპეციალისტი ვარ, პარალელურად სან-დიეგოს უნივერსიტეტისთვის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ. მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს საქართველოში და ყველა ახალგაზრდას გამოვუცხადო თანადგომა. რაც დღეს ხდება დაუჯერებელი რეალობაა, თუმცა ერთიანობა …

ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: …

3 000 ლარი მჭირდება შვილი სტამბულში რომ წავიყვანო სამკურნალოდ – 13 წლის ბიჭის დედა

13 წლის თენგოს ორი წლის წინ თავში გამონაზარდი აღმოაჩნდა. „გვეგონა, ჩვეულებრივი ცხიმგროვა იყო, მაგრამ სიმსივნეა“, – გვიყვება თენგოს დედა, ნარგიზ ბიბინეიშვილი. ქალის თქმით, მოზარდს უცხოეთში ესაჭიროება მკურნალობა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა ასევე სჭირდება მგზავრობის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები – დაახლოებით 3000 ლარი, რისთვისაც ნარგიზი დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. ნარგიზი მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ ახლა ხანდაზმულ დედასთან …

ავარია ბათუმში, დაიღუპა 7 წლის ბავშვი

დღეს, 5 მაისს, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 7 წლის ბიჭი. დაღუპულის მამა და მეორე შვილი კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში არიან გადაყვანილები. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. BMW-ს ტიპის ავტომანქანა ტაქსის შეეჯახა. დაზიანდა პარკინგზე მდგომი 2 სხვა ავტომანქანაც. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად ჯამში ოთხი ადამიანი …

როგორ ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 15 – …

კოლაბორაციონისტ ბიზნესს ჩვენი რესურსი არ მოხმარდება – შემოქმედებითი სააგენტოები

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. „არქი CELFIE Wissol Wendy’s Dunkin’ Smart Subway ჯორჯიან მანგანეზი მილდიანი აიჯი დეველოპმენტი VR ჰოლდინგი KTW თეთრი კვადრატი ანაგი ორბი ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ბრენდებთან. ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ ბიზნესმენებს და მათ კომპანიებს“ – ნათქვამია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ …

„არა რუსულ კანონს“ – ქობულეთში დღეს აქცია გაიმართება

დღეს, პირველ მაისს, ქობულეთში, მერიის წინ, გაიმართება აქცია „არა რუსულ კანონს“. აქცია ქობულეთში საღამოს, 19 საათზე დაიწყება. მისი ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან. ანტირუსული აქცია იმართება დღეს ბათუმშიც, საღამოს 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შადრევანთან. მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ხალხისთვის მიცემული პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია და ხელახლა შემოიტანა განსახილველად რუსული კანონი, საქართველოს დედაქალაქში და სხვა ქალაქებში …

2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აპრილიდან 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. სააგენტოს ცნობით, 2 მაისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. ზღვისპირა ქალაქებში, ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 …

“აქ ყველაფერი მომწონს” – 5 წლის უკრაინელი ლტოლვილი საქართველოში 

ტექსტი: მარიამ ბერიძე უკრაინის ომის დაწყებისთანავე საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, სადაც უკრაინელები ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდნენ. მათმა ნაწილმა საქართველო ეტაპობრივად დატოვა, თუმცა, არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც საქართველოში ცხოვრებას აგრძელებენ, მათი მცირეწლოვანი შვილები კი ცხოვრებას, ფაქტობრივად, საქართველოში იწყებენ. მათ შორისაა ქეთი რამიშვილი, რომელიც უკრაინაში 2022 წელს ომის დაწყებისას სამი წლის იყო. “თბილისში ყველაფერი მომწონს. ყველაზე მეტად ყინულის …

მობილიზება ბათუმში რუსული კანონის მხარდასაჭერ კონტრაქციაზე წასასვლელად

დღეს, 29 აპრილს, დილის 7 საათიდან საჯარო მოხელეების და „ოცნების“ აქტივისტების მობილიზებაა ბათუმის სტადიონთან, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისის აქციაზე მიმავალი მმართველი პარტიის მხარდამჭერები იკრიბებიან. დღეს, საღამოს, თბილისში „ოცნების“ კონტრაქციაა დაანონსებული, რომელიც აქციის – „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას“ – საპირწონედ იმართება. ადგილზე 15-მდე მიკროავტობუსია. მიკროავტობუსების ნაწილი ბათუმის სამარშრუტო ხაზებიდანაა მოხსნილი. აქვე იმყოფება აჭარის …

8 წლის გიორგის აპარატის გარეშე სუნთქვა უჭირს – დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

