როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით  – წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 …

საგრანტო კონკურსი – პროექტი „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) მიერ. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჩართულობისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების …

ვინ არიან ისტორიული მატჩის გოლების ავტორები – დამწყები გულშემატკივრის გზამკვლევი

ავტორები: თამარ ნერგაძე, არჩილ კახაძე   26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საბერძნეთის ნაკრებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. 29 წელია საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უშედეგოდ იბრძოდა. წელს ეს რეალობა შეიცვალა და 18 ივნისს დორტმუნდის ვესტფალენშტადიონზე ერთმანეთს საქართველოს და თურქეთს ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდებიან. სწორედ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: …

რა მისამართებზე შეწყდება დღეს გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 26 მარტს, ბათუმში რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება. კერძოდ: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ფიროსმანის #8-ში მცხოვრებ 57 აბონენტს; ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზი შეუწყდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ 217 აბონენტს; ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზი შეუწყდება აღმაშენებლის #1-ში მცხოვრებ 254 აბონენტს. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური …

რუსეთში ორი ციხე იხურება, პატიმრები ომში მიდიან

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში ორი ციხე იხურება „ოპტიმიზაციისა და ეკონომიის მიზნით”. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს ადამიანის უფლებათა კომისრის, მარკ დენისოვზე დაყრდნობით. რუსეთის ხელისუფლება იწყალებს და ომში აგზავნის იმ დამნაშავეებს, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის სურვილს გამოთქვამენ. უცნობია, რამდენი პატიმარი გაგზავნა რუსეთმა უკრაინაში საომრად, თუმცა ცნობილია ის, რომ მათ შორის იყვნენ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები, კანიბალებიც კი. გამოცემა წერს, რომ …

გადაარჩინეს ათობით ლტოლვილი, რომლებიც ამოტრიალებულ გემზე იმყოფებოდნენ

ინდონეზიელმა მაშველებმა ათობით როჰინჯა მუსლიმი ლტოლვილი გადაარჩინეს, რომლებიც ამოტრიალებული ხის პატარა გემის კორპუსზე ცდილობდნენ გადარჩენას. „ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ამოტრიალებულ გემზე მყოფი კაცები, ქალები და ბავშვები ტიროდნენ, როდესაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო და მაშველებმა მათი რეზინის ნავზე გადასმა დაიწყეს. უცნობია, რამდენი ლტოლვილი იმყოფებოდა პატარა გემზე, რომელიც გუშინ 20 მარტს ამოტრიალდა ინდონეზიის ჩრდილოეთ სანაპიროზე. სამაშველო ოპერაციების შემდეგ, დაახლოებით …

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 22 მარტის მონაცემებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზეწოლას ფრონტის მთელ ხაზზე, ყველაზე აქტიურად კი – ნოვოპავლოვსკის, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა 36 სარაკეტო და 55 საჰაერო დარტყმა, მოხდა 74 სამხედრო შეტაკება. გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ძალებმა 2 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს უკრაინის პოზიციებზე; ლიმანის მიმართულებით …

რა მისამართებზე შეწყდება ხვალ გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 22 მარტს ბათუმის 3 ქუჩაზე გაზი გაითიშება. კერძოდ: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის ქუჩის #1 ნომერში მცხოვრებ 254 აბონენტს; ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზი შეუწყდება ფიროსმანის ქუჩის 8 ნომერში მცხოვრებ 57 აბონენტს; ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზი შეუწყდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 198ა ნომრის 217 აბონენტს. „სოკარის“ ცნობით, …

რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმა კიევზე – არიან დაშავებულები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 21 მარტს, ღამე, რუსეთმა კიევს „ისკანდერისა“ და „კინჯალის“ ბალისტიკური რაკეტებით და 29 ფრთოსანი რაკეტით შეუტია. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევში საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ეკლესია, საბავშვო ბაღი და დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა. ცნობილია, რომ კიევში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავდა 13 …

დაყაჩაღება ქობულეთში – რა მიუსაჯა სასამართლომ ბრალდებულებს

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. „დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც …

რა ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ქობულეთში 21 მარტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 21 მარტს ქობულეთის ორ ქუჩაზე გაზი გაითიშება. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის ქუჩის 121 აბონენტს, ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზი შეუწყდება თამარ-მეფის ქუჩაზე მცხოვრებ 95 აბონენტს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება სრულად აღდგება დღის ბოლომდე. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ …

