სიახლეები

სისხლის ბანკი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში

07.08.2014
სისხლის ბანკი  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში

 

სისხლის ბანკი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია დამზადდეს უსაფრთხო ევროპული სტანდარტების სისხლის კომპონენტები.

 

გამოკვლევების ერთი ნაწილი უტარდება თავად დონორს, ხოლო მეორე ნაწილი უშუალოდ დონორულ სისხლს. დონორებისთვის ხდება ჯგუფის, რეზუსის და ჰემოგლობინის მაჩვენებლების განსაზღვრა, ხოლო დონაციის შემდეგ უახლესი ლაბორატორიული მეთოდებით სისხლი გადის ვირუსულ ინფექციებზე კონტროლს. სისხლის კომპონენტების დამზადების პროცესი დახურულ, გარემოსგან სრულად დაცულ ციკლს გაივლის, ეს კი დამზადებული პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტიაა.

 

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობითაჭარის  ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სისხლის ბანკში დამზადებული პროდუქციით უზრუნველყოფილი იქნება აჭარის რეგიონი, რაც შესაბამისად წაადგება ქვეყანაში არსებულ სისხლის მოთხოვნაზე დეფიციტის აღმოფხვრას.

 

დღეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სისხლის ბანკის გახსნაზე მისვლას გეგმავს აწარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.