8 წლის გიორგი ბერიშვილის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ეთერ ბარამიძე რამდენიმე წელია გიორგის გამოსაჯანმრთელებლად იბრძვის. დედის თქმით, გიორგი სამ-წლინახევრის იყო, როცა სიმსივნე დაუდასტურდა. მკურნალობის პერიოდში კი რამდენჯერმე გადაიტანა კოვიდი, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. „სამ-წლინახევრის იყო, ჩივილები ჰქონდა, გადავუღეთ და დაუდასტურდა კეთილთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობის ბოლო ეტაპზე იყო, როცა კოვიდი შეხვდა რამდენჯერმე. გიორგის, რაც კოვიდი შეხვდა, …

148 ორგანიზაციის განცხადება – „არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“

100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან აჩერებს თანამშრომლობას. გარდა ამისა, ყველა მათგანი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში. 25 აპრილის 18 საათის მონაცემებით, განცხადებას ხელს აწერს 140-ზე მეტი ორგანიზაცია და ეს სია შეიძლება, კვლავ გაიზარდოს. გთავაზობთ განცხადებას, რომელთა ხელმომწერებს შორის არის „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელებიც“. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს …

ბათუმში შსს-ს სააგენტოს ინსპექტორი იძულების ფაქტზე ამხილეს – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …

ამ კანონით ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ, ეს არის ღალატი – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი პაპუაშვილს

„თქვენ გინდათ მიმაწებოთ აგენტის იარლიყი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“ – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დღეს, 25 აპრილს, ბათუმში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გაზეთ „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ. „ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიხდა, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ, იმიტომ, რომ თქვენ, …

ბათუმში +35 გრადუსია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით, მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და …

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წევრი მედიები პაპუაშვილთან შეხვედრას არ დაესწრებიან

დღეს, 25 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან – ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ საქართველოში 31 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს. საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების …

ავარია ქედაში – დაშავდა სამი ადამიანი

ავარია მოხდა დღეს, 24 აპრილს, ქედაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავარიის ადგილიდან სამი დაშავებული გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა ტურისტებისთვის

25 აპრილიდან ვენეციის დასათვალიერებლად გარკვეულ დღეებში თანხის გადახდა მოგიწევთ. ქალაქში შესასვლელად ყველა ტურისტი დღეში [8:30-დან 16:00 საათამდე] 5 ევროს გადაიხდის, ცალკეულ დღეებში კი – 10 ევროს. იტალიური მედიის ცნობით, ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მუნიციპალური საკრებულოს თქმით, ემსახურება ტურისტული ნაკადების უკეთ მართვას. გადასახადი იმოქმედებს შემდეგ თარიღებში – 25, 26, 27, 28, 29 და 30 აპრილი. …

ბათუმში, ხალვაშის გამზირზე არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

დღეს, 24 აპრილს, ავარია მოხდა ბათუმში, ხალვაშის გამზირზე. ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებული არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართება

2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება მოხალისეობის რეგიონული ფორუმი. ფორუმს დაესწრებიან ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. ფორუმის მიზანია …

5 მიგრანტი დაიღუპა ლა-მანშის სრუტის გადაკვეთისას – მედია

დღეს, 23 აპრილს, გამთენიისას, სულ ცოტა ხუთი მიგრანტი, მათ შორის ბავშვი, ქალი და სამი მამაკაცი, ინგლისის არხის გადაკვეთისას დაიღუპა. საფრანგეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით, პატარა ნავი, რომელზეც დაახლოებით 110 ადამიანი იმყოფებოდა, საფრანგეთიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიცურავდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, გემი თავდაპირველად ქვიშის ნაპირს შეეჯახა, რამაც გადატვირთულ გემზე ხალხის მოძრაობა და მათი წყალში გადავარდნა გამოიწვია. როგორც საფრანგეთის …

„ბათუმობის“ დღესასწაულზე ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება

შაბათ-კვირას, 27-28 აპრილს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება. აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. 27-28 აპრილს ბათუმში სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ გაიმართება. ამავე თემაზე: ვის ამღერებს მერია „ბათუმობაზე“ – ჰონორარებში 158 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +36 გრადუსამდე მოიმატებს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს“- წერს სააგენტო. სააგენტოს ცნობით, 23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში მოსალოდნელია …

1 პირი დაიღუპა ქობულეთში, მდინარეში ავტომობილის გადავარდნის შედეგად

ქობულეთში, მდინარე სკურაში ავტომობილი გადავარდა. ავტომობილში მსხდომი ორი პირიდან ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

Exit mobile version