რომელი ქვეყანაა ყველაზე ბედნიერი? – საქართველო 91-ე ადგილზეა

დღეს, 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბედნიერი ქვეყნების 2024 წლის ანგარიშის თანახმად, წელს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. საქართველო ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 91-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო ამავე რეიტინგში 90-ე ადგილზე იყო. რეიტინგში 105-ე ადგილზეა უკრაინა. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი დანია ისლანდია შვედეთი ისრაელი ნიდერლანდები ნორვეგია ლუქსემბურგი შვეიცარია ავსტრალია …

სოციალური სახლის დასაცავად მდინარეში 143 მეტრი სიგრძის კედელს ააშენებენ

ხელვაჩაურის მერიამ სოციალური სახლის აშენება სოფელ ერგეში იმ ადგილზე გადაწყვიტა, სადაც 50 ათას ლარად აშენებული სტადიონის დანგრევა გახდა საჭირო. გარდა ამისა, სამომავლოდ მრავალსართულიანი კორპუსი რომ დაიცვან, მდინარე ჯოჭოსწყლის კალაპოტში 143,8 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაცაა აუცილებელი. სოციალური სახლი მდინარე ჯოჭოსყლისა და ჭოროხის შესართავთან ახლოს, მდინარის ნაპირიდან 17 მეტრში უნდა ააშენონ. მდინარე ჯოჭოსწყლის ნაპირის გასწვრივ რკინა-ბეტონის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მარტის 21 საათიდან 18 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

რას ნახავთ ბათუმის თეატრებში – კვირის აფიშა

16-22 მარტის კვირაში ბათუმის თეატრებში მისულ მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლზე დასწრების საშუალება ექნება. კვირის ბოლოს კი ბათუმის თოჯინების თეატრი პატარა მაყურებელს პრემიერას სთავაზობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ კვირის თეატრალურ აფიშას. ბათუმის დრამატული თეატრი „ურჩხული და მზეთუნახავი“ დიდი სცენა რეჟისორი: გიორგი ქლაინი თარიღი: 16-17 მარტი, 19:00 საათი ბილეთის ფასი: 10, 8, 7, 6, 5 ლარი „ემიგრანტები“ ექსპერიმენტულული სცენა რეჟისორი …

ბრალდებული მოსამართლის ნაცვლად ნაფიც მსაჯულებს ითხოვს – დავა საკონსტიტუციოში

გიორგი სულხანიშვილი 2024 წელს უკვე მეორე მოსარჩელეა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვისაც სურს მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს კანონის ის ჩანაწერი მიიჩნიონ არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმეს მსაჯულები ვერ განიხილავენ. გიორგი სულხანიშვილს თავდაპირველად მკვლელობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები აურჩევია. პროკურატურა გიორგი სულხანიშვილს რუსთავში გიორგი მორბედაძის მკვლელობას …

ფიგუ, ძანეტი, ქეცბაია და სხვა ლეგენდები დღეს ბათუმში ითამაშებენ

დღეს, 7 მარტს, ბათუმში ლეგენდების სერიის პირველი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს „საქართველოს ლეგენდების ნაკრები“ და მილანის „ინტერის“ ლეგენდების გუნდები დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და სხვა არაერთი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი. მილანის „ინტერის“ გუნდში იქნებიან: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, …

როგორი ამინდი იქნება მომდევნო 3 დღეს ბათუმსა და აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მარტის 21 საათიდან 7 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ზოგან წვიმა. მთაში თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წამში, ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 …

რატომ ჩნდება პირის ღრუში კისტა და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას

დენტალური ან ოდონტოგენური კისტა არის სითხით სავსე ბუშტუკი ყბის ძვალში ან კბილის ფესვების გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა კეთილთვისებიანია, უმკურნალობის შემთხვევაში სტომატოლოგიური კისტებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ მიმდებარე კბილებზე, ძვლის სტრუქტურასა და პირის ღრუს მთლიან კეთილდღეობაზე. კბილის კისტების სიმპტომებზე, პოტენციურ რისკებზე, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, კლინიკა „ექსპერტალის“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე საუბრობს. ბატონო თენგიზ, …

ჟესტური ენის უფასო კურსზე მიღება დაიწყო, რატომ უნდა ვისწავლოთ ეს ენა

ჟესტური ენის მცოდნეები, რომლებიც სმენის არმქონეებსა და დანარჩენებს შორის თარგმანს უზრუნველყოფენ, სჭირდებათ ყველა საჯარო სექტორში: იუსტიციის სახლებსა და პოლიციის განყოფილებებში, სოციალურ სააგენტოებსა და საზოგადოებრივ მაუწყებლებში. მიუხედავად ამისა, ზემოთ ხსენებულ ადგილზე კადრები ყველგან არ ჰყავთ. საქართველოში ჟესტური ენის სულ 51 სპეციალისტია აღრიცხული, მათგან მხოლოდ სამია აჭარაში. სწორედ იმიტომ, რომ ჟესტური ენა თითქმის არავინ იცის და სმენის …

თამბაქოზე აქციზის განახევრებას აპირებენ – რას ითვალისწინებს კანონპროექტი

„ქართული ოცნება“ თამბაქოზე აქციზის განახევრებას აპირებს. კანონპროექტის განხილვის პროცედურა უკვე დაიწყო. მეთამბაქოეობის პრობლემაზე „ბათუმელები“ წინა სეზონზეც წერდა – „თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი.  ადგილობრივი თამბაქოს წარმოების პრობლემაზე თამბაქოს წარმოებით დაკავებული გლეხები წლებია საუბრობენ, მათი თქმით, თამბაქოს მოყვანა აღარ ღირს. პარლამენტი საარჩევნო წელს თამბაქოზე არსებული აქციზის 60-დან 30 ლარამდე …

ბათუმში თურქული სამხედრო ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა

დღეს, 4 მარტს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ხომალდი ამ დროისთვის ბათუმის ნავსადგურში იმყოფება. შს სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების – „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება. აღნიშნული პროცესი ქართველი …

რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა (ფიბრომა) – ექიმის რჩევები

საშვილოსნოს მიომა/ფიბრომა არის არასიმსივნური, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. მცირე მიომების/ფიბრომების უმეტესობა არ იწვევს ჩივილებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა სიმპტომები გამოხატულია ძლიერი მენსტრუალური სისხლდენით, ხშირი შარდვითა და ტკივილებით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა დაავადების ნიშნებსა და მისი მკურნალობის გზებზე საუბრობს. რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა/ფიბრომიომა? საშვილოსნოს მიომა, იგივე ფიბრომა წარმოადგენს საშვილოსნოს კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. საშვილოსნო …

 გომისმთაზე ასფალტი 2022 წელს უნდა დაეგოთ, რატომ ვერ დასრულდა ამ გზის მშენებლობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ოზურგეთი-გომისმთას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „აქტიურად ახორციელებს და ამ ეტაპზე უკვე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს“. თუმცა, ეს გზა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, კერძო კომპანია New Road-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია. დეპარტამენტმა სამუშაოების დასრულების მიზნით კომპანიას დამატებითი …

გერმანიის დაწყებით სკოლაში მოსწავლეებს სავარაუდოდ დანით დაესხნენ თავს

გერმანიის ქალაქ დუისბურგის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ორ მოსწავლეს სავარაუდოდ დანით დაესხნენ თავს. ამის შესახებ სხვადასხვა მედია ერთხმად იუწყება. პოლიციის თანახმად, უკვე დააკავეს 21 წლის ეჭვმიტანილი. ქალაქის პოლიციამ მომხდარის შესახებ იქსზე [ყოფილი ტვიტერი] მოკლე ტექსტი გამოაქვეყნა. პოლიციის თანახმად, დაკავებული ბავშვებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. პოლიციას დანაშაულის იარაღზე კომენტარი არ გაუკეთებია. დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოებში იმყოფებიან ექიმების ზედამხედველობის …

„მანდარინი დაგვილპა, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი გამოკეტეს“ – აქცია ქობულეთში

„მანდარინის მოსავალი დაგვილპა, წავიღებთო და მოგვატყუეს, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი, გამოკეტეს,“ – ამბობს ჟუჟუნა ქარცივაძე, საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც დღეს, 26 თებერვალს, ქობულეთის სოფელ ქაქუთში გაიმართა. დავის საგანი ციტრუსის დამამზადებელი საწარმოა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს კოოპერატივ „ქაქუთს“ კონკრეტული პირობებით – 1 ლარად გადასცა, თუმცა ვალდებულებები არ შესრულდა. ვალდებულება ციტრუსის დამზადება და …

რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის სამუშაოები 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების ვადამდე ერთი თვით ადრე, კერძო კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დასრულების ვადა 3 თვით გააგრძელეს. სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოებში ბათუმის ბიუჯეტიდან 15,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და …

ოჯახმა 88 წლის თინა წილოსანი იპოვა

ოჯახის ინფორმაციით, დაიკარგა 88 წლის ქალბატონი თინა (ჰავა) წილოსანი. 88 წლის ქალი გუშინ შუადღის 5 საათიდან გავიდა სახლიდან. ქალბატონი თინა ცხოვრობს სოფელ ყოროლისთავში. ოჯახი აცხადებს, რომ გაუჩინარებულ ქალს ეძებენ როგორც სოფელში, ისე ბათუმის ტერიტორიაზე. ოჯახის ინფორმაციით, ქალს აქვს მეხსიერების პრობლემები. ძებნის სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. გაუჩინარებულ ქალს აცვია შავი ზედა, რეზინის შავი კალოში. ოჯახი ითხოვს, თუ …

ტრაილერის ქართველი მძღოლი ტრაბზონში ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა – თურქული მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, დღეს თურქეთის ქალაქ ტრაბზონიდან რიზეს მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა ავარიაში მოჰყვა. ტრაილერს ქართული ნომრები ჰქონდა. როგორც მედია წერს, მძღოლი, ეროვნებით ქართველი, დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა ავტომანქანაზე კონტროლი დაკარგა. თურქული მედია წერს, რომ ტრაილერი დატვირთული იყო ბოსტნეულით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრში აცხადებენ, რომ ავტოავარიის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ. ___ ფოტო: rizedeyiz

მხოლოდ გამარჯვების გვჯერა უკრაინელებს, სხვა შედეგს არ განვიხილავთ – 2 წელი ომის დაწყებიდან

24 თებერვალს  2 წელი სრულდება, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ელენა ბელიკოვა ბათუმში 2022 წლის მარტში ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლამდე დიდი და რთული გზა გამოიარა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა. ელენა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ლექციებს კითხულობდა. ახლა ბათუმში მყოფ უკრაინელებს უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას ომის ტრავმებთან გასამკლავებლად. …

უკრაინამ კიდევ ერთი რუსული სუ-34 ჩამოაგდო

უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, 18 თებერვალს, დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული სუ-34 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსული სუ-34 არის ავიაგამანადგურებელი, რომელიც შექმნილია სახმელეთო სამიზნეებზე სარაკეტო და ბომბდამშენით თავდასხმებისთვის. ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეოთხე რუსული ავიაგამანადგურებელია, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო. 17 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთდროულად გაანადგურეს რუსეთის სამი თვითმფრინავი – ორი …

რუსეთმა ავდიივკა საჰაერო უპირატესობის ხარჯზე აიღო – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW – უახლეს ანგარიშში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში ქალაქ ავდიივკას დაპყრობა საჰაერო უპირატესობის გამო მოახერხა. რუსულმა ძალებმა შეძლეს სახმელეთო ძალების საჰაერო მხარდაჭერით უზრუნველყოფა შეტევის ბოლო დღეებში. ეს ალბათ პირველი შემთხვევაა ასეთი შემთხვევაა ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 6 – …

ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონი გახდა

ქართველი შერეული ორთაბრძოლების [MMA], მებრძოლი ილია თოფურია UFC-ას ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. დღეს, თბილისის დროით 18 თებერვალს, მან მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი. ილია თოფურიამ MMA-ში 15 ბრძოლა ჩაატარა დღევანდელის ჩათვლით და ყველა მოიგო. UFC-ში დღეს გამარჯვება ორმა ქართველმა მებრძოლმა იზეიმა. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ილია თოფურია კი პირველი …

უკრაინის თავდაცვამ 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 17 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთდროულად გაანადგურეს რუსეთის სამი თვითმფრინავი. ჩამოგდებულია 2 რუსული გამანადგურებელი – სუ-34 და 1 – სუ-35. 17 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჯამში დაკარგეს 332 თვითმფრინავი.  

Exit mobile version