ნეტგაზეთი • RU

დაზიანებული ფიგურა საბაშვილის სახლზე

 

 

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული ფიგურა დაზიანებულია. 

 

მამუკა ცინცქილაძის ფოტო
მამუკა ცინცქილაძის ფოტო

 

 

ვინ უნდა იზრუნოს ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლის ფასადის მნიშვნელოვანი დეტალის შენარჩუნებაზე?  – „ბათუმელები“ ამ შეკითხვით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბიძინა აფხაზავას დაუკავშირდა. 

 

 

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციისათვის. ამ შემთხვევაში ამაზე უნდა იზრუნოს ქალაქმა ან მეპატრონემ. ჩვენ უკვე მივმართეთ ბათუმის საკრებულოს განცხადებით და რამდენადაც ვიცი, საკითხი უნდა გაიტანონ საკრებულოს სხდომაზე. უნდა გამოცხადდეს ტენდერი სახლის გადასახურავად, რადგან წყალი ჩადის და შენობას აზიანებს. სახლზე დაზიანებულია არა ერთი, არამედ ორი ფიგურა და აუცილებელია შეკეთება, რადგან შესაძლოა ჩამოვარდეს და ქუჩაში ვინმე დააზიანოს. თუ ტენდერი გამოცხადდება, ვეცდები ჩართული იყოს არქიტექტორ-რესტავრატორი, რომელიც ფიგურებს შეაკეთებს.“ –  განაცხადა ბიძინა აფხაზავამ.

 

 

სახლი  მე-19 საუკუნის ბოლო წლებშია აგებული და ბათუმელ კომერსანტს საბაშვილს (საბაევს) ეკუთვნოდა. ქვაში გამოკვეთილი ატლანტის ფიგურები კი იაკობ ნიკოლაძის მოსწავლის, მოქანდაკე პოლოლიკაშვილს ნამუშევარია. 

 

